ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალისთვის „მანჩესტერ სიტი“ და „სტოკი“ საგანგებოდ ემზადებიან
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი „მანჩესტერ სიტისა“ და „სტოკს“ შორის 14 მაისს გაიმართება. ამ შეხვედრისთვის ორივე ბანაკში დიდი მზადებაა.

გარდა ჩვეულებრივი, ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხებისა, როგორც სტოკელები, ასევე მანჩესტერელები, მუსიკალურ მხარესაც საგანგებო ყურადღებას აქცევენ. „სტოკის“ ფალავანი ტომ ჯონსია, მანჩესტერელების კი, რასაკვირველია, ნოელ გალაჰერი.

ნახევარფინალში „სტოკმა“ „ბოლტონს“ 5:0 მოუგო. „უემბლის“ სტადიონზე გამართულ ამ შეხვედრაში წარმატებული გუნდის გულშემატკივრები ჯონსის მსოფლიო ჰიტ „დილაილას“ მღეროდნენ და... თუ ანგარიშის მიხედვით ვიმსჯელებთ, კარგად დაცადეს. ამიტომაც მიმართეს კლუბის ხელმძღვანელებმა 71 წლის ვარსკვლავის იმპრესარიოს, რათა ჯონსმა ეს სიმღერა ცოტათი გადაამუშაოს და თავიდან ჩაწეროს - სტოკელები მას ფინალის საბრძოლო შეძახილად გამოიყენებდნენ. „სტოკ სიტის“ პრეს-მდივანმა განაცხადა:

„ჩვენ ბედნიერები ვიქნებით თუ ტომი დაგვთანხმდება და „დილაილას“ საფინალო სიმღერის სახეს მისცემს. როდესაც ნახევარფინალში, „უემბლის“ დინამიკებში, ეს სიმღერა დააგუგუნეს, „სტოკის“ ქომაგები ერთხმად აჰყვნენ და ისეთი ამბავი ატყდა, რომ შეხვედრა ჩვენს საშინაო მატჩს დაემსგავსა“.

და თუ ჯონსი საზოგადოების წინაშე გამოსვლასაც დათანხმდება, მაშინ ის ისტლენდელთა ფალავნის, „ოაზისის“ ყოფილი გიტარისტის, ნოელ გალაჰერის საპირისპიროდ გამოყვანილ სტოკელთა ფალავანს დაემსგავსება.

ამასობაში კი მანჩესტერში, ქერინგტონის საწვრთნელ ბაზას კარლოს ტევესი დაუბრუნდა და „სიტის“ ფანებს იმედი გაუჩნდათ, რომ არგენტინელი ვარსკვლავი სეზონის ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. საქმე ის გახლავთ, რომ ტევესმა ორი კვირა მილანში, არგენტინის ნაკრების ექიმთან გაატარა.

რამდენადაც ინგლისური გაზეთები წერენ თავდამსხმელი კარგი ფიზიკური ფორმისგან ჯერ შორს არის, მაგრამ ისტლენდელთა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ იმედი გამოთქვა, რომ ის 10 მაისს „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ამას, რასაკვირველია, მოჰყვება 14 მაისს დანიშნული ფინალიც. რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ის ცდილობს მოვლენები დააჩქაროს და ამბობს, რომ 7 მაისს, „გუდისონ პარკზე“, „ევერტონის“ წინააღმდეგაც შეძლებს თამაშს, თუმცა „სიტის“ ექიმთა კაბინეტი ასეთი მოუთმენლობის წინააღმდეგია.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა