საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს გერმანული საიტი Taz.de საკმაოდ ვრცელი სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

"30 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.

აღნიშნული კამპანიით, Uefa-ს მრავალფეროვნების, ჩართულობის, პატივისცემისა და თანასწორობის ხელშეწყობა სურს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამმა ეს ჯილდო დაიმსახურა და ის ნამდვილად გაბედული ადამიანია.

მიუხედავად იმისა, რომ კაშიას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, მან თავის პრინციპებს მაინც არ უღალატა, რაც ჩეფერინის აზრით, ნამდვილ სიმტკიცეზე მიუთითებს.

ყველაფერი კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც არნემის "ვიტესის" კაპიტანი მოედანზე LGBT-ფერებიანი სამკლავურით გამოვიდა.

ეს იყო სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის ერთ-ერთი ნიშანი.

რეაქციამ არ დააყოვნა და მისი მოკვეთა საქართველოში ეროვნული ნაკრებიდან მოითხოვეს. გულშემატკივრებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

მის ნაკრებიდან მოკვეთას პრესაც მოითხოვდა. მაგალითად, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერდა, რომ გურამს ეროვნული ნაკრების რიგები უნდა დაეტოვებინა.

გურამს თავს ანალოგიური დაატყდა, როდესაც Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. მის Facebook-გვერდზე ფანებმა ნამდვილი იერიში მიიტანეს და უწერდნენ, რომ მისი საქართველოს ნაკრებში ხილვა აღარ სურდათ.

მოვლენებს სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავაც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"გურამ, ჩემთვის შენ ყოველთვის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იქნები. უკვე ბევრჯერ თქვი, რომ საქართველოსთვის თამაში შენთვის დიდი პატივია.

ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, შენთან ერთად მუშაობა მომიწია", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც Uefa-მ განაცხადა, რომ პრიზს კაშიაც მიიღებდა, კომენტარი თავად გურამმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის თანასწორობისა და თანაბარი უფლებების დამცველი ყოველთვის იქნება.

ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია, რის გამოც კაშიას მიმართ ასეთი აგრესია გასაკვირი არაა.

გასული წლის ივნისსა და ივლისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევდა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იყო.

მხოლოდ 2017 წელს საქართველოში გეებისა და ლესბოსელების მიმართ 30 ძალადობრივი თავდასხმა მოხდა. ოქტომბერში კი ტრანსგენდერი ქალი სერიოზული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა.

ამავე დროს, LGBT პირების აქციაც მიმდინარეობდა, რომლის ორგანიზატორებმაც განაცხადეს, რომ შეტაკების რისკი ძალიან მაღალი იყო.

სანდრო
admin sabavshvo bagsho tu gindat mushaoba wadit bizia ik, tu arada nu blokavt xalsx!!!
მიჩინიო
ხოდა ზუსტად მასე მოიქცა ეს მართლა კაცური კაცი ;)
aburjga
რუსთაველზე რა აქცია უნდა გამართოს 50 მა ლგბტ-ს წამოიმადგენელმა ?! რასთან დაკავშირებით?!
Eee ar icis?
არ გაეკეთებინა და მერე სხვანაირად მოგვაწვებოდა ევროლიბერალების არმია, ისე ხანდახან მგონია გურამი არაფერშუაშია მაგრა გაუჩალიჩეს და იცოდნენ ამას რაც მოყვებოდა
samtredski
გურამ გენაცვალე დაანებე თავი მაგ თემას თამაშები ახლოვდება და იმაზე იფიქრე რო წავაგოთ შენ დაგბრალდება ერთი კვირით ადრე მაგ თემაზე ლაპარაკობ კიდე?
123123
ის ადამიანები ვისაც გეიდ ყოფნა ადამიანის არასწორი არჩევანი გონია და არა თანდაყოლილი ბიოლოგიური დეფექტი იმდენად გაუნათლებელია პირადად ჩემ თვალში რომ მის აზრს საერთოდ არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა. ხალხო გეი არის ადამიანი რომელსაც დაბადებდე დაერღვა ჰორმონები და მაგიტომ არის გეი, რა არის ამაში გაუგებარი, სკოლაში ანატომია არ გისწავლიათ?.. ჩვენ ერთმანეთს ხომ არ ვდევნით იმის გამო რომ ვიღაც ცაციაა და უმცირესობაშია?.. ესეც იგივე ჰორმონალური ცვალებადობაა. კაშიამ ჰომოსექსუალების პროპაგანდა კი არ გააკეთა, ამით ჟესტით თქვა რომ ნუ ვიძლადებთო, საღად მოაზროვნე საზოგადოებაში ეს წესით ძნელი გასაგები არ უნდა იყოს... პროპაგანდას თქვენთვითონ აკეთებთ როცა ამდენს ლაპარაკობთ ამ თემაზე. ჩემი როგორც რიგითი გულშემატკივრისგან პატივისცემა გურამ კაშიას!!!
moqalaqe
შენ ეტყობა ძალიან გაგეხარდა კაშიასგან მხარდაჭერა
ბნელ.
გეთანხმები, ეს არის შემოგდებული თემა, რათა საქართველო წარმოჩნდეს გაუნათლებელი, აგრესიული, ბნელი ხალხის ქბეყნად' ბოდიში თუ ვინმემ თავი ამოიცნო.
ალეკო
მართალს ამბობ
moqalaqe
გასაგებია რომ ქურდობა, ყაჩაღობა, მამათმავლობა და მკვლელობა ცოდვაა, მაგრამ ამის გამო არცერთს ქვები არუნდა დავუშინოთ და არუნდა ჩავქოლოთ ლინჩის წესით, მაგრამ ამათი რეკლამირება, პიარი და მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდი შეცდომა და ცოდვაა, აბა ერთი თქვი, რაში და რატომ იმსახურებს მკვლელი, ყაჩაღი ქურდი და მამათმავალი პიარს რეკლამირებას, წახალისებას და მითუმეტეს პრივილეგიებს?
რა მაფიაა?
ყველაზე ღადაობა იცით რა არის? არც ეკლესია და არც არცერთი ნორმალური ადამიანი არ მოუწოდებს საზოგადოებას რომ ლგბტ პირები განვდევნოთ ძალადობით და დავასახიჩროთო... 17 მაისის ალტერნატიული ოჯახის სიწმინდის დღეც საერთოდ არ გულისხმობს რომ მეორე აქცია დაარბიოს ვინმემ და აგრესია გამოხატოს... სარწმუნოება (ყველა სარწმუნოება) ქადაგებს სიყვარულს და პატივისცემას... თქვენ კიდევ სიძულვილით ხართ შეპყრობილები... არავინ ამბობს არც ევროპა და არც ამერიკა და არც სოროსი რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები ბევრნი უნდა იყვნენ და როგორმე შევუწყოტ ხელიო... თქვენ თვითონ უწყობთ ხელს ამხელა აჟიოტაჟის ატეხვას... იძახით არავინ უშლის ხელსო და ქვას და ათას უარაღს ესვრით და თავიანთთვის ცხოვრებას უშლით... კაშიაც ძალიან სწორად უჭერს მხარს თანასწორობას და პატივისცემას და ძალიან ვამაყობ მე და ძალიან ბევრი რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქცეყნის ეროვნულო ნაკრების კაპიტანმა ეს პოზიცია ასე მყარად დაიჭირა... და მოგიწოდებთ თუ არ მოგწონთ ვინმეს, აგრესია მაინც შეინახეთ თქვენთვის... რელიგიას ამით არავინ უარყოფს, პირიქით მის უპორველეს პრინციპს, ურთიერთპატივისცემას და "გიყვარდეს მოყვასი შენი" იცავს... ბიბლიაში უამრავ ცოდვაზეა საუბარი მათ შორის მამათმავლობაზე და კიდევ ძალიან ბევრზე... ქურდობაც ანალოგიურად ცოდვაა და ქურდებს და ყაჩაღებს იგივენაერად ქვებს სახალხოდ რატომ არ ესვრით... მითუმერეს როცა მათ შეუძლიათ რეალურად შეუქმნან საფრთხე უდანაშაულო მოქალაქეებს??? ცოტა აზრზე მოდით და ეს აჟიოტაჟი ღავისით ჩაცხრება...
gurams
ფეხბურთი და ზოგადად სპორტი არის ქვეყნის წარმოჩენის სახე და შენ როცა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გქვია ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო და ისე მოიქცე როგორც კაპიტანს ეკადრება, შენგან მაგალითს იღებს მომავალი თაობა
korben dallas
კაშიას მოწინააღმდეგეები თავიანთ კომენტარებში სიტყვა "პროპაგანდას" უამრავჯერ ახსენებენ და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ამ პროპაგანდის შემოქმედნი თავად არიან. იმ დანარჩენი კაპიტნების ქვეყანაში მოხდა რამე უბედურება, ვინც გურამის მსგავსად ფერადი სამკლავური მოირგეს ? არც არაფერი, იმიტომ რომ საზოგადოებამ ადეკვატურად მიიღო ყოველივე ეს. ან რა გგონიათ, 17 მაისს თუ 50-ოდე ლგბტ-ის წარმომადგენელი რამე აქციას გამართავს ქვეყანა დაიქცევა ? არა ბატონო არა, მაგ აქციის მნიშვნელობას ის უამრავი "ბნელი" ზრდის, ვითომ მათ წინააღმდეგ რომ გამოდიან )))) ასე რომ, იქნებ ჯერ "ბრძოლის" ფორმები დაგეხვეწათ და მერე გეყვირათ, თქვე მართლა პროპაგანდისტებო )))))))
David
გათვითცნობიერებული თუ აქვს ვის გამოუცხადა სოლიდარობა. ქართველი კაცისგან მაგათი მხარდაჭერა ორმაგად სასირცხვილო და ამაზრზენია. ძალიან მაინტერესებს რას გრძნობდა როცა ჯილდო გადასცეს, ვინ იცის სიამაყითაც იყო აღვსილი. 20 წლის ხორვატ ფეხბურთელს უფრო მეტი ვაჟკაცობა აღმოაჩნდა და უარი განაცხადა სამკლაურის გაკეთებაზე, სანაცვლოდ პატივისცემა დაიმსახურა თავისი ხალხის მხრიდან. კაშიას კი გეებმა უკრან ტაში
aburjga
რაო, ნასესხები ფულით ლუდი არ გიყიდია და ბესეტკაში მეგობრებთან ერთად ფეხბურთზე არ გისაუბრია?! მაშინ შენ არც ლუდის გემო გცოდნია და ვერც კაცობისას გაიგებ რამეს! ეს არის ბიჯო საძრახისი საქციელი და ლგბტ პირების ცხოვრების წესის პროპაგანდა საამაყო?! ისე მენტორულად წერ თითქოს კანტის "წმინდა გონების კრიტიკის" კითხვით იძინებდე და იღვიძებდე?! ))
aburjga
დარწმუნებული ვარ გურამ კაშია კარგი კაცია, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ საკითხში ძალიან ეშლება! თანაც რა ჯიუტი ყოფილა?! ჩვენ გვწყინს მისი ასეთი პოზიცია ამ ლგბტ-ს დაცვაზე თავის გამოდება! კაცი ელემენტარულად ვერ ხვდება რა სირცხვილში იგდებს თავს! წადი გურამ იმ მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს დამოუკიდებლობა დაიცავი, რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტე! კიდევ ათასი სხვა ღირსეული საქმე არსებობს თუ თავის გამოჩენა გინდა!
ბაჩი
ეკლესიაზე იერიშის მიტანის მთავარი მიზეზები თავად სამღვდელოებაა თავის მხედრიონელ მღვდლებით და სამეგრელოს ამაოხრებელ შევარდნაძე იოსელიანზე მოფერებით ხელის გადამსმელი პატრიარქით
icit ras getyvit
ვისაც რა უნდა იმას გაიკეთებს და დაიხურავს თავზე და ისე ივლის, სხვების ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას და ჭორაობას გირჩევნიათ საკუთარს მიხედოთ, საქმიანი და შემდგარი კაცი დღეში 24 საათი არ იჯდებოდა კომპიუტერთან. ქართველობა კიდევ ჩემო უწიგნურო პარფიუმერო, სუსტის და მცირეს დაჩაგვრას და არც ნიშნავდა, არც ნიშნავს და ვერც ვერასდროს ენიშნება, იმიტომ რომ ქართველობა უფრო მეტია ვიდრე ბესეტკაში ნასესხებ პივაზე "მოქეიფე" ძველი ბიჭის ხედვა
mdaaa
სტატიის ავტორს მინდა უთხრა, იქნებ არ ღირდეს ეკლესიის მიმართ კდევ ერთი იერიშის მიტანა და მოძალადის კონტექსტში ხსენება, ამით ეკლესიას არაფერი დააკლდება უბრალოდ თქვენთვის არის ცუდი :( გულწრფელად ვამბობ ამას, იმედია სწორად გამიგებთ...
ara
ეს მხარდაჭერა კი არა პროპაგანდაა უკვე გურამ ბატონო თან რომელ ქვეყანაში უჭერ მხარს ჰოლანდიაში?!
ზურა17
სამწუხაროდ საქართველოში ბევრს(გაუნათლებლობის გამო) მართლაც გულწრფელად ეშინია გეი ვირუს.ბევრმა ბინძურმა პოლიტიკოსმა კი იცის, ეს არავითარი დაავადება არ არის, მარა ცდილობენ უგუნურობაზე ხელი მოითბონ და კაშიას რაღაც ბინძურ პოლიტიკურ დემარშებს უწყობენ. ყველაფერი ეს რუსეთიდან შემოგდებული თემაა,ვითომ გეი ევროპა-ამერიკის შესაძულებლად.უამრავი შემთხვევაა საქართველოში ამ უმცირესობის ჩაგვრის, დახოცვა-დასახიჩრების! ეს უნდა იცოდეთ და ყური არ უნდა აარიდოთ. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები იბადებიან, მათი რაოდენობა საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელია, მხოლოდ სადაც არ ავიწროებენ(განვითარებულ ქვეყნებში) ისინი იქ უფრო ჩანან. ამიტომაც კაშიას საქციელიც არის მისაღები და მისასალმებელი!
ლევანი
ეტყობა ამ საიტს ლიბერალები ნაკლებად სტუმრობენ))
llcl
ვითომ ეხლა ამასაც საუკეთესო მცველის ან საუკეთესო გოლის ან ფეხბურთში რაიმე ღირებულისთვის აძლევდნენ ჯილდოს, რავი, წესით უნდა შეგრცხვეს მაგ პრიზის მიღება, ან ის მაინც თქვი, რომ შენს სამშობლოში რეალურად არავინ არავის ავიწროებს, ვინ შეუარდა ბატონო ოთახში ვინმეს, ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა და არა ადამიანის არჩევანი, ჩვენ მხოლოდ ამის აგიტაცია-პროპაგანდის და ქუჩაში დემონსტრაციების წინააღმდეგ გამოვდივართ და არავისზე არ ვძალადობთ საქართველოში, შენი საქციელი კი მიუღებელია, შენი კი არა და ჩვენი საამაყო და უამრავი სიხარულის მომტანი მოჭიდავეების არასწორი საქციელი დავგმეთ, იმიტომ რომ ენა, მამული, სარწმუნოება პირველ ადგილზე დგას და შენ ვინ ხარ მათთან შედარებით გურამ, ერთი უსუსტესი ნაკრების წევრი, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში ბოლოს გამარჯვების სიხარული როდის მოგვანიჭა, ვეღარც ვიხსენებ
გუგა
სამწუხაროა, რომ მედიას (მათ შორის დასავლურ მედიას) ახასიათებს ეგზოტიკურად წარმოაჩინოს ნებისმიერი საკითხი. თუნდაც ამ შემთხვევაში, ისეა გაშუქებული, თითქოს მთელი საქართველო ითხოვდა კაშიას ნაკრებიდან წასვლას, როცა სინამდვილეში რამდენიმე ათეული კარგად ორგანიზებული, ცოტა უსაქმური და აზროვნებასთან მწყრალად მყოფი, ადამიანი ითხოვდა ამას. ხოლო გულშემატკივრების დიდი ნაწილი უდიდესი პატივისცემითაა გამსჭვალული გურამის მიმართ.
fsiqologi
გურამ გრცხვენოდეს.
fsiqologi
შენ უკვე მოკვდი ქართული ფეხბურთისთვის.
fsiqologi
გურამ წადი!
ბლოგერი
სტატიაში წერია: საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა... თქვენთვის ძალიან სამწუხაროა ასე რომ ფიქრობთ ლიბელარი სოროსის აქტივისტები. ერთმა კიარა ათმა და ასმა გურამ კაშიამ რომ დაგიჭიროთ მხარი, მაინც ბნელსა და დეგრადირებულ გზაზე დგეხართ. ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს ავადმყოფობა და ასეთი ცხოვრების წესი მიუღებელია! ხოლო დაავადებაზე ვინმე გამოვიდეს და თქვას ეს კარგია, პრივილეგიაა, რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს დაავადებულიო, ბუნებრივია რომ ასე ვინც გამოვა და იტყვის ნეგატიურ განწყობას დაიმსახურებს და ამიტომაც გურამის მიმართ არის ასეთი განწყობა.
გოჩა
ადამიანურად მე გავუგე,რომ ყველა გუნდმა გაიკეთა და რა ექნა მეთქი,ახლა უკვე ნამეტანი არის,ვინ ჰგონია მისი თავი,შენს ქვეყანას რომ ასეთ დღეში აგდებ,ნაკრების კაპიტანი არა ეროვნული გმირი კიდევ,ნაკრებში მაგ პოზიციაზე პრობლემა ისედაც არ გვაქს,ღმერთმა ხელი მოუმართოს გაჩუმდეს მაინც,იმდენს იზამენ,რომ ნაკრების თამაშზე აღარავინ მივა,გამიხდა ესეც ბეკემბაუერი,გული გვტკივა ყველას,რას ჰგავს ეს,რისი მორწმუნე ხარ თუ ეკლესიის წინააღმდეგ მიდიხარ,კი ბატონო მასე ფიქრობ იფიქრე ვინ გიშლის,მაგრამ ნაკრები არის ქვეყნის.სახე და პირადად მე მინდა კაშიასნაირე ქვეყნის სახე,ეფერე ახლა ამას რაც.გინდა ის ქენი სულ ლიფჩიკით გადულხარ მოედანზე.
ramaz iremadze
საზოგადობეის და ჟურნალისტების ბრალია. ჟურნალისტები აპიარებენ ყველაერს. პრესა რომარა ხალხი ვერც გაიგებდა ვინ ვის უჭერს მხარს. გურა კაშიამ მისი აზრი დააფიქსირა. მეც არმომწონს მაგრამ სიტყვის თავისუფლებას პატივი უნდა ვცეთ. საქართველოს მოსახლეობას კი მხოლოდ ჯურნალისტები აბოლებენ და უტრიალებენ ტვინს
ვეტერანი
გამოდის რომ მთელი ეს კამპანია ჩვენთან ჰომოფობიას უპირისპირდება. კაშიამ, ძველმა და ახალმა სფფ-მ ჩვენ ასეთები არა ვართო, ეს ეკლესია და ხალხია "ჩამორჩენილი" თორემ ჩვენ ჩვენი "ავტორიტეტით" და შესაძლებლობებით ვამრავლებთ lgbt რიგებსო. მადლობა თქვენ ამისათვის, თორემ სულ თავი მოგვეჭრებოდა სამყაროში. ჰომოფობიას ებრძოლეთ თქვენს რიგებში, ერისათვის, თქვენ ფუტბოლმკვდარ და მშიერ ქვეყანაში 300 მილიონი ლარი გაქვთ დასაბრუნებელი და ამას არავინ გაპატიებთ.
Qartveli888
Qartuli arasamtavrobo organizaciebi (baia pataraiebi da mistana pataraiebi), romlebic umciresobebis uflebebs "icaven" zeimoben albat aseti statiebis cakitxvisas. Is transgenderi qali romelic vitomda miss seqsualuri orientaciis gamo cemit mokles, sinamdvileshi misma nacnobma piradi konfliqtis dros cema. Magram jurnalistebma es ambavi carmoachines, rogorc homofobiuri fonit chadenili... Yvela mxridan utexaven saxels sacodav saqartvelos chveni vai moqalaqeni da antiqartvelebi.
parfiumer
ეჰ გურამ, გურამ... ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ნაკრებშიც და მის გარეთაც... შენც მასე გგონია რომ ჰომოფებები და კაცის მაჭამელები ვართ? მიუღებელია ჩემთვის და ჩემი აზრით ყველა ნორმალური ქართველისთვის ისეთი თემების რეკლამირება და პროპაგანდა, როგორსაც შენი გაკეთებული სამკლაური ემსახურება... დაუფიქრდი კიდევ ერთხელ მაინც... ხო ქართულ ენაზე აზროვნებ ისევ? თუ ჰოლანდიურად გიტრიალებს აზრები თავში?
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ვაკო ყაზაიშვილი ისევ შეიყვანეს MLS-ის კვირის სიმბოლურში
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში განაგრძობს?
ქართველების ამერიკული თავგადასავალი სრულდება? - რა ბედი ელით კაშიასა და ყაზაიშვილს
ყაზაიშვილი "სან ხოსეს" სეზონის საუკეთესოებში ვერ ხვდება, არადა კონკურენტზე 6 გოლით მეტი გაიტანა
ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსე" დატოვა
"სან ხოსეს" გურამ კაშიაც დაემშვიდობა