ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა საქართველოსთან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

- კარგი ფეხბურთისა და შედეგის იმედი გვაქვს. იმ დონეს ვანახებთ, რომელსაც ჩვენგან ელიან. მე უკვე ვამბობდი, რომ ყაზახეთის ნაკრებს უფრო ძლიერად თამაში შეუძლია. იმედია, გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ.

- არაერთხელ გითქვამთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებმა კლუბებში სათამაშო პრაქტიკა მიიღონ. რას ფიქრობთ ამჟამინდელ სიტუაციაზე?

- ამ პრობლემის შესახებ ვიცით. წუწუნს აზრი არ აქვს. ერთი კვირა გვქონდა, რომ ნაკრები შეთამაშებულიყო, ორმხრივ მატჩებს ვატარებდით. მჯერა, რომ როცა ფეხბურთელები მოედანზე ნაკრების მაისურით გავლენ, ეს მათზე ზეგავლენას მოახდეს. ვიცი, რომ ლოგვინენკო და სხვები საუკეთესო ფორმაში არ არიან, მაგრამ მათ, ვინც მოედანზე გავა, მოგებისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ. ინდივიდუალური პრობლემები გვაქვს, მაგრამ მათი გადაწყვეტა ორგანიზებული და გუნდური მოქმედებებით შესაძლებელია.

- რა ამოცანის წინაშე დაგაყენათ ფეხბურთის ფედერაციამ? ხვალ როგორი ფეხბურთის თამაშს აპირებთ?

- ფედერაციის მდივანთან არაოფიციალური ვახშამი მქონდა. ამოცანები გვაქვს. ჯგუფის ფავორიტი საქართველოა, ჩვენ მესამე ადგილზე ვართ. ახლა ჩემი ყველა ფიქრი იქითაა მიმართული, რომ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ მთავარია, ჩვენი თამაშით გულშემატკივრებს სიამოვნება მივანიჭოთ. ორგანიზებულად ვითამაშებთ.

- ის ფაქტი, რომ ვლადიმირ ვაისს იცნობთ, დაგეხმარებათ მის ტაქტიკურ ძლევაში?

- არ შეიძლება ყაზახეთის ფეხბურთელებს აუტსაიდერები დავარქვათ. უნდა გვჯეროდეს. უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე წარსულის შედეგები. ბოლო სამმა მატჩმა დაგვანახა, რომ მეტი შეგვიძლია.

მიხარია, რომ ვაისს შევხვდები. ის ბრწყინვალე მწვრთნელია. ჩვენ ისე ვემზადებით, რომ მხოლოდ ჩვენს ტაქტიკას დავეყრდნობით. არ მგონია, რომ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. ჩემი გუნდი ნებისმიერი სქემის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.

- ერკებულან სეიდახმეტის მომზადებას როგორ შეაფასებთ?

- ის ჯერ ფორმაში არაა. "უფაში" მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ კარგად მომზადებულია. მას დიდი პოტენციალი აქვს, რომ ძლიერი ფეხბურთელი გახდეს და ნაკრებს დაეხმაროს.

- რატომაა ნაკრებში სათადარიგო მეკარე უკრაინელი დმიტრი ნეპოგოდოვი?

- მე უკვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარია, რა პასპორტი აქვს. ის ყაზახია და ეს მთავარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის მატჩი 6 სექტემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩს "პირველი არხი" აჩვენებს.

მომზადებულია sports.kz-ის მიხედვით

borgati
არც ჩვენებია ხანდახან ნაკლები
ბმბ
ერკებულან სეიდახმეტიო?! დდდდ, თქვენი სახელი და გვარები რომ....
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სტანიმირ სტოილოვი: საქართველო პირველ ადგილზეა და ჩვენზე ძლიერია
სტანიმირ სტოილოვი: ველოდებით საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენას
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ყაზახეთის ნაკრების თავკაცი სტანიმირ სტოილოვი გაათავისუფლეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: "მე ცისფერი ვარ"
ყაზახების მწვრთნელი: ერთა ლიგაზე გამოცდილება მივიღეთ - ჯგუფიდან ხმაურით უნდა გავიდეთ
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
ყაზახების მწვრთნელმა თითი მოკაკვა: საქართველო უკეთესი გუნდია, ჩაკვეტაძე ვერ ჩავკეტეთ
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ