ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ლატვიასთან მატჩში

10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ლატვიასთან მატჩში

9 სექტემბერს თბილისში, "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ წარიმართა და უკვე 6 ქულა გვაქვს.

გთავაზობთ ფეხბურთელების 10-ბალიან შეფასებებს ლატვიის ნაკრებთან მატჩში:

გიორგი ლორია 6.0 - საქართველოს ნაკრების მეკარე ლატვიასთან მატჩში უკეთესად გაისარჯა და რამდენიმე მნიშვნელოვანი "სეივიც" განახორციელა. საერთო ჯამში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს, ორ შეხვედრაში მშრალად შენახული კარი მაინც დადებითი ფაქტია.

ოთარ კაკაბაძე 6.0 - საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, წინა შეხვედრასთან შედარებით, უკეთესად გამოიყურებოდა და მეტად აქტიური გახლდათ. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოთარმა ეს მატჩი სიცხიანმა ჩაატარა. ის აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და ამწვავებდა სიტუაციას, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი ჩაწოდებების უმრავლესობა უშედეგოდ სრულდებოდა.

საბა კვირკველია 6.0 - საბა ეს ორი შეხვედრაა იდეალურ ფორმაში არ არის. ხშირად იყო, როცა შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტიც, როცა ვარდნაში მეტოქის შეტევა ჩაშალა.

გურამ კაშია 7.0 - იმის მიუხედავად, რომ კაშია კლუბში იდეალურად არ გამოიყურებოდა, ამავდროულად, ამას თან სდევდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და სტადიონზე დაპირისპირების საფრთხე, მან ნაკრებში ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ის ძალიან კარგი იყო დაცვაში, ამავდროულად, ითავსებდა ლიდერის ფუნქციას და თანაგუნდელებს დირიჟორობდა. აღსანიშნავია, რომ მას ორჯერ ჰქონდა თავით გოლის გატანის მომენტი. ერთხელ არაზუსტად დაარტყა, მეორეჯერ კი კაჭარავას მოხვდა და თამაშგარე დაფიქსირდა.

გიორგი ნავალოვსკი 6.5 - ნავალოვსკის წინა შეხვედრა უკეთესი გამოუვიდა, თუმცა არც ლატვიასთან გამოიყურებოდა ურიგოდ. გამოსარჩევია პირველი ტაიმი, როდესაც მისი მოქმედებები ძალიან კარგი იყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მეორე ტაიმში თითქოს ისეთი აქტიური აღარ იყო, თუმცა სტაბილურობასაც არ უჩიოდა.

ჯაბა კანკავა 6.5 - საქართველოს ნაკრების კაპიტანი, წინა შეხვედრასთან შედარებით, უკეთესი იყო და მეტოქის ძალიან ბევრი შეტევა ჩაშალა. ის საკმაოდ ხისტი და აგრესიული იყო, რაც ლატვიელ ფეხბურთელებს კიდეც აბნევდა და ხშირად აკარგვინებდა ბურთს.

ნიკა კვეკვესკირი 6.0 - ყაზახეთთან მატჩის შემდეგ ნიკასგან უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. მისგან უფრო მეტ აქტიურობას და საკვანძო მომენტებს ველოდით, იმ ფონზე, როცა მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა, ნიკას შეეძლო მეტოქე შორეული დარტყმებით შეეწუხებინა, თუმცა ასე ნაკლებად იქცეოდა. სულ ორჯერ დაარტყა.

თორნიკე ოქრიაშვილი 6.5 - სასიხარულო ფაქტია, რომ ის მოედანს სრულფასოვნად დაუბრუნდა. ორჯერ შეგვაშინა კიდეც, როცა წაიქცა და ექიმების დახმარებას ითხოვდა. ეტყობა, რომ ბოლომდე ფიზიკურად არ არის მზად. ის მთელი შეხვედრა აქტიური გახლდათ, ბევრს მოძრაობდა და ხშირად უცვლიდა ფლანგს გიორგი ჩაკვეტაძეს. მის აქტიურ მოქმედებებს ხშირად თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ და მისი მონდომება წყალში იყრებოდა. რაც შეეხება პენალტს, ის ძალიან კარგად შეასრულა და ამ შეხვედრაში გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

ვაკო ყაზაიშვილი 6.0 - ვაკო მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩაკარგული გახლდათ, მისგან უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. რიგ მომენტებში არც ზუსტი პასებით გამოირჩეოდა და კარისკენ დარტყმებიც არაეფექტური გახლდათ.

გიორგი ჩაკვეტაძე 7.0 - გიორგი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. მეტოქის დაცვას მოსვენებას არ აძლევდა და ცდილობდა, ლატვიელი მცველებისთვის თავგზა აებნია. ორივე შეხვედრაში ის იქცა გამარჯვების მომტან მთავარ ფიგურად და რაც მთავარია, გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი ტალანტი ეზრდება. გიორგის მთავარი მონაგარი კი მოპოვებული პენალტი გახლდათ. ბევრს დავობენ, იყო თუ არა 11-მეტრიანი. თუ საფეხბურთო წესებს ჩავუღრმავდებით, ეს პენალტია. უბრალოდ, არის შემთხვევები, როცა ასეთ მომენტზე მსაჯები თვალებს ხუჭავენ.

ნიკა კაჭარავა 5.0 - ყველა შეგვძრა იმ ფაქტმა, რომ მატჩისწინა ვარჯიშზე გიორგი ქვილითაიამ მძიმე ტრავმა მიიღო, ვაისის არჩევანი კი არცთუ ისე დიდი იყო, რადგან როგორც გამოჩნდა, მას სჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც ჩაწოდებებს დაუხვდებოდა და ასეთი ორი იყო: ნიკა კაჭარავა და ლევან მჭედლიძე. "ემპოლის" ფორვარდი რომ სათანადო ფორმაში ყოფილიყო, მას აუცილებლად ათამაშებდნენ. ამიტომ ძირითადი შემადგენლობა ნიკა კაჭარავას ერგო. არ ვეთანხმებით იმ აზრს, თუ ფეხბურთელს თამაში არ წაუვიდა, ნაკრებიდან უნდა მოკვეთონ. კაჭარავას კი დაეტყო, რომ ფორმაში არ იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი იყო, თუმცა, რომ არ შეცვალეს, მისი ბრალი არ არის. ნიკა, სამწუხაროდ, ვერც პოზიციას არჩევდა სწორად, ვერც ბურთს იჭერდა და უამრავი საჰაერო ორთაბრძოლაც წააგო.

შეცვლები

ვაკო გვილია - ვაკომ საკმაოდ მცირე დრო დაჰყო მოედანზე და მისი შეფასება რთულია, თუმცა იმ პერიოდში რამდენიმე არაზუსტი პასიც ვიხილეთ. ალბათ, ამ შეხვედრაში მაინც უპრიანი იქნებოდა, ძირითად შემადგენლობაში ეთამაშა.

გიორგი პაპუნაშვილი - ქართველი შემტევი არ არის იდეალურ ფორმაში და ცოტა გასაკვირიც იყო, რომ მოედანზე ვიხილეთ. ის რამდენჯერმე შეეხო ბურთს.

დავით ხოჭოლავა - "შახტარის" მცველი მეორე შეხვედრაა ბოლო წუთებში იმავე მიზნით შემოდის, რომ გოლი არ გავუშვათ და სივრცეებს კეტავს.

ვლადიმირ ვაისი 5.5 - მოდი, ასე ვთქვათ, სლოვაკმა სპეციალისტმა სამწვრთნელო დუელი წააგო. იმ ფონზე, რაც მან აღმოაჩინა, რომ მეტოქე ე.წ. ავტობუსს თამაშობდა, სასურველი იყო ტაქტიკის შეცვლა და ახალი იდეების მოფიქრება. თუმცა შეხვედრის ბოლომდე საქართველოს ნაკრები ერთი და იმავე სქემით თამაშობდა.

შეიძლებოდა თუ არა ნიკა კაჭარავას შეცვლა? იყო ორი ვარიანტი: შემოსულიყო ლევან მჭედლიძე, თუმცა ის ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ ფორმაში არ იქნებოდა; მეორე ვარიანტში კი ვაკო ყაზაიშვილი უნდა აწეულიყო ფორვარდად, თუმცა ამ შემთხვევაში სლოვაკის დავალებები კატეგორიულად უნდა შეცვლილიყო, რადგან გუნდს ჩაწოდებებზე აღარ უნდა ეთამაშა.

ვაისმა დაიგვიანა შეცვლებიც, ბოლოს კი უფრო იძულებით გააკეთა ეს, ვიდრე ნებით, რადგან არსებობდა თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმის საფრთხე და ახალგაზრდა შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეც შეიძლება ამხელა დატვირთვის შემდეგ უბრალოდ "გადამწვარიყო".

• bs

როგორც იქნა სხვა გულშემატკივრებიც დამეთანხმნენ, რომ შეცვლები გვიანდება, თან ძალიან გვიანდება, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მე-60 წუთის მერე შეცვლების დაწყება დოგმა არ არი, იქნება ვინმემ აუხსნას ეს ბოლო-ბოლო ვაისს!!! ვაისი კი საერთოდ უფრო გვიან და ისიც მართლაც იძულებით აკეთებს შეცვლებს. ადამიანო (ბ-ნო ვაის) ტაკტიკაში ცვლილებები და ზოგადად ცვლილებები თამაშის მიხედვით უნდა განახორციელო, როცა ხედავ რომ საჭიროა. კაჭარავა პირველი ტაიმის მერე უნდა შეცვალო, ისევე როგორც მერებაშვილი და არა მომდევნო თამაშისთვის. არც ერთს არაფერს ვერჩი, ჯიგრები ხართ ბიჭებო ორივე და ძაან მიყვარხართ, მარა როცა ფეეხბურთელს თამაში არ მისდის უნდა დაინახო ეს ოხერი მწვრთნელმა!! რა არი ამაში გაუგებარი ბოლო ბოლო. ორივე თამაში ჩაკვეტაძის ინდივიდულური ოსტატობის ხარჯზე მოვიგეთ, ვაისს რა გჭირს ადამიანო? მადლობა იმ თამასებისთვის როცა უძლიერეს ნაკრებებს ტოლსწორად ვეთამაშეთ, მაგრამ ცოტა მეტი მოგეთხოვებათ პატივცემულო, თუნდაც იმ კონტიგენტით რაც გვყავს! არ დამიწყოთ ახლა ზოგიერთმა ვითომ ,,რომის პაპზე უფრო კათოლიკე" ქომაგებმა ,,ვაგებთ არ მოგწონთ, ვიგებთ არ მოგწონთ"-ის ძახილი. ყაზახებთან თამაშის მერეც ვიძახდი რომ ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ, კარგია რომ ახლა უკვე ჟურნალისტებიც და სპეციალისტებიც მეთანხმებიან, მარტო ამ უსუსური ჯგუფის მოგება არაფერს ნიშნავს, თამაში უნდა გამოასწორდეს თუ ჩემპიონატზე გასვლის პრეტენზია გვაქვს და ტაქტიკას უნდა მიხედოთ ბატონო ვაისს, თქვენ ორივე შეხვედრა წააგეთ!!! ეს საგანგაშოა!!! და მაზე ახლა უნდა ვილაპარაკოთ, თორემ ურემი რომ გადაბრუნდება მერე ირტყით გულში მჯიღები! ამ კომენტს რამდენიმე გვერდზე დავდებ მაინტერესბს მოაზროვნე გულშემატკივრების შეფასებები.

• შოთა

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის. ასე თუ ისე მე კმაყოფილი ვარ შედეგითაც და თამაშითაც. უკეთესი თამაშის მოლოდინიც მაქვს შემდეგში. ვაისს რაც შეეხება, ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ მისი ლანძღვა და მოთხოვნა გადადგომის, არასწორად მიმაჩნია. მან ჩაიბარა ნაკრები, რომელსაც ჰქონდა შედეგი ნული და ძალიან უსახურ ფეხბურთსაც თამაშობდა. მისი მოსვლის შემდეგ ნაკრები აშკარად უკეთ გამოიყურება. გავიხსენოთ მატჩები ირლანდიასთან, უელსთან, ავსტრიასთან და თუნდაც გერმანიასთან. იყო მომენტები როდესაც შესანიშნავად გამოვიყურებოდით. ცოტა სტაბილურობა გვაკლდა მაგრამ მჯერა ესეც მოვა. ესპანეთთან "ავტობუსი" ჩავაყენეთ მაგრამ შედეგიც გამოიღო და როგორ დასრულდა მატჩი კარგად გვახსოვს ყველას. ასე რომ ნუ ვიქნებიდ უმადურები და პესიმისტები. ვაცალოთ ამ კაცს... რაღაცეები მეც არ მომწონს, თუნდაც ის რომ შეცვლებს აგვიანებს ჩემი აზრითაც მაგრამ, შედეგი არის ჯერჯერობით და ალბათ უკეთ იცის მისი საქმე.

• გიზოგ

მე კი ვიქრობ, რომ კვირკველიას 5,0 ბალი , ხოლო კაშიას იგივე, მაგრამ თუ გვინდა ვთვლით, რომ პერსონალური უხეში შეცდომა არ დაუშვია მაგ შემთხვევაში 5.5 ბალი. მე მგონია, რომ მოვიდა დრო ამ წვილის ნელნელა როტაცია უნდა დაიწყოს. უკონკურენციობა დათვურ სამსახურს უწევს მათ. ხოჭოლავა, ტაბიძე, დვალი აი ხალხი, რომლებიც ამას მაღალ დონეზე გააკეთებენ.

• Kika

Modi vtkvat simartle,am fexburtelebit heizleba warmatebaze fiqri, magram am mwvrtnelit seriozul warmatebaze fiqri gamoricxulia maqsimum es jgufi movigot. Mxolod individualizmis imedad viqnebit pleiofhi rogorc axla vart!

• ffbn

kankavas 7,0 ekutvnoda minimum

• zaza

ნამდვილად ობიექტური შეფასებებია, ყოჩაღ ავტორს!

• giga

იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა სულ რაღაც 3 დღიანი შეკრება გაიარა, პლიუს დამღლელი გადაფრენები და მგზავრობა, ყაზახეთთან ხელოვნურ საფარიანი მოდანზე თამაში, მერე კვლავ 3 დღეში ისევ თამაში მოუწიათ. ამის ფონზე ასეთუ ისე მე კმაყოფილი ვარ შედეგით, არ გვაქვს უფლება ვთქვათ რომ ვინმე ბოლომდე არ დაიხარჯა, პირიქით ყველა თვდადებით თამაშობდა და აკეთებდა იმას რაც შეეძლო. ასერომ მადლობა ბიჭებო თქვენ. ვაისს რაც შეეხება ამ კაცს დაგინებული აქ რო მეოთხმოცე წუთამდე ცვლილება არუნდა გააკეთოს?

• სოსო

ეს გაცილებით უფრო ობიექტური შეფასებაა ვიდრე წინა შეფასება იყო, თქვენს საიტზე.ანალიზიც სწორია.ერთს დავამატებ მხოლოდ,თამაშის ბოლოს მცველების გამოყვანით,დაცვა უფრო საიმედო ვერ გახდა,ვერც ერთ თამაშში.უფრო პირიქით,ვინ რას აკეთებდა ვეღარ იგებდნენ და ერთმანეთს ხელს უშლიდნენ.ურთიერთ ქმედება მთლიანად დაიშალა და პანიკური გახდა.თუ დაცვის გაძლიერებას რიცხვით ცდილობ,ამისათვის გუნდი,წინასწარ უნდა მოემზადებინა.აქ, ეს ნამდვილად არ ჩანდა.

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]

თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა

პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]