მაშ ასე, D ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა სამივე სასტარტო მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო; თანაც, მოვლენები ჩვენდა სასიკეთოდ ისე განვითარდა, რომ სხვა გუნდებმა ვერ ივარგეს, მეტოქეებს 7 ქულით გავექეცით და თუ ხვალ რიგაში გავიმარჯვეთ, ვადამდე ვხდებით ჯგუფის გამარჯვებულები.

არადა, ტურნირის დაწყების წინ ყაზახებმა ჩვენი ოპტიმიზმი იწყინეს და თქვეს, რომ "ჯვაროსნები" მათ ეროვნულ გუნდთან შედარებით იმდენად ძლიერები არ არიან, რომ ასეთი თვითდარწმუნებულნი ვყოფილიყავით. მოვლენების განვითარებამ გვაჩვენა, თუ ვინ იყო მართალი და ვინ არა.

ანდორასთან სტუმრად ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ყაზახეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს ფეხი დაუცდებოდა და ამის იმედად იყვნენ. სულ ტყუილი გამოდგა ბულგარელი სპეციალისტის მოლოდინი.

ანდორელთა თავკაცმა კოლდო ალვარესმა კი მიღწეული ორი ფრის შემდეგ თქვა, რომ ყაზახეთს საქართველოზე უკეთესი გუნდი ჰყავს. ეს, ალბათ, ეიფორიაში მყოფი კაცის რეაქცია გახლდათ და თან, იმ მომენტში დაიტრაბახასავით - ნახეთ, რა გუნდებთან რა მაგარ შედეგს მივაღწიეო. თბილისში ნამატჩევს კი ბატონმა ალვარესმა აღიარა, რომ საქართველოს ნაკრები არათუ ჯგუფის, არამედ D ლიგის ფავორიტია.

გამარჯვება კარგია, მაგრამ ამან ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, რამეთუ ეს მეოთხე ლიგაა, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, "ჭ" კლასია. ფსკერია, რომლის იქით აღარაფერია. რატომ ვართ ამ მდგომარეობაში და როგორ აღმოვჩნდით ამ ქვესკნელში, ეს ცალკე საუბრის თემაა და ამ წერილის ფორმატში მისი განხილვა არ შეიძლება.

შეიძლება ზოგმა ანდორასთან მოგება დიდად არაფრად არ ჩააგდო, მაგრამ მთლად ასე შეფასებაც არ ივარგებს, ვინაიდან მიუხედავად ამ გუნდის დაბალი კლასისა, მისი დამარცხება ადვილი საქმე სულაც არაა, რადგან მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოში ჩამდგარი დაცვის გარღვევა საძნელო საქმეა. მაგალითისათვის, გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ ესპანეთთან ჩვენი ნაკრების ორი თამაში.

ანდორის გუნდი საკმაოდ ყისმათიანიცაა. ყაზახეთს შეხვედრის ბოლოს გაუთანაბრა ანგარიში. ჩვენთანაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი, როდესაც მეკარე გიორგი ლორიამ გადაგვარჩინა, თორემ რომ გასულიყო ის ბურთი, შემდეგ გამარჯვების მოპოვება უფრო გაძნელდებოდა. გაძნელდებოდა გუნდთან, რომელიც ფეხბურთს კი არა, არამედ ანტიფეხბურთს თამაშობს. თუმცა, ყველაფერი შედარებითია და "ფურია როხასთან" ჩვენც ანტიფეხბურთი ვითამაშეთ. რას იზამ, ყველა თავისას ცდილობს, როგორც შეუძლია, ისე იბრძვის და როგორც ამბობენ - მიზანი ამართლებს საშუალებას.

მოკლედ, დავამარცხეთ ეს ნახევრად სამოყვარულო გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები. არადა, ორგანიზებულად იცავდნენ თავს, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. ეგაა, ბურთთან ცოტა "თქვენობით" არიან და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ტექნიკაში თვალსაჩინო იყო. ჩვენი გუნდი ვალდებული იყო, მოეგო და მოიგო კიდეც.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ასეთი შეხვედრებით ძნელია ჩვენი გუნდის დონის შეფასება, მით უმეტეს, როდესაც მოულოდნელად თავდასხმაში საკადრო პრობლემები წარმოიშვა და მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფი ნიკა კაჭარავას ძირითად შემადგენლობაში დაყენება მოუწია, რამაც გულშემატკივრებში გარკვეული ეჭვები დაბადა.

შემადგენლობის, სტრატეგიის და ტაქტიკის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, შედეგზეც ისაა პასუხისმგებელი და მის კომპეტენციაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა, ალბათ, უპრიანი იქნებოდა სხვა ფორვარდების გამოცდაც, მაგრამ ცაიტნოტში ყოფნისას ამის საშუალება ნაკლებად არსებობს. ამისათვის უნდა არსებობდეს მეორე ნაკრები (დავარქვათ, ვთქვათ, ექსპერიმენტული გუნდი), რომელიც ამხანაგურ მატჩებს გამართავს და უახლოეს რეზერვსაც საქმეში ნახავს ბატონი ვლადიმირი, მათ შორის, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს. კიდევ, სლოვაკ სპეციალისტს საქართველოში უფრო ხშირად ყოფნა მართებს და საქართველოს ჩემპიონატების მატჩებზე დასწრება, ლეგიონერების თამაშებზე სიარულიც და ა.შ.

ერთი სიტყვით, ჯერ ჩვენი ნაკრები წინ უდანაკარგოდ მიიწევს. ასე მგონია, ამას სუსტ მეტოქეებთან უფრო თავისი ფეხბურთელების უკეთესი კლასით, ინერციით ახერხებს და ძნელი სათქმელია, უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან როგორ შედეგს მიაღწევს.

ასეა თუ ისეა, გავიმარჯვეთ. კია ნათქვამი, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მაგრამ საქართველოში გამარჯვებულებსაც ასამართლებენ და ჩვენი პრეტენზიები და მაქსიმალიზმი ამ შემთხვევაში სრულიად ობიექტურია - საქართველოს ნაკრები ვალდებულია, მე-4 ლიგაში გაიმარჯვოს და ქართულ ფეხბურთს უბრალოდ არ ეკადრება ამ ფსკერზე ყოფნა.

ამ ფსკერიდან ამოსასვლელად კი კიდევ ერთი ნაბიჯი ხვალ რიგაში უნდა გადაიდგას, შემდეგ პლეი-ოფის ერთმატჩიან ნახევარფინალში და თუ იქაც იმარჯვეს "ჯვაროსნებმა", ერთმატჩიანი ფინალი ელით. რთულია ერთა ლიგიდან გზა ევროპირველობისაკენ. რეგლამენტის მიხედვით, აქ ერთი წაგებით და ფეხის დაცდენით შეიძლება მთელი ნაშრომი წყალში გადაიყაროს და იმედია, ჩვენი გუნდი ამ გზას წარმატებით გაივლის.

გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს!

alexandre
კაჭარავა ცუდიაო არავინ არ ამბობს და არ წერს - ცუდ ფორმაშიაო. ასე არ არის?
goga
იმაზეც მადლობა, რომ ვხვდებით სად ვართ - მხოლოდ "ჭ" კლასის ხსენება ასახავს რეალურ სურათს, ხოლო დანარჩენი არის ბლა-ბლა-ბლა...
ქუთაისელი-2
კაჭარავას მამამამ არ უნდა გაუშვას შვილი ნაკრებში!
tngh
მაქსიმალური სათამაშო დისციპლინა, ყურადღება და ზომიერი სიფრთხილე!!! იმედია ესეც იქნება და შედეგიც სასურველი დადგება!!!
Lukashenko
ბელორუსიამ ჯერ მოლდოვა დაამარცხოს და მერე შევშინდებით ჩვენც:)
გიორგი
შეხვედრებმაც ანახა რომ არათუ კარგი ნორმალირი ფორვარდიც არ გვყავს. ელემენტარულად როდესაც პრეტენზია გაქვს ბურთის მიღება და ნორმალური გადაცემა მაინც უნდა შეასრულო, არაფერს ვამბობ დარტყმაზე და გოლზე
giorgi
კაჭარავა კველაზე კლასნი ფორვარდია.დაგავიწკდათ სერბეთთან როგორ ითამაშა.
kote
თქვენ არსებობთ? რომელ "მსოფლიო დონეზე" თამაშობდა ჩვენი ნაკრები? თუ არ გინდათ, ნუ უყურებთ, ვინ გაძალებთ?
არ მინდა პესიმისტი ვიყო მაგრამ
გამაგებინეთ ერთი "სასტავით" როგორ უნდა მოუგო ყველას და გახვიდე ევროზე! ვაისი ერთ სასტავს ათამაშებს (აქედანც ნახევარი უთამაშებელია ნახევარი დამტვრეული) უკვე 3 წელზე მეტია! როგორ რანაირად? არ გამოიძახო ის მოთამაშეები რომლებსაც თავინთ კლუბებში ეძლევათ 90 წუთი და ნაკრები შეადგინო უთამაშებელი მოთამაშეებით? ასეთი მიდგომით წინა შესარჩევში ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო და ახლა ამ "ჭ" ჯგუფში მაინც უნდა აერჩია სხვა გზა, მაგრამ არა თავისას აწვება! ეს დამთავრდება იმით, რო ნახევარ ფინალში ბელორუსია თუ დავამარცხეთ ფინალში მაკედონია თავისი პანდევით დაგვალევინებს ჩაილურის წყალს!
rezi
კაჭარავას იმედზე გვინდა ევროპაზე გასვლაა?
rezi
ვაისი ფეხბურთელებს თვითონ უნდა არჩევდეს ჯობია...
ჯ ი ჯ ი
ქართული ფეხბურთი აღარ არსებობს. იმათიც მიკვირს ვინც მიდიან სტადიონზე და უყურებენ.ჩვენ როცა მსოფლიო დონეზე ვთამაშობდით, ზოგიერთ ქვეყანას ბურთი არ ენახა, ეხლა ჩვნზე უკეთესად თამაშობენ, რატომ? იმიტომ რომ აქ ფეხბურთელები გუნდში ხვდებიან არა სათამაშო დონის მიხედვით, არამედ მეგობრობის ხარჯზე. შედეგიც ნათელია.
ultranationalist
ისე მაინტერესებს კაჭარავას რო იძახებს რატო არ იძახებს ვთქვათ მიქელთაძეს როცა ერთ გუნდში თამაშობენ და ერთმანეთს ცვლიან ხოლმე
gg
სიმართლე ვთქვათ და C ლიგაში რომ ვიყოთ არა მგონია ესეთივე ქულები გვქონდეს იქ. ბულგარეთი, საბერძნეთი, შოტლანდია, რუმინეთი არა მგონია ამ გუნდებს ისე ვეთამაშოთ როგორც ანდორას. ფაქტია კი-- ჭაობში კი ვართ შრეკებივით ))))))))))))))))))
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება