ერთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად ყაზახეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ეს პირველი თამაში იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. იყო რა თქმა უნდა შეცდომები, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ბოლომდე არ იმყოფებოდა სასურველ ფორმაში. გამოვყოფდი გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.

ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი და მეტი დრო დავუთმოთ შეცდომებზე მუშაობას.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ერთი წელია უთამაშებელია და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მე მის ფორმაში შესვლას ველოდები.

მე არ ვარ სტანიმირ სტოილოვის მოწინააღმდეგე, მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. სტოილოვი დამარცხდა, თუმცა იყო მომენტები, როცა მისი გუნდი თამაშში გვჯობდა. სასიხარულოა, რომ ჯგუფის მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ.

ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მაგალითად გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ამხელა გზაზე მგზავრობის შემდეგ კი კარგად იასპარეზეს.

თბილისში გამოვემგზავრებით და მომავალი შეხვედრისთვის სამზადისს შევუდგებით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ წინ ლატვიასთან მატჩი გველის და ემოციები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ. ფეხბურთს უხდება ემოციები, თუმცა გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ახლა ამისათვის არ გვცალია".

არა
გასაგებია მაგრამ რატომ არ შეცვალა ეგ მიკვირს მარტო ძირითადში რატომ დააყენა ეგ კი არა
zvare
ნახეთ რა შეფასება მისცეს ებრალიძეს პორტუგალიაში? ესენი კიდე არ იძახებენ. მერებას და ჯიღაურს, კიდე ერთ ორს ერთად აღებულს სჯობს. გაგიმართლა ვაის, მარა ეგრე არ ივარგებს
zmo
იდიალურათ კი არა ცუდად ითამაშეთ, გაგვიმართლა რომ მოვიგეთ, არადა გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში, გუნდს თვითდაჯერება აკლია. შუაში ბუღთის დაჭერის ეშინიათ და მოცილებაზე არიან, გახსნაც ნაკლებათ ქონდათ თითქოს ერიდებოდნენ ბურთის მიღებას, მეტი მოძრაობა და თვითდაჯერება თუ იქნება მეტის მიღწევა შეუძლიათ
გუსანი
მერებაშვილი ერთერთი უსუსტესი იყო ნაკრებში და სამწუხაროდ რჩება ასეთად, ფიზიკური და ტაქტიკური აზროვნების დეფიციტი კი უმრავლესობას რჩება, ჩაკვეტაძეს კი პოტენცია ნამდვილად ეტყობა განსაკუთრებით აზროვნებაში და მიხარია.
გუსანი
ვულოცავ ნაკრებს, ბიჭებს და მთელ საქართველოს. მაგრამ, მაგრამ....სამწუხაროდ და გამგებმა გაიგოს. მერებაშვილი კარგი პიროვნება ჩანს,(თუმცა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ), ერთერთი მაგრამ.. ზოგიერთებიც ნაკრებში რატომ არიან ვერ ხვდები...
ძალად ,,ვაისს"
პატივცემულო ,,ვაისს" თავს ნუ იკატუნებ გენაცვალე, კარგად იცი ვის მაგივრადაც უნდა დაგეყენებინა არაბიძე ან პაპუნაშვილი, ხოდა ისიც მშვენივრად მოგეხსენება, რომ კვეკვესკირის ადგილზე თადარიგში გვილია გყავდა. თუ მაგდენი არ იცი მაშინ ნუღარც კომენტარებს აკეთებ ფეხბურთის თემაზე. გამარჯვება აღნიშნე, დალიე, გაიხარე და აცადე იმ ხალხს საუბარი ვისაც უნდა რომ ეიფორიაში არ ჩავვარდეთ(ბევრჯერ დაგფვმართნია ეს), რომ ეს ერთი გამარჯვება მომავალში ათასად გვექციოს, რომ დალევის და სიხარულის საფუძველი არც მომავალში მოგაკლდეს!
SOLO
დასაკარგი არავინ არ გყავს არც მერაბა და არც სხვა, მაგრამ ფაქტია რომ ამ თამაშშისთვის აშკარად არ იყო ფორმაში,ჩემი აზრით ფიზიურად არ იყო მზად, მოემზადოს მოუმატოს და ისევ დააბრუნონ, ნაკრები ისეთი რამეა რომ ხან იქნები 11 კაცში ხან არა
SOLO
რას ნიშნავს რა გეშველებოდათ ? შენ არ ხარ ამ ყველაფრის ნაწილი? ამას პატარა ბიჭი რომ წაიკითხავს ქუთაისელი თუ თბილისელი რა უნდა იფიქროს რომ სხვადასხვა ვართ ?
შაკო
ბრეგაძევ, მძლივს ნაკრებმა მოიგო, შევირგოთ რა და ვუქომაგოთ, რომ შემდეგი თამაშებიც მოიგონ
შაკო
მართალი ხარ!
ჰაჰა
გილოცავთ. სულ გამარჯვებებით გვევლოს. რა თქმა უნდა იყო შეცდომები, მაგრამ მე მგონი ვჯობდით. კი გვაწვებოდნენ, მაგრამ გაუზარებლად. მომენტები შემთხვევით იქმნებოდა. კარგი გუნდი რა თქმა უნდა მოგვიგებდა. ისე მოედნის ბრალიც ბევრი იყო, თუნდაც მერაბას შეცდომები ძირითადად მოედნის ბრალი იყო, თან მე როგორც ვიცი პოლონეთში მარცხნივ თამაშობს. მარჯვენა ნახევარმცველი და შემტევი მაგრა გვიჭირს. მოკლედ არავის გაკრიტიკება არ მინდა, მთავარია ლატვიათან მშვიდად მოემზადონ. პ.ს. ყველას შევახსენებ ლატვია ჩვენთვის თარსი გუნდია. თუნდაც ქეცბას დრო გაიხსენეთ. ჩვენ საჯარიმოში არ შემოსულან, კარში არ დაურტყამთ და 1:0 მოგვიგეს. ლორიამ რომ შეგდო თავის კარებში. არადა მაშინაც "პადიომზე" ვიყავით.
Gega
ხალხო, წინა შესარჩევზე რა თამაშები ჩაატარა ნაკრებმა გაიხსენეთ, ყველაფერში თითქმის ვაჯობეთ სერბეთს,ირლანდიას ავსტრიას უელსს,მაგრამ ტაბლოზე ანგარიშების გამო შპაგატში ჩაჯდა ნახევარი საქართველო, ნეტა მოეგოთ და ცუდათ ეთამაშათო, გუშინ ვერ ააწტვეს ბიჭებმა თამაში მაგრამ 0:2 დააფიქსირეს, 2 დღის შეკრებილ ნაკრებს რომლებმაც ზოგმა 16 საათი იფრინეს ზოგი სტადიონიდან პირდაპირ ჩამოფრინდა მეტს რას თხოვთ?როცა ყაზახეთის ლამის პრეზიდენტიც კი 1 კვირა რეჟიმში ცხოვრობდა და ემზადებოდა:)) ხელოვნური სტადიონი და მოჭიდავე ყაზახები გუშინ ბიჭებმა ზეციდან დაბლა დაუშვეს და დაუმტკიცეს რო საქართველო არის ლიდერი დ ჯგუფის
semi
მერაბა იმიტომ არ შეცვალა რომ მართალია შეტევაში ვერ თამაშობდა მაგრამ მარჯვენა ფლანგიდან ნაკლებად იქმნებოდა საფრთხე ყაზახების მხრიდან და ამიტომ შემოიყვანა ოქრი, ოქრი მართალია ფორმაში არ არის მაგრამ როცა ნაკრებში თამაშობდა მშვენივრად ეწყობოდა ნავალოვსკის, ხშირად ჭრიდა ბურთს და ამოქონდა ცენტრამდე,ჩაკვეტაძისთვის სულ მე-3 მატჩია ნაკრებში და დაცვაში ვერ გამოიყურებოდა კარგად. ამასთან მარჯვენა ფლანგს გვილია ეხმარებოდა და მარცხენა ფლანგის და ცენტრის გაძლიერება ამჯობინა, უბრალოდ მეტი შეცვლა აღარ ქონდა ვაისს.
semi
ნუ იბოღმები, მოეშვი და ფეხბურთით ისიამოვნე.
WTF
ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას და მადლობა ბიჭებს. ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით ამ თამაშში და იმედია მომავალ შეხვედრებში მაქსიმალურად გამოასწორებენ. ფიზიკური კონდიციები ისევ რჩება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად.
asaqsdasa
ვაისმა მოიგო ძმაო ეს თამაში, რა გჭირთ თქვე დაუნახავებო ჰა? ხო მოვიგეთ ხო გაგიხარდათ?! რა კომენტარებია რა სურვილებიაა!! რას იბოღმებით რაგაც შურიანი ახვრებივით, წინ საქართველო!! კიდე მოვიგებთ და საერთოდ ჩვენია ეს თასი!! იყო შეცდომები, იყო ვაისისაც შეიძლება და ფეხბურთელებისაც მაგრამ შედეგი დაიდო! გამოსწორდება შეცდომაც, ჩვენ კარგი სურვილის მეტი არაფერი შეგვიძლია და ეგ მაინც ვქნათ...))
იაგო
ვუყურე ლატვია ანდორას თამაშს. ანდორა მასპინძელი რომ ყოფილიყო ლატვიას აუცილებლათ მოუგებდა იმდენად სუსტია ლატვია. ელემენტარულად კარში ვერ ურტყამენ ბურთს. ჩემი აზრით ეხლა მაინც უნდა დააყენოს ძირითადში ხოჭოლავა,კვასხაძე ან კუპატაძე, კიტეიშვილი, ტაბიძე კარგი იქნებოდა ხარაიშვილი და ლობჟანიძეც გამოეძახა და არა ის ფეხბურთელები ვინც ჯერ ისევ ფრთხილობს თამაშს არიქა ტრავმა არ გავიმიზეზოვო
იაგო
ზძალიან მიკვირსზოლმე როცა ნავალოვსკიზე სწერენ ნაკრების სუსტი წერტილიაო. ყოველთვის ყველაზე მოძრავი და მებრძოლია არც კლასის ნაკლებობას უჩივის და ახალგაზრდულ შემადგენლობაში ყოველთვის საჭიროა ერთიორი ამ ასაკის ლიდერი ფეხბურთელის ყოლა გუნდს სტიმულს და თავდაჯერებას მატებს. ამ დროისათვის ნავალოვსკი გუნდის ლიდერად მიმაჩნია,მინსკის დინამო საკმაოდ კარგი გუნდია მთავარია მალე ძირითადში ადგილი დაიმკვიდროს გიორგიმ. ასევე ძალიან ჭკვიანი და ორიგინალური ფეზბურთელია კვეკვესკირი. მიკვირს რომ არ დაინტერესდნენ აქამდე მისით ევროპოლი გუნდები. ნამდვილად ცოდოა ასეთი ტალანტი ტობოლში იყოს ჩაკარგული. ცოტაც ბიჭებო და წლის ბოლოსათვის ჩვენი ნაკრების 5-6 ფეხბურთელის ფასი ტრანფერმარკეტე გაორმაგდება და უკეთეს გუნდებში გადავა ბევრი ახალი სეზონიდან.
იაგო
მართალია მერებაშვილმა ჩააგდო თამაში მაგრამ არავინ არ ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ ბუნებრივ საფარზე თამაშს მიჩვეულ ჩვენს აშკარად უჭირდათ მოძრაობა ხელოვნურ საფარზე. ჩემი აზრით საერთაშორისო თამაშები უნდა აიკრძალოს ხელოვნურ საფარზე. დარწმუნებული ვარ ბუნებრივ საფარი რომ ქონოდათ ყაზახებს გაცილებით დიდი უპპირატესობა გვექნებოდა მერებაშვილიც უკეთ გააკეთებდა პასებს და სხვებიც
Uro
კბილი გტკივა, თუ სხვაგან გაწუხებს უცხო სხეული? ამდენი ბოღმა საიდან?

იყო გასაკვირი, მაგრამ ფაქტია არ მისდიოდა ბურთი ქვილითაიას. უკანაც ჩამოდიოდა, მაგრამ არ ჩანდა პასის მიმცემი. ეს მერება კიდევ მატაობდა, არც პასი უვარგოდა და არც სისწრაფე. ამიტომ ვინმეს ინდივიდუალურად უნდა გაეტანა და ასეც მოხდა.

კვევესკირი-კაშიას დუეტი დაცვაა ? ან ზარანდია და ლობჟანიძე მზად არიან ნაკრებისთვის ??
Fabio Capello
იქითა ფლანგიდან ჭირდებოდა ჩაწოდებები ქვილითაიაზე. ანუ, მარჯვენა ფრთაზე მარჯვენა ფეხბურთელი (რომელიც კი არ შეიწევს ცენტრში, არამედ ჩააწვდის), უბრალოდ მერება აღმოჩნდა რო ვერ აწოდებს. ამასობაში კი გავიდა ტაიმი და მერე მიმდინარეობისას გამოჩნდა რო ლოგიკური იყო აღარ შეეცვალა. ჩაკვეტაძე და ქვილითაია ორივე უნდა შეეცვალა და წინასწარვე იცოდა (დასვენებისთვის ჩაკვე, ქვილითა ჯერ მეტს ვერ ქაჩავს). ყაზაიშვილს შეიძლება არც დააწყებინოს ლატვიასთან, მაგან და კაშიამ დედამიწას შვიდჯერ შემოუფრინეს ამ ხუთ დღეში.
სანდრო
AK WAVIKITXE NAKREBS ATAMASHEBS VAISIO DA SHEESHVITO, ETYOBA ESENI MARSE CXOVROBEN:)), VAISIC KOBIASHVILIC DA YVELA MUWUKI UNDA MOAZRO CHVENI NAKREBIDAN, YASNA SASIAMOVNOA ROM MOIGES, MAGRAM ME EGETI MOGEEBULI "GEEBIS" MXARDAMCHERI NAKREBIS AR MJERA RAGAC
ვასო
ე ქუთაისელები რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ. ან დაცვა რას გავს, კვეკვესკირი-კაშიას დურტს ვგულისხმობ, ან მეკარე, ან ნახევარდაცვა და თავდასხმა. კანკავა და ჩაკვეტაძე. ამას, ამდენ შეცდომას, განსაკუთრებით დაცვაში ევროპული გუნდი არ გაპატიებთ, კვერკველია , გუნდში რას შვრება არ ვიცი, ნაკრებში დირკაა და დღესაც გამოჩნდა.გოლის გამტანი არაა გუნდში, უფრო სწორედ არ უნდათ მგონი. ზარანდიას და ლობჟანიძეს კაცი დატოვებდა? გაიხარე ჩაკვე- შვილო, შენ დიდი მომავალი გაქ.
Buba
Es kaci nakrebs atamashebs da sheeshvit bolosdabolos
dat
ყველას უკვირს რატომ დააყენა ვაისმა მერებაშვილი სასტარტოში ან შემდეგ რატომ არ შეცვალა, მეც მათ შორის ვარ და არ ვეთანხმები მწვრთნელს. ერთადერთი აზრი მიჩნდება, ალბათ დაცვითი ფუნქციების შესრულებით მერებაშვილი სხვებს ჯობდა მის პოზიციაზე, და ვაისის დაცვითი ტაქტიკიდან გამომდინარე მერება არჩია სხვებს.
ფრთხილად
ძმებო ყველას გილოცავთ. ყველაზე სწორი რაც ვაისმა თქვა ისაა, რომ ეხლა ემოციების დრო არ არის. წინ ლატვიაა 2 დღეში და ზედმეტი თავდაჯერებულობა არ ივარგებს. თან გვახსოვს რა უხერხული მეტოქეა ლატვია. თბილისში მოგებული ერთხელ აქვთ მაგათ შესარჩევი მატჩი. იმედიანად, მაგრამ ფრთხილად, ბიჭებო.
აქაური ექსპერტი
ვაისის ბრალი იქნებოდა რო წაგვეგო. ნავალოვსკის ადგილზე თემურ ჭყონიას უნდა ეთამაშა, კანკავას ნაცვლად იური გაგარინს. ბუტროს ბუტროს გალი რომ სკამზე გეყოლება და ლორიას ათამაშებ ის მწვრთნელი გასაგდებია.
Ld
გილოცავთ, ჩაკვეტაძე არის გენიოსი, ყველა კარგები იყვნენ თუმცა ნავალოვსკი მატჩის საუკეთესო იყო. მერებაშვილმა კიდე ადგილი დაუთმობს ახალგაზრდებს, ერთი ნორმალური პაში ვერ გააკრთა. ლატვიას 3 ბურთიანი სხვაობით მოვუგებთ მინიმუმ. ერთხელ უკვე გადავაგლიჯეთ ბურთი თავზე და არც ახლა იქნება ნაკლები.
ვაისი
აუცილებლად, აბა რას ვიზამ. ოღონდ ერთი ის გამაგებინე, არაბიძე და პაპუნაშვილი კვეკვესკირის ადგილზე, ანუ საყრდენზე დავაყენო?
ილო
მეც ვფიქრობ რატომ არ შეცვალა მერაბიშვილი, მხოლოდ ერთ აზრამდე მივდივარ, რომ ვაისი უპირატესობებს თანდათან გამოიყენებს და პირველივე შესაძლებლობაზე არ გაამჟღავნებს ნაკრების სრულ სახეს და ძლიერებას. ისე კი დღეს მართლა ჩაკვეტაძემ გვიშველა.
giiga
როგორ გამახარეთ ბიჭებო,უდიდესი მადლობა თქვენ ყველას. ვაისს მერებაშვილის მაგივრად 10 წუთი მაინც მიგეცა არაბიძისთვის რა დაშავდებოდა
ბობ
გაუმართლა მწვრთნელს აშკარად მაგარი ბანძი გადაწყვეტილება მიიღო მერებას დაყენებითაც, მერე ცენტრფორვარდის გარეშე დატოვა გუნდი 30 წუთით ადრე და რომ არა ჩაკვეტაძე შეიძლება წაგვეგო იმიტო რო დაგვაჯდებოდნენ მაგრად. მეორე გოლის მერე რო ჩაკვეტაძე ეგრევე გაიყვანა დარწმუნებული ვარ მანამდე ქონდა გადაწყვეტილი და 1-0ზე აპირებდა ჭიდაობას. პ.ს ვულოცავ ბიჭებს და წარმატებებს ვუსურვებ ყოველთვის
საქართველოს გულშემატკივარი
გილოცავთ გამარჯვებას ქართველებო ეს გამარჯვებამ ჩაკვეტაძემ გვაჩუქა ვაისმა შემადგენლობის დაყენებაში დიდი შედომებ დაუშვა მერაბაშვილის კვეკვესკირის და ლორიას ძირითადში დაყენებით კვეკვესკირმა ორი ისეთი შეცდომა დაუშვა ლამის გოლი შეგვიგდეს, მერაბაშვილი ვერც დარბის ვერც პასს აკეთებს ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ლორიამ ბურთი ისე მოიგერია ნავალოსკი რომ არა ცუდად წავიდოდა საქმე ,მაგრამ ცუდი ისაა რომ ვაისი ხედავდა მერაბიშვილის და კვეკვესკირის უნიათობას და ცუდ თამაშს და ჯიუტად არ ცვლიდა ეს არის დანაშაული ქართველების წინაშე თუ ვერ თამაშობს გამოცვალე როცა ქიტეიშვილი, პაპუნაშვილი და არაბიძეს თამაშის საშვალებას არ აძლევ ლორიას სათამაშო პრაქტიკა არ აქ ათამაშე კვასხვაძე, ხო ხედავ ბურთს ხელში ვერ იმაგრებს..ჩაკვეტაძემ გადაგარჩინა ვაის თორე განრისხებული ქართველების ლანძღვა-გინება არ დაგაკდებოდა ..გაითვალისწინე შეცდომები ვაის მომავალი თამაშისათვის..
ლევანი
იდეალურად არამაგრამ ასეთი იდეალურთან მიახლოებული შემადგენლობაც მინიმუმ 10 -15 წელია ალბათ რაც არ გვყოლია! თან რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში უთამაშებელი ფეხბურთელებიც არაგვყავს! ფაქტიურად ყველას ეძლევა საშუალება გუნდში თამაშის და ამან შედეგი არ გამოიღოს არ მჯერა:დ ჩაკვეტაძე კი ალბათ ბოლო დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია,რომელსაც ტექნიკაც აქვს,პასიც თავის დროზე იცის , თავდახრილი არ დარბის ბურთან ერთად და მოედანს აკონტროლებს და რაც მთავარია მონდომებული და ნიჭიერია და კიდევ ერთი მას ქართული სენი არ შეეყრება და დიდ ფეხბურთს ითამაშებს!
თორნიკე
თუნდაც კიტეიშვილი
lasha
შეცდომაა მერებაშვილის ძირითადში თამაში, პაპუნაშვილი ბევრად მაგარი კანდიდატურაა რით იმსახურებს მერებაშვილი ვერ ვხვდები
არა
ერთი ბურთი ვერ ააცილა მცველს მერებაშვილმა, რომ ჩაეწოდებინა საჯარიმოში არვიცი რატომ არ ათამაშა პაპუ ან არაბიძე

მთავარი შედეგია და ვულოცავ ნაკრებს, მაგრამ თამაში მოიგო ერთმა კაცმა - გიორგი ჩაკვეტაძემ. პირველ ტაიმში ლორიამ, კაშიამ, კვირკველიამ და ნავალოვსკიმ თითო ისეთი შეცდომა დაუშვეს, რომ შეიძლებოდა გოლის ფასად დაგვჯდომოდა.ძალიან სუსტად ითამაშა ყაზაიშვილმა. მერებაშვილი კიდევ სულ ,,მატაობით,, არის დაკავებული. ბლომად სამუშაო გვაქვს. ეხლა მთავარია ლატვია დავამარცხოთ თბილისში და დიდ ნაბიჯს გადავდგამთ.
ასევე
იდიალური შენც არ ხარ,ხედვა გაქვს რავიცი რაა,მერებას ბოლომდე ნდობა რით იო გამოწვეული ვერ ვიგებ ,კაცი პასს ვერ აკეებდა და მაგის ადგილზე კი მაგაზე ბევრად ძლიერები გესხდნენ,პაპუნა და არაბიძე
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ