საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩზე ყოფნას სულ სხვა ემოცია აქვს, როდესაც 30 000-მდე ადამიანი შენს წინააღმდეგ არის, იქ უკვე ჟურნალისტი აღარ ხარ, იქ უფრო ქომაგად ხარ ქცეული და შენი გამოძახილი "საქართველო" ფეხბურთელებამდე მისვლამდე სადღაც იკარგება, თუმცა შენ გაუჩერებლად აგრძელებ ქომაგობას და გინდა რომ, იცოდნენ და დანარჩენი სტადიონი შენს ბედნიერებას იზიარებდეს.

მედია ტრიბუნის უკან ქომაგები იყვნენ, როდესაც გოლი გავიდა ჟურნალისტები სიხარულისგან ვხტოდით, იმ წუთში არ ვფიქრობდით რომ უკან ძალიან დიდი რაოდენობის ხალხის მასა იყო, რომელსაც ჩვენი გოლი აღიზიანდება და ჩვენ აქტიურობას შეიძლება მათი აგრესია გამოეწვია. თუმცა იმ ორი დღის განმავლობაში რაც ყაზახეთში გავატარე მათგან სიკეთისა და წესრიგის მეტი არაფერი მიგვრძნია, შესაბამისად გამარჯვების შემდეგ მშვიდობიანად გავაგვრძელეთ გზა და მეტოქის ქომაგისგან მხოლოდ მილოცვას ვიღებდით, მე პირადად გინება და შეურაწყოფა არ გამიგონია.

ყაზახური ფეხბურთი

ყაზახებმა უარი თქვეს აზიურ ფეხბურთზე და 2002 წლიდან უეფას წევრი ქვეყანაა. მათ იმ პერიოდიდან დაიწყეს ევროპულ მაგალითზე ახალი საფეხბურთო თაობების აღზრდა და ამან პერიოდულად გარკვეული შედეგი გამოიღო.

ყაზახურმა საკლუბო ფეხბურთმა კარგა ხანია გაგვასწრო, მათ ის პოზიციები, რასაც ადგილობრივი ფეხბურთელები ვერ აკმაყოფილებდნენ, კვალიფიკაციური ლეგიონერებით შეავსეს და ევროტურნირებს გაუშინაურდნენ. მათთან კონკურენციაში ადგილობრივი ფეხბურთელებიც უკეთესი გახდნენ და დღეს გაცილებით ძლიერი ნაკრები ჰყავთ, ვიდრე ოდესმე ჰყოლიათ.

რაც ძალიან მომეწონა მატჩამდე, ეს იყო დაპირისპირების რეკლამირება. ქალაქში მრავლად შეხვდებოდით ბანერებს, რომლებიც თითქმის ყველგან იყო: სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, რესტორნებში, ტრანსპორტში, რადიოში, ტელევიზიაში და ა.შ. ეგ კი არა, ასტანის ერთ-ერთ კოშკზე, რომელიც თითქმის მთელი ქალაქიდან ჩანდა, მთელ შენობაზე რეკლამები გადიოდა და ყაზახეთი-საქართველოს დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთში ერთხელ მიეწოდებოდა. სამწუხაროდ ამხელა რეკლამირება ჩვენთან არ ხდება და კარგი იქნებოდა მსგავსი ჩვენთანაც კეთდებოდეს.

ასტანა

ასტანა ახალი ქალაქია, ის ყაზახეთის დედაქალაქი 20 წლის წინ გახდა მანამდე ამ ტერიტორიაზე პატარა ქალაქი აკმოლა არსებობდა. დღეს უკვე ყაზახეთის დედაქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად მაცხოვრებლების რაოდენობისა ეს არ იგრძნობა, რადგან არც ქუჩებია გადატვირთული და არც ტრანსპორტი.

პირველ რიგში, რასაც ამ ქალაქში გამოვარჩევდი ეს სისუფთავე და წესრიგია. ძალიან კოხტა, დაწკრიალებული და თანამედროვე ქალაქია. ქალაქში უამრავი ლამაზი შენობა და კოშკია, რომელიც საინტერესო არქიტექტურითა და დიზაინითაა აშენებული. იდეალურია ქალაქის განაშენიანებაც, შენობები ერთმანეთს არ არის მიწყობილი და ძალიან კარგი სივრცის შეგრძნებას გიტოვებს.

ასტანაში მშენებლობები აქტიურ პროცესშია, 2020 წლისთვის კიდევ უფრო დიდი პროექტებია ჩაფიქრებული და 2 წელიწადში როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ქალაქი თავის პიკს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ქალაქს მეტრო არა აქვს და მისი გაკეთება ახლა მიმდინარეობს.

რაც ძალიან მომეწონა ეს შატირის სავაჭრო ცენტრი და მაშტაბური ოპერის სასახლეა.

მთავარი მინუსი რაც ამ ქალაქს აქვს ეს ბუნებაა, ქალაქში ხეები ახლა იზრდება და მწვანე სივრცეები საკმაოდ ცოტაა.

სპორტი ასტანაში

სპორტულ ცხოვრებაზე ყაზახები აქტიურად ზრუნავენ. ქალაქში მრავალი ახალ გაკეთებული არენაა, რომელიც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის არის აშენებული: ველო არენა, ყინულის, ჰოკეის, ტანვარჯიშის და ა.შ.

ასტანა არენა

სიამოვნებით მექნებოდა ერთი "ასტანა არენა" საქართველოში, საკმაოდ კომპაქტური და ლამაზი სტადიონი ქალაქის ერთ-ერთი მშვენებაა. გარე ფასადი "ალიანს არენას" მიუგავს, შიგნით იდეალურად მოწყობილია ყველაფერი, არის თანამედროვე დაცვის სისტემები, ლიფტები, კარგი სკამები, დასასვენებელი და საკვები სივრცეები, მშვენიერი მედია ტრიბუნა და სამუშაო ოთახები. შესაძლებელია სტადიონის გადახურვა, არის ეკრანები სადაც მნიშვნელოვანი მომენტები მეორდება და ა.შ.

თამაშის დროს კიდევ ერთი რაღაც, რაც მომეწონა ეს გამოხატული პატივისცემაა, სტადიონზე დიქტორი ყაზახურად აცხადებდა და მას გვერდით ჰყავდა თარჯიმანი, რომელიც ქართულად თარგმნიდა.

მთავარი მინუსი, რაც ამ არენას აქვს ეს ხელოვნურ საფარიანი მოედანი და სარწყავი სისტემაა, რადგან მოედანზ მეხანძრეები რწყავდნენ. კიდევ ერთი რამ რაშიც მინუსს დავუწერდი ეს უკაბელო ინტერნეტია.

ვენი ვიდი ვიცი

მივედი, ვნახე, გავიმარჯვე - ეს არის ჩვენი ასტანური მონაგარი, ჩემი ყაზახური მონაგარი ანუ ბოლო ფოტო კი დღის ერთ-ერთ გმირთან და დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელთანაა. შემდეგი გამოწვევა თბილისში 9 სექტემბერს ლატვიასთან მატჩში გველოდება.

P.S მადლობა მხარდაჭერისთვის: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და პალიტრა ჰოლდინგს, რომ მომეცა საშუალება ასტანაში დავსწრებოდი ყაზახეთი-საქართველოს ნაკრებების შეხვედრას.

დათო
კარგი სტატიააა, აი თავი რომ გეიკრიჭო და პირიც ბარემღა მეიპარსო კარგი ახალგაზრდა იქნებ მთლად, და დიდი მინუსი წამყვანებს, რეპორტაჟის დროს თავი დაანებონ თავიანთ პირად მოსაზრებეისა და ზღაპრების მოყოლას, მიყვნენ მხოლოდ ფეხბურთის მსვლელობას მეტი ემოციურობით, ბოლოს და ბოლოს ნახონ კოტე მახარაძის კომენტირების ჩანაწერები.
ჩაფარი
მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, თუმცა კარგი იქნება, თუ ჩვენი ჟურნალისტები ე.წ. უბრალო მკითხველებზე უკეთ ფლობდეთ ქართულ ენას და "შეურაწყოფას" არ გვაყენებდეთ ინტერნეტ სივრცის "მაშტაბით". საწყენად ნუ მიიღებთ ამ შენიშვნას. კეთილი სურვილებით,
რა მნიშვნელობა ააქვს
მაგდენი რო იცოდნენ რაღა უჭირთ?????
სოსო
მინუსებში ოპერატორების ცუდ მუშაობასაც დავამატებდი.ჩაკვეტაძის გოლის მომენტში.მხოლდ ერთმა კამერამ გადაიღო გოლი,სხვებმა ბურთი დაჰკარგეს მხედველობიდაან.
ზურა
ჟურნალისტებო ისწავლეთ ქართულად წერა სირცხვილია: მასშტაბია და არა მაშტაბი :) :)
კოტე
დაჟე არც გვაგინესო, ეს მაგრად მომეწონა :)))) რატომ უნდა ეგინებინათ?
რეზო
აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ. კარგი სტატიაა მადლობთ
თემო
გალაქტიონ, ერთი შენიშვნა თუ არ მიწყენ, შეურაცხყოფა და არა შეურაწყოფა.
status quo
ფეხბურთის ფედერაციამ და მთავრობამ იზრუნოს ყაზახეთის ნაკრების ჩამოსვლისას,მათთვის სათანადო პატივის მისაზღველად.
sh
arafer shuashia magram mokle tma ufro gixdeba galaqtion ::d
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
U17. საქართველო-ყაზახეთი 13:1 - რეკორდების დღე ბაქოში
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ასტანა" განადგურდა - მათი მწვრთნელი რევანშით იმუქრება
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"ასტანას" მწვრთნელი: გაგვიმართლა, რომ ორ წუთში ორი გოლი გავიტანეთ
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
ჩვენთვის არასასიამოვნო კადრები - რა ხდებოდა "ასტანას" გასახდელში "დინამოს" დამარცხების შემდეგ [VIDEO[
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"ასტანას" კარში გოლის ავტორმა კამარამ კარიერის ყაზახეთში გაგრძელების ვარიანტი არ გამორიცხა
"ასტანას" ნახევარმცველი: "დინამოსთან" მატჩის შესვენებაზე მწვრთნელმა ეს გვითხრა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში