„ასტონ ვილას“ ფრანგ მწვრთნელს საავადმყოფოდან გამოუშვებენ, მაგრამ სამსახურში დაბრუნების ნება შეიძლება არ მისცენ
„ასტონ ვილას“ ფრანგ მწვრთნელ ჟერარ ულიეს უხლოესი სამი-ოთხი დღის განმავლობაში საავადმყოფოდან გამოუშვებენ, მაგრამ სამსახურში დაბრუნების ნება შეიძლება არ მისცენ.

როგორც ცნობილი გახდა 63 წლის სპეციალისტს უახლოეს პერიოდში საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ მისი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ათი წლის წინანდელს, როდესაც მას 11 საათიანი ოპერაცია დასჭირდა. სიმპტომებიც იგივე იყო - ძლიერი ტკივილები მკერდის არეში.

ექიმმა დარკ უოლერმა, რომელიც ულიეს „ლივერპულში“ მუშაობის წლებში მეთვალყურეობდა და დღეს, „ასტონ ვილაში“ იმავე საქმით არის დაკავებული, თქვა: „ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჟერარის გული შესანიშნავად მუშაობს“.

თუმცა, მთლად ასე არ ფიქრობენ ის ექიმები, რომელთაც „დეილი მეილი“ ელაპარაკა. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „მთელი პრობლემა ის არის, რომ მისტერ ულიეს ოპერაციით ვერ ვუშველით და მას ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა დასჭირდება. ძნელი წარმოსადგენია მისმა ექიმმა ისეთ სამსახურში დარჩენის ნება დართოს, სადაც სტრესი ხშირია“.

ჟურნალისტებმა თავად ულიესთან დაკავშირებაც შეძლეს. მან უპასუხა: „ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამომიგზავნა მესიჯი, რომლითაც მხარდაჭერა მაგრძნობინა“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა