საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი დღეს 19-კაციანი შემადგენლობით შეიკრიბა.

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო შეხვედრა კვირას გამართეს, დღევანდელ ვარჯიშზე არ იმყოფებოდა და საწვრთნელ პროცესში 4 სექტემბრიდან ჩაერთვება. ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი არაბიძე თბილისში პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავენ. გუნდს სამშაბათს შეუერთდება ჯაბა ჯიღაურიც, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრას დღეს ჩაატარებს. ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს 6 სექტემბერს ასტანაში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 9 სექტემბერს, ლატვიის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავენ.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი 4 სექტემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენციას გამართავს. 18:00 საათზე ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ჩატარდება. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელ პროცესზე დასწრება საწყისი 15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი),

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Vakhtang Lobzhanidze
მე 5 თუ 6 დივიზიონიაო წერდნენ. მოყვარულების ვარიანტია მგონი..თუმცა სახელი კი აქ
Emigranti
............kupatadze.............kakaba. kirkvela. Xochola. Naval .......kankava...gvilia............kazaishvili........oqriashvili.............chakvetadze......................qvilitaia........... am taqtikit da am sastavs tu dzaayenebs kargi iqneba vinmem gadaecit vaiss gamoadgeba carmatebuli taqtika oqri martalia formaahi ar aris mara yvelaze metad ixarjeba nakrebis tamashis dros
Emigranti
Isada ra mosatania da bachana cxadadzes bastia romel ligashi tamashobs versad vnaxe es bastia saxeli gadaiketestu sadaris vinmem xom ar icit saitebic arafers ceren )))))
Emigranti
Carmatebebi . Kazaxetshi ro shekrebiliyvnen erti varjishit mets ivarjishebdnen da mgzavrobac ar daglidat . Mogeba mogeba
დდდ
კარგი დაწყება საქმის ნახევარია.ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია ჯერ ერთი ჩვენს უშუალო კონკურენტს ვხვდებით და თანაც გასვლაზე.სული და გული უნდა ჩაიდოს პირველივე თამაშში რათა დადებითი შედეგი წამოვიღოთ.რათქმაუნდა ჩვენი ფეხბურთელები უკეთეს გუნდებში თამაშობენ მაგრამ კონცენტრაციის და მონდომების გარეშე არაფერი გამოვა.აბა თქვენ იცით ბიჭებო მთელი საქართველო თქვენი თამაშის მოლოდინშია.გაგვახარეთ ერთი მაგრად.მოინდომეთ და ყველაფერი კარგად იქნება.წარმატებები!!!
ვაი თქვენს პატრონს
ამ კრიტიკოსებს რა ეშველებათ
ჰაჰა
ჩემი აზრით სამი ცენტრალური მცველით უნდა ითამაშოს. ასე ათამაშებდა გუნდს ცხადაძე, მაგრამ არავის უთქვამს დაცვითი სტილიაო. აქ გვყავს ყველაზე ძლიერი ბიჭები. ყაზახეთი კაი გუნდია, შეკრული და "პადიომზეა".
გოგი ეზაკელი
smouk - "თავდასხმაში ვინმე ახალი გამოეცადა ჯობდა,აღარ დავკონკრეტდები ვის მაგივრად..." smouk დარაგოი. როცა საქმე პირველ ოფიციალურ და ერთ-ერთ საკვანძო თამაშს ეეხება, "ვინმე გამოეცადა", რაღაც არ ჯდება ლოგიკაში. ამხანაგურებში კი ბატონო, მოსულა. სიტყვა "ვის მაგივრად"-ში, იასნია რომ ლევან მჭედლიძეს გულისხმობ, რომელიც თითქმის შესულია ოპტიმალურ ფორმაში და "ემპოლოს" განაცხადშიც დაიმკვიდრა ადგილი. თუ ფეხბურთთან რაიმე პროფესიონალური შეხებე გაქვს, მაშინ ვერ დაგეთანხმები ლევანის შეფასებაში. საერთოდ ლევანის კლასის მქონე თავდამსხმელი, მეორე არ გვყავს. ქვილითაია... ხო მაგრამ ---- დასახვეწია აქვს ბევრი რამ. ლევანის პირველი მტერი კი ხშირი ტრამვების.
გოჩა
მე მაინც მგონია უთამაშებელ გეხბურთელებს არ უნდა იძახებდნენ,ღმერთმა ქნას ვცდებოდე და იფრინონ მოედანზე,ფეხბურთელები არის იგივე გოგია და სხვები,რით ვერ მოაგვარეს მახარაძის პრობლემა,ჩვენი ჩემპიონატიდან მეკარის დაყენება რა ვიცი,უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ რა თქმა უნდა წარმატებები აბა თქვენ იცით ბიჭებო,დარწმუნებული ვარ თავს არ დაზოგავთ.
კოტე
ბაჩანა სადაა :D
41
თქვენ ტორპედოზეც დებდით ფაონს, შედეგი? 5-0, ყაზახეთს ვერ მოუგებს და როგორ გადაუვლი სამივე ნაკრებს?
smouk
თავდასხმაში ვინმე ახალი გამოეცადა ჯობდა,აღარ დავკონკრეტდები ვის მაგივრად...
ემირი
ჩაკვეტაძე ზირითაადში უნდა იყოს, კაი ხოდზეა ეს ბიჭი, ოქრი ფორმაში არამგონია იყოს, მაგრამ ბევრ ფორმაში მყოფს მაინც აჯობებს რაგაც ეპიზოდებში, კანკავა შეუცვლელია სანამ სანამ ამ კაცს სირბილი შეძლებაა სუ ნაკრებში უნდა იყოს იმენა ჯილკაა, დაცვაში თუ შეთამააშდნენ ბიჭები,მგონი ნორმალურზე უკეთესი დაცვა გვყავს, წინ კიდე რავიცი აბა მჭედლო კია გამოცდილი მაგრამ ქვილითაია უფრო ყისმათაა (ბურთი აქეთ ეძებს ხოლმე) ხო ისე პაპუ დაფრინავდა საკაიფოდ და ახაც იფრენს ეს ბიჭი, გვილიაც კოხტა ფეხბურთელია. იტოკში ჩემს აზრშივე გამომაქ დასკვნა რომ ამ სამივე ნაკრებს გადავუვლით, აი მერე რა იქნება მერე ვნახოთ
Gio
Kacharavas gamozaxebas mamamisi gamogezaxat jobda is ufro itamashebda
giga
ოპააა ოქრიიიიი The boss is back.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ