ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ყაზახეთთან მატჩში

10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ყაზახეთთან მატჩში

ერთა ლიგის გახსნით მატჩში, საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ყაზახეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს ასტანური მატჩიდან:

გიორგი ლორია 5.5 - საქართველოს ნაკრების მეკარემ ჩვენთან კომენტარშიც აღნიშნა, რომ მას ხელს უშლის უთამაშებლობა, რომელიც არასაფეხბურთო მიზეზებიდან გამომდინარეობს. ის რომ იდეალურ ფორმაში არ არის, ყაზახეთთან მატჩშიც გამოჩნდა. მის შეცდომას შეიძლება გოლი მოჰყოლოდა და თამაშის სცენარი სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა, თუმცა იმ მომენტში გიორგი ნავალოვსკიმ იყოჩაღა. მეორე ტაიმში ლორია შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა და რამდენიმეჯერ კარი ხიფათისგან იხსნა.

ოთარ კაკაბაძე 5.0 - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ფეხბურთელი, ამ შეხვედრაში იდეალურად ვერ გამოიყურებოდა. მას დაცვით ზონაში საკმაო რაოდენობით შეცდომები ჰქონდა და შეტევებშიც თითქმის ვერ ერთვებოდა. მან რამდენჯერმე საჰაერო ორთაბრძოლაც წააგო და უშუალო მეურვესთანას სისწრაფეში დაიჩაგრა.

საბა კვირკველია 6.0 - ეს არ ყოფილა საბას დღე, მისგან აგრესიულ დაცვას და გაუვალობას მიჩვეულები ვართ. თუმცა მან მოულოდნელად საჰაერო ორთაბრძოლებიც დათმო და მისთვის ნაკლებად დამახასიათებელი შეცდომებიც ჰქონდა.

გურამ კაშია 7.0 - გურამს ძალიან დიდი ხანია ასეთი კარგი მატჩი ნაკრებში არ ჩაუტარებია, ის თითქმის უშეცდომო იყო. მან ყველა ორთაბრძოლა მოიგო, როგორც ჩვეულებრივი - ამავდროულად საჰეროც და ყაზახი შემტევებისთვის გაუვალი იყო. პირველი გოლიც მისი კარგი მოქმედების შედეგია, ოთარ კაკაბაძემ ცენტრისკენ ცუდი გადაცემა გააკეთა, რითიც მასპინძელთა სახიფათო შეტევა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კაშიამ ვარდნაში მეტოქეს დაასწრო და ზუსტი პასი გააკეთა.

გიორგი ნავალოვსკი 7.5 - ყაზახეთი-საქართველოს მატჩი ისე წარიმართა, რომ თითოეულ მომენტს ოქროს ფასი ჰქონდა. მატჩი ნავალოვსკიმ ცუდად დაიწყო, მე-6 წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი და იყო წითელი ბარათის მიღების საფრთხეც იყო. თუმცა ცოტა ხანში მოედანზე სულ სხვა ფეხბურთელად იქცა. მას ჰქონდა მომენტი, სადაც ოდნავ ძლიერი დარტყმა მართებდა და გოლი გავიდოდა, თუმცა ბურთი მაინც კარებში წავიდა და მეტოქის მცველებმა მოასწრეს კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა. ხოლო ანალოგიურ ვითარებაში, როცა გიორგი ლორიამ შეცდომა დაუშვა, იქ მაღალ ნახტომში "მაკრატელათი" ჩვენი კარი გოლისგან იხსნა. ის მომენტში, რომ გოლი გასულიყო არავინ იცის რა მოხდებოდა და როგორ ხასიათზე დაბრუნდებოდა ნაკრები თბილისში, ნავალოვსკის მომენტს კი ისეთივე ფასი ჰქონდა, როგორც 3 ქულას ცხრილში.

ჯაბა კანკავა 6.5 - ნაკრების კაპიტანმა რამდენიმე შეტევა ჩაშალა და რამდენჯერმე თავისი ხისტი თამაშითაც გამოიჩინა თავი. თუმცა ჰქონდა გარკვეული შეცდომებიც.

ნიკა კვეკვესკირი 7.0 - როდესაც შემადგენლობა ვნახე, გაოცებული დავრჩი მისი ძირითადში ყოფნით და საკმაოდ მეუცნაურა. თუმცა კვეკვესკირი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ის ხშირად იწყებდა შეტევებს და ზუსტ პასებს გასცემდა, რამდენიმე მომენტი თვითონაც შექმნა. თუმცა ჰქონდა პატარა შეცდომებიც მატჩის დასაწყისში და მეორე ტაიმში.

გიორგი მერებაშვილი 5.5 - არ ვეთანხმები მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში აგორებულ კამპანიას, რომ ის არ უნდა იყოს ნაკრებში. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც რომელიმე მატჩში ჩავარდნა არ ჰქონია და თუ ფეხბურთელები სოციალურ ქსელებში არ ჩანან, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი თქვენს კომენტარებს არ კითხულობენ. გიორგი არ იყო კარგი შეტევაში, ის ძალიან სწორხაზოვნად მოქმედებდა და მეტოქის მცველები ადვილად ახერხებდნენ მის გაუნებელყოფას, ამავდროულად არც მისი ჩაწოდებები იყო ზუსტი. მეორე მხრივ პრობლემები იყო მის ფლანგზე დაცვაში და ის აქტიურად ჩადიოდა უკან, ეხმარებოდა კაკაბაძეს და ცდილობდა სივრცეების დაკეტვას.

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 - ვაკოსგან უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, თუმცა მეტოქის მცველებს კარგად ჰყავდათ ჩაკეტილი და ის თავის რეალიზებას ვერ ახდენდა. მისი აქტიურობის შედეგია მეორე გოლი, როდესაც კარებში დაარტყა მეკარემ აიღო და შემდეგ ავტოგოლი გავიდა. ის ძირითადში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის გამორჩეული იყო პასების სიზუსტითაც 81.8%.

გიორგი ჩაკვეტაძე 7.5 - მოდი ასე ვთქვათ გიორგი ჩაკვეტაძემ 69-ე წუთამდე ვერაფერი გააკეთა და ვაისმა ოქრიაშვილს უხმო, რომელიც შესაცვლელად ემზადებოდა და ელოდებოდნენ მატჩის შეჩერებას. თუმცა ჩაკვეტაძემ ასეთ პრინციპულ შეხვედრაში, თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებით, გაიტანა 3-ქულიანი გოლი, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. ჩაკვეტაძე მატჩის გმირი გახდა, მასზე საუბრობენ როგორც ქართველი ქომაგები, ამავდროულად ყველა, ვინც მისი გოლი ნახა. ჩემი შეფასებით კი ამ მატჩში ორი ფეხბურთელი იყო საუკეთესო - გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც გვიხსნა და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ასტანაში გამარჯვება მოგვიტანა.

გიორგი ქვილითია 6.5 - ქვილითაიას საგოლე მომენტი არ ჰქონია, თუმცა მან ძალიან ბევრი შავი სამუშაო გასწია. ის ხშირად ჩამოდიოდა უკან და იბრძოდა ბურთის მოსაპოვებლად, ისიც არ დაგვავიწყდეს რომ მას ტრავმა ახალმორჩენილი ჰქონდა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში გარკვეული რისკი იყო.

შეცვლები

თორნიკე ოქრიაშვილი - სასიხარულო ფაქტია, რომ ნაკრების ლიდერი დაბრუნდა. როდესაც მას უხმეს მოედანზე გამოსასვლელად, ამ ფაქტს ყველა სიხარულით შევხდით, რადგან მისი იმედი უთამაშებელია თუ ნათამაშები ყოველთვის გაქვს. იმ მცირე დროში, რაც მოედანზე დაჰყო, რამდენჯერმე სცადა სიტუაციის გამწვავება თუმცა ეს ნაკლებად გამოუვიდა.

ვაკო გვილია - გვილიას სასტარტო შემადგენლობაში ველოდით, თუმცა ვაისმა ის სათადარიგო სკამზე დატოვა. იმ მცირე დროში კი განსაკუთრებული თამაშით თავი არ გამოუჩენია.

დავით ხოჭოლავა - ხოჭოლავამ ბოლო 6 წუთი ითამაშა, მისი მიზანი იყო სივრცეები ჩაეკეტა და მეტოქისთვის გოლის გატანის საშუალება არ მიეცა. ანგარიშიდან გამომდინარე კი საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოუვიდა.

ვლადიმირ ვაისი 6.0 - სლოვაკმა სპეციალისტმა თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო, თან როგორი - ალბათ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ამ შეხვედრაში მისი კომპეტენციის საკითხი წყდებოდა, რაც საბოლოოდ დადებითად გადაწყდა. მან სწორი არჩევანი გააკეთა, როცა გურამ კაშიასა და ნიკა კვეკვესკირს ენდო, არადა კაშია იდეალურად არ გამოიყურებოდა "სან ხოსეს" ბოლო შეხვედრებში და არც ნიკას ჰქონდა "ტობოლში" დიდი სათამაშო დრო. კითხვები დატოვა გიორგი ლორიას ძირითადში თამაშის გადაწყვეტილებამ. რაც შეეხება დუელს, ორივე ნაკრების მწვრთნელს ერთმანეთი კარგად ჰყავდა შესწავლილი, თუმცა საბოლოოდ სტოილოვს მოუწია ჟურნალისტების წინაშე ახსნა-განმარტებების გაცემა და ვაისი გამარჯვებული გამოვიდა.

• კახა

ავტორს მინდა ვკითხო და იმედია პასუხს გაგვცემს 10 ბალიან შეფასებაში საიდან სადამდეა დადებითი შეფასება უარყოფითი და კარგი? მადლობა წინასწარ

• ვეტერანი

ეს თამაში გუნდურია და შეფასებაც შესაბამისად გუნდური უნდა იყოს. ნებისმიერი ინდივიდუალური პრიზი თუ წოდება არაჯანსაღ სიტუაციას ქმნის გუნდში ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ აყენებს მოთამაშეებს. ინდივიდუალური ყვითელი და წითელი ბარათები სრული მარაზმია. ერთ თამაშში მიიღებ, მეორეს ორი თვის მერე და დივიდენდებს მიიღებს გუნდი, რომელიც არაფერ შუაშია.....

• გიორგი

გაბელია ნაკრების მეკარედ!!!

მეც რატომღაც ისე მომეჩვენა, რომ კვეკვესკირს და ნავალოვსკის ასე მაგრადაც არ უთამაშიათ. ნავალოვსკის ჰქონდა ისეთი მომენტიც, რომ შეიძლება მსაჯს პენალტიც დაენიშნა ჩვენს კარში. კვეკვესკირს რაც შეეხება, მას კანკავასთან შედარებით შეტევის გამწვავება ევალებოდა და ამას სათანადოდ ვერ ასრულებდა.

• გიორგი

მერებაშვილი დასაკარგი ფეხბურთელი არ არის, აბათ სხვა სქემაში ეფექური იქნება. ხოლო აქამდე რაც ითამაშა არ მახსენდებას ოდესმე კარგად ეთამაშოს ნაკრებში.კარგი ფეხბურთელია უდაოდ მაგრამ ნაკრებისთვის შედეგის მომანი ვერაა. ფაფხურობს რაღაცას. ასე იყო ადრეც და ახლაც ასეა.

• aze ar xart

ვკითხულობ კომენტარებს და ნახევარზე კიდე მეტი ფეხბურთთან ისე არის, როგორც ღორი ტურნიკზე. მერებაშვილი პირველად იდგა ნარჯვნივ და ახსნასაც აზრი არ აქვს მაინც ვერ გაიგებს ბევრი

• andro

როცა კვეკვესკირს 7.0 უწერთ იქნებ ისიც დაგეწერათ, რომ მან ერთი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც გოლი უნდა მოყოლოდა ჩვენს კარში. ის შეცდომა ლორიას შეცდომაზე არანაკლები იყო

• Kika

Kankava magari ROM iyos tobolhi ki ar wavidoda safrangetidan minimum hveicariahi,belgiahi an avstriahi an turqethi gadavidoda satamahod!

• roma

ბიჭებო მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, კანკავა ერთადერთი ფეხბურთელია ვისი შემცვლელიც არ გვყავს, ის ნამდვილი კაპიტანია და მას უნდა მივახვედროთ ქართველმა გულშემატკივრებმა რომ მის გვერდით ვართ და ვგულშემატკივრობთ. წარმატებები

• roma

ჩაკვეტაძე იმიტომ გაიყვანა რომ ლატვიასთან ძირითადშია და მერებაშვილს რაც შეეხება იმიტომ არ გაიყვანა რომ ახლა არაბიძე უნდა დააყენოს თუ მას გაიყვანდა არაბიძე უნდა შემოეყვანა და მოგებულ თამაშში არასწორი იქნებოდა მისი შემოყვანა მაშინ როცა სკამზე ხოჭოლავა გიზის, ეს იყო ნახევრად შემტევი გუნდი და დარწმუნებული ვარ ლატვიასთან უფრო შემტევი სასტავი გვეყოლება. კაკაბაძე იმიტომ არ მიდიოდა წინ რომ ვაისისგან დავალება ქონდა და როცა დააპირებდა წინ წასვლას უკან დაბრუნებაზე ფიქრობდა და მაგიტომ უშვებდა შეცდომებს, ის უფრო თავისუფლებას მიჩვეულია და ახლა ლატვიასთან დაგვანახებს მის საუკეთესო შესაძლებლობებს. კვეკვესკირი იმიტომ იყო სასტავში რომ ის უფრო დაცვაზე ორიენტირებულია და გვილია უფრო თავდამსხმელის უკან მოთამაშე. ხვალინდელი სასტავი ასეთია: ლორია- კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი,- კანკავა, გვილია, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბიძე,- ქვილითაია.

• ლედლე

კაკაბას და კვირკველიას ასეთი ცუდი თამაში ჯერ არ მინახავს

• Kaxa

Kankava sawuxarod borzikobs da zalian nela moqmedebs pasebs gamudmebit ikan aketebs da hehinebuliv darbid! Tan xistia !gvilia gacilebit ufro sasargebloa!

• A

რაც შეეხება მერებაშვილს არ მომწონს დიდად .. მაგრამ ამ შეხვედრაში სწორად მოიქცა ვაისი. არაბიძე დაცვითი სტილი არაა. ჩაკვეტაძე დაასვენა.. ოქრიც იმიტომ შემოიყვანა დაცვითსაც თამაშობს.. კანკავა მუშაა და უნდა იყოს. მოკლედ ნახევარ საქართველოს გონია რომ ვაისი მარტო წყობას აწყობს. ფეხბურთი სონი 2 არაა. ძალიან ბევრი ვერ ერკვევა ამ სპორტში და არახუნებს კომენტარებს. შევიგნოთ რომ ვაისი კვალიფიციური მწვრთნელია და ჩვენზე კარგად იცის ვინ სად როდის როგორ...

• გოჩს

რა ვერ გააკეთა ჩაკვეტაძემ ნავალოვსკის მომენტი ჩაკვეტაძის არიყო დაწყებული,მაგარი ტალანტი გვყავს,მერებაშვილს რაც შეეხება,რომელ სივრცეს კეტავდა ვინმემ დაინახეთ, არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი,კაი.ახლობლობ მოგწონს მარა არა არის ეს კაცი ნაკრების,რი თ ვერ ხვდებით,ყველაზე სუსტი წერტილი,არ მინდოდა ამაზე საუბარი მაგრამ ჩაკვეტაძემ რა ქნაო ნამუსი არ გაგვთ, ბიჭმა თამაში მოიგო,და ნავალოვსკიმ,ვერ დაინახეთ როგორ ჩაერთო გოლის მომენტში გიორგიმ და კაცი.გაიყვანა სივრცე მისცა ჩაკვეტაძეს,ეზოში მაინც არ გითამაშიათ ფეხბურთი?

• avto

კაკაბაძეზე ძალიან ცუდი და სუბიექტური ქულა გიწერია 1 შეტევაც კი არ წამოსულა კაკაბაძის ფლანგიდან ისე კარგად იდგა დაცვაში და ალბათ შეტევაში ჩართვები რომ არ ქონდა ეგ მწრთვნელის დავალება იყო თავის მოვალეობას კარგად გაართვა თავი

• დავით#

გეთანხმები გალაქტიონ, კარგია რომ გაბერილი ქულები არ გაქვს. რაც შეეხება ვაისს ცოტათი მეტს დავუწერდი. კაი ბიჭი ხარ მაინც

• გიორგი

შენ უყურე მაგ თამაშს გალაკტიონ?

• fasd

მერებაშვილს ნუ ამართლებს მე მაგის კარგი თამაში ნაკრებში არმინახავს ერთი მოლდოვასთან ქნა რაღაც დანარჩენ შეხვედრებში ვერაფერი ქნა ლიჟბი ჩააწოდოს და ვის უწოდებს არიცის არადა მეც მქონდა მაგის იმედი ვისლაში კარგად თამაშობს მაგრამ ნაკრებში როდესაც სკამზე არაბიძე გიზის რომელიც ძაან მაგარ ფორმაშია ბენფიკასთან საუკეთესოდ დაასახელეს და პრაქტიკა აქვს თადარიგში არუნდა დატოვოო ყოველ შემთხვევაში ჩაკვეტაძის შეცვლას მერებაშვილი უნდა შეეცვალა და 90 წუთი არეთამაშებინა

• ra

მერებაშვილთან დაკავშირებით ამას ვწერდი სულ არ უნდა იყოს ნაკრებში კი არა(რაც ძალიან დიდი სისულელეა) რატომ არ შეცვალა ?!!!! ზუსტად ხომ არ წაუვიდა ის თამაში რატომ არ შეცვალა

• ვახტანგი

დააა ნავალოვსკიზე გადაცემული პირველი საგოლე მომენტიც ჩაკვეტაძის იყო, გოლიც გაიტანა და მეორე გოლშიც ლომის წილი ეკუთვნოდა ჩაკვეტაძეს, ჩემი აზრით ნავალოვსკიზე მაღალი ქულა ეკუთვნის, რაც შეეხება კვეკვესკირს , მხოლოდ უკან პასებს აკეთებდა კარგად , წინ პასებს ძალიან რთულად დასამუშავებელს აკეთებდა ან არაზუსტს , ერთი უკან პასის დროს კი კინაღამ გოლიც კი გაგვივიდა, ვაკო გვილია ბევრად უკეთესი ფეხბურთელია და ვერანარაირად ვერ ვხვდები ვაისი რატომ ენდობა მას და არა ვაკოს , ყაზახეთის საშუალო გუნდის ფეხბურთელს უფრო ენდობა ვიდრე შვეიცარიის საშუალო გუნდის ფეხბურთელს , ცოტა უცნაურია... რაც შეეხება კანკავას ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, უაზროდ იღებს ჯარიმებს მხოლოდ იმიტომ რომ უჯარიმოდ ვერ აჩერებს , პასებიც საკმაოდ არა ზუსტი აქვს...

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა

გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ

5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით