საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების პროცესში დღეს სრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. 8 ოქტომბერს საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა, დღეს კი გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - პოლონური არკას ლეგიონერი ლუკა ზარანდია.

"მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ყველა ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს სრულად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ." - ლუკა ზარანდია

სავარჯიშო პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ამ დროისთვის, ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება.

"ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ კონკურენტ ყაზახეთთან 5 ქულიანი უპირატესობა გვაქვს.

რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ." - გიორგი აბურჯანია

ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მეოთხე ტურის თამაშს ქართველი ფეხბურთელები 16 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ სტუმრად, რიგაში გამართავენ. შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ლევანი
რატო არ გამოიძახეთ ნაკრებში გაბედავა და ქიმაძე? რომლებიც კარგ ფორმაში არიან და კარგ სეზონს ატარებენ, გაბედავა ეროვნულ ჩემპიონატში ბომბარდირია ხოლო ქიმაძე საუკეთესო სეზონს ატარებს,საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს და სამწვრთნელო შტაბს გაბედავა 10 თავით მაღლა დგას კაჭარავაზე რომელიც თავის კლუბში სათადარიგო სკამზე ზის.
რა მაფიაა?
ერთ ინტერვიუში წავიკითხე, ბოლო თამაშში ჯარიმა გაიტანა არაბიძემ და ჟურნალისტმა კითხა, ასეთ ასაკში ჯარიმებს ასე კარგად რო ურტყამო, ვარჯიშობ რამე განსაკუთრებულადო? და არა რას ვვარჯიშობ, მეც არ ვიცი ასე გამომდისო... სიცილ-კისკისით... :-| ვაბშე, იქვე მოვკვეთდი ნაკრებიდან...

:-)სად არაბიძის პოზიცია და სად კაჭარავა.ეგ თითქმის იგივე რომ თქვა.ლაზარე კუპატაძეს იძახებს და არაბიძეს არაო.კაცი რომ ნაკრების თამაშზე არ დარჩება და სახლში წავა.როცა 50 000 კაცი მოდის თამაშზე ნაკრებში კი არა დროებით ქვეყანაში არ უნდა შემოუშვა
x.x
ძალიან გამიხარდა, ჯანოს დანახვა, როცა ჯანოა ნაკრები უფრო კარგ, ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს.
kika
ისე ეხლა მართლა კარგი თაობა წამოვიდა,კონკურენცია გაიზარდა. მახსენდება 6-7 წლის წინანდელი თაობა ჩვენს ნაკრებში და ამ გადმოსახედიდან გაცილებით დაბალი დონე იყო! მაგალითად დვალიშვილი,გელაშვილი,სირაძე,მათე ღვინიანიძე, ბაჩანა,მენთეშაშვილი,ლომაია,ლობჟანიძე,გრიგალაშვილი შოთა,ხუბუტია,სანაია,ხმალაძე,ვაწაძე,აფციაური,უკვე მობერებული ხიზანა,მობერებული იაშკა,თავისებური გოგუა,კარიერის ბოლო ეტაპი კობის ესეც უკვე მოხუცი,მუდამ პერსპექტიული მერება,მუდამ ტრავმირებული ყენია და მჭედლიძე ნუ იყო კანკავა და 1-2 კაცი კიდევ, თუმცა ეს იყო რეალობა და მიტომაც გავფრინდით შორს მაშინ. ვიღაცეები გამომრჩა კიდევ!
ანესთეზეოლოგი
ძალიან ნამეტანია, მე პირადად ფეხბურთთან და თემასთან დაკავშირებული კომენტარების გაცნობა მაინტერესებს ობიექტური იქნება თუ სუბიექტური, მაგრამ ასეთი კომენტარების წაკითხვა არ მსიამოვნებს.
ზაზა
მართალია დაბალი დონის მოთამაშეებისგან შედგება ანდორის ნაკრები, თუმცა შეთამაშებულები არიან, რამის არის ერთ უბანში ცხოვრობს ყველა. ავტობუსს რომ დააყენებენ ამაზე ორი აზრი არაა, კაჭარავა როგორც ვიცი მაღალია და იქნებ ამ თამაშში მაინც გამოადგეს ნაკრებს, თავით იმედია იცის თამაში და სარგებელს ამ თამაშში მაინც მოუტანს ნაკრებს. იმათი ბელთაყვა მწვრთნელს რომელიც ბაქიბუქობდა საუკეთესო ნაკრებთან ფრეს მივაღწიეთო (ყაზახეთი), სათანადოდ უნდა შევუსრულოთ, სხვანაირად არ გამოვა!
saso
dadu - "როგორც იქნა დვალიშვილი მოსცილდა ნაკრებს (ფუი ფუი ისევ არავის გაახსენდეს და არ ამოთხარონ აკლდამიდან". დადუ კუხნის ჭორიკანა ქალის დონეზე რომ იწყევლები, გეკითხები რა დაგიშავა დვალიშვილმა? რაც შეეძლო ნაკრებში ის ითამასა და თავი არასოდეს დაუზოგია . პიროვნულ შეურაცყოფას რატომ აყენებ, შე ტვინ ნაღძობო, შენა? მეც შენი ლექსიკით მოგმაარტავ და გეტყვი -არ მოშალოს და ბლომად ყოფილიყოს შენს ოჯახსა და საახლობლოში, რაც შეიძლება ბევრი აკლდამები". ამინ!!!
გიორგი
მე არც კაჭარავას და არც არაბიძის დამცველი არა ვარ. მაგრამ, თუ გახსოვთ, რატომ მოკვეთეს გოგიტა გოგუა ნაკრებიდან? მე არ ვიცი, რა ხდება კონკრეტულად, მაგრამ ბევრ ქართველ ფეხბურთელს დიდი წარმოდგენა რომ აქვს თავის ნიჭსა და შესაძლებლობებზე, ტყუილია? არაბიძე თავის გუნდში რას აკეთებს, გააქვთ სტატისტიკა? მარიაჟობა და უდისციპლინობა ღუპავს ბევრს და არაპროფესიონალიზმი. შეხედეთ მაინც, სხვა ქვეყნებში როგორ არის, მარტო რომ გავიძახით, ქართველები ფეხბურთში ძალიან ნიჭიერები ვართო. აი ამ უკუდო ამპარტავნობამ დაგვღუპა ყველაფერში და მათ შორის ფეხბურთშიც
dadu
როგორც იქნა დვალიშვილი მოსცილდა ნაკრებს (ფუი ფუი ისევ არავის გაახსენდეს და არ ამოთხარონ აკლდამიდან) რა გახდა ერთი მაღალი კლასის ფორვარდი საქართველოსთვის? არვალაძის შემდეგ წესიერი ფორვარდი აღარ გვყოლია ნაკრებში. მეტნაკლებად ყველა რგოლს რაღაც ეშველა ამ ფორვარდის მოძიება არადა არ ხდება. მართალია გულშემატკივარი რა უნდა კაჭარავას ნაკრებში? ეს მეორე დვალიშვილია? დავიღალეთ ამდენი ვიღაცის ჯინაზე ნაკრებში გამოძახებული ხალხით რა. შეშლილი აქვს ამ კაცს სპორტის სახეობა და რო დავანებოთ თავი ვერა? ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელია თუნდაც ნაკრების კონტიგენტს შორისაც და ეს ცხადია ყველასთვის. მე არ ვიცი არაბიძე უნდა იყოს თუ არა ნაკრებში მაგრამ კაჭარავა რო არ უნდა იყოს ეს ძალიან ბრმა უნდა იყო რო ვერ დაინახო. მჭედლიძეს კლასი არ დაეწუნება მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გატანჯა ტრავმებმა ეს ბიჭი.ასევე ტრავმები ტანჯავს ქვილითაიას. მათი ნახევარი კლასის მქონე შემცვლელი ფორვარდი გვჭირდება სასწრაფოდ.
tngh
ნაკრებში თამაში უნდა დაიმსახუროს... ასაკობრივებში თამაშით, და არა ამბიციებით.
ანესთეზეოლოგი
პირადად ჩემი აზრია ის, რომ ახალ, კიდევ სხვა ბირთვზე მუშაობა უკვე არასწორი იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბირთვი უკვე არსებობს თანაც საკმაოდ გამოცდილი და ასაკითაც პერსპექტიული. ბირთვი რომელსაც შეუძლია რამოდენიმე წელი იტვირთოს ეროვნული ნაკრების სიმძიმე. ასე ახალ-ახალი ბირთვების ძიებამ მიგვიყვანა ფიფას რეიტინგში სამციფრიან ნიშნულზე. არის მეორე ფაქტორიც: დღეს ნაკრებში რამოდენიმე პოზიციაზე არის საკმაოდ ბევრი კარგი ფეხბურთელი და შესაბამისად არის დიდი კონკურენცია. ასეთი სიტუაცია მე პირადად 90-იანების შემდეგ არ მინახავს. მას შემდეგ რაც ქეცბაია-ქინქლაძე-არველაძეების ნაკრები გვყავდა. ეს კარგის მეტს არაფერს მოიტანს. გამოძახებას ბევრი იმსახურებს, ყველას კი ნამდვილად ვერ დაუძახებენ ერთდროულად, მართლა რამოდენიმე თავით მაღლა თუ არ გამოჩნდა სხვებზე. ეს კი დამატებითი სტიმული უნდა იყოს წესით. რაც შეეხება არაბიძის საკითხს, მორალური კუთხით თუ მივუდგებით შეიძლება სენტიმენტალიზმისა და თანაგრძნობის გამოხატვა, მაგრამ პრაქტიკული კუთხით არანაირად. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო დისციპლინა უნდა იდგეს უმაღლეს დონეზე, ალტერნატივა არ არსებობს! ჭირვეულმა ხასიათმა და მენტალიტეტმა აზარალა ქართული ფეხბურთი მაშინ, როდესაც უძლიერესი შემადგენლობა ყავდა. ქინქის, ჯანაშია, შოთის, გოგუას ხასიათის ამბები გეხსომებათ. თამაში ყველას უნდა, მაგრამ არსებობს შემადგენლობის გარკვეული რაოდენობა და ეროვნული ინტერესი. რომელზე წინაც ვერანაირად ვერ დადგება ადამიანის პირადი სურვილი და განცდები. ყველაზე მთავარი რაცაა - არაბიძე საკმაოდ ჭკვიანურად მოიქცა და დარწმუნებული ვარ დააბრუნებენ კიდეც ნაკრებში. ამ საჯარო ბოდიშით მან სწორედ თავისი ხასიათი დაამარცხა. მანამდე მსგავსი რამ მე ქართველი ფეხბურთელისგან არ მახსენდება. დარწმუნებული ვარ, რომ მასაც და სხვებსაც, ვისზედაც გული შეგვტკივა რომ იმსახურებს გამოძახებას, დაუძახებენ აუცილებლად. მხოლოდ ერთა ლიგა ხომ არაა, ჩვეულებრივი შესარჩევიხც ხომ იწყება და წინ კიდევ ბევრი თამაშია. ბევრს გვესმის საქართველოში ფეხბურთი, ბევრიც ვთვლით რომ ძალიან კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ პირადი სურვილები და ობიექტური აზრი გვერევა ერთმანეთში...
x.x
ვეთანხმები ვასოს, არაბიძე უნდა გამოეძახებინათ. იძახებენ არ ათამაშებენ, ზამენაზეც არ შეყავთ, თუ ვინმე გყავთ მაგაზე უკეთესი? კაჭარავა ათამაშო 90 წუთი და არაბიძე 20 წუთითაც არ შემოიყვანო...სირცხვილია! როგორც მთავრობაში ასევე სპორტშიც ყველაფერი ნაცნობობითაა!
ვასო
ამ კომენტარებს ყველა კითხულობს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბიჭებს ნაკრებში ფორმის აღდგენის მიზნით იძახებენ, მართალია ჯგუფი გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ ეგ თქვენი ბირთვი არ არის სტაბილური და სულ ტრამვები აწუხებთ. აგერ მჭედლიძე და არაა გამორიცხული, ამ 2 თამაშის მერე კიდე დაემატოს ვინმე. მაგას სჯობდა ახალი ბირთვი შეგექმნათ და შეგეთამაშემიათ, ჯგუფს მაინც მოიგებდით და სამაგიეროდ ბევრად უფრო ბრძოლისუნარიან და ახალგაზრდა ნაკრებს მივიღებდით, რომელიც მზად იქნებოდა სერიოზული გამოწვევებისათვის. მასეთი მიდგომის ბრალია , რომ ანანიძე, ოქრიაშვილი, მჭედლიძე და ჭანტურიამ ვერაფერს ვერ მიაღწიეს, არადა თვითნაბადი ტალანტები არიან, მხოლოდ გამოუსადეგარი. რა უნდა ნაკრებში ჯიღაურს, კაჭარავას, ბუდუს, მერებას და ერთი ორს კიდევ , როცა ევროპაში ბიჭები წარმატებით ასპარეზობენ. ეს პროვინციალიზმია მეტი არაფერი და დროის ფუჭად ხარჯვა, ასე მგონია მე. ის არაბიძე სადღაც მართალია, უმამოდ დარჩა, მაგრამ, მას გამჩელი არ გაწირავს, რადგან ობოლია, აი ნახავთ.
ჯონდო
ფეხბურთელი რომელსაც ორი წლის განმავლობაში კლუბშუ ფაქტიურად არ უთამაშია ნაკრებში არაფერი ესაქმება. წერტილი. პ.ს. ამას ემატება უდისციპლინობა
ვასო
არაბიძე უნდა თამაშობდეს ჩაკვეტაძეს გვერდით ტანდემში, ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. ის რაშიც კობი ადანაშაულებს არაბიძეს, არ შეიძლება. ახალგაზრდამ უნდა მოითბინო. მეორეს მხრივ, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ფორმაში იყო არაბიძე 20 წლამდელთა ჩემპიონატზე თბილისში. მან ჩაკვეტაძესთან ერთად, მარტო ათრია ნაკრები უძლიერეს ჩეხეთთან და ცოტა რომ გამართლებოდა გოლსაც გაიტანდა. იმ თამაშში არაბამ ჩაკვეს აჯობა, პირველ რიგში ფიზიკურად, ტიპმა იომა. და რა მერე, 2 წელი გავიდა და მას 2 სრულფასოვანი თამაშის საშუალება არ მისცეს, რაც აშკარა უსამართლობაა. ფეხბურთელს, რომელსაც სანაკრებო პრაქთიკა არააქვს, გუნდში წინ ვერ წავა, ეს ფაქტია. გიორგი ახალგაზრდაა, მან დაამტკიცა, რომ ნაკრების ღირსია, მარა პატრონი არა ყავს, მამა გარდაეცვალა. კობიაშვილი კი დახმარების მაგივრად, პირიქით მარხავს, მამამისოვიჩი კაჭარავა, რომელიც ძლივს დაბორძიკობს ნაკრებშია. გაუტყდა ბიჭს გული და ერთი თქვენიცო, დეპრესიაშიც იქნება დარწმუნებული ვარ.. ვარჯიშზე არ მოწონწბიათ. თამაში რომ სურდა მიტომ ჩამოვიდა. დაინახა ალბათ რომ არ იყო მისი ადგილი, და ნერვებმა უმტყუნა. მე არ ვამართლებ მის საქციელს, მაგრამ ჩვენთან გამომწვევი მიზეზები არავის არ აინტერესებს. ერთს გეტყვით ბატონო ლევან, საკითხს ცივი გონებით უნდა მიუდგეთ, თორე მაგ გუნდით ამ ჯგუფის შEმდეგ ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებთ. მაგ ბიჭს, კი არ მგონია სწორად ექცეოდეთ. გისურვებთ წარმატებებს.
5gio
Ra mainteresebs ver veswrebi varjishebs da kacharavas varjishze tu mainc gaaqvs goli?tu iqac mamamisi dgas?
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა