ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ტრადიციულად, ჩვენთვის ყველაფერი წარუმატებლად წარიმართა.

უეფას რეიტინგში პოზიცია დავკარგეთ და 46-ე ადგილიდან 47-ე პოზიციაზე გადავინაცვლეთ, რადგან ლუქსემბურგის "დუდელანჟი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა...

ქართველები ევროთასებზე

წინა წლის მსგავსად, წელსაც ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, კვლავ იქნება დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარი" და ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკის" ნაცვლად, საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" იასპარეზებს.

ევროპა ლიგაზე გასულ წელს 4 ქართველი ფეხბურთელის გუნდი თამაშობდა. მდგომარეობა წელს უკეთესია, ამჟამად ხუთი ასეთი გუნდი გვყავს, რომელიც ევროპა ლიგაზე ითამაშებს: ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი", თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი", ალექსანდრე კობახიძისა და ანდრო გიორგაძის პოლტავის "ვორსკლა", ლევან ყენიას "დუდელანჟი" და ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავის "სპარტაკი".

"ტორპედო"

ქუთაისელთათვის შეიძლება წარმატებაა ევროპა ლიგის პლეი-ოფში თამაში, თუმცა ეს ვერ იქნება დადებითი შედეგი ქართული ფეხბურთისთვის, რადგან დაღმასვლა გვაქვს უეფას საკლუბო რეიტინგში, ეს კი უარყოფითი შედეგია, ვიდრე დადებითი.

"ტორპედოს" ფეხბურთელებს მადლობა ეკუთვნით, მათ ის გააკეთეს, რაც შეეძლოთ და ვერ იტყვი, რომ რომელიმე ბოლომდე არ დაიხარჯაო. მათ ისევე უნდოდათ ევროპა ლიგაზე თამაში, როგორც ქართველ ქომაგს მათი წამყვან სტადიონებზე ხილვა.

თუმცა "ტორპედო" გახდა გუნდი, რომელმაც ევროპა ლიგის პლეი-ოფში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო და ეს გარკვეულწილად ჩვენი მდგომარეობის გამოძახილია. ამ შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელობა არ უნდა გამოვიდეს და არ უნდა თქვას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთო. მათ ხელი არ უნდა შეაწმინდონ ფეხბურთელებს, რადგან მათ არაფერი გაუკეთებიათ საკმარისად.

შეეძლო თუ არა "ტორპედოს" ევროპა ლიგაზე თამაში? ალბათ, შეეძლო. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერები მინიმუმ ნახევარი წლის წინ განხორციელდებოდა, რათა გუნდი შეთამაშებულიყო. კახა ჩხეტიანიც იმავეს ამბობდა, თამაშიდან თამაშამდე ვახერხებთ მომზადებასო. კლუბის მიერ დამატებულ ფეხბურთელთა ნაწილი ფორმიდან იმდენად ამოვარდნილი იყო, რომ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდა და მალე იღლებოდა.

შეცდომა იყო ტრანსფერებშიც, გუნდმა ერთი ღირებული შემტევიც ვერ დაიმატა. არც მილოშ ლაჩნი, არც დაფე და მით უმეტეს, ჰასეილბანკი - არ წარმოადგენდა იმ დონეს, რომელსაც თუნდაც "ლუდოგორეცის" ან "კუკეშის" წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება შეუძლია. ეს გამოდგა მთავარი პრობლემა, რადგან კლუბი შეტევის დასკვნით ფაზამდე ვერ აღწევდა და გაუაზრებელი მოქმედებით სრულდებოდა ყველაფერი. დაცვის ფლანგებზეც ანალოგიური სიტუაცია მივიღეთ, ლაზარ მარინი და ლევან გეგეჭკორი გუნდის ყველაზე სუსტი წერტილები იყვნენ.

კარგ ტრანსფერად ამ გადმოსახედიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელი შეგვიძლია მივიჩნიოთ: მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე და მარეკ გლინკა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იდეალურები იყვნენ. სამივე ფეხბურთელი გუნდს საკმაოდ ცუდ ფიზიკურ კონდიციებში დაემატა და მატჩიდან-მატჩამდე ჰქონდათ გარკვეული პროგრესი.

რაც შეეხება ალექსანდრ აზაცკის, ის საკმაოდ არასტაბილური გამოდგა. იყო შეხვედრები, როცა კარგი იყო და ანალოგიურად იყო მატჩები, როცა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.

იმედია, ეს "ტორპედოს" ხელმძღვანელობისთვის მაგალითი იქნება და დღეიდან იფიქრებენ უკეთესი გუნდის შექმნაზე. მათ აუცილებლად მართებთ არსებული კონტინგენტის შენარჩუნება და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მუშაობას არც აზრი ექნება და არც შედეგი. პირველ რიგში კი, მართებთ ისეთ ხალხთან მუშაობა, რომელიც მათ პროფესიონალური ტრანსფერების განხორციელებაში დაეხმარება, რა თქმა უნდა, თუ ეს მათი სურვილია...

ქართული კლუბები

ევროპა ლიგის შესარჩევში საჩხერის "ჩიხურა" საკმაოდ ღირსეულად წარმოჩინდა და იმ ფინანსური შესაძლებლობებიდან, რაც კლუბს ჰქონდა, თავისი მაქსიმუმი გააკეთა. მათ სძლიეს "ბეითარს" და არაფერი დაუთმეს სლოვენიურ "მარიბორს". სოსო ფრუიძემ და მისმა შეგირდებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

არაერთხელ დავწერეთ, მაგრამ კატასტროფული იყო თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" გამოსვლა. ორივე ქართული გუნდის მეტოქე ევროპა ლიგას მეორე ეტაპიდან გამოეთიშა და თანაც, საკმაოდ სუსტ გუნდებთან ორთაბრძოლაში.

რა გავაკეთოთ ახლა?

დავტკბეთ ჩემპიონთა ლიგითა და ევროპის ლიგით, ვუგულშემატკივროთ 6 და 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს - ყაზახეთსა და ლატვიასთან ორთაბრძოლაში. ვიაროთ ეროვნული ლიგის მატჩებზე და ვუგულშემატკივროთ ქართულ ფეხბურთს!

zaza
რას ნიშნავს ღირსეული წარმოჩენა წაგება როდის მერე გახდა ღირსეული დროა ამოვიღოთ ეს სიტყვა ლექსიკიდან და არც მარიბორია გრანდი ეგკიარა საშუალოზე დაბალი დონის გუნდია.ხოლო თუ ფინანსები არაქვთ გუნდებს ეგ ჩვენი ბრალი ნაღდად არარის ხომ ყავთ მესაკუთრე.რაც შეეხება ტორპედოს რაც ფეხბურთელები ყავს იმ დონის ფეხბურთი აჩვენა მეტი არაფელი წააგო დამსახურებულად უფრო ძლიერთან და მორჩა.
კარგის მსურველი
გალაქტიონ ბევრი იკითხე და კარგი ჟურნალისტი დადგება შენგან.
zviads
შემომაქვს წინადადება: ყველა გუნდი გახდეს ვალდებული ოფიციალურად გამოაქვეყნოს თუ რაში დაიხარჯა სახელმწიფოს (ანუ ჩვენს მიერ) მიცემული თანხა, რომ გულშემატკივარმა იცოდეს სად და როგორ დაიხარჯა მათი ფული, თანაც დეტალურად.. მაგ: ვის რამდენი ხელფასი აქვს (თავის ადმინისტრაციიანად), ტრანსფერებში რამდენი დაიხარჯა, შეკრეებზე რამდენი და ასე შემდეგ..
zviads
სწორი მენეჯმენტია საჭირო, მეტი არაფერი...
ჰაჰა
მთავარი დასკვნაა, ლეგიონერების გარეშე არაფერი გამოვა.
Lagashi
მადლობა ავტორს, ძალიან ადვილად დასანახი სიმართლე სწერია მაგრამ ტორპედოს ხელმძღვანელობა ალბათ არ ერკვევა ფეხბურთში
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა