"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სპორტის, კონკრეტულად კი, კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საკალათბურთო გუნდი "დინამო" და მისი საწვრთნელი ბაზა წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ს კლუბ "დეტროიტ პისტონსის" კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ შეიძინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ კლუბს "საქართველოს ბანკი" პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს.

"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი, კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ს კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ "დინამოს" საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ "დინამოს", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "საქართველოს ბანკს" იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ "დინამოს" განვითარებისთვის. აღსანიშნავია "საქართველოს ბანკის" წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ "დინამოს" საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "საქართველოს ბანკს", რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

თბილისის "დინამო" ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბია. "დინამო" არის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი.

შეგახსენებთ ასევე, რომ ზაზა ფაჩულიას ასევე აქვს აკადემია, სადაც რამდენიმე ასაკობრივი გუნდი ასპარეზობს.

აქვე გეტყვით, რომ თბილისის "დინამო" გასულ თვეს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობდა, თუმცა ბერძნულ "არისთან" ორი მატჩის ჯამში უშანსოდ დამარცხდა.

წყარო: ipn.ge

გიგი
რაღაცას "ჩალიჩობენ", რადგან ეს ინფორმაცია არასწორია. არავითარი "დინამო" არ გაყიდულა.
ლევანი
რა ზღაპრებს ყვებით. თბილისის "დინამო" არ იყიდება. ზაზა ფაჩულიამ "დინამო"-ს ბაზა გადაიფორმა, თუმცა მაინც "საქართველოს ბანკი"-ს გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს. საკალათბურთო კლუბ "დინამო"-ს ვერანაირად იყიდის, რადგან ის კერძო მფლობელობაში, მით უმეტეს, "საქართველოს ბანკში" ჩადებული არ ყოფილა.
zviads
დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ დინამოს ვიხილავთ მალე და იმედია ზაზას მაგალითზე სხვებიც შეეცდებიან კალათბურთში, რაგბიში, ფეხბურთში და სხვა სპორტის სახეობებში ფულის დაბანდებას და მენეჯმენტის სწორ მართვას
შოთა გუგეშაშვილი
კაცი კაცური აკადემია აქვს დინამო ტავის ბაზიტ იყიდა მეტი რა ქნას ამ კაცმა სედეგი მალე იქნება გაიხარე ზაზა
გულშემატკივარი
ძალიან გამიხარდა ეს სიახლე. იმედია ზაზას ხელში დინამო წარმატებას მიაღწევს
სიმართლე
კახისაც და კობისაც უნდოდათ კლუბების შეძენა მაგრამ ბიძომ არ დაანება , თქვენნაირი პატრიოტები ქვეყნის ""შენებისთვის"" მჭირდებაო ... ფუი ბანანის ქვეყანაში ვცხოვრობთ ..
დათო რუსთავიდან
ზაზას გაუმარჯოს და წარმატებები კლუბთან ერთად . არ გავს ოცნების ბურჯ სპორცმენებს , კობიაშვილებს და მსგავს ვაი პატრიოტებს ...
დინამო თბილისი
მე როგორც მახსოვს სხვა ტურნირზე არ გადადიოდა არისთან წაგების შემდეგ?
qutaiseli
ფეხბურთის გუნდს გაცილებით მეტი ფული უნდა ვიდრე კალათბურთისას წარმატებები ზაზას.სამტრედიელს მეეჭვება მაგხელა ქონდეს შემოსავალი წლიური რო კარგი ევროპული გუნდი შენახვა შეძლოს. ფიფიაც მაგ სიტუაციაშია.რადგან საქართველოში ფეხბურთიდან ფულს ვერანაირად ვერ იშოვი იქეთ უნდა ჩადო.ესკი ჩვენთან არავის სურს ან თუ ფულს დებენ ძალიან ცოტას და იმასაც არაყაირათიანად განკარგავენ.
გია
მიხარია,რომ სწორედაც ზაზამ შეიძინა საკალათბურთო კლუბი ,,დინამო,, და არა რომელიმე გორსალამ და მდაბიომ,რომლებითაც გარშემორტყმულია ჭორვილელი ციცერონი!
ალეკო
ნეტა საფეხბურთო დინამოც ეყიდა, არა აქვს ფიფიას ხელში არავიუთარი პერსპეკტივა, სულ ერთ ადგილზე იბუქსავებს სანამ ამ კაცის ხელში იქნება, ბატე, ასტანა და რა გუნდები გამოდიან ევროლიგაზე და თან თამაშებსაც იგებენ, რამდენი წელია რაც ფიფია მოვიდა და ნული წარმატება !!!
ბადრი
მართლა მაგარი რამე მოხდა, ზაზა დაანახებს ხალხსაც და ფიფიასაც, თუ როგორ უნდა აკეთო საქმეც და ფულიც, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მთავარია სწორად განავითარო ტალანტი. საიმედო ხელშია დინამო!!! წარმატებები ზაზას.
roma
კი ბატონო ძალიან კარგია ფაჩულიამ დინამო,რომ იყიდა,მაგრამ არსებობს ერთი 'NO"რას უპირებს კლუბს,განვითარებას,თუ როგორც პატარკაციშვილი მოეპყრო საფეხბურთო კლუბ დინამოს ისეთი ვარიანტი გაითამაშდება,ამიტომ ჩემო ქართველებო ჯერ გადავხტეთ და ჰოპა მერე დავიძახოთ,ჰოპას დაძახება სირთულეს არ წარმოადგენს,მთავარი შედეგია,რას მიიღებს დინამო და რას მივიღებთ ჩვენ გულშემათკივარი,მე პირადად არავისი არ მჯერა,მანამ სანამ შედეგი არ დაიდება,ასე,რომ მთავარი შედეგია,მაგრამ ზაზას წარმატებებს უსურვებ,ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგი სცენარით განვითარდეს და ჩვენ გულშემატკივარი ამით სიამოვნებას მივიღებთ.
ddgfdf
უცხოელი ლეგიონერების ნაგავსაყრელად თუ არ აქცევს კარგი იქნება.
sandro777
რა შემოაბრუნოს კაცო, გავარდა დინამო, არ იქნება ევროთასებზე
Lasha
ai kaci dzmao ar gavs samtrediels tavisi qveynis patriotia jigari xar zaza
niko
ძალიან კარგი, საფეხბურთოსაც თუ იყიდის კიდევ უკეთესი თორემ დავიტანჯეთ
დინამო თბილისი
ძაან მაგარი ინფო! სასწრაფოდ ახალი მწვრთნელი ევროპელი,იქნებ მოასწროს და შემოაბრუნოს თამაში და ამ სეზონშივე ორი თამაში მაინც მოიგოს ევროპაზე
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა