ერთა ლიგის მორიგი ტური დაწყებულია. ამ უქმეებზე რამდენიმე ისეთი მატჩია, რომლებიც აშკარად იმსახურებს ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღებას...

ინგლისს რევანში უნდა

ერთ-ერთი მთავარი მატჩი შედგება რიეკაში, სადაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია რეაბილიტაციას ეცდება პირველ ტურში ესპანეთთან გამანადგურებელი (0:6) მარცხის გამო. ზლატკო დალიჩისა და მისი გუნდისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო რუსული გმირობის შემდეგ.

თავის მხრივ, ინგლისის ნაკრებსაც არაფერი დარჩენია მოგების გარდა, რადგან იმავე ესპანეთთან იწვნია მარცხი (1:2) და თუ უნდა, რომ ჯგუფის მოგების რაღაც შანსი შეირჩინოს, უნდა გაიმარჯვოს.

საინტერესოა, რომ ზაგრებული მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება უეფას სანქციების გამო. წესით, გუნდები მაინც ვერ "მოეფერებიან" ერთმანეთს და ბრძოლა იქნება ფიცხელი. მით უმეტეს, რუსულ მუნდიალზე ხორვატია და ინგლისი ნახევარფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს და მაშინ მომავალმა ფინალისტმა 2:1 მოიგო.

ისიც გავიხსენოთ, სწორედ ხორვატიის ნაკრებმა არ გაუშვა ინგლისი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე. თანაც, მეორე შეხვედრა მაშინ მოუგო, როცა თავად აღარაფერი სჭირდებოდა. იმ იმედგაცრუებას ნისლიან ალბიონზე დღემდე ვერ ივიწყებენ.

"ვცდილობთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმამ გუნდზე ნეგატიურად არ იმოქმედოს. ბროზოვიჩი და ვრსალკო გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ. ისე კი, ყველანი კარგი ფეხბურთის მოლოდინში ვართ", - განაცხადა ხორვატთა დამრიგებელმა ზლატკო დალიჩმა.

ინგლისის ნაკრების ქომაგები განსაკუთრებით ელიან ჯეიდონ სანჩოს დებიუტს. "დორტმუნდის" უნიჭიერეს თინეიჯერზე ევროპის ლამის ყველა გრანდი ნადირობს. ვნახოთ, როგორ გამოიჩენს ის თავს.

"ძალიან რთულ მატჩს ველით. ხორვატიამ უკვე გვიჩვენა, რასაც წარმოადგენს. ჩვენი თამაში შემტევი იქნება, რადგან სატურნირო მდგომარეობა უკან დახევის საშუალებას არ გვაძლევს", - ეს კი ინგლისელთა მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის სიტყვებია.

დე ბრუინის გარეშე

გასული მუნდიალის ერთ-ერთი გმირი ბელგია საშინაო ასპარეზზე მიიღებს ჯგუფის თანალიდერ შვეიცარიას. ნეიტრალური ქვეყნის შვილებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ბელგია მაინც ფავორიტია. ბენილუქსელთა ერთადერთი საწუხარი ის არის, რომ მათ კევინ დე ბრუინის გარეშე მოუწევთ თამაში.

"ბელგიის ნაკრებმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა. ჩვენ ერთა ლიგაშიც ასეთივე განწყობით ვთამაშობთ და ეს მახარებს. რა თქმა უნდა, დე ბრუინი გუნდისთვის დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ მის გარეშე", - თქვა ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა.

ძველი მტრები ამსტერდამში

ამსტერდამში დანდობა ნამდვილად არ იქნება - ჰოლანდიის ნაკრები გერმანიას მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტრიგა უკვე გარანტირებულია. ეს, იმის მიუხედავად, რომ ახლა არც ერთ მათგანს არ უდგას საუკეთესო დროება - რონალდ კუმანიცა და იოახიმ ლიოვიც დღეს "მშენებლობის" პროცესში არიან.

თუ გერმანიის ნაკრებს ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლა უნდა, ეს თამაში უსათუოდ უნდა მოიგოს. მით უმეტეს, ჰოლანდიის შემდეგ ბუნდესნაკრებს საფრანგეთის ნაკრებთან გასვლითი მატჩიც უწევს. ლიოვმა გვარიანად გადაახალისა გუნდი. ელიან, რომ ის რამდენიმე ახალბედას მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას.

ჰოლანდიის ნაკრებში კი 4 დებიუტანტია. რა თქმა უნდა, კუმანს კი ურთულესი მატჩი ელის: "ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ის ჩამოყალიბების პროცესშია. რა თქმა უნდა, ეს არის ის გზა, რომელსაც მივდევთ ბოლომდე. გერმანიასთან თამაში ურთულესი იქნება, მაგრამ ზუსტად ასეთ შეხვედრებში იწრთობა გუნდი. ვეცდებით, ამსტერდამში კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ".

უკანდასახევი გზა აღარ არის...

პოლონეთისა და იტალიის ნაკრებები უკან მართლაც ვეღარ დაიხევენ. ამავე ჯგუფშია ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები. პოლონეთამდე იტალიამ საშინაო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა უკრაინასთან და 1:1 ითამაშა.

ამ შედეგით იტალიელებმა თავიანთივე ანტირეკორდი გაიმეორეს. ეს იყო "სკუადრა აძურას" ზედიზედ მე-5 მოუგებელი თამაში შინაურ კედლებში. ანალოგიური რამ მხოლოდ შორეულ 1923-25 წლებში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ასევე 1:1 ითამაშა შინ პოლონეთთან, ჰოლანდიასა და მაკედონიასთან, ხოლო ყველაზე მძიმედ მოსაგონარია უგოლო ფრე შვედეთთან (2017 წლის ნოემბერი), რამაც "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვა.

უკრაინასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"გაცილებით მეტი მოგვეთხოვება წინა ხაზზე. გვჭირდება "მკვლელი" დაგვირგვინება, რადგან თუ გოლები არ გავიტანეთ, არაფერი გამოვა. ძალიან გვიჭირდა უპირატესობის მოპოვება და გაგვიჭირდა გოლის გატანაც, მაშინ, როცა უკრაინელებმა კარში სულ რაღაც მეორედ დარტყმით გაგვიტანეს. რა თქმა უნდა, ძალიან უკმაყოფილო ვარ ვერმოგებით, ისევე, როგორც ჩვენი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი. თუნდაც იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ამხანაგური თამაში.

თუმცა ცოტათი მამშვიდებს ის გარემოება, რომ მატჩის უფრო დიდ მონაკვეთში ვითამაშეთ იმაზე უკეთესი ფეხბურთი, ვიდრე წინა თამაშებში", - თქვა მანჩინიმ.

A ლიგა

I ჯგუფი

შაბათი, 13 ოქტომბერი

ჰოლანდია-გერმანია 22:45

სამშაბათი, 16 ოქტომბერი

საფრანგეთი-გერმანია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 2 1 1 0 2-1 4

2. გერმანია 1 0 1 0 0-0 1

3. ჰოლანდია 1 0 0 1 1-2 0

II ჯგუფი

პარასკევი, 12 ოქტომბერი

ბელგია-შვეიცარია 22:45

ორშაბათი, 15 ოქტომბერი

ისლანდია-შვეიცარია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. შვეიცარია 1 1 0 0 6-0 3

2. ბელგია 1 1 0 0 3-0 3

3. ისლანდია 2 0 0 2 0-9 0

III ჯგუფი

კვირა, 14 ოქტომბერი

პოლონეთი-იტალია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 2 2 0 0 4:2 6

2. პოლონეთი 2 0 1 1 3:4 1

3. იტალია 2 0 1 1 1:2 1

IV ჯგუფი

პარასკევი, 12 ოქტომბერი

ხორვატია-ინგლისი 22:45

ორშაბათი, 15 ოქტომბერი

ესპანეთი-ინგლისი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 2 2 0 0 8-1 6

2. ინგლისი 1 0 0 1 1-2 0

3. ხორვატია 1 0 0 1 0-6 0

B ლიგა

I ჯგუფი

შაბათი, 13 ოქტომბერი

სლოვაკეთი-ჩეხეთი 17:00

სამშაბათი, 16 ოქტომბერი

უკრაინა-ჩეხეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. უკრაინა 2 2 0 0 3-1 6

2. ჩეხეთი 1 0 0 1 1-2 0

3. სლოვაკეთი 1 0 0 1 0-1 0

II ჯგუფი

კვირა, 14 ოქტომბერი

რუსეთი-თურქეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. რუსეთი 2 1 1 0 2-1 4

2. თურქეთი 2 1 0 1 4-4 3

3. შვედეთი 2 0 1 1 2-3 0

III ჯგუფი

პარასკევი, 12 ოქტომბერი

ავსტრია-ჩრ. ირლანდია 22:45

ორშაბათი, 15 ოქტომბერი

ბოსნია-ჩრ. ირლანდია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბოსნია 2 2 0 0 3-1 6

2. ჩრ. ირლანდია 1 0 0 1 1-2 0

3. ავსტრია 1 0 0 1 0-1 0

IV ჯგუფი

შაბათი, 13 ოქტომბერი

ირლანდია-დანია 22:45

სამშაბათი, 16 ოქტომბერი

ირლანდია-უელსი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. დანია 1 1 0 0 2-0 3

2. უელსი 2 1 0 1 4-3 3

3. ირლანდია 1 0 0 1 1-4 0

C ლიგა

I ჯგუფი

კვირა, 14 ოქტომბერი

ისრაელი-ალბანეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. შოტლანდია 2 1 0 1 3:2 3

3. ისრაელი 2 1 0 1 2:2 3

2. ალბანეთი 2 1 0 1 1:2 3

II ჯგუფი

პარასკევი, 12 ოქტომბერი

ესტონეთი-ფინეთი 22:45

საბერძნეთი-უნგრეთი 22:45

ორშაბათი, 15 ოქტომბერი

ესტონეთი-უნგრეთი 22:45

ფინეთი-საბერძნეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ფინეთი 2 2 0 0 2-0 6

2. საბერძნეთი 2 1 0 1 2-2 3

3. უნგრეთი 2 1 0 1 2-2 3

4. ესტონეთი 2 0 0 2 0-2 0

III ჯგუფი

შაბათი, 13 ოქტომბერი

ნორვეგია-სლოვენია 20:00

ბულგარეთი-კვიპროსი 22:45

სამშაბათი, 16 ოქტომბერი

ნორვეგია-ბულგარეთი 22:45

სლოვენია-კვიპროსი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბულგარეთი 2 2 0 0 3-1 6

2. ნორვეგია 2 1 0 1 2-1 3

3. კვიპროსი 2 1 0 1 2-3 3

4. სლოვენია 2 0 0 2 2-4 0

IV ჯგუფი

კვირა, 14 ოქტომბერი

რუმინეთი-სერბეთი 17:00

ლიეტუვა-ჩერნოგორია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. სერბეთი 3 2 1 0 5:2 7

2. რუმინეთი 3 1 2 0 4:3 5

3. ჩერნოგორია 3 1 1 1 2:2 4

4. ლიეტუვა 3 0 0 3 1:5 0

D ლიგა

II ჯგუფი

პარასკევი, 12 ოქტომბერი

ბელორუსი-ლუქსემბურგი 22:45

მოლდოვა-სან მარინო 22:45

ორშაბათი, 15 ოქტომბერი

ბელორუსი-მოლდოვა 22:45

ლუქსემბურგი-სან მარინო 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლუქსემბურგი 2 2 0 0 7-0 6

2. ბელორუსი 2 1 1 0 5-0 4

3. მოლდოვა 2 0 1 1 0-4 1

4. სან მარინო 2 0 0 2 0-8 0

III ჯგუფი

კვირა, 14 ოქტომბერი

აზერბაიჯანი-მალტა 20:00

ფარერები-კოსოვო 20:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. კოსოვო 3 2 1 0 5:1 7

2. აზერბაიჯანი 3 1 2 0 4:1 5

3. ფარერები 3 1 0 2 3:6 3

4. მალტა 3 0 1 2 3:7 1

IV ჯგუფი

შაბათი, 13 ოქტომბერი

სომხეთი-გიბრალტარი 20:00

მაკედონია-ლიხტენშტ. 22:45

სამშაბათი, 16 ოქტომბერი

სომხეთი-მაკედონია 20:00

გიბრალტარი-ლიხტენშ. 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. მაკედონია 2 2 0 0 4-0 6

2. ლიხტენშტაინი 2 1 0 1 3-2 3

3. სომხეთი 2 1 0 1 2-3 3

4. გიბრალტარი 2 0 0 2 0-4 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემო
ბელგიელები არ არიან ბენილუქსელები! ეს უნდა იცოდეს ჟურნალისტმა! ბენილუქსი ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის პოლიტიკური გაერთიანებაა. ისეთი, როგორიცაა, ნაგალითად სუამი - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პოლიტიკური გაერთიანება. სადმე გინახავთ "სუამელი" ადამიანი?!
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
[VIDEO] ესპანეთი შეუჩერებელია - ბულგარეთს ადვილად მოუგო
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
გიასულას ავტოგოლი და გოლი - ხორვატია ალბანეთს დაუზავდა [VIDEO]