ფოტოები: gff.ge

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე სტარტმა ჩვენი გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია. ასეც უნდა ყოფილიყო და ყველას დაგვანახა, როგორ გვიყვარს ფეხბურთი და რაც მთავარია, როგორ გვიყვარს სამშობლო.

ეგაა, საქართველოში ყველა საფეხბურთო ექსპერტია. 3.7 მილიონი ადამიანიდან ყველას პრეტენზია აქვს ფეხბურთის ღრმა ცოდნაზე და უნდა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, რაც ურიგო ნამდვილად არ გახლავთ. ასეთი აქტიურობა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

რატომღაც ყველას ეგონა, რომ ყაზახეთში აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამ თაობას კი არა, ძველ "დინამოს", რომელიც მთელ ევროპაში ანგარიშგასაწევი იყო, უჭირდა სტუმრად მათთან თამაში, რადგან "კაირატი" (მაშინ ფაქტობრივად, ყაზახეთის ნაკრებს წარმოადგენდა) ძალიან ათლეტური და მობილიზებული გუნდი იყო, მებრძოლი გუნდი. ასეა ახლაც, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ახალი დედაქალაქი აქვთ და საფეხბურთო ცენტრმა ალმა-ატიდან ასტანაში გადაინაცვლა. ეგაა და ეგ.

"ჯვაროსნების" თამაშისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:

1. ფორსმაჟორული სიტუაცია. გუნდი ზედ მატჩის წინ შეიკრიბა და ზოგიერთ ფეხბურთელს ხანგრძლივი მგზავრობა მოუწია. მაგალითად, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი აშშ-დან ჩამოვიდნენ. ამან უთუოდ იმოქმედა თამაშის ხარისხზე.

2. ხელოვნური მოედანი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთ საფარზე თამაში კი არა, ვარჯიშიც არ შეიძლება, თუნდაც ის მეოთხე კი არა, არამედ ასმეოთხე თაობისა იყოს, რამეთუ გაცილებით დიდია ტრავმის მიღების ალბათობა, ბურთი სხვა სისწრაფით მოძრაობს და ასხლეტაც სხვანაირი აქვს. თუ მიჩვეული არა ხარ, ასეთ მოედანზე ბურთაობისას, პრაქტიკულად, წაგებისთვის ხარ განწირული. ძველ დროში მსგავს მოედნებს ირინიულად ჩვენში ლოჯიებს ეძახდნენ.

3. თავდადება. უდავოდ ნიჭიერი თაობაა მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში, თუმცა ადრე ამათზე ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყოლია, მაგრამ მათი ინდეფერენტულობის გამო შედეგი ვერ მიღწეულა. არასოდეს საქართველოს ნაკრებს არაფრისთვის არ მიუღწევია. ეს ჩემი ობიექტური ან სუბიექტური მოსაზრება კი არა - ჯიუტი ფაქტია! ეს ბიჭები კი იბრძვიან, თავს არ ზოგავენ, უშვებენ შეცდომებსაც (აბა, მაგის გარეშე როგორ იქნება?), თუმცა, რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯებიან. აი, ესაა მისასალმებელი. ვერავისზე ვერ იტყვი, არ მოინდომა, არ იბრძოლაო.

4. ნიჭი. ყველა ერს რაღაც გამორჩეული ნიჭი აქვს და ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი ნათქვამი შეიძლება გადაჭარბებულად კი არა, ზოგმა სასაცილოდ მიიჩნიოს, მაგრამ ქართველებს საფეხბურთო ნიჭი გვაქვს. ეს გენეტიკურია და ამის უარყოფა არ შეიძლება. სულ სხვა საკითხია, რამდენად ვახერხებთ მის რეალიზაციას. მაგალითად, მათი პრესის მიმოხილვებიდან ჩანს, რომ ყაზახებმა ვერ გაიგეს, რატომ წააგეს. იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ გიორგი ჩაკვეტაძე. ძალიან გაუჭირდება ყაზახეთის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს მსგავსი გოლის გატანა; გაუჭირდება ისეთი გოლის გატანა, როგორიც გაუტანა ვაკო ყაზაიშვილმა ესტონეთს. ეს ისაა, რაზეც გალაკტიონი ბრძანებდა (ჩვენი არა, ტაბიძე... ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა) - "ნიჭი ძამიკო, ნიჭი":

"ხალხის გენია, ხალხის ნიჭი

და ძლიერება

ცხოვრების ზღვაზე მიმავალი

ცოდნის გემია".

5. თამაში. თამაში თითქოს თანაბარი იყო, მომენტებიც გუნდებმა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის შექმნეს, ჩვენმა ფეხბურთელებმა უხეში შეცდომებიც დაუშვეს - მეკარე გიორგი ლორიას სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო მოუვიდა ალბათ, უფრო ის შეცდომა; მეორე ტაიმში ცენტრალურმა მცველებმა დაუშვეს პოზიციური შეცდომა და ალეკსეი შეტკინს შეეძლო გოლის გატანა. ორივე შემთხვევაში გიორგი ნავალოვსკიმ გადაგვარჩინა, რომელიც ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჩაკვეტაძეზე არანაკლები წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

მეტოქე მხოლოდ ათლეტიზმით გვჯობდა და ამავე დროს, გამოიკვეთა ჩვენი გუნდის ტექნიკური უპირატესობა. ზოგჯერ ბურთი ისე გავუგორეთ, გეგონებოდათ "ბარსელონა" "ლევანტეს" ან "ლეგანესს" ეთამაშებოდაო. ეს ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებდა და გამოიღო კიდეც. როდესაც ბურთთან თქვენობით კი არა, შენობით ხარ, გამარჯვების მეტი შანსი გაქვს. ეს საფეხბურთო აქსიომაა.

თუმცა, ისეც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ პირველი გოლი გაგვეშვა და ამის შემდეგ მასპინძლები წინ დიდი ძალებით არ წავიდოდნენ, ზურგი არ მოუშიშვლდებოდათ და სწრაფი კონტრშეტევების განხორციელების საშუალება არ მოგვეცემოდა. ასეთი შემთხვევებიც გვახსოვს - სამწუხაროდ, ხშირად.

6. ვლადიმირ ვაისი. ის არც ლუის სესარ მენოტია და არც პეპ გვარდიოლა, უბრალოდ ვლადიმირ ვაისია, კარგი, ნორმალური მწვრთნელი. გუშინ ცოტა გაუმართლა კიდეც, მაგრამ ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს. ალბათ, სტრატეგიაც სწორი აირჩია და ტაქტიკაც (ამ ორ კომპონენტს ერთმანეთში ნუ ვურევთ და ყველაფერს ტაქტიკას ნუ ვუწოდებთ). არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ზედმეტად შემტევ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი; უფრო ფრთხილი, ზომიერად შემტევი ფეხბურთი ათამაშა თავის გუნდს, რომელიც მოწინააღმდეგის შეცდომაზე იყო გათვლილი.

მოწინააღმდეგეს კი შეცდომა არ დაუშვია, ვინაიდან ჩაკვეტაძის გოლი შედევრი იყო და ის ვიზავის შეცდომის შედეგად არ გასულა. ეს 19 წლის ბიჭი ის ფეხბურთელია, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა და სასაცილოა, როდესაც ყაზახები ელდორ შომორუდოვს (როსტოვი), ვაან ბაჩახჩიანს (ჟილინა) და და ერკებულან სეიდახმეტს (უფა) ადარებენ. ღმერთმა კეთილი ყურით გვისმინოს და მან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ძალიან დიდი.

ვაისის განკარგულებაში კარგი ფეხბურთელები არიან, მონდომებულები, მოტივირებულები და ეს ხელს ძალიან უწყობს. მის ნაკრებს უერთგულესი გულშემატკივრები ჰყავს, რაც 9 სექტემბერს ლატვიასთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდება. ეგაა, ეს გულშემატკივარი მაქსიმალისტი და ძალიან პრეტენზიულია, მწვრთნელის ნებისმიერ ნაბიჯს კრიტიკულად უდგება. რას იზამ, ყველას მოსაწონს საქართველოში ვერ გააკეთებს კაცი და ვინც უნდა დანიშნონ "ჯვაროსანთა" თავკაცად, ნებისმიერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იქნება, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან ქართული და ძალიან ნორმალურია - ჯანსაღი და არა წრეგადასული კრიტიკა აუცილებელია.

ვაისს, უპირველეს ყოვლისა, გოლკიპერის პოზიცია აქვს გასაძლიერებელი. ლორია სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი, ზაურ მახარაძის საბუთების გაფორმებას კი არა და არ დაადგა საშველი, თუმცა, სათამაშო პრაქტიკის მხრივ, "ზორიაში" მასაც შეექმნა პრობლემა.

7. პერსპექტივა. პერსპექტივა, შემადგენლობიდან გამომდინარე, ძალიან კარგია. მით უმეტეს, ვლადიმირ ვლადიმირის ძეს რეზერვიც ჩინებული ჰყავს. ასტანაში არ უასპარეზიათ გიორგი პაპუნაშვილს და ოთარ კიტეიშვილს, რომელთაც თავიანთი პლუსები აქვთ და ნახევარდაცვის გაძლიერება ხელეწიფებათ. თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძეც ჩადგებიან მწყობრში და ესაც დიდი ძალაა. სხვანაირი სტილის თამაშში გიორგი ქვილითაიაც უფრო დიდ სარგებელს მოუტანს გუნდს (ის იმ ტიპის ფორვარდი არაა, ცენტრში რომ ბურთის მოსაპოვებლად ჩავიდეს და იქიდან მთელი გუნდი მოატყუოს). გიორგი მერებაშვილსაც უკეთ შეუძლია თამაში და არაა საჭირო ერთი ჩაგდებული შეხვედრის გამო მისი ლამის ანათემაზე გადაცემა - ყოველთვის ყველას ხომ არ წაუვა თამაში.

მოკლედ, საქმე ნორმალურად მიდის, ერთა ლიგა ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაიწყო და უკეთეს გაგრძელებას ველით.

Glaxaki da qila erbo
მე ჩემი აზრი გამოვთქვი და არავისთვის გოდებისკენ არ მომიწოდებია. კაი მთქმელს კაი გამგონე უნდა. მე ის ვთქვი, კი გაგვიხარდეს, მარა ისიც გვახსოვდეს ვის მოვუგეთ და თან რა "ოსტატობით". შენ თუ ოპტიმისტს ეძახი შენს თავს, შეგახსენებ რო ოპტიმიზმი ნატვრის უნარს კი არ ნიშნავს, რეალობასთან შეხამებული პოზიტიური ხედვაა. დანარჩენი შენზე იყოს, თუ "გადახარშავ" რას ვგულისხმობ. ახლა პასუხი შენს სიაზე: 1. იმ დღეს გელზენკირხენში ვიყავი სტადიონზე და ეგ თამაში გამახსენდა, თუარა ეგ იყო ჩემი საფეხბურთო განცდის პიკი თქო არ მითქვამს. არც კალაძის მოგებული ჩემპიონთა ლიგები დამვიწყებია და არც ერთი ქართველის გატანილი გოლი. უბრალო მაგალითი იყო. საქართველოს ნაკრების წარმატება უდაოდ ყველაფერზე მეტად მიხარია ფეხბურთში, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან წარმოაჩენს ასეთ წარმატებას. ჰოდა, სიმართლე რო გითხრა, მაგ ყაზახეთთან, ანდორასთან და ლატვიასთან მოგებას, ახლა რო ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე თავდამსხმელი გვყავდეს, იმის ჰეთ თრიქი მირჩევნია. მე შალკეს წარმატება კი არა, ქართველი ფეხბურთელის გაბრწყინება გამეხარდა. 2. მაგას "სნაპშოთი" ქვია და არა კომპეტენტურობა, როგორც შესავალში შენთვის იჩემებ. იმავე წელს, იმავე კობიაშვილის მონაწილეობით 2:1 მოუგო საქართველომ ყაზახეთს გასვლაზე, მარა არ დაგვიბრდღვნია ყველაფერი ეს რა ვქენითო. იმავე კობიაშვილის წყალობითვე ხორვატიას!!!! მოვუგეთ 2011-ში. მოდრიჩიც "სასტავში" იყო და რაკიტიჩიც, პერისიჩი შეცვლაზე შემოვიდა, სამივე წლევანდელი მსოფლიო ვიცე ჩემპიონობის გმირები. და ზოგადად, იმის შეფასების უნარი თუ არ გაქვს საქართველოს კობიაშვილისდროინდელი ნაკრები ჯობდა თუ ახლანდელი, დაანებე ფეხბურთის ყურებას თავი, ჯიგარო. 3. კიდევ ერთხელ, გოდებისთვის არავისთვის მომიწოდებია. უბრალოდ, გამგები გაიგებდა, სიხარულის რეალობასთან შეზავებისკენ მოვუწოდე ყველას, ვინც საქართველოს ნაკრებს ერის თასით ხელში ხედავს მომავალ ზაფხულზე.
joko
მაპატიე მაგრამ ეს კომენტარი ძალიან არაკომპენტური, უშინნარსო, და უაზროდ პესიმისტურია. 1. როგორ შეიძლება ადამიანს საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე მეტად ის გსიამოვნებდეს შალკე როგორ მოუგებს ეინდჰოვენს. და თუ მაინცდამაინც ეგ განიჭებს სიამოვნებას 'შე კაი ადამიანო' მილანში კალაძემ ორჯერ მოიგო ლიგა და ეგ მაინც გეხსენებინა :)) 2. 2005 წელს არ გადაშლიდი ხოლმე სარბილეს? 9 ოქტომბრის სარბილეს ტუ ნახავდი დილით,შეამჩნევდი რომ საქართველოს ნაკებმა შინ ყაზახეთთან 0-0 ითამაშა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. და იქვე შემადგენლობასაც თუ გადაავლებდი თვალს ის კობიაშვილი მარტომ რომ მოუგო ეინდჰოვენს ძირითად შემადგენლობაში იყო.ასევე სხვებიც შენ რომ გახარებდნენ დილაობით სარბიელს გადაშლის მომენტში. 3. და ბოლოს, ნებისმიერი გამარჯვება სასიხარულო არის როცა ეს საქართველოს ეხება,და ვფიქრობ საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვაა როცა ხალხს სიხარულის გამო კიცხავ და გოდებისკენ მოუწოდებ. ჩვენმა გუნდმა სასიხარულო გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია დაამტკიცა რომ ფეხბურთი არ მომკვდარა აქ!!!
სხვათა თუთაშხია
პირველ რიგში ვიტყვი,რომ მოგება ყოველთვის კარგია. რაც შეეხება თამაშს,ეს იყო სრული სასისღრობა. საქართველოს ნაკრები არ წყვეტს ვარსკვლავებს,მაგრამ ყაზახეთის დარ მეტოქესთან ბურთს უნდა იჭერდეს და მისი კარნახით უნდა მიდიოდეს თამაში.ჩემი აღშფოთება გამოიწვია შემადგენლობამ და იქ ისეთი ფეხბურთელების ვერ დანახვამ როგერებიც:პაპუნაშვილი და კიტეიშვილია. 2-3 პასს გადაბმულად ვერ აკეთებდნენ და ეს ვაისის შერჩეული სასტარტოს ბრალია. დასაწყისში ფლანგიდან ფალნგზე გადადიოდა თამაში და იყო მომენტები,როცა ნავალაც და კაკაბაძეც ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მოედანზე არ იყო ნახევარმცველი,ვინც პასს მოითხოვდა და გაანაწილებდა პასებს,რაც კიტეიშვილს უნდა ეკისრა(შეძლებდა კიდეც). ვინც ფეხბურთში ოდნავ ჩახედულია,მან იცის,რომ უბურთოთ თამაშს უფრო მეტი ენერგია მიაქვს,ვიდრე პირიქით. გაგიკვირდებთ და ჩვენი ბიჭების ფიზიკური კონდიციები არ არის სასურველიც კი,გამომდინარე რიგი ფაქტორებისა. რაში გვჭირდებოდა მუდმივად ართმევაზე თამაში და ზედმეტი ენერგიის დახარჯვა,როცა ყაზახეთს ცალი ფეხით უნდა უგებდე.ჩვენ ანუ ის ადამიანები,რომლებიც მუდმივად დადიან თამაშებზე და ყოველთვის უდგანან ნაკრებს გვერდზე,ვითხოვთ კარგ თამაშს და არა "სვარკას",როცა ვიცით,რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია. მე ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და არ დავიწყებ შეცდომებზე საუბარს,რადგან ეს ფეხბურთის ნაწილია,მაგრამ ძნელია მოგეწონოს ვაისის შეხედულება ფეხბურთზე.ჩვენთვის ამ ჯგუფის მოგება წარმატებაად არ შეიძლება ჩაითვალოს,რადგან საკმარისად კარგი შემდგენლობა გვყავს,რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. არც რომანტიკოს გულშემატკივარს ვეთანხმები იმაში,რომ ნიჭიერი თაობა არ გვყავს და არც შედარებას დავიწყებ. ქინქლაძეც,არველააძეები და ქეცბაიები კარგია,მაგრამ ახლა სხვა დროა და ამ ხალხის თამაში ტკბილი მოგონებებია და სუფრაზე დალიეთ მათი სადღეგრძელოები. ჩემთვის,როგორც რიგით გულშემატკივრისთვის,პაპუნაშვილი,კიტე,არაბიძე,ქვილითაია და ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია და ეს ბიჭები თავისას იტყვიან,უბრალოდ მწვრთნელს უნდა ეყოს გამბედაობა და ათამაშოს ეს ხალხი.ამ ჯგუფიდან გასვლა არ გასვლაზე არასოდეს მიფიქრია,რადგან გავალთ და ამაზე არც ვფიქრობ,მაგრამ დასაფიქრებელია ამ თამაშით,ევროპაზე გასვლის შემთხვევაში რას შევთავაზებთ მეტოქეებს,რითი შეილება დავტოვოთ ჩვენი კვალი ამ ტურნირზე. ოღონდ გავიდეთ და მერე 10-0 წავაგოთ ეს სისილელეა. ამიტომ ახალი თაობა უნდა ინტეგრირდეს გუნდში და მიეცეთ შანსი. კაშია და კანკავას შემოევლოთ ჩემი თავი,მაგრამ ბაბუები არიან უკვე და უპრიანია ხოჭოლავასაც მიეცეს მეტი დრო. ხან მეცინება და ხან მეტირება,როცა ვაისს ვხედავ ჩვენი ნაკრების მწვრთნელად,მაშინ როცა გუნდში იყო ცხადაძე,რომელიც უსამართლოდ გაუშვეს. ქართველია და მან იცოდა ნაკრების და გულშემატკივრების გულისცემა,მაგრამ პირადი დაინტერესების გამო გაუშვეს. სლოვაკი და ტაქტტიკოსი მე არ მინახავს და ფეხბურთის მცოდენე მით უმეტეს და ვაისსთან ერთად ვერ გავფრინედით,ერთი კი ვიცი,რომ მის სიბერეს ვაფინანსებთ. არ მივატოვებ არასდროს,ნაკრები ჩემი გულია,და მე ყოველთვის ვიქნები,იქ სადაც ჩემი გუნდია!
geo
მაინც ცხადაძე ჯობდა.ცხადაძის ხელში უფრო უკეთესი ნაკრები იქნებოდა
Glaxaki da qila erbo
სამარცხვინოა ჩემი აზრით ასე ტრუსიკიდან ამოვარდნა სიხარულით როცა ყაზახეთის ნაკრებს უგებ. მარა ეს იმის მაჩვენებელია რამდენად დაკნინდა ქართული ფეხბურთი (თუ ამას ფეხბურთი ქვია). სტატიის ავტორო, შვილო, არ ვიცი რა ხნის ხარ და თუ გინახავს დინამოს ყაირათთან თამაში, მარა ან შეფასების უნარი არ გაქვს, ან ვიღაცამ სისულელე მოგიყვა და მიჯღაბნე შენც. ძაან სუსტი ანალიზია. არც ერთი ერი სხვა გარემოებებს წაგებას (ახლა კი მოვიგეთ მარა ისე, ზოგადად) ისე არ აბრალებს როგორც ჩვენ, ქართველები. პირველ ადგილზეა მსაჯმა "დაგვწვა", მერე მოდის სხვადასხვა მიზეზები, ხან ფრენამ მოუწიათ ფეხბურთელებს დიდხანს, ხან წვიმდა და ჩვენი "ბრაზილიური" ტექნიკურობა ვერ გამოვავლინეთ, ხან ბურთი იყო მრგვალი. არ მინდა ბიჭებზე რამე ცუდი ვთქვა, მარა რა ნიჭიერ თაობაზეა ლაპარაკი. 90-იან წლებში სარბიელს ორშაბათს რო გადავშლიდი გული სიხარულით მევსებოდა, ან კობის ქონდა გატანილი, ან ქინქის, ან შოთას, ან ან ან , თან რა ჩემპიონატებში. თქვენ რუბრიკას ორშაბათობით რო ვკითხულობ გული მერევა, ალბათ მიხვდებით რატო. იმ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელებს ვუწოდებთ ნიჭიერ თაობას? არასოდეს გვქონდა ჩვენი ძალების სრულყოფილად შეფასების უნარი და ესეც იყო ჩვენი დიდი პრობლემა და ასე დარჩება. სომხების (მხითარიანი) დონის ფეხბურთელი აღარ გვყავს რა ხანია, რა ნიჭიერ თაობაზე ლაპარაკობთ. ერთა ლიგა იმისთვის შეიქმნა რო ამხანაგური თამაშები შემცირებულიყო და ნორმალურ გუნდებს ისეთი მოწინააღმდეგეები აცდენოდა როგორიც საქართველოს ნაკრებია. ნახეთ რა "პადგრუპაში" ვართ ხალხო. მანდ რო პირველ ადგილზე გავიდეთ 6 მოგებით და ბურთების სხვაობა 30-0 იყოს ისე არ გამეხარდება, როგორც მაგალითად კობიმ რო ეინდჰოვენს მარტომ მოუგო 3:0. ნახეთ ქართული კლუბები ევროტურნირებზე რას შვებიან, სამარცხვინო, თავის მოჭრა. ნახეთ საქართველოს ჩემპიონატზე ვინ დადის. საყართველოში ფეხბურთი მოკვდა დიდი ხანია, აღარ არსებობს. ჩაკვეტაძემ კაი გოლი გაიტანა, კაი დავუკრათ ტაში, მარა ასე ხოტბის შესხმა და ერთი ამბის შექმნა არაა არავისთვის მარგებელი ავტორო. გარეთ ბეილის გოლი ჩრდ. ირლანდიასთან ნახეთ. და შეადარეთ ჩაკვეტაძის გოლს. ძაან გავდა ჩემი აზრით. რამოდენიმე სტატია წავიკითხე, ისე ცნობისმოყვარეობისთვის, უელსურ საიტებზე.... ეფექტური გოლი იყოო, მორჩა. ვაიმე ეს რა ვნახე, რა საოცრად ნიჭიერი ხალხი ვართ ეს უელსელები, პირდაპირ გენებში გვაქვს ფეხბურთიო არსად ეწერა. ქართული ფეხბურთი მკვდარია და მისი გაცოცხლება არც ერთ ამ სტრიქონების წამკითხავზე ნაკლებად არ გამეხარდება. წარმატება ბიჭებს ლატვიასთან.
წერე ქართულად!
ბატონო ვაჟა, საიდან მოგაქვთ გოლკიპერი? მეკარეა ქართულად
s.s.
ლორია ნამდვილათ არ იყო დასაყენებელი სასტარტოში,(ახასიათებს კურიოზები), ნავალოვსკიმ გადაგვარჩინა, ჩაკვეტაძე რომ არა მეორე ტაიმი ყაზხების იყო, არ ვიცი რატომ არ ათამაშებს არაბიძეს? ვინ ჰყავს უკეთესი? მართალი რომ ვთქვათ გუშინ სპორტული იღბალი ჩვენს მხარეზე იყო.
ნიკოლოზ
ჩემი სათქმელი თქვით, ერთს დავამატებ: როდესაც ბურთს ყაზახები ფლობდნენ ჩვენები (ყველა ერთად) ბურთიან მოთამაშისკენ მირბოდნენ,შესაბამისად მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს კარგი პოზიციის დაკავება არ უჭირდათ,ეგაა რომ კლასი არ ეყოთ და ვერ გამოიყენეს.
smouk
კაი სტატიაა
82-ი
გილოცავთ ყველას გამარჯვებას. მართალს ამბობს აქ ხალხი, ვაისი შეცვლებს აგვიანებს, ვერც სასტარტო შემადგენლობა გამოიცნო. ლორია, მერაბაშვილი, კაშია და სამწუხაროდ კანკავაც ვერ თამაშობდნენ სათანადოდ.
roma
ჯანოს რატომ ივიწყებთ? ის კაცი სავარაუდოდ დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს და რამხელა ძალაა ნაკრებში არ დაგავიწყდეთ. ანალიზს რაც შეეხება ვიტყვი რომ რაღაცეები გამოგრჩა ავტორ. შვიდი კი არა თერთმეტი მიზეზი იყო და კიდევ სამი, გაინტერესებს ეს მიზეზები? ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე, მერებაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია. სამი მიზეზი კი: გვილია, ოქრიაშვილი, ხოჭოლავა. დანარჩენი ვინც სკამზე იჯდა ამ ყველაფრის მხარდამხარ მებრძოლი რაზმი იყო ყველა მზად იყო საბრძოლველად და მისი წილის შეტანას გამარჯვებაში.
გადასარევი გიორგი
კატეგორიულად არ ვეთანხმები სტატიის ავტორს რიგ შემთხვევებში. ცუდი ანალიზია. არ გეწყინოთ, არაფერი პირადული. ეს იყო ვაისის დიდი წაგება, საშინელი სტრატეგია იყო, ტაქტიკა კი სად ნახეთ საერთოდ. გუნდის გადაწყობაც ვერ შეძლო, ეს მატჩი მოიგო ჩაკვეტაძემ, მაგრამ მარტო იმიტომ კი არა, როგორც გიწერიათ, რომ მხოლოდ ნიჭიერია - მთავარი და სასიხარულო ისაა, რომ ჭკვიანი ფეხბურთელიცაა და ხასიათიც აქვს, ნებელობითი თვისებები. მიხვდა რომ თავის თავზე უნდა აიღოს თამაში ზუსტად იმ მომენტში, რომელშიც იგრძნობოდა რომ გარდამტეხი იყო. რომ არა ეს გოლი წაგებული გვქონდა თამაში.რადგან შეცვლებს აგვიანებდა ვაისი. მერებაშვილის არაფერი ბრალი არაა, როგორც შეუძლია ისე თამაშობს - ეს ვაისის ბრალია , მწვრთნელის რომ დააყენა ძირითადში. ვინც იცის მერებაშვილის სტილი დასაწყისშივე მიხვდებოდა, რომ უდიდესი შეცდომა იყო მისი სასტარტოში გამწესება კაზახებთან. მით უფრო მატჩში შეტევების 50% მასზე არ უნდა იყოს აწყობილი ასეთ ძალისმიერ და ხისტ მეტოქესთან - ეს სულ დამწყებ მწვრთნელსაც უნდა ესმოდეს. საკმაოდ მოუქნელია მერებაშვილი. მისი პლიუსები გამძლეობაა და შედარებით სუსტ მოწინააღმდეგესთან ფლანგური გარღვევა, ინდივიდუალური მცდელობები შეცვლაზე შემოსვლისას დაღლილ მოწინააღმდეგესთან, დაცვის დახმარება. ასევე ის ფაქტი, რომ მოედნის ცენტრი დაუთმო კაზახებს, ამან ყაზაიშვილი გამოთიშა საერთოდ თამაშიდან, კაცი რომელიც უმაგრეს ფორმაშია. რბილი გამთამაშებლის, ან თუნდაც ფლანგზე, მეორე სხარტი, სწრაფი, შემოქმედებითი ტიპის ფეხბურთელის არყოფნა, კაკაბაძის დაცვაში დარჩენა ნიშნავდა, რომ ვაკოს ძალიან გაუჭირდებოდა მარტო შეტევების ორგანიზება, ქვილითაიას სულ თავად უნდა მიეღო ბურთი შორიდან ჩაწოდებებით, ეს კი ჩვენი მთავარი კოზირის - ტექნიკური უპირატესობის, ბურთის ფლობის და ცენტრის დათმობას ნიშნავდა.საპასუხოდ კი არ იყო არავითარი კოზირი. კონტრშეტევა არ გამოდიოდა, გოლი მწიფდებოდა და მაშინ, როდესაც სკამზე გყავს ოქრიაშვილი, არაბიძე, გვილია და უყურებ,როგორ ტრიალდება თამაშის ხასიათი წაგებისკენ სულ უფრო და უფრო და შეცვლას აგვიანებ, სისტემატიურად ამას აკეთებს ეს ნიშნავს, რომ არ გესმის საგანი. რათქმაუნდა უნდა ვაცალოთ ვაისს გააგრძელოს მუშაობა, მარა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მიუთითოს ადამიანმა მის დიდ შეცდომებზე და ვიფიქროთ, რომ მაგარია. აზრზე არაა ეს კაცი, უბრალოდ კარგი კაცია ეტყობა :) სიმპატიურია და წესიერი, რაც უკვე ძალიან ბევრია! ვაისის დამსახურებაა კარგი ატმოსფერო გუნდში, მარა მოედანზე უკვე თამაშის სადავეებს ეს კაცი ვერ ფლობს. თუმცა ჩვენთვის ის პირველი იმდენად მნიშნელოვანია, - ის რომ ფეხბურთელები ენდობიან და გუნდში კარგი ატმოსფეროა რომ რათქმაუნდა უნდაა გააგრძელოს მუშაობა ნაკრებში. მიუხედავად ამისა ჩათვალეთ, რომ ეს მატჩი მან წააგო და პირადად ჩაკვეტაძემ მოიგო და ზოგჯერ ურჩიეთ რამე ადამიანური, რომ არ გაჯიუტეს, თორე დარჩება ეგეც და ნაკრებიც და ჩვენც ყველა წაგებული ამ ლიგაში. და ბოლოს... კიდევ ერთი, რომ გიწერიათ ფეხბურთის ექსპერტი ყველას გონია თავიო - ფეხბურთი ისეთი თამაშია, რომ დიდი ექსპერტობა არ სჭირდება, იმიტომაცაა თამაში და არა მეცნიერება. უბრალოდ უნდა შეგეძლოს მიხვდე, ჩვენი კომენტატორებისგან განსხვავებით - მალე გაგიტანენ გოლს , თუ არაფერს შეცვლი თუ არა. მწვრთნელი კი ძალიან შრომატევად, მაგრამ პრინციპში ძალიან მარტივ საქმეს უნდა აკეთებდეს, თუ აქვს ალღო და შეუძლია ადამიანის ფსიქოლოგიის გაგება კარგად - არ უნდა შეუშალოს ხელი ფეხბურთელებს კარგ თამაშში. გაიყვანოს ის გუნდი, იმ სტრატეგიით და იმ განწყობით მოედანზე, რომელიც საჭიროა მოეცმული თამაშისთვის და როცა დაინახავს, რომ რომელიმე ფეხბურთელი ვერ თამაშობს რომელიმე პოზიციაზე, ან პოზიცია შეუცვალოს, ან სხვა გამოიყვანოს. და კიდევ ერთი კომენტატორებს მიხედეთ - ცოტა თამამად თქო უთხარით, არაა საჭირო ეს "ექსპერტობა" და შიში, არ მოგივარდებათ ეს კობიაშვილი და მერებაშვილი, როცა ვიღაც აფუჭებს რაღაცას და ლამისაა ტელევიზორები დამტვრიოს ხალხმა, თქვით თქვე კაი ხალხო რამე გულის მოსაფხანი და დაწყნარდება ყველა, რომ ამბობთ არაუშავს, არაუშავსო, როგორ არაუშავს! როგორ!! ან ვინმე თამადა იშოვნეთ ამ ტელევიზიაში რა გახდა კაცო ერთი ლაღი და ენაწყლიანი, საინტერესო კაცო, რომ ამ სტანდარტული ფრაზებით არ იყოს მარტო დაკავებული. წარმატებები თქვენც და საქართველოს ნაკრებს და ჩვენ ყველას, იმედია გავალთ და ვანახებთ მსოლიოს რა შეგვიძლია :))
912
ნავალას რას ერჩი მასე რამოსი ვერ გამოიტანს ბურთს კარიდან
avtandil
ვინმემ უთხარის ვაისს მერებაშვილი ლატვიასთან არ დააყენოს და პაპუნაშვილი ათმაშოს!!! ჩაკვეტაძეს მომატება შეუძლია და ყაზაიშვილიც კარგი იყო..ამას დავუმატოთ ფორმაში შესული ოქრიაშვილი და შეტევაში კარგი ტექნიკური იგროკები გვყავს..
ცდფ
ძალიან კარგი სტატიაა, ვნახოთ მეორე თამაშში ვაისი რა ცვლილებებს განახორციელებს, რაღაც მგონია, რომ ჩვენი შემადგენლობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს ვაისს წარმოუდგენია, ამ ბიჭებმა ისეთი პროგრესი განიცადეს ამ ბოლო დროს, რომ ვაიი მათ ვეღარ ეწევა
გოგა
ბატონო ვაჟა, ჩემი რჩევა იქნება, ოდნავ ღრმად გაერკვეთ საკითხში და ისე გააკეთოთ დასკვნა - დინამოს "კაირატთან" უჭირდაო, რომ ამბობთ, მაინცადამაინც არ იგრძნობა სტატისტიკაში - 22 მოგება გვაქვს და 7 წაგება. ხოლო მთავარი რისთვისაც კომენტარს ვაკეთებ ისაა, რომ - სსრკ-დროს ყაზახები რესპუბლიკაში მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენდნენ, ცალკეული რეგიონები მთლიანად რუსებით იყო დასახლებული არც უკრაინელების ნაკლებობას განიცდიდნენ და სწორედ ამ ორი ეროვნების მოთამაშეები შეადგენდნენ "კაირატის" ძირითად ბირთვს, მწვრთნელებიც შესაბამისად. ყაზახი ფეხბურთელებიც ერთეულები ყავდათ და არც ყაზახური ფეხბურთის მცნება არსებობდა ზოგადად, რუსულ უხეშ ფეხბურთს თამაშობდნენ დაარტყი გაიქეცის პრინციპით, ეს იყო და ეს.
fsiuuu
ქართველთა შეტევების 90% მერებაშვილის კრაიდან იწყებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო და ჩაკვეტაძეზე აეწყოთ თამაში შესაძლოა იმდენივე შეცდომა დაეშვა ჩაკვეტაძესაც! ხო და რატომ იწყებოდა მერებაშვილის კლრაიდან? იმიტომ რომ ის იხსნებოდა და საშუალებას აძლევდა საყრდენებს პასი მითვის მიეცათ!
გიო
მერებაშვილი ცენტრში მაინც დააყენოს
aleko
MEREBASHVILI DA NAVALOVSKI MOASHORET NAKREBS DA KIDEV UTAMASHEBEL FEXBURTELS NU AYENEBT SASTARTOSHI ES IYO INDIVIDUALURAD GATANILI GOLI DA ARA GUNDURI. AFRINDNEN CASHI COTA DAESHVIT DABLA DA RELAURAD SHEXEDET SITUACIAS RA DONIS NAKREBIA
euhh
არავითარი პირადული ,რადგან ახლოსაც კიარამყავს ნაკრების არცერთი ფეხბურთელი ნანახი.თემას რაც შეეხება რასაც ჰქვია ბეწვის ხიდზე დავდივართ ვაისას გაუბედაობის გამო.ფეხბურთი თავდადება და რათქმაუნდა გამართლებაა ორივე აღებული ერთად.გუშინ კი ლორიას და მერაბიშვილის შეცდომების გამო შეიძლება გაგვჭირვებოდა მოგება,ცვლილებების დაგვიანება ან სულაც არ გაკეთება....არადა მართლა გვყავს დღეს ისეთი ბიჭები,რომლებსაც შეუძლიათ მოგვაბრუნონ სტადიონესკენ ....წარმატებები
emigranti
სასიხარულოა გამარჯვება და სამი ქულა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას.სტატიის ავტორს კი ზოგიერთ საკითხში ვერ დავეთანხმები. პირველ რიგში მეკარიდან დავიწყებ. უთამაშებელი მეკარის ძირითადში დაყებება დიდი შეცდომაა და ღმერთმა დაგვიფარა, რომ მისი შეცდომის გამო გოლი არ გავიდა. მუდმივად მოთამაშე კვასხვაძე დღეს ლორიას თუ არ ჯობია, მასზე ნაკლები არაფრით არაა. ავტორი ნავალოვსკის აქებს. ვეთანხმები მხოლოდ იმაში, რომ ძალიან შრომისმოყვარეა და მთელ ენერგიას მოედანზე ხარჯავს, მაგრამ თუ დააკვირდით რამდენჯერ დააგვიანა შეტევაში წასულმა დაცვაში დროულად დაბრუნება. ერთ მომენტში მსაჯს თავისუფლად შეეძლო მის გამო 11-მეტრიანის დანიშვნა, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა დაგვინდო. აღსანიშნავია მისი მიუკერძოებელი მსაჯობა, რისთვისაც მადლობა მას. კაშიას შეცდომები თითქოს თვალშისაცემი არ იყო, მაგრამ ისიც ბევრჯერ უხეიროდ გაისარჯა. სწორიდ მის გამო მაღალ ჩაწოდებებზე რამოდენიმეჯერ ყაზახების უნიათობის გამო ვერ გაიტანეს მოწინააღმდეგეებმა ბურთი ჩვენს კარში, არადა ბრწყინვალე ფორმაში მყოვი ხოჭოლავა სკამზე უზის. მით უმეტეს , რომ იცის დიდგზაგამოვლილი და დაღლილია გურამი. და ბოლოს, მერებაშვილის მერამდენე მატჩს ვუყურებთ და მომაგონეთ ერთი შემთხვევა მაინც, როცა ერთი-ერთზე მცველი მოატყუა, ან საგოლე გადაცემა გააკეთა. კი ბევრს მოძრაობს და თავს არ ზოგავს, მაგრამ მისი ეფექტიანობა ნულს უახლოვდება. ავ დროს კი ფორმაში მყოფი არაბიძე ყავს ათვალისწინებული, რომელიც ჩაკვეტაძეზე არანაკლები ტალანტია და როცა ათამაშეს თავი არ შეურცხვენია. მერებაშვილის მაგივრად კიტეიშვილიც აჯობებდა, რომლის დღევანდელ ფორმასაც არაფერი დაეწუნება. ვეჭვობ მალე მერებაშვილი დვალიშვილის მსგავსად ყელში ამოგვივა.მოკლედ ვაისს ვერც შემადგენლობის დაყენებას მოვუწონებ, ვერც შეცვლებს და ვერც სტრატეგია-ტაქტიკას. ამ ახალგაზრდებს სულ სხვა ტიპის მწვრთნელი ესაჭიროება, რომლის მოძებნაც საქართველოშიც შეიძლება და დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები მალე დიდ სიხარულს მოგვანიჭებენ. მადლობა მათ თავდადებისათვის. ადმინ გთხოვთ არ დამიბლოკოთ, ბოლო დროს ეს ძალიან ხშირად ხდება. P.S.: 60 წელს გადაცილებული ვარ და აქედან 40 ფეხბურთში მაქვს გატარებული. საკუთარი მოსაზრებების მართებულობაში 100%-ით დაწმუნებული გინდაც ვიყო, ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომას არ ვუშვებდე, მაგრამ დაჯდნენ პროფესიონალები და იმსჯელონ მაინც ამ საკითხებზე. თუნდაც მჭედლიშვილის არგამოძახებაზე გააკეთონ განმარტება.
გურული
გილოცავთ ყველას გამარჯვებას, იყო შეცდომებიც იყო თავგანწირვაც იყო გამართლებაც და მაინც დამსახურებულად მოიგო ნაკრებმა, ყველას დიდი მადლობა მწრთვნელიან სათადარიგოებიანად, რაც შეეხება მერებაშვილს თამაში არ წაუვიდა გეთანხმებით მაგრამ რატომ ცდებოდა ხშირად იმას არავინ ამბობს, ხშირად იღებდა ბურთს სულ გახსნილი იყო ანუ ბევრს დარბოდა, დაუფასოთ ეგ ამ ბიჭს დაძაბული ყავდა სულ ის ფლანგი, უკეთ შეეძლო? კი ბატონო ხოდა გამოასწოროს. მადლობა მასაც... მე პირადად საქართველოს ნაკრების დაცვის ასეთი თავგანწირული თამაში არ მახსენდება რამდენიმეჯერ ჩაუწვა კვირკველიაც კაშიაც კარისკენ დარტყმულ ბურთს ნავალოვსკი ხო ცალკე თემაა. მოკლედ გამოვა მაგ საქმიდან რაცხა ძამა!!!
ძეკე
მოგესალმებით! ძალიან გახარებული ვარ +3 ქულით, იბრძოლეს და მოიგეს. პირველ რიგში ლორიას უნდა ესმოდეს, როცა არახარ სასურველ ფორმაში თავი შეიკავე და დაჯექი სკამზე, დაცვას ქონდა ჩავარდნები მაგრამ საბოლოოდ კარგად გაართვეს თავი და მადლობა მათ. ჩემი აზრით გვილია ჯაბა უფრო ნაყოფიერი იქნება ნახევარ დაცვაში, მერებაშვილს აკრიტიკებს მტელი ქვეყანა, შეტევაში თუარწაუვიდა დაცვას ძალიან დაეხმარა თუ დააკვირდით, არგაჩერებულა სულ მოძრაობდა ფლანგზე რაც მისასალმებელია, 9-ში იმედია არაბიძეს დააყენებს მის ადგილას, აქ სხვათამაში იქნება, ჩაკვე ხო ოქროა! ჯანო გვაკლია ძალიან, შეტევის დაწყება ჭირს, ოქრი ვერარი ხოდზე, მჭედლოც იგივე დღეშია, იმედია ლატვიას ჩაუტარებენ საფეხბურთო გაკვეთილს. 1-კვასხვაზე 2-კაკაბა 3-კვირკველა 4-კაშო 5-ნავალა 6-გვილია 7-კაპიტანი 8-ვაკო 9-არაბიძე 10- ჩაკვეტაძ 11-ქვილო.
lasha
რას ნიშნავს ყაზახი ვერასდროს გაიტანს ისეთ გოლს რაც ჩაკვეტაძემ გაიტანა. მოლდოველი არ იყო თბილისში რომ გაგვითანაბრა არანაკლებ ეფექტური გოლით? ვაისი კიდევ ვაისია და ვერასდროს გახდება ტოპ მწვრთნელი, კაცს რომ 3 წელი დაჭირდება ოფიციალური მათჩებში პირველი მოგებისათვის, ასეთზე ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს პროფესიონალ ჟურნალისტს და კარგი მწვრტნელი უწუდო
sandro777
აგრესიული არა ის კიდე, ყაზახები როგორ იმუქრებოდნენ მატჩამდე ეგ არ იცი?
saakadze
ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, მერებაშვილი არ დააყენოს ვაისმა ძირითადში
ირაკლი
ჩემი აზრით ლორიას შეცდომა უთამაშებლობის ბრალი არაა, უბრალოდ დონე მეტი არ აქვს. შეცდომები ნაკრებში ხშირად მოსდის. ჩემი აზრით კვასხვაძე ამ ეტაპზე უკეთეს კონდიციაშია და უნდა ეძლეოდეს სათამაშო დრო მინიმუმ საშინაო მატჩებში მაინც. მინდა ლორიას ვუსურვო საუკეთესო ფორმაში შესვლა რაც არავის არ შეშურდება და საერთო საქმეს წარმართავს უკეთესობისკენ. უბრალოდ შევხედოთ რეალობას რა გვაქვს და რა არ გვაქვს. მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის, რომელშიც გული ნამდვილად ჩანდა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და მაქსიმალური მობილიზება ყველას. მისასალმებელი ასეთი კარგი პრესა და დროა ეს კუთხეც გამოსწორონ ჩვენმა ჟურნალისტებმა. მეტი დადებით ჭირდებათ ბიჭებს და დავუდგეთ გვერდით.
no name
რატომ წერთ ასეთ აგრესიულ სტატიას, რატომ არის ყაზახების მიერ ვინმესთან ჩაკვეტაძის შედარება "სასაცილო". როდემდე უნდა იტრიალოს ჩვენს გარშემო სამყარომ? რა მდარე ხარისხია?! ყაზახური პრესა ნახეთ - ობიექტურად წერენ, არც კომენტარებში გვლანძღავენ.

ადრე დვალიშვილს ვერ ვიშორებდით, ეხლა მერებაშვილი გადაგვეკიდა:) ხუმრობის გარეშე რას ფიქრობთ ამ კაცზე?
გუგა
ყველაფერი კარგი, მაგრამ მერებაშვილის ადგილი ნამდვილად არაა ნაკრებში. არაფერი პირადული, უბრალოდ არ არის ის ნაკრების დონეზე. და სიმართლე, რომ ითქვას არასდროს ყოფილა ნაკრებში თამაში მისი ძლიერი მხარე. დღეს კი ნამდვილად არის ფეხბურთელები, რომლებსაც მის მაგივრად შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით