საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია გაანადგურა (3:0) და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, დაცვითი თამაშის საშუალება არ ჰქონდათ და ამან ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო, დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.

თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია, კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

შესვენების შემდეგ თამაში ვაისის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა და შესანიშნავი გარღვევის მერე ჩაკვეტაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა გოლგაუშვებლად მეოთხე მატჩიც მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. ვერაფერს იტყვი, ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და ოპონენტებს კრიტიკის მინიმალური საფუძველიც კი არ დაუტოვა.

რიგა. "დაუგავა"

ლატვია - საქართველო 0:3

გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)

გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი (ისაევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი (იკანეუნიკსი 70), გუტკოვსკისი (საბალა 70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 88), ყაზაიშვილი

გელა ნუგზარაშვილი
კოსოვო მოგვიწევს პლეი ოფში და იქ ასეთი გასეირნება არ გვექნება
zaal
გიოშა, ძმაო. გეთანხმები, მაგრამ გათამაშების დასაწყისში არა მგონია ასეთი რამ გვეფიქრა, წარსული შედეგებიდან გამომდინარე. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ "დ" დონის გუნდებტთნ მათ არაფერი ესაქმებათ. თამაშის ხარისხი რომ თვალშისაცემია და გუნგი გუნდს გავს, ეს ცალსახაა.
გიოშა
კარგი და სასიამოვნოა 4 თამაში გოლგაუშვებლად რომ დავასრულედ,მაგრამ ვისთან ამას ყველა უნდა ხედავდეს.
გიორგი
ეგრე რამ დაგბოღმა?
თამაზი
ძალიან გამიხარდა ჩვენების კარგი თამაში,კურაჟი გაუჩნდათ და კარგია.მეორე მხრივ თბილისის "დინამო"სთვის რიგის "დაუგავა " და ალმა-ატის "კაირატი" არასდროს პრობლემას არ წარმოადგენდა,ანდორას საერთოდ ვინ მოასუნიებდა ჩვენთან.იმ დროის "დინამოს" უნდა მივუახლივდეთ და მერე ვიტრაბახოთ!
გუსანი
ვულოცავ ბიჭებს, სამწვრთნელო გუნდს,მთელ საქართველოს. რამდენიმე კითხვა მაქვს: რატომ იძახებს ვაისი მერებაშვილს, (ასევე კაჭარავას ). რატომ უჭირთ დაბალი პასები, მიღებისას ბურთი მაღლა უხტებათ და მერე უჭირთ დაჭერა, კარებში დარტმები? კანკავას გოლი იშვიათობაა. კლასი და პროგრესი ჩაკვეტაძის მართლა გამოსარჩევია, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მისი,დანარჩენების რეალური კლასი( სტაბილურობა) შემდგომ ეტაპზე გამოჩნდება.მოუთმენლად ველი.. წინ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რამდენჯერ გავიცინოთ პატივცემულო ?

ყოჩაღ ბიჭებო! ეგრე რა ! ასეთ გუნდებს სულ ამ ანგარიშით უნდა ვამარცხებდეთ. ძალიან მიხარია,რომ წინ მივიწევთ და ვვითარდებით, მაგრამ წინ ჯერ დიდი გზაა. იმედი მაქვს, რომ მალე უფრო ძლიერებსაც ვძლევთ.
გიზოგ
ნამდვილად სწორი მინიშნებებია, არც ერთ საქმეს არ უხდება ლაზღანდარობა და აგდებული დამოკიდებულება. ვულოცავ ბიჭებს და ქართველ ქომაგებს პლეიოფის ნახევარფინალში დამაჯერებელ და დამსახურებულ გასვლას.
სოსო
!-ს.რა თქმა უნდა ეს არ იყო მერებაშვილის საუკეთესო მატჩი,მაგრამ ბიჭს თავი არ დაუზოგავს და ასე ხელაღებით კაცის გათათხვა ნამდვილად არ მომწონს.კაკაბაძესთან კი ნამდვილად ჰქონდა შეთამაშების პრობლემა,კაცი ერთ მხარეს გარბოდა,პასი კი სხვაგან კეთდებოდა და ეს ტექნიკური წუნი კი არ იყო,არამედ სიტუაციის სხვადასხვანაირი შეფასება.ამის წამალი დიდხანს ერთად თამაშია და სწორედ ამიტომ გამოვესარჩლე გიორგის.იმედია დამეთანხმები მოტივაციაში.საერთოდაც არ მომწონს,როცა ასე ხელაღებით მოითხოვენ გააგდეთ,მოაშორეთ,მაგის დრო გადავიდა და ასე შემდეგ.როცა კაცი იბრძვის და თავს არ იზოგავს,მის ასე გამეტებას ვერასოდეს დავეთანხმები.
მაგარი იყო
შესანიშნავად ითამაშეს ბიჭებმა და შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ კრიტიკა, მაგრამ მერაბიშვილის თამაში ამ გუნდში უბრალოდ არ შეიძლება, ხდება ხოლმე, რომ ფეხბურთელს თამაში არ წაუვა, მაგრამ იცი, რომ ხვალ ან ზეგ უეჭველი გამოუვა, ამ ბიჭისგან არ გამოვა არაფერი, არა აქვს მას ამისი რესურსი, რომ უკეთ ითამაშოს, არა აქვს, არაააა! ვერ ვიჯერებ, რომ ზარანდია ან ჯიღაური თუნდაც მას არ სჯობია, არ გამოიძახოთ ეს კაცი, არაააა!
გიოშა
ადრე ვზეიმობდით ლივერპულთან და ფეიენორდთან 3-0 მოგებულ თმაშებს,ახლა კი ანდორასა და ლატვიასთან 3-0 ვზეიმობთ.

სრულებით გეთანხმებით. რატო უნდა დარჩეს მერებაშვილის ემდენი ნიუანსი შეუფასებელი? ასე თუ ისე სუსტ ნაკრებს ვეთამაშეთ და შეეძლო მთელი ორი ტაიმი თავი გამოეჩინა. რაც ამ კაცმა რეალური მომენტები გაანიავა, არ ეკადრება ნაკრების ფეხბურთელს. მე თუ მკითხავთ არც წინა თამაშებში გაუკეთებია რამე. აი გადახედეთ წინა ვიდეო გამეორებებს და დარწმუნდებით
გიოშა
ბორის პაიჭაძის,მიხეილ მესხისა და დავით ყიფიანის დროინდელი თბილისის დინამოს წარმატებული თამაშების შემდეგ ამოდენა ზარზეიმი გამოიწვია ანდორისა და ლატვიის ნაკრებების დამარცხებამ და მათგან გოლიის არ გაშვებამ???
bs
და რამდენიმეჯერ მისი უაზროდ დაკარგული ბურთის გამო პრობლემები შეგვექმნა და ორჯერ სულაც კინაღამ გაგვიტანეს მაგის გამო. არ არი სანაკრებო კაცი და რა უბედურებაა, ბრმები ხორ არა ვართ?
tngh
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს დამსახურებულ წარმატებას და გილოცავთ ყველას, ყველას, ყველას!!! იმედია, ესეთივე მონდომებით, სერიოზულობით, დაკვირვებით, სათამასო დისციპლინით, ზომიერი სიფრთხილით და გუნდური პრინციპით ჩაატარებენ პლეი-ოფის ეტაპს.
ქართველი
გილლოცავთ ქართველებო ამ წარმატებას რომელიც საწინდარი უნდა გახდეს დიდი გამარჯვებების მჯერა თავდაუზოგავი ბრძოლით შედეგიც დადგება და გავალთ ევროპაზე დღეს საქრთველომ თავდამსხმელის გარეშე გაიტანა სამი გოლი და ფორვარდები რომ გამოჯამრთელდებიან მეტი გაძლიერდება ნაკრები.. ნაკრებში არ უნდა იყოს მერაბიშვილივით სუსტი ფეხბურთელი სირცხვილია კაცი პასს ვერ აკეთებს დრიბლინგი მაგას არ უვარგა კაცს ვერ ატყუებს და ცარიელ კარშიც ვერ დარტყა სამწუხაროა როგორი საგოლე მომენტი განიავა.. იმედია გულშემატკივარც პატივს ცემთ და მერაბიშვილს შემდეგი აღარ გამოიძახებთ..

ყველაფერში გეთანხმებით მერებაშვილის შეფასების გარდა. ერთი გამოიმუშავა და რვა დაკარგა. ამიტომ ერთი დისლაიქი ჩემგან:)
qutaiseli
ვულოცავ ბიჭებს მარა ეს ჯერ ნახევარი საქმეა და წინ ორი მთავარი თამაში აქვთ პლეიოფი და ფინალი. აი იქ უნდა დაამტკიცონ რო მათი ადგილი ევროპაზეა.ისე გამიხარდა ც დივიზიონში ასვლა. კარგი საშუალო ევროპული დონის გუნდებთან ნათლად გამოჩნდება რა შეგვიძლია.
Vasili
ზოგი როგორი გამწარებული წერს კომენტარს, საშინლად არ უხარია წარმატება, მაგრამ ამის გაგება ძალიან ადვილია , იმიტომ რომ თქვენ ალბათ, ქართველებს რო ყიდდნენ, ქვეყანას ღალატობდნენ და საუკუნეები იყვნენ ამ შავი ბიზნესით დაკავებულები,აი იმ ქართველების შთამომავლები ხართ!! უეჭველი!!! ჩვენივე პრობლემების გამო მოვხვდით ამ დონეზე და დავამტკიცეთ, რომ მად ჩვენი ადგილი არაა!! ჩვენ ქვეყანაში ამდენი ომი და უბედურება რომ არ ყოფილიყო სულ სხვა დონეზე იქნებოდა ფეხბურთიც და ჩოგბურთიც...

ადრე დვალიშვილი მყავდა ამოჩემებული და ეხლა მერებაშვილზე გადავერთე. ასე მკარნახობს ინტუიცია და რა ვქნა. როგორც მახსოვს 7-8 შეცდომა დაუშვა (არაზუსტი პასი, ბურთის დაკარგვა და ა.შ) და ეს ძალიან ბევრია უარყოფითი შედეგისთვის. დანარჩენებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. გილოცავთ გამარჯვებას!
kote
ცენზურას ითხოვთ?
გულშემატკივარი
თამაში მომეწონა, კარგი იყო... გილოცავთ
რუსლანი
პირველ რიგში ყველას გილოცავთ გამარჯვებას.მეორე-ვინ არის ეს ვითომ ღადავისტი ვინმე გიორგი?სრულიად სპორტალ.გე-ს მკითხველებს რომ შეუჭამა ტვინი გელა ნუგზარაშვილზე წერით?ეტყობა მაგრად ეწევა.ადმინ რომ დაბლოკოთ არა???
gurika
ოქრი და ჯანო ფორმას აკრეფენ და მართლა მაგარი ნაკრები გვეყოლება, გილოცავთ ყველას!!!
333
ანდორას და პრიმიტიულად სუსტ ლატვიის ნაკრებს თუ მოუგეთ ნამდვილად მაგარი ნაკრები გყავთ, ფლეიოფში ვნახოთ რა ბიჭებიც იქნებით, მაგრამ მაშინ გასუსულები იქნებით და ენას ჩაიგდებთ, ანდორას თუ მოუგე მაგარი ნაკრები გყოლია...
123
აი თქვენი დაბალი დონე
სოსო
გილოცავთ ძმებო გამარჯვებას!პროგრამა მონიმუმი წარმატებით შევასრულეთ და ახლა მაქსიმუმზე უნდა გავიქაჩოთ.ზოგიერთები სწერდნენ,ჩვენს ნაკრებში არ იგრძნობაო სილაღე.ამ თამაშის შემდეგ,მე მგონია ეგ საკითხიც მოიხსნა,ნაკრებს თავიდან ბოლომდე ეტყობოდა შინაგანი რწმენა იმისა,რომ მეტოქეზე ძლიერია და ჩაკვეს გოლი სწორედაც რომ სილაღის გამოხატულება იყო, კიდევ სხვა მომენტებთან ერთად.წარმოიდგინეთ ახლა ჩაკვე,ჯანო და ოქრი სრულ ჯანზე...რისი გაკეთება შეეძლებათ,პლიუს ვაკო,გვილია,კვეკვე და თუნდაც კანკავა,რომელსაც თურმე არ დავიწყებია შეტევაში ჩართვა და გოლის გატანა.ცენტრალური თავდამსხმელის გარეშეც კი საკმაოდ საშიშად მოჩანს ჩვენი ნაკრების შემტევი პოტენციალი, ც ჯგუფისათვისაც.მერებაშვილს ასე არ გავაკრიტიკებდი,ჯერ ერთი პენალტი მან გამოიმუშავა და ვერ გამოყენება მისი ბრალი არაა,მეორეც ის,რომ საკმაოდ აქტიური იყო,მაგრამ კაკაბაძესთან ურთიერთგაგება და შეთამაშება აკლდა აშკარად,ამის გამო იკლებდა მათი სიმწვავე და ამის გამო იყო დაკარგვებიც.ლაშა დვალს ალბათ შეეძლო შეტევაში უფრო აქტიურად ჩართულიყო,თუმცა ჩაკვეს დამხმარე მგონი სულ არ სჭირდებოდა.ამ ბიჭის დიდებულ გოლზე აღარაფერს ვიტყვი,მისმა სანტიმეტრებში გამოზომილმა საგოლე პასმა გვილიაზე და კიდევ ორ სამ მომენტში,თანაც მოსახერხებლად დატრიალებულმა,ყიფიანის პასები გამახსენა.მართალია აქ ერთერთი გულშემატკივარი,როცა სწერდა,რომ ეს ან გაქვს,ან არა გაქვსო.ამას ვერ ისწავლი,ეს შენში უნდა იყოს.მოკლედ ჩვენი ნაკრები უკვე ყალიბდება თავისი სახის და სტილის მქონე ნაკრებად,რომელმაც იცის რა უნდა და როგორ უნდა გააკეთოს,რომელსაც ფიზიკური მომზადების დონე შეუდარებლად მაღალი აქვს,ვიდრე თუნდაც შარშან(თუმცა ეს მაინც იმის შედეგი უფრო მგონია,რომ ახლა ლოგიკურ ფეხბურთს თამაშობენ და ამის გამო გაცილებით ნაკლებ ძალას ხარჯავენ უსარგებლო მოძრაობებზე).გასაგებია,რომ მომავალში გაცილებით უფრო ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს ბრძოლა,მაგრამ ჩვენც ვიზრდებით და თანაც საკმაოდ სწრაფად.ასე რომ წინ,უკეთესი მომავლისაკენ. პ.ს.სომხეთ მაკოდიბიის მატჩს ვუყურე,სომხებმა 4-0 მოიგეს.მაკედონიას თითქოს კარგი მეკარე ჰყავს,მაგრამ ეს თამაში სრულად ჩააგდო.ეტყობა სტაბილურობაში მოიკოჭლებს.მე ბელორუსის თამაში უფრო მომეწონა,თუმცა მათ გოლის გატანა უჭირთ.ყოველ შემთხვევაში მოლდავეთთან ორ თამაშს ვუყურე და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,ეგ კი არა,მინსკში მოლდაველები უფრო უტევდნენ,რადგან გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ და კარგი,ტემპიანი თამაშებიც ჰქონდათ ორივეჯერ.
შოთა
ადმინ დაბლოკე ეს ტვინის ბურღი გიორგი(გელა ნუგზარაშვილი) :)) სამარცხვინოა ვიღაცაა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ალბათ ცდილობს პოპულარული გახდეს და მერე რომელიღაც შოუში მიიწვევენ :D:D
შაკო
gavicinet gveyo
ასევე
აქ მარტო მოგებაზე არაა საქმე,იმას უნდა ხედავდე და გახარებდეს,რომ გოლგაუშვებლად იგებ თამაშებს დან როგორ 100%-შანსიც კი არ ქონიათ მოწინააღმდეგეებს...აი ესაა გასახარი და სასიამოვნოო..აბა გადახედე სხვა ჯგუფებს ,ასეთი რეზულტატი ააქვს რომელიმეეს?
შეტევა
გუშინ კომენტარი დავწერე არ გვინდა თავდამსხმელებით თამაში მეთქი და გამლანძღეს ქვილითაიას და კაჭარავას ძმაკაცებმა.
ზიზუ
გილოცავთ ყველას გამარჯვებას და ჯგუფიდან გასვლას.ჩაკვეტაძე არის მსოფლიო ტალანტი გიომ რომ არ მოუკლოს და ასე გააგრძელოს პროგრესი მსოფლიოს ვარსკვლავი გახდება, ყველაფერი მის სასიკეთოდ არის ასაკი გალანტი და ქვეყანა სადაც თამაშობს. მერებაშვილს რაც შეეხება მეც არ მომწონს მისი თამაში კაცს ვერ ატყუებს ორ მეტრში ზუსტი პასი ვერ გაუკეთებია, ერთი რაზეც არის სასარგებლო დაცვას ეხმარება მაგრად კაკაბაძე შეტევაში რომ არის კარგად აზღვევს
ბექა
ყაზაიშვილი რო პასებზე ღორობს მარტო მე მეჩვენება?
შოთა
მადლობა ბიჭებს(მერებას ჩათვლით), რომ იხარჯებით ბოლომდე!!
ლატვიასთან ფეხები რატო უნდა უკანკალებდეთ?????))
შეტევა
მერებაშვილზე გეთანხმებით, მაგრამ ნავალოვსკი ამ ბოლოს ათამაშდა.
alioxa
ნუთუ გაცოცხლდა ქართული ფეხბურთი?
aleko
მაიცა ამ მერებაშვილზე ჯვარი გვაქვს დაწერილი თუ რა არის. ფეხბურთის თამაში არ იცის და ეს კაცი ნაკრებში იზახებს. მოაშორეთ ეგ და ნავალოვსკი ნაკრებს ვერ ხედავთ ფეხბურთის თამაშის გაგებაში არ არიან.
T.q
მე ბედნიერი ვარ!!!! მალადეც ბიჭებო მალადეც ვაის! დანარჩენი თამაშებიც უნდა მოიგოთ ჩვენთვის უნდა ითამაშოთ და მოიგოთ და დაამტკიცოთ თქვენ რო საქართველო თავში წამოსარტყავი ქვეყანა არ არის და ვრრც ვერავინ წამორტყავს და ვინც მოინდომებს ამას და წინ გადაეგობება დედავუტიროთ ყველას თქვენ ჯარისკაცები ხართ რიმლებიც უსისხლოდ მოიგებთ ბრძოლას იმ ბძოლას სადაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს დაუვუმტკიცოთ ყველას რომ ჩვენც შეგვიძლია და უკეთესადაცკი შეგვიძლია. მე იმისიც მჯერა რომ ამ უსისხლო ბრძოლაში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებთ და მე ვიქნები ის ორმაცდამეათიათასე ადამიანი ვინც ყაზახეთთან სტადიონზე მოვა და დანარჩრნ ყველა თამაშზე როგორც აქამდე დავდიოდი. იბრძოლეთ ჩვენთვის და ქვეყნისთვის, დიადი საქართველოსთვის!!!
გიოშა
სასიამოვნოა საქართველოს ნაკრების ესეთი წარმატებული ასპარეზობა,მაგრამ დაბალი დონის ნაკრებებთან მოგებებით დიდი ზარზეიმის მოწყობა ქართულ ფეხბურთს არ შეფერის.
David
მერებაშვილი უდიდესი ატალანტი
კ ო მ ბ ლ ე
არ ავარდეთ ქართველებო, არ ავარდეთ! თუმცა თავს ვერავინ ერევა და ....უკვდავ ბრაზილიელებს შეადარეთ ახლა. დღეს ხუთი პელე და ხუთი მარადონა იყო მოედანზე, კარებში იაშინი არა?!!... ეს ხო, საშუალოზე დაბალი გუნდი იყო, ცოტა ძლიერთან თუ ვივარგეთ, მაშინ ჰოოო..... მაგრამ მაინც, ყველას გილოცავთ გამარჯვებას!!!
Butxa
Bichebma ishromes da shedegic gvaqs.magram rat ginda zogi gadaobs nakrebze.visac ar mogcont chveni nakrebi ar uyurot.galatis tolpasia exla xumroba da lazgandaroba.sagol bichebi shemogevlet gulebshi ro gagvaxaret.jgufshi yvela darchenili shexvedtac unda movigot araaq.mnisuvneloba gvinda tu ara.
T.k
წარმატებები ბიჭებოო ❤️
გულშემატკივარი
დიდებულ სერიას ატარებს საქართველოს ნაკრები! არავინ შეაცდინოს გუნდების დონემ, ყველა ჯგუფის გუნდი თავისი დონის გუნდს ეთამაშება და ვხედავთ, როგორ უჭირთ გამარჯვება. ასეთი წარმატება შემთხვევით არ მოდის და ამას დაფასება უნდა. იმედია ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ!
გიორგი
ავოეეე. გელა ნუგზარაშვილი ბოლო წუთზე ერთიც შეაგდო...
შალვა 73
ჩაკვეტაძე ჩვენი უდიდესი იმედია!!! მერებაშვილი... მადლობა ბიჭებს ჩვენი გახარებისთვის!!! იმედია მთავარ მიზანს მივაღწევთ.
kote
მაინც არამდენი გადაგიხადა გელა ნუგზარაშვილმა ასე, რომ აქებ? ყველაფერი ფულზე არ იყიდება, აქ სამშობლოს ღირსებაშია საქმე!
გიორგი
ჩაკვეტაძე ორივე შემთხვევაში ისე მოქმედებდა რასაც ჰქვია 'ვერ ისწავლი'. მაღლიდან აქვს ბოძებული ეგ ნიჭი. ვუსურვებ ბოლომდე განავითაროს და გამოიყენოს ეგ ნიჭი. კარგი ბიჭია ძალიან-იზავს!
ბაჩო
კანკავაზე აუგი არ გამაგონოთ ვაი გულშემატკივრებო.ბრავო ბიჭებს!!!
გიორგი
გელა ნუგზარაშვილი ტალანტია!!!@
გეორგიუსი78
ამ დღეს ველოდი მოვესწარ,ვიცინი აღარ ვტირი მე!!!
გიორგი
მიდი გელა. შენ ხარ ნაკრების იმედი . აუ რა გოლი ჩასვა გელა ნუგზარაშვილმა..
გიორგი
გოოოლ...გელა ნუგზარაშვილმა კიდევ ერთი დეაგდო..
გიორგი
გელა ნუგზარაშვილი ნაკრების იმედი და მომავალია. ჩაკვეტაძესაც აჯობებს.
ირაკლი
გილოცავთ ყველას, ასე უნდა გავაგრძელოთ, ყოჩაღ ვაისს! თუმცა მერება ...
QT
პატარა ისტორია დაიწერა, რომელიც სამომავლოდ ძალიან წინ გადაგმული ნაბიჯის საფუძველი იქნება. გილოცავთ ყველას.
Geo
ძალიან მაგარი იყო ყველაფერი ერთი რამის გარდა, მერებაშვილი :( და რა მიკვირს ვაისის ჯანდაბას მიეცი შანსი და დაააყენე ძირითადში, ჩაუვარდა პირველი ტაიმი არ შეცვალე, ბიჭი ბურთს ვერ აჩერებს და ორ მეტრში სწორ პასს ვერ აკეთებს და ამას როცა მე ვხედავ ჩვეულებრივი გულშემატკივარი დავიჯერო მწვრთნელი ვერ ამჩნევს ? თუ თავდასხმა არ გამოსდის და დაცვითი ფუნქციების შესრულებაშია მაგარი და ამ თამაშში აუცილებელი იყო მისი ყოფნა ?
George
გილოცავთ ყველას ! მადლობა ბიჭებსა სამწვრთნელო შტაბს ! ბრწყინვალე შედეგია
რობი
მაგრები ხართ ბიჭებიოოოოო...ასეთი სიამოვნება არასდროს მიმიღია ჩვენი ნაკრებისგან..მაგარი იყო.მზად იყვნენ მოსაგებად და რაც მთავარია ფეხები არ უკანკალებდათ.პირველივე წუთიდან იცოდნენ რას და როგორ აკეთებდნენ.ასეთი საქართველოს ნაკრები მე,პირადად არ მინახავს.წარმატებები ბიჭებო...ევროზე გასვლასაც მოგილიცავთ...
ირაკლი
გილოცავთ ყველას! უზომოდ ბედნიერი ვარ! მადლობა ბიჭებს, მგონი ნომინალური თავდამსხმელის გარეშე უფრო შედეგიანად და აქტიურად ვითამაშეთ წინახაზში. მერებაშვილიც ჩავანაცვლოთ ზარანდიათი და ბევრად უკეთესი გუნდი გვეყოლება.
1976-1981
ასეთი მობილური,აგრესიული,დარწმუნებული გუნდი როდის გვყავდა ბოლოს?..მადლობა მწვრთნელს,მადლობა ბიჭებს!..
გიორგი
გელა ნუგზარაშვილი ნაკრებში საჭიროა
დდდ
სულ ესე გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო და სრულიად საქართველო.ცოტა კიდე მეტი შეთამაშება ამ გუნდის და ც ლიგაშიც არ ვიქნებით ხელწამოსაკრავი გუნდი! წარმატებები გენაცვალეთ
გიორგი
მერებაშვილის ნაცვლად გელა ნუგზარაშვილი უნდა შემოეყვანა
არისტო
მერებაშვილი არის ახალი დვალიშვილი, არანაკლები მეტი თუ არა
Chaachi
ყოჩაღ ბიჭებს! ჩაკვეტაძე ჩვენი მომავალია! დიდი პრიგრესია ჩემი აზრით, მერებაშვილი უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო თ!
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]
თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა
პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში
ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]