ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ყაზახეთი VS საქართველო - ისტორიული მნიშვნელობის მატჩი!

ყაზახეთი VS საქართველო - ისტორიული მნიშვნელობის მატჩი!

დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად ასტანაში ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოგიდგენთ.

ჩემდა საბედნიეროდ, მომეცა საშუალება, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი ყაზახეთში და გადმომეცა ყველა ის მომენტი, რაც ასტანაში ხდება. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და "მედიაჰოლდინგ პალიტრას".

საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგზაურობამ გარკვეული შთაბეჭდილება ჩამომიყალიბა ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე. საქართველოს ნაკრები შეკრული გუნდია, რომელშიც შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. ფეხბურთელებს ერთმანეთთან სასიამოვნო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ისინი ერთი ოჯახის წევრებად გრძნობენ თავს.

შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ნიკა კაჭარავა და სხვები. ყველა მზად არის, საქართველოს ნაკრების მაისური მოირგოს და ბოლომდე დაიხარჯოს ერთი საერთო ოცნებისთვის, რაც გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს აერთიანებთ.

ვაისის როლი

ვლადიმირ ვაისი აეროპორტიდანვე საკმაოდ ჩაფიქრებული იყო. რაღაც ფურცლები ეჭირა ხელში და რაღაცებს ინიშნავდა, თითქოს ცდილობდა, გარე სამყაროსთან კონტაქტი არ ჰქონოდა. ეს მისთვისაც კარიერის მატჩია, რადგან ამ შეხვედრაზე გარკვეულწილად მისი მომავალიცაა დამოკიდებული, დარჩება წარმატებულ მწვრთნელად, რომელსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს თუ მისი "მზე ჩაესვენება".

ყაზახებს ვაისი მარტო კარგ მწვრთნელად როდი მიაჩნიათ, ეს უფრო დაფასება და დიდი პატივისცემაა. ვისაც ვესაუბრე ამ ერთი დღის განმავლობაში, ყველამ სლოვაკი სპეციალისტი და მისი როლი ახსენა. ყაზახებს ის ახსოვთ და ამავდროულად, ის ძალიან უყვართ.

ჩვენი ნაკრების თავკაცი პრესკონფერენციაზე პოზიტიურ ხასიათზე იყო, რადიკალურად სხვა ტიპაჟი იყო, რასაც დღის განმავლობაში ვხედავდი. შეიძლება კიდეც დღის ბოლოს იპოვა ის გასაღები, რაც წარმატებას მოგვიტანს დღევანდელ შეხვედრაში.

ბევრი კითხვა იყო მისი მიმართულებით. ყაზახებმა გაუხსენეს, მაგალითად, ის, რომ "ქაირათიც" ზუსტად იმ სასტუმროში ბინავდებოდა, სადაც ამჟამად საქართველოს ნაკრებია. მას ჰკითხეს, ეს ნოსტალგიის გამოვლინება ხომ არ იყო? ვაისიც გამხიარულდა და პასუხი იყო, რომ იქ კარგი მზარეულები არიან და ის ატმოსფერო მოსწონს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები "კომფორტ ჰოტელ ასტანაში" დაბინავდა.

კითხვის ნიშნის ქვეშაა, რა შემადგენლობას აირჩევს ვაისი. ჯერჯერობით დაზუსტებით მხოლოდ ერთ-ორ ფეხბურთელზე შეგიძლია თქვა, რომ აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მაგალითად, გარკვეულია გიორგი ლორიას ამბავი, ვისზეც ვაისმა თქვა, რომ ამ ორ მატჩში მას დაეყრდნობა.

სტოილოვი თითქოს დამაჯერებელი იყო პრესკონფერენციაზე და გარკეულწილად, იცოდა, ვაისი რას დაუპირისპირებს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ისეთი ვითარებაა, ალბათ, ძალიან ძლიერი პროგნოზისტი უნდა იყო, რომ ვაისის 11 რჩეული გამოიცნო.

მთელი ყაზახეთი დღევანდელი მატჩის იმედად

ჯერ კიდევ გუშინ 27 000 ბილეთი იყო გაყიდული. მოლოდინი დღევანდელი თამაშის მიმართ საკმაოდ დიდია. ყაზახეთისთვის ეს მატჩი ევროპული ფეხბურთისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯის ტოლფასია და შანსი იმისა, აზიური იარლიყი ჩამოიშორონ.

მატჩის შესახებ თითოეულ მოქალაქესთან შეგეძლო გესაუბრა, ყველამ იცოდა დღევანდელი დღის არსი. სასტუმროს მენეჯერს, სადაც მე ვიმყოფები, ოჯახთან ერთად ჰქონდა დაბევებული ადგილები. ის ამაყობდა იმით, რომ მისი პატარა ბიჭები ამ შეხვედრას დაესწრებოდნენ და ყაზახეთის დროშით ხელში შეიძლება პირველი წარმატებაც ეხილათ.

ქალაქში მრავლად შეხვდებოდით ბანერებს, რომლებიც თითქმის ყველგან იყო. ეგ კი არა, ასტანის ერთ-ერთ კოშკზე, რომელიც თითქმის მთელი ქალაქიდან ჩანდა, მთელ შენობაზე რეკლამები გადიოდა და დღევანდელი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთში ერთხელ მიეწოდებოდა.

დღის განმავლობაში აუცილებლად შემოგთავაზებთ ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვასა და მათ მოსაზრებებს დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით.

ისტორია

საქართველოს ნაკრები ყაზახეთს 4-ჯერ შეხვდა. ერთხელ მოვიგეთ, ორჯერ ფრე ვითამაშეთ და ერთხელაც წავაგეთ. ბოლოს ჩვენი დაპირისპირება 2016 წელს შედგა, ვლადიმირ ვაისის სადებიუტო შეხვედრაში, სადაც თბილისში 1:1 ვითამაშეთ. იმ შეხვედრაში თავი გოლით თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიჩინა.

2005 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, ყაზახეთში მეტოქე გიორგი დემეტრაძის დუბლით დავამარცხეთ. თუმცა თბილისურ მატჩში უგოლო ფრე ვითამაშეთ.

რაც შეეხება ერთადერთ მარცხს, ეს ამხანაგურ შეხვედრაში განვიცადეთ. 2013 წელს "ასტანა არენაზე" სერგეი ხიჟნინჩენკოლის გოლით დავმარცხდით.

მსაჯები

ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ერთა ლიგის მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მხოლოდ და მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამბავი არავის უხარია და არსებობს გარკვეული შიშები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეზობლები ობიექტურად იმსაჯებენ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ჰალილ მელერი იქნება, მას ასისტენტობას კი მუსტაფა ეისოი და ჯევდეტ კემურჯიოგლუ გაუწევენ.

დამატებითი ასისტენტები ბარიშ შიმშეკი და უმიტ ოზტიურკები იქნებიან. მეოთხე მსაჯი - ჯეუჰუნ სესიგიუზელი.

მოლოდინი

ყაზახებს დღევანდელ შეხვედრაში გარკვეული უპირატესობა აქვთ: საკუთარი მოედნის ფაქტორი და სავსე სტადიონი, ხელოვნური ბალახი, ფეხბურთელები, რომლებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს, კარგი მწვრთნელი და მომზადების ხანგრძლივი პერიოდი. თუმცა ყაზახებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენ რეალურად უკეთესი შემადგენლობა გვყავს, თუნდაც იმ კლუბებიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ.

ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მნიშვნელობის მატჩია, დღევანდელი შეხვედრა გარკვეულ გარდატეხას შეიტანს ორივე ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში. თუმცა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში უფრო ძლიერი მეტოქეები შეგვხვდება და თუ რამის დამტკიცება გვსურს, ეს ასტანაშივე, ყაზახეთის ნაკრების ძლევით უნდა გავაკეთოთ.

• გივი

დასრულდა თამაში. :) გაფიცებ tazo, არ მოგვაკლო სხვა დროს შენი პროგნოზები. :)

• ირაკლიუსი

შემთხვევით დავაჭირე ლაიქს!!!! რა დამოკიდებულებაა რა კომენტარია, წინ ბიჭებო წინ. უნდა მოვიგოთ....

• გიორგი

კი, ჯორდანო ბრუნო ნაღდად იქნება ცენტრფორვარდად

• გივიrrr

გოლების წუთებიც მიუთითე პროფესორო. ასე მშრალი სტატისტიკა რა უბედურებააჩ

• კაისა

დარწმუნებული არ ვარ მაგრამ ვფიქრობ ეს შემადგენლობა იქნება: ლორია შერმადინი შენგელია გორგოძე ტალახაძე ელ ნინიო ჯორდანო ბრუნო ზვიად გამსახურდია.

• beqnu

ბიჭებო გვჯერა თქვენი !

• tazo

1;2 ვაგებთ ....

• roma

მალადეც გალაქტიონ "მოლოდინში" სწორად გსქვს აღნიშნული რომ უნდა დავამარცხოთ კი არა და დავამარცხებთ. მათი უპირატესობა არანაირი არ აქვთ, გამარჯვების 70 % შანსი გვაქვს და გავიმარჯვებთ.

• asaqsdasa

წინ საქართველო!! წინ ბიჭებო!! წინ გულშემატკივრებო!! იმედია ანთებული, ყველანი ჯანმრთელად ხართ, არ გყავთ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, ყაზახეთია მთავარი ხოდა დავძლიოთ ეს წინაღობა, თქვენ თქვენი მაქსიმუმი აჩვენეტ მინდორზე და კარგის გარდა ვერაფერს გაიგებთ გულშემატკივრებისგან...))

• გიორგი

არა მგონია ეგ შემადგენლობა დააყენოს. ალბათ ამ შემადგენლობას ენდობა დღეს: ლორია, ყუბანეიშვილი, მაქაცარია, ლაფერაშვილი, კვანტრიძე, შუკაკიძე, ელიაშვილი, გვაზავა, ხვისტანი.

• იბერია

ვიდეო რეფერი არის ერთა ლიგაზე თუ იცით?

• 123

თუ 3 ქულით არ დავიწყეთ, ჩვენი ადგილი მართლა აღარ ყოფილა ევრიპის ჩემპიონატზე.

• giga

შევეცდები შემადგენლობა გამოვიცნო: ლორია,კაკაბაძე-კაშია-კვერკველია,ნავალოვსკი, კანკავა-გვილია,მერებაშვილი-ვაკო-ჩაკვეტაძე, ქვილითაია. წარმატებები ბიჭებს.

• tngh

მართლაც ისტორიული შანსი გაგვიჩნდა. დიდის ყურადღებით არის საჭირო თამაში. ზომიერი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს. იმედია, შედეგი სასურველი იქნება!!!

• Ultras-Drughi

წარმატებები ჩვენს ბიჭებს..

სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]

კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა

გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო

სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ

ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ

უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა

რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე

უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ