ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

ვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის განადგურების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

" რა თქმა უნდა, ვიცი, გახარებულია ქართველი ხალხი და ყველა გულშემატკივარი. მინდა, ყველას მივულოცო ეს წარმატება, ეს საერთო გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველი გავიდა პლეი-ოფში.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის დღევანდელი მატჩი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გაწეული სამუშაოს ნაყოფი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

ჩვენ წინ გველოდება აგრეთვე მნიშვნელოვანი მატჩები, სადაც უნდა დავაგროვოთ ქულები, რათა შევძლოთ რეიტინგში წინსვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და სამომავლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე განთესვისთვის. "

P.S ქართველი ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, ჩვენ ვლადიმირ ვაისს აღარ დავუსვით კითხვები, რადგან შედეგით ყველაფერი ნათქვამია, სლოვაკ სპეციალისტს მივულოცეთ გამარჯვება და წარმატება ვუსურვეთ.

ვლადიმირ ვაისმა კი საპასუხოდ განაცხადა: "მე ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი ჟურნალისტებისგან ვგრძნობდი თბილ დამოკიდებულებას, ამავდროულად ქართველი ხალხისგან და ეს არის საერთო წინსვლა, ეს არის ახალი ეტაპი ქართულ ფეხბურთში.

მინდა აღვნიშნო გიორგი ჩაკვეტაძის ტალანტი და პროგრესი, ასეთი წინსვლა არასდროს მინახავს და არც მახსოვს. ის უნდა იყოს მაგალითი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. თუ იქნება ათი ჩაკვეტაძე, ათი კანკავა და ათი კაშია, ძალიან მაგარ შედეგს მივაღწევთ.

დღევანდელი გამარჯვებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრაში, ყაზახეთთან თბილისში, სტადიონზე ანშლაგი იქნება".

• სხვათა თუთაშხია

რაგბს არაფერს ვერჩი,პირიქით ვგულშემატკივრობ ბიჭებს და ყველა სპორტის სახეობას,მიყვარს თუ არა,მაინც ვუყურებ ქართველის ხათრით და ემოციებს არ დავაკონკრეტებ. ახლახან მთელი უბანი გავაბრაზე,როცა ბასილაშვილმა დელპოტრო დაგდო და თასი ასწია. რაგბზე გავამახვილე ყურადღება,რადგან ხშირად მსმენია ქვის სროლა ფეხბურთელების მისამართით და ეს არის მიზეზი,რატომ დავწერე ეს.საერთოდ,ნაკლებად ვინტერესდები მოეწონებათ თუ არა ჩემი კომენტარი,რადგან მე ჩემს აზრს გამოვთქვავ. ადრეც მინდოდა იგივეს დაწერა,მაგრამ ეხლა შესაფერისი მომენტი იყო. ეს ყველას არ ეხებოდა რაღა თქმა უნდა. ეს იმ ხალხს მივმართე,რომლებიც გაჰვიროდნენ ფეხბურთი გავაუქმოთო. ფეხბურთი არის და იქნება ყველაზე მასობრივი სპორტი და ჩვენ კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ.ამაზე არ გავჩერდებით,რადგან ბიჭებმა საკუთარი თავის ირწმუნეს და ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. პრობლემები არის მაგ. ყველა თამაშში მოედნის ცენტრში სივრცეები რჩება და სხვა დროს ამისათვის დავისჯებით,მაგრამ ამასაც ეშვველება. უბრალოდ ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნულში მწვრთნელებს მეტი დრო უნდა მიეცეს,უარი უნდა ითქვას მყისიერ შედეგზე და ყველაფერი გამოვა.

• roma

444-ჯან. რატომ ხარ გაბრაზებული? ნუ ბრაზობ. სომხეთმაც ხომ მოუგო იმ დღეს მაკედონიას, აბა!! ნუ ბრაზობ. აქ ჩვენი ძმა roma სტადიონზე გეპატიჟება, თუმცა ასიანი დარწმუნებული ვარ არ მიხვალ იქ, იმიტომ რომ შენ არ ხარ ქართველი, რაც შენი კომენტარიდანაც კარგად იკითხევა (მაგ. "რისი გამკეთებლები ხართ", "ბავშვივით რო გიხარიათ"). რომ გეთქვა -"რისი გამკეთებლები ვართ","ბავშვივით რომ გვიხარია", მაშინ ასე არ ვიფიქრებდი. კრიტიკა მოსულა, მაგრამ გამოხატვის ფორმასაც გააჩნია. ასე რომ გილოცავ 444-ჯან სომხეთის მოგებას. ისე გასვლის მიზერული შანსი თქვენც გაქვთ.

• რა მაფიაა?

აი ზუსტად ეგრე ვარ მერებაშვილზე, იმენა ჯიგარაა, არ ზოგავს თავს... მარა არ გამოდის და მართლა ატორმუზებს, კაჭარავასავით... ტიპები პოტენციურად სახიფათო შეტევას უედოდ აფუჭებენ ((( ჩაკვე ოქრო გვყავს ოქრო...

• roma

ჩაკვეტაძეზე მინდა დავამატო ორი სიტყვა ტიპი ნავარდობდა დაფარფატებდა და რაც უნდოდა იმას უკეთებდა ლატვიელებ, ყოჩაღ კიდევ ბევრი რამე დამრჩა სათქმელი მაგრამ მგონი ყველაფერი გამარჯვებებმა თქვეს.

• ვახო

ჩაკვეტაძე სწორი გზით მიდის. ვფიქრობ მოძრაობაში საჯარიმოს გარედან დარტყმის სიზუსტეზე და სიძლიერეზე ივარჯიშოს და სუპერვარსკვლავია ნამდვილი. ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაშიც დასახვეწია აქვს მარცხენასავით და ცენტრივით იდეალურად რომ გამოუვიდეს. ერთადერთი ვინც ამ ნაკრებში ძალიან არ მომწონს მერებაშვილია. მონდომებულია მაგრამ ან კლასი არ ყოფნის ან ფორმაში ვერაა. უფრო კლასი მგონია. სხვა გუნში შეიძლება გამოიყენონ მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებს აშკარად ატორმუზებს.

• გოგა

444-ს მყრალი კომენტარი არაა მოსაწონი, ვინაიდან მოგება მოგებაა და რაც არ უნდა სუსტი გუნდი დაამარცხო გამარჯვება ყოველთვის დასაფასებელია. ერთ გარემოებას მინდა ყურადღება მივაქციოთ, ფაქტია, რომ ვინც ბურთს გვითმობს ყველას ვჩაგრავთ, არა მხოლოდ ჭ კლასის გუნდებს, გაიხსენეთ გერმანიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი, სასურველ შედეგს რომ მიაღწიეს და ბურთი დაგვითმეს რა დღეც ვაწიეთ ალბათ გემახსოვრებათ, რომ არა ნოიერის ფანტასტიკური თამაში, აღნიშნული შედეგშიც აისახებოდა. ბურთის კონტროლი, ქართული ფეხბურთის ამოსავალი წერტილია, ესაა წარმატების საფუძველი, ხოლო დაცვიდან თამაში, იმის მომიზეზებით, რომ შესაბამისი კლასის ფეხბურთელები არ გვყავს და შეტევის რესურსი არ გაგვაჩნია, დამღუპველია. მე გული იმაზე მწყდება, რომ ასეთმა მიდგომამ წლების მანზილზე, გამტანი, ე.წ. საჯარიმოს თავდამსხმელები გააქრო ქართული ფეხბურთიდან.

• დსსდ

გილოცავთ ყველას.

• კახა ქირია

444-ს!-შენმა გუნდმა "ჭ"კლასშიც რომ ვერ ივარგა ის თქვი შენ...

• ჯიჯი

შედეგი კარგია, ვულოცავ ნაკრებს და ასევე გულშემატკივრებს. მაგრამ ფაქტია ჯერ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. ეს იყო დაბალი დონის გუნდი, გუშინ რა შეცდომები დაუშვეს პასებში ამ შეცდომებს არავინ არ გვაპატიებს. ასე რომ მეტი ყურადღება არის ჩემის აზრით საჭირო, პასებში და მომენტების მაქსიმალურად გამოყენება უნდა შეგვეძლოს.

• lazio

ფორცა საქართველოოო!!!

• სოსო

თავში და ბოლოში კარგია და ლაიქი,შუაში კი ძალიან ცუდია და დიდი დისლაიქი.რაგბისაკენ ქვების სროლა ფეხბურთს ვერაფერს შემატებს,რაგბის თამაში კი გაცილებით უფრო ძნელია,ვიდრე ფეხბურთისა და შენზე ძლიერთან გამარჯვება შემთხვევის წყალობით,პრაქტიკულად შეუძლებელი.

• დათო

ჩაკვეტაძე ბრილიანტივით ბრწყინავდა, ტიპი ყველაფერზე ფიქრობს . არც თავდასხმა ეზარება და არც დაცვა

• გულშემატკივარი

მე რომ მწვრთნელი ვიყო: 1. თავდასხმაში, თავდამსხმელს ვათამაშებდი და არა ყაზაიშვილს 2. შეცვლებს გავაკეთებდი დროულად და არა 88 -ე წუთზე. მე 60 -ე წუთზე მაინც , გამოიყვანე ანანიძე-ზარანდია , ხომ უნდა მისცე პრაქტიკა ბიჭებს, აბა რისთვის იძახებ. 3. პატივისცემის მიუხედავად, დროა დაამთავროს თამაში ნაკრებში მერებაშვილმა , მომავლის გუნდს ვაშენებთ და არა წარსულის 4. ეს თამაშები მოიგო ჩაკვეტაძემ , ის სისწრაფეს აძლევს გუნდს ,ყველა სიკეთესთან ერთად. 5. ჩვენი ჯგუფი ფაქტიურად სამი ანდორასგან შედგებოდა და უფრო ძლიერ ჯგუფში მგონია ყველა თამაშს წავაგებდით 6. ჩვენი ფეხბურთელების კლასი ამაღლებულია ,რაც უცხოეთში თამაშის დამსახურებაა და ეს გაგრძელდება რადგან ტალანტები იბადება. ჩვენი წინსვლა დამოკიდებულია დროზე და არა ვაისზე და კობიაშვილზე

• tbiliseli

ჩაკვეტაძეს რომ ვაკვირდები: თუ ბურთი გაისწორა და ისე დაარტყა მეკარეს უშანსოდ ტოვებს! მომენატრა ნაკრებში ესეთი მოთამაშეები, რაღაც პროგრესი მგონი იგრძნობა და იწყება, დროც არის უკვე, როდემდე უნდა ვიყოთ გამწარებულები!!!!

• ბაჩო

გილოვავთ ,გილოცვთ.ჩაკვეტაძე მაგარი ბიჭია და გუშინ კიდე 2 მარგალური გოლი გავიდა,მე ეს დამათებით სიხარულს მძენს...

• semi

ლობჟანიძე ყავდა გამოძახებული ნაკრებში.

• roma

444 შენ ხარ მაგალითი იმისა რომ ნაკრების თამაშებზე მობრუნდი, ადრე ასეთ გუნდებთან მოგება სანატრელი გვქონდა, (არ ვიძახი 1996-1998 წლებს). ახლა ეს ჭ კლასი რასაც ეძახდი უკვე დავძლიეთ და დროა დიდი გამარჯვებები ვიზეიმოთ, დარწმუნებული ვარ ევროპის ძლიერი ნაკრები რომ ჩამოვა თუ გექნება დრო და საშუალება თამაშზე მიხვალ თამაშზე, მესმის შენი პესიმიზმის მაგრამ ახლა აღარაა მაგის დრო, გაიხსენე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები სადაც ვაისი ედგა ნაკრებს სათავეში, როგორი ხარისხით თამაშობდა ნაკრები, ბაზარი არააა ვერ ვიგებდით მაგრამ არც ცუდად ვთამაშობდით, ახლა რომ იგივე ჯგუფი მოგვიწიოს დარწმუნებული ვარ 5 მოგება 3 ფრე და 2 წაგება გვექნება, რადგან ბიჭებმა ისწავლეს გოლის გატანა და გუნდური თამაში, უფრო გაზრდილები და მონდომებულები არიან, ასე რომ შეეშვი პესიმიზმს და დატკბი იმით რაც ხდება, მიდი თამაშზე და ისიამოვნე ლამაზი სანახაობით, რითაც გაგვანებივრა ამ 4 თამაშში ნაკრებმა. რათქმაუნდა უფრო მეტი მინდა და არა მარტო მე, ყველა ქართველს. წარმატებები ნაკრებს და მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ცოტაოდენი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებებში. საღოლ ჩაკვეტაძეს უკვე ლიდერია და არ უნდა შეწყვიტოს განვითარება. ღმერთი ჩვენსკენ

• გარდაფხაძე

ძვირფასო 444, ასე რამ გაგაღვარძლიანა? მერე რა, თუ გიბრალტარმა მოგიგოთ და ჩიპოლინომ შეგიგდოთ გოლი?! ახლა ხო მოიგეთ 4-0! კარგია რომ მოიგეთ. ცუდია ის რომ შენი გვარის დაბოლოების გამოჩენის გერიდება. მე ძე-ზე დაბოლოებული გვარი მომწონს და არასდროს ვმალავ. ერთი იცოდე, ჩვენ რაც არ უნდა დავჩაჩანაკდეთ, თქვენ ფეხბურთში ვერსოდეს ვერ გვაჯობებთ.

• მერაბი

ძალიან კარგი შედეგია! დანარჩენი შეხვედრებიც ასე უნდა ჩავატაროთ, რომ 100%-იანი მაჩვენებლით დავამთავროთ ჯგუფის თამაშები. ნახევარფინალიც და ფინალიც მოსაგებია. მეიმედება იმ ფეხბურთელების, ვინც ჯერ ნაკრებში არ გამოუძახიათ - ხარაიშვილი და ლობჟანიძე ვაისის ყურადღებას მიიქცევენ!

• samtredski

2020 წლის გაზფხულზე ორად ორი მოგება და ევროპის ჩემპიონატზე ვართ მანამდე კი ბიჭებმა უნდა გაიაზრონ რომ ეს შრომა ფუჭი არ უნდა იყოს . ჩაკვეტაძემ თუ განვითარება არ შეაჩერა ევროპაზე კი არა მერე იქაც შორს წასვლის შანსები იქნება ყველაფერი თქვენს ხელშია.

• 444

რა დონეზე უნდა იყო, როცა ანდორასთან გამარჯვება ბავშვივით რო გიხარიათ, ჭ კლასის მოგება დიდი საოცრება არაა, მერე იკითხეთ მერე, რისი გამკეთებლები ხართ მაშინ გამოჩნდება... მაგრამ მაშინ ხმას არ ამოიღებთ და ჩამიჩუმიც არ იქნება. ეხლა გაქვთ დრო ჭ ჯგუფში გამარჯვება რო იზეიმოთ

• სხვათა თუთაშხია

გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი,რომ ბიჭებს ამ ტურშივე უნდა დაესრულებინათ ყველაფერ,რომ მერე მეთქვა, საქართველოში ფეხბურთი არ მომკვდარა. ეს არის პასუხი იმ ხალხისათვის,რომლებსაც კრიტიკის მეტი არაფერი გამოუხატავთ ჩვენი ნაკრების მისამართით.ახლა იძახეთ ფრაზები: "რაგბს მიხედეთ და ფეხბურთი დაივიწყეთო", "ფეხბურთი მოკვდა საქართველოში" და ა.შ. რაგბისტების არ იყოს ფეხბრთელებსაც შეუძლიათ თავისი დონის და მათზე დაბალი დონის გუნდების დამარცხება,მაგრამ ერთი განსხვავება,ფეხბურთელები მათზე ძლიერებსაც უგებენ. ის,რომ მორაგბეები გადიან მსოფლიოზე,ეს რაგბის,როგორც არამასობრივი სპორტად ყოფნის ბრალია და არა იმის რო ჩვენ ვართ ძლიერები. მორაგბეებმა დაამარცხონ ისეთი მეტოქე,როგორიც ფეხბურთში ესპანეთია და მერე მელაპარაკეთ. გილოცავთ ყველას,განსაკუთრებით "ქომაგებს" და "ჯვაროსნებს",წინ ბევრი გამარჯვებები იქნება და ჩვენ როგორც ყოველთვის ერთად ვიქნებით ნებისმიერ შემთხვევაში. მადლობა ყველა ფეხბურთელს და არ მოდუნდეთ ბიჭებო,წინ ბევრი სამუშაოა. ნახევარფინალი,ფინალი და ევროპაზე კარგი ასპარეზობა,არავის ათქმევინოთ,რომ ტურისტებად არიან ჩამოსულებიო. ხო მართლა,ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს ის იყოს პუტინი.

• joni

ჯერ იმიტომ არი დასაფასებელი ვაისი რომ ამ ჯგუფში არ გაგვაბანძა! და საერთოდ ეტყობათ ბიჩებს ვაისის ხელი! ვულოცავ მტელ საქართველოს ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი აგმასვლის!!!

• კახა ქირია

მართლა მაგარი მომატებული აქვს ჩაკვეტაძეს ყოჩაღ.ეხლა მთავარია არ გაჩერდეს...სხვათაშორის წინა თამაშში კვიტეიშვილსაც მომატებული აქვს ფიზიკაში და მეტოქესთან ბრძოლაში...კარგია ასე თუ ისე ევროპულ გუნდებში რო თამაშობენ...

• კახა ქირია

მართლა მაგარი მომატებული აქვს ჩაკვეტაძეს ყოჩაღ.ეხლა მთავარია არ გაჩერდეს...სხვათაშორის წინა თამაშში კვიტეიშვილსაც მომატებული აქვს ფიზიკაში და მეტოქესთან ბრძოლაში...კარგია ასე თუ ისე ევროპულ გუნდებში რო თამაშობენ...

• ave

ერტი ექსკლუზივი გააკეტე გალაკტიონ ვაისტან რა იქნება? ამდენი ხანია მტავარი მწვრტნელია და გავაინერესებს რას პოქრობს ზოგადად. ოპერატიულობისტვის მადლობა ბატონ გალაკტიონს.

• Alex.F.

მიუხედავად ყველაფრისა ბოლომდე მჯეროდა ამ კაცის და არც შევმცდარვარ!მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი, რამეთუ საქართველო აშკარად აღემატებოდა ჯგუფის ყველა მეტოქეს!გმადლობთ და მომავალში უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ!

• Ivan

ჩაკვე, ყოჩაღ ბიჭო!!! რა კაი ბიჭია

• Luzluza

დიდი მადლობა გალაქტიონს პროფესიონალურად მოწოდებული ინფორმაციისთვის

• George

ყოჩაღ და მადლობა ვაისს ! ამას ქვია შედეგი

• Luzluza

გილოცავთ ყველა გულშემატკივარს. წინ დიდი გამარჯვებებისკენ.

• Buxrika

გილოცავთ ხალხო ამ ბედნიერებას.აწი ყველაფეტი ეხლა იწყება.მთავატი და გადამწწყვეტი.დიდი იმედი მაქ ჩვენი ნაკრების

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]

თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა

პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]