საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში 3:0 დაამარცხა და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული გახდა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა 10-ბალიან შეფასებებს:

გიორგი ლორია - 6.5 - უკვე მეოთხე შეხვედრაა, კარს მშრალად ინახავს და ეს იმ ფონზე, როცა ის უკლუბოდ არის. თუმცა განსაკუთრებით ლორიას არც მეტოქეები აწუხებენ. საბოლოოდ ლორიას ამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი "სეივი" ჰქონდა. მისი მინუსი პასების სიზუსტეა, რადგან ჩაწოდებების დროს მისი ბურთი ხშირად მეტოქეს მისდიოდა.

ოთარ კაკაბაძე - 7.5 - კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა ნაკრების მარჯვენა მცველმა, რომელიც დაცვაშიც სტაბილური იყო და შეტევასაც ხშირად ამწვავებდა. გამორჩეულია მისი პასების სიზუსტეც - 54-50.

გურამ კაშია - 7.0 - გურამი, ტრადიციულად, თავის ამპლუაში იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში თანაგუნდელებს მითითებებს აძლევდა. ამავდროულად, დაცვაშიც კარგად მოქმედებდა და მასთან ლატვიელ შემტევებს არაფერი გამოსდიოდათ.

დავით ხოჭოლავა - 7.0 - ვლადიმირ ვაისმა როტაციას მიმართა და თავისი შანსი დავით ხოჭოლავასაც მისცა. "შახტარის" მცველს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა პოზიციას კარგად არჩევდა და სივრცეებს კეტავდა.

ლაშა დვალი - 6.0 - სლოვაკმა სპეციალისტმა არაერთხელ სცადა დვალის მარცხენა ფლანგზე ინტეგრაცია და ეს ამჯერადაც გააკეთა, თუმცა ექსპერიმენტი კვლავ ჩაუვარდა. დვალი არის ტიპური ცენტრალური მცველი, რომელიც დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებს. თუმცა ფლანგზე სირბილი და შეტევების წამოწყება მისი საქმე არ არის. ამ კომპონენტში ის მისი ფიზიკური მოცემულობითაც მოიკოჭლებს.

ჯაბა კანკავა - 8.0 - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იმ 34 წუთში, რაც მოედანზე იყო, ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო. ჯერ ხომ მეტოქის ნახევარმცველებს არ ატარებდა და აქტიურად მიდიოდა ბურთის ასართმევად, მეორეც - მუდმივად იყო შეტევაში ჩართული. თუნდაც პენალტის მომენტი ავიღოთ ან მისი ერთ-ერთი ულამაზესი გოლი. ეს თამაში ჯაბასი იყო, რომ არა მიკროტრავმა, რის გამოც მოედანი დატოვა.

ნიკა კვეკვესკირი - 7.5 - ნიკა ძალიან ბევრს მუშაობდა. ის შეიძლება შეტევებში არ აქტიურობდა, თუმცა გუნდს ის ამოძრავებდა. ამ შეხვედრაში მას ყველაზე მეტი, 79 პასი ჰქონდა. ამავდროულად, პასების სიზუსტე, 93.7% ყველაზე მაღალი ჰქონდა.

გიორგი მერებაშვილი - 6.5 - გიორგის დამსახურებაა საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებული პირველი პენალტი, თუმცა სხვა შემთხვევაში მის შეტევებს სიმწვავე და დამაჯერებლობა აკლდა. ხშირად იყო მომენტები, რომ შეეძლო გაცილებით უკეთესად ეთამაშა და შეექმნა მომენტი, რომელიც გოლით დასრულდებოდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში ასე არ მოხდა.

ვაკო გვილია - 6.5 - ვაკო გოლის ავტორი გახდა, თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ გოლამდე ყველაფერი გაკეთებული იყო. ეს არ იყო გვილიას შესაფერისი თამაში, რადგან ნაკრებში ერთ-ერთი სუსტი შეხვედრა ჩაატარა. ეს, ალბათ, კლუბში არასტაბილური სათამაშო პრაქტიკით არის გამოწვეული. მას ჰქონდა შანსი, დუბლიც გაეფორმებინა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ამავდროულად, მას გაუჭირდა შემტევი ნახევარმცველის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება და საბოლოოდ მისი თამაში ვერ იპოვა. მისთვის ნაკლებად დამახასიათებლად, პასების სიზუსტეც არ იყო დამაკმაყოფილებელი.

გიორგი ჩაკვეტაძე - 9.0 - გოლი, საგოლე გადაცემა, დრიბლინგები და სრული კატასტროფა ლატვიელთა უკანა ხაზისთვის. ჩაკვეტაძე, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა და ამაში წინააღმდეგობას მეტოქე თითქმის ვერ უწევდა. ჩვენს ნაკრებს ეზრდება ტალანტი და ვიმედოვნებთ, მასაც ის ორი პრობლემა არ შეაწუხებს, რაც ნიჭიერი ქართველების სენია: ტრავმები და ზედმეტი თავდაჯერებულობა. მან არ უნდა შეწყვიტოს ვარჯიში, არ უნდა იყოს მხოლოდ ნიჭზე დამოკიდებული; სრული კონცენტრაცია ფეხბურთს, მას აუცილებლად მართებს, თავისუფალი დროც ამ სპორტს დაუთმოს, შედეგად კი ეს ყველაფერი ერთმანეთის სინთეზში სერიოზულ შედეგს მოიტანს.

ვაკო ყაზაიშვილი - 6.5 - ყაზაიშვილი გაცუდებული პენალტის გამო თითქოს ფსიქოლოგიურად აიჭრა და შეცდომის გამოსწორებას გოლით ცდილობდა. მას არაერთხელ ჰქონდა გადამწყვეტ მომენტში გადაცემის გაკეთების შანსი, თუმცა ბოლომდე საკუთარ თავზე იღებდა ყველაფერს და პასს არ აკეთებდა. საბოლოოდ ამან შედეგი არ გამოიღო. სხვა მხრივ, შეცდომებს არ უშვებდა, ხშირად ამწვავებდა მომენტებს და არცთუ ისე ურიგოდ მოირგო თავდამსხმელის პოზიცია.

შეცვლები

გიორგი აბურჯანია - 7.0 - გიორგი კარგად ჩაერთო შეხვედრაში, კონცენტრირებული იყო, რომ შეცდომა არ დაეშვა და უკანა ხაზს კარგად დახმარებოდა, რაც საბოლოო ჯამში გამოსდიოდა. შეიძლება კანკავასავით აქტიური არ იყო, თუმცა არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა.

ჯაბა ჯიღაური - ჯაბამ ბოლო 10 წუთი ითამაშა, თუმცა დასამახსოვრებელი მომენტი არ ჰქონია, არც შეტევები გაუმწვავებია და არც განსაკუთრებული პასები ჩამოურიგებია.

ლუკა ზარანდია - საერთოდ არ ამზადებდა ვაისი მოედანზე შემოსასვლელად, თუმცა სლოვაკმა რომ დაინახა, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, დებიუტის შანსი მისცა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით. სამ წუთში რთულია, რამე გააკეთო, თუმცა ერთ მომენტში ყაზაიშვილს კარგად ეხსნებოდა და ვაკოს რომ პასი მიეცა, შეიძლება კიდევ ერთი ეფექტური გოლი გვეხილა.

ვლადიმირ ვაისი - 8.5 - ხშირად იყო მომენტები, როცა სლოვაკის მოქმედებები ხალხს კითხვებს უჩენდა და არაერთხელ იყო მის მიმართ უკმაყოფილება. თუმცა ვაისის ხელში ნაკრებმა ნელ-ნელა იპოვა საკუთარი თამაში და ეს თავდაჯერებულობა, რაც ერთა ლიგაზე შეიძინა, მისცემს საშუალებას, უფრო ძლიერ მეტოქეებსაც ფსიქოლოგიურად მედგრად დაუდგეს და ის სიზუსტე, რაც ამ შეხვედრებში ნაკრებმა გამოიყენა, ასახოს უკვე უფრო სტაბილურად. მით უმეტეს, ვაისმა ნაკრებს ლიდერის ფუნქცია აპოვნინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს დაიწყებს, ითამაშებს პირველ ნომრად, გააკეთებს უფრო ნაკლებ პასს უკან, დაუშვებს უფრო ნაკლებ შეცდომას, დაიჭერს ბურთს უფრო კარგად და ა.შ.

bs
არ გეჩხუბები! არ უნდა იყო ცუდი ტიპი, მარა რაგბთან დაპირისპირების მცდელობასავით გამოგივიდა, ნაღდად, და მაგიტომაც ბევრმა (მათ შორის მეც) უარყოფითად შეაფასა შენი კომენტარი. უჯიგრო თამაში თუ არ გინახია ნაკრების ფეხბურთელების, რუსეთი-საქართველო თამაში ნახე ჟორდანიას მწვრთნელობისას, ან კიდევ დაახლოებით იგივე პერიოდში პოლონეთში რომ წავაგეთ 4-1, მარტო ქეცბაია იბრძოდა იმ თამაშში ბოლომდე, სხვა არცერთი! გესმის?! არცერთი! ამ წუთას მხოლოდ ეს 2 შემთხვევა გამახსენდა თორემ სხვები სხვასაც გაიხსენებენ. თუნდაც ნაკრებში ზოგიერთების ჩამოუსვლელობა, რაღაც პირობები, ვარჯიშებზე არ მისვლა, დაგვიანება შეკრებებზე, ბაზაზე სმა და სიგარეტის წევა ვარჯიშისას (საქართველოს ნაკრების ვარჯიშისას!!), ხალხი ხედავს ამ ყველაფერს ჩემო მეგობარო, არაფერი არ იმალება. ამიტომ ნუ გიკვირს ის დამოკიდებულება რომ ჯიგრიან და გულიან ბიჭებს მეტ პატივს ვცემთ, იმსახურებენ და იმიტომ. თორემ კიდევ გავიმეორებ არც ფეხბურთის ცოდნა და სიყვარული გვეშლება ძველ თაობას და არც დაფასება. ასეა ეს! ;-)
effe
რაგბი ჩვენი თამაშია!! ნუ მეჩხუბები ბიძაჩემო ნერვების მოშლა ისედაც არ გაკლია ალბათ... ვერავინ დამაჯერებს იმას რო რომელიმე ფეხბურთელი უგულოდ თამაშობს ნაკრებში კლასშია სხვაობა უბრალოდ ზოგ თამაშებში ან ფორმაში არყოფნაში... ამ რაგბში კიდე ჯიგრით წაგებაში დამატებითი ქულა იწერება თუ რა ხდება? წაგება წაგებაა გინდ 10-9 და გინდ 28-0
ბს
რას ბჯუტურებ თუ იცი საერთოდ? რას ეტაკე რაგბს? რას გიშავებენ? რატომ ცდილობ ამ გნიდური დაპირისპირების აგორებას? რა ხდება ქართულ ფეხბურთში და რა აღებ-მიცემობაა გამეფებული თუ იცი? რამდენჯერ გაუმწარებია ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს გულშემატკივარი უნიათო თამაშით და უგულობით? რამდენ ფეხბურთელს დაუ,კიდებია ეროვნული გუნდის ინტერესები? როდისმე ყოფილა თუნდაც წაგებული თამაშის მერე ჩვენი სარაგბო გუნდის მიმართ უკმაყოფილება? როდისმე გვითქვამს რომ უგულოდ ითამაშეს და იმიტომ წავაგეთო? 40 წელია ფეხბურთის გულშემატკივატ=რი ვარ და შენ უნდა მასწავლო ვის რა პატივი ვცე და რა დოზით? მე სპორტცმენს უნდა ვცეთ პატივი და ვუგულშემატკივროთ ვინც ქვეყნის დროშის ქვეშ ღირსეულად იბრძვის, რა შუაშია რაგბის და ფეხბურთის დაპირისპირება? უუ რა სალახანა იქნები! უგნური მოყვარე ჭკვიან მტერზე უარესიაო, შენზეა ნათქვამი.
effe
რაგბის გულშემატკივრებთან და მათთან ვისაც გონია რო რაგბში გვყავს ძალიან მაგარი ნაკრები ეხლა მაინც თუ ხვდებით რატომ არის რაგბის ნაკრები ძალიან მაგარი?? იმიტომ რო მარტო ჩვენზე სუსტებს ვუგებთ? აგერ ფეხბურთშიც ვუგებთ ჩვენზე სუსტებს ანუ რაა უძლიერესი ნაკრები გვყავს? ეხლა მეტყვით ჩვენზე ძლიერებსაც ვუგებთო ზოგჯერ ეგრე ფეხბურთშიც ვუგებთ ხოლმე ზოგჯერ... ასე რომ შეეშვით ამ რაგბის განდიდებას და მივხედოთ პლანეტის საუკეთესო სპორტს ფეხბურთს
Zesta
Amatze magari fegburtelebi gvyolia rac exla gvyavs ufro zlier gundebshic tamashobden ufro saxeliani mwvrtnelebic gvyolia magram shedegi arasdros ariyo an tuiyo gamartlebis da individualobis xarjze mxolod chem azrs vityvi es shedegi mwvrtnelis damsaxurebaa msoflios sakvalifikacioze ukve xarisxi chanda uazrod burtis moshorebit arviyavit dakavebuli chvenze uketes gundebtanac. P.s me ese vfiqrob.
Simartle
ფეხბურთელები არ მყავსო, მაგას ვაისი კი არა ქეცბაია გაჰყვიროდა
Simartle
ვაი შენს პატრონს უბედურს! მგონი ბოღმამ დაგახრჩო
გიზოგ
ნამდვილად გასათვალისწინებელი აზრია. ტაქტიკურ არსენალში დამატებითი ვარიანტები საფუძველია ძლიერ გუნდებთან წარმატებისთვის.
პეტროსი
ვაისმა დაატყო გუნდს ხელი უთუოდ, მაგრამ შეცვლებს საერთოდ ვერ გრძნობს.ან 3:0 ზე შეუშვი 20-25 წუთით ფეხბურთელი და დააკვირდი თამაშში.ან კიდევ მერაბიშვილს თამაში რომ არ გამოდიოდა,დროზე რატომ არ გამოცვალა.ვერ ვგებულობ...მე ვხვდები და მაგი რომ ვერ ვხვდება ამიტომ ბევრს კარგს ვერ ვამბობ ვაისზე.
lasha
რაც არ უნდა აფასოთ ვაისი მაინც უკლასო მწვრტნელია. 4 ვე თამაში მოგებული იქნა ჩვენი ფეხბურთელების მაღალი კლასის ხარჯზე, რომლებიც ერთი თავიტ აღემატებოდნენ ლატვიელებს, ყაზახებს და ანდორელებს. ამ შემდაგენლობით ნებისმიერი მწვრტნელი დადებდა შედეგს. სხვათაშორის იმ შემადგენლობით, 2 წელი თამაშს რომ ვერ იგებდა ვაისი და იძახდა რა ვქნა ფეხბურთელები არ მყავსო და გოლს მე ხომ არ გავიტანო. :) გვყოლია თურმე ფეხბურთელები
გეორგიუსი78
რატომ მიბლოკავთ ვერ გავიგე!?
გიზოგ
სამწუხაროა, რომ ჩვენი ბევრი ე. წ. ქომაგი მთლიანად გადართულია სხვა ქვეყნის ფეხბურთის ვარსკვლავებზე, საზომად, მხოლოდ სუპერ გუნდები და სუპერ ვარსკვლავები ჰყავთ. შეიძლება გალაქტიონის შეფასება არ გეჩვენებათ კვალიფიციურად და ობიექტურად, მაგრამ რა ხომ გამოქვეყნდა სპორტულ ანალიტიკურ ვებგვერდის whoscored.com-ის შეფასებები და იქ 10-იანიც კი გვხდება. მესების, რონალდოების და ყასაბი რამოსის ხსენებას იქნებ გვეკითხა რა კრიტერიუმებით მოხდა შეფასება და მერე გვეწერა მენტორული ტონით უცხო ანბანით კომენტარი. ვინაიდან შეფასებები შედარებითია, რა თქმა უნდა ყველას გვაქვს ჩვენი სუბიექტური აზრი, მათ შორის მეც. არ ვეთანხმები ლორიას, დვალის, ვაკო გვილიას და ვაკო ყაზაიშვილის შეფასებებს. ვაისს შეიძლება მეტი შეფასებაც მიეცეს, რადგან მისი გუნდი ზედიზედ მე-4 შეხვედრას იგებს, მაგრამ ამავე დროს ნაკლები, რადგან თამაშში აშკარად ჩანს, რომ რომელიღაც ფეხბურთელს არ წაუვიდა თამაში და წვალობს,ან კიდევ ვხედავთ, რომ რომელიღაც ფეხბურთელი დაიღალა ძალა აღარ აქვს, არა და მას მე-3 ან მე-4 დღეს სათამაშო აქვს, მნიშვნელობა არ აქვს ნაკრებში, თუ გუნდში, ხომ შეიძლება დავასვენოთ დროულად და არ დაველოდოთ ბოლო 5-6 წუთს, უმრავლეს შემთხვევაში 2-3 წუთს. შემოსული 3 დასვენებული ფეხბურთელი ხომ ახალი ენერგიაა და საშუალებას მისცემს უკვე კარგად ნარბენ ფეხბურთელებს ამოისუნთქონ და მეტი კონცენტრაციით ითამაშონ თამაში დასკვნით ნაწილში.
ჯემო
ჯემალა,შენ ის გორელი ჯემალა ხომ არა ხარ,ყველაფრის პროფესორა და ყველაფერზე გენიოსურად მაკომენტარებელი?
გეორგიუსი78
ძვირფასო რედაქციავ! გთხოვთ მოხსნათ ცენზურა თორემ ზოგიერთ სირაქლემას კულტულურად პასუხი რომ გასცე შეუძლებელია
გეორგიუსი78
საიდან ხალხო ამდენი ღვარძლი??? არ იგებდა ნაკრები და რატომ არ იგებსო,დაიწყო მოგებებები და რატომ აფასებთ მაღალი ბალებითო...ისე არც მიკვირს,,ჭრელო პეპელა,,ხომ ჩვენი,ქართველების სიმღერაა
სოსო
ჩვენ ოთხი კვალიფილიური ცენტრალური მცველი გვყავს.ახლა არა,მაგრამ ალბათ შეიძლება სამი მცველით თამაშზე გადასვლის ექსპერიმენტიც ჩაგვეტარებინა.ყოველ შემთხვევაში, სათადარიგო ვარიანტად მაინც რომ გვქონდეს არსენალში.ამით ნავალოვსკი და კაკაბაძე ცენტრს უფრო მეტად დატვირთავდნენ და შემოქმედ ფეხბურთელებს, წინ უფრო აქტიური მოქმედების საშუალებას მისცემდნენ
jemala
9 da 8 shefaseba :dddd
mefe
9 messis da ronaldus ar miugia tamasshi karieradhi martla rom tamashs erti igebda mxolid messi an ronaldu da mat ar qoniat 9 shefaseba.. ra chankvetadze. an 8 kankavasoo ramos da puiols ar qonua 8 gadaobt.. an ra kriteriumebit afasebt... zereled raxan goli gaitana ansagole gadacemaa.driblingis azrzexar ras nishnavs hahh macinebt..
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..