ყაზახური გამოცემა Sports.kz საქართველოს ნაკრებისა და "ტობოლის" ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს ერთა ლიგის მატჩების შესახებ ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს 2:0 სძლია, შემდეგ კი "დინამო არენაზე" ლატვიას 1:0 აჯობა.

- ნიკა, ყაზახეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებში მატჩი სრულად ჩაატარეთ. რა კომენტარს გააკეთებდით ამ მატჩის შესახებ?

- თამაში ისეთი გამოვიდა, როგორსაც ყველა ელოდა - რთული, შეუპოვარი ბრძოლით და როგორც იტყვიან, 6 ქულისთვის, რადგან ჯგუფის ორი ფავორიტი თამაშობდა. ჩემთვის და ჯაბასთვის მატჩს განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა, რადგან ჩვენ ყაზახეთში ვასპარეზობთ და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იყო.

- რის ხარჯზე მოახერხა საქართველომ გამარჯვების მოპოვება?

- ჩემი აზრით, ამაში დიდი დამსახურება მწვრთნელს ეკუთვნის, რადგან ვაისი კარგად იცნობს ყაზახურ ფეხბურთს და ფეხბურთელებს. მან დეტალურად გაარჩია ყაზახეთის ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები. ამიტომ ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი სამწვრთნელო შტაბს მიუძღვის.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმაც შეასრულეს თავიანთი დავალებები. ჩვენი გუნდი ცოტა სხვანაირად მოქმედებდა ამ შეხვედრაში, რადგან ზოგადად, პირველ ნომრად ვთამაშობთ და ვცდილობთ, ვაკონტროლოთ, მომენტები შევქმნათ, მიუხედავად მეტოქის დონისა. აქ კი ისეთი მატჩი იყო, რომ თამაში რამდენიმე მონაკვეთზე დავყავით და ვიცოდით, რა მომენტში უნდა მიგვეცა ბურთი მეტოქისთვის და მეორე ნომრად გვეთამაშა. ვიცოდით, როგორ გაგვერღვია მეტოქის დაცვა კონტრშეტევებით, რადგან როცა ყაზახეთის ნაკრები მეორე ნომრად თამაშობს, ის ორგანიზებულად იცავს თავს, რომლის გარღვევა რთულია. ჩვენი შემტევი ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ მატჩის ბედი გადაწყვიტა.

- ეთანხმებით, რომ ყაზახეთი ამ მატჩში მარცხს არ იმსახურებდა?

- სიმართლე რომ გითხრათ, საწყენია, რომ ერთ-ერთმა გუნდმა წააგო, რადგან ორივე ღირსეული მეტოქე ხვდებოდა ერთმანეთს. თანაბარი თამაში იყო და როგორც იტყვიან, პირველ გოლამდე. ჩვენ გაგვიმართლა და პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, მაგრამ 0:0-ზე იმედი გვქონდა, რომ ჩვენი კონტრშეტევები შედეგს გამოიღებდა, რადგან საქართველოს ნაკრების შემტევ ფეხბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხაზში ახალგაზრდა ბიჭები არიან, მათ აქვთ შესაბამისი დონე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თავი გამოიჩინონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბის სტრატეგიამ თავისი როლი ითამაშა და ღმერთის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, საწყენია ჩვენი მეგობრების გამო, რადგან არ მინდოდა, მათი პირდაპირი კონკურენტები ვყოფილიყავით.

- რამდენად რთული იყო თქვენთვის ლატვიასთან დაპირისპირება?

- ლატვიასთან სულ სხვა ტიპის მატჩი იყო. ჩვენი ნაკრები გამოკვეთილ პირველ ნომრად თამაშობდა მთელი 90 წუთის განმავლობაში. ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქის დაცვა უნდა გაგვერღვია, რომელიც ძალიან ორგანიზებულად იცავდა თავს. ლატვიისთვის კომფორტული იყო მეორე ნომრად თამაში და როგორც ახლა იტყვიან, კარში "ავტობუსი" ჩააყენა. ძალიან რთული იყო, რადგან დიდი პასუხისმგებლობა გქვონდა. ბიჭებზე ზეწოლას ახდენს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ჩვენგან ერთა ლიგაში მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ და ამან გარკვეულწილად გავლენა მოახდინა გამოყენებელ მომენტებში. კიდევ კარგი, ბოლოსკენ მაინც შევძელით მეტოქის დაცვის გარღვევა.

- ორი მატჩის შემდეგ საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ წონიანი განაცხადი გააკეთა ჯგუფში ლიდერის წოდებისთვის?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ფავორიტები ვართ და პირველ ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა წინ კიდევ არის ბრძოლები. ისეთი ჯგუფი გვაქვს, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია ქულების ართმევა. ეს დაამტკიცა ანდორამ ლატვიასთან და ყაზახეთთან მატჩებში და ასევე ლატვიამ, რომლის დამარცხება რთული იყო.

მთელი ბრძოლა წინაა, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა, რადგან ერთი მიზნით ვცხოვრობთ - მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ქართველ ხალხთან ერთად ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს ოცნება ავიხდინოთ.

Emzar Duisburg
სადაა ჩემი კომენტარები?
QT
რომელი ფულის საკეთებლად ? ცხადაძეზე 4ჯერ ნაკლებ ხელფასს და საბონუსე სისტემას რომ დათანხმდა ? ვაისი კარგი მწვრთნელი რომ არის, უქც გამოჩნდა პაპუნა (რომელიც ყველას ეგონა ფორმაში არ იყო) რომ შემოიყვანა და არა სხვა. ან 6 მცველი სად ნახეთ ?
giga
გეთანხმები აბსოლიტურად. მეც ძალიან მიკვირს ყაზახეთში, რომ თამშობს. ბევრად მაღალი დონის ჩემპონატს იმსახურებს.
ბასკეტი
ნიკა,მეგობარო,კარგი იქნებოდა შვეიცარიაში ან თუნდაც ავსტრიაში გეთამაშა.ყაზახეთში აშკარად იფლანგება შენი საფეხბურთო ნიჭი,ეს შენს თამაშსაც დაეტყო უკვე,სამწუხაროდ.არადა მაღალი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ადამიანი ხარ,დრო კი სწრაფად გადის,გთხოვ დაფიქრდე ამაზე.პატივისცემით ქართული ფეხბურთის ერთი უბრალო ქომაგი

ექვსი მცველით რო ითამაშებ და თან იტყვი პირველ ნომრად ვთამაშობდითო რაღა უნდა ელაპარაკო.. კონტრშეტევებზე მოთამაშე გუნდი სად გინახავს პირველ ნომრად მოთამაშე... ან ვაისის ქება რაღა იყო ვერ ვხვდები კაცი იმას ვერ ხვდება როდის და როგორ შეცვალოს თამაშო.. ტაქტიკის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ერთ შემთხვევაში " ყველანი დაცვაში" ეს ტაქტიკა არ არის ეს ანტი ფეხბურთია.. ერთი ნორმალური მწვრთნელი რა გახდა ვერ ვხვდები თავის თავზე რო აიღოს თამაშიც და შედეგიც.. ასეთი ქეცბაია იყო სამწუხაროდ მართლა ვერ გაქაჩა და ჩაფლავდა..
კახას
კარგი რა კახა სენგან ეგეთ კომენტარს არ ველოდი :)
Vakhtang Lobzhanidze
ცხადაძე, ქეცბაია, ფრუიძე თუ გინდა - ნებისმიერი უკეთ გაწრთვნიდა ვიდრე ვაისი. ვაისი ნოლია.ფულის საკეთებლად ჩამოსული უცხოელი. ვინც საქმის კურსშია იციან რო 100% ვარ..
გიორგი
კიდევ კარგი, რომ ეს მხოლოდ თქვენი აზრია!!!
a
ვაისის ;ბრალი; არცერთი მოგება არ ყოფილა, ორივე ჩაკვეტაძის და მსაჯის ბრალი იყო. ვაისზე უაზრო მწვრთნელი არც ვიცი, ორი წელია ვერს შEმადგენლობას აყენებს და ვერც შეცვლებზე ხვდება რა ქნას. შეიძლება გავიდეთ ევროპაზე მაგრამ ვაისს უბრალოდ დაბრალდება.
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში