ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"დელტა" დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტია

"დელტა" დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტია

დუდუ დადიანის მემორიალზე პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. “ა” ჯგუფიდან სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება 2 ტურით ადრე თბილისის “დელტამ” გაინაღდა. გუნდი, რომელმაც გასულ სუპერლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა, ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე დადიანის თასზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 დღით ადრე ყველასთვის მიუწვდომელი გახდა. მეორე ჯგუფში კი ფავორიტი გამოიკვეთა – “ქუთაისს” 2-დან 2 მოგება აქვს. ქუთაისურ კლუბთან ერთად ჯგუფიდან გასვლელად “შსს აკადემია-ტიტები”, “მგზავრები” და “ოლიმპი” იბრძვიან.

დელტა – თსუ-ჰიუნდაი 73:63

ჯგუფში, სადაც “დინამო”, “რუსთავი”, “თსუ-ჰიუნდაი” და “ბათუმია”, პირველი ადგილი მე-5 წევრმა – “დელტამ” მოიპოვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი გუნდი ნახსენები მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში კიდევ 2 ტურია დარჩენილი. ამ 2 ტურიდან “დელტა” ერთში ისვენებს, ხოლო ერთი მატჩი “ბათუმთან” დარჩა, რომლის წაგების შემთხვევაშიც კი ჯგუფში პირველ ადგილზე გადის.

“დელტამ” ჯგუფიდან გასვლა “თსუ – ჰიუნდაისთან” გამარჯვების შემდეგ გაინაღდა. ორივე გუნდი დაუმარცხებელი გახლდათ და ბოლო წუთებამდე საკმაოდ თანაბარი, დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. კვანძი ბოლოს გაიხსნა, როცა “დელტას” ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია და ლაფანაშვილის გუნდი მიუწვდომელი გახდა. გამარჯვებაში მთელმა გუნდმა დიდი წვლილი შეიტანა, ბოლო წუთებზე კი განსაკუთრებით ამერიკელმა ლეგიონერებმა – რობ ბრანდენბერგმა და მალკოლმ დრამრაითმა იყოჩაღეს, რომელმაც სამქულიანებითა და სწრაფი გარღვევებით აიკლეს თსუ-ჰიუნდაელთა კალათი. გამოსარჩევია ბექა ბექაურის გარჯაც, რომელმაც შეხვედრა 15 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

ბათუმი – დინამო 72:88

დადიანის მემორიალზე პირველი უთანასწორო მატჩი ეს გამოდგა. 2 მატჩის წამგებმა “დინამომ” საკუთარი თამაში იპოვა და მეტოქეს ისე სძლია, წინააღმდეგობას ფაქტობრივად არ წასწყდომია. მეტ-ნაკლებად დაძაბული გამოდგა პირველი პერიოდი, რომელიც დინამოელებმა 5 ქულით მოიგეს, მეორე მეოთხედიდან კი დადიანის თასის მოქმედმა მფლობელმა სოლიდური უპირატესობა რომ მოიპოვა, მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. სამწუხაროდ, ორივე გუნდს ფინალში გასვლის შანსი დაკარგული აქვთ და ჯგუფის დარჩენილ მატჩებს მომავალი სუპერლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ.

კაკტუსი – ქუთაისი 64:104

საბოლოო ანგარიშიდან კარგად ჩანს, რომ მატჩის სადავეებს მთლიანად ქუთაისელები ფლობდნენ და მეტოქეს ისე იოლად მოუგეს, პრობლება წამითაც არ შექმნიათ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მთავარი მწვრთნელის გარეშე მყოფი “კაკტუსი” 40 ქულით დაამარცხა. არჩილ ჟღენტს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და “კაკტუსს” მემორიალის საწყის მატჩებში ვერ გაუძღვა – გუნდმაც 2 მატჩი ბოლო წამებზე წააგო, დღეს კი “ქუთაისთან” შეხვედრა უიმედოდ დათმო.

პირველი პერიოდი იმერულმა კლუბმა 27:14 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი 24 ქულით იგებდა. მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა და “ქუთაისი” ტურნირზე მეორე გამარჯვებამდე მშვიდად მივიდა. ქუთაისელებს 21 ქულით გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო 20 ქულითა და 8 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერეს.

ოლიმპი – შსს აკადემია-ტიტები 77:87

სუპერლიგის დებიუტანტი “შსს აკადემია-ტიტები” თამაშიდან თამაშამდე უმატებს. დავით უსტიაშვილის გუნდმა დღეს “ოლიმპს” 10 ქულით მოუგო და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვს. მატჩის უმეტეს დროს ტიტები ლიდერობდნენ, ოლიმპი კი ცდილობდა წამოწევას. ეს რამდენჯერმე მოახერხეს კიდეც დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოწოდების სიმაღლეზე ჟოელ ალმეიდა და მისი თანაგუნდელები იდგნენ. კაპოვერდელმა ლეგიონერმა საბოლოოდ 30 ქულა მიითვალა და შსს აკადემია-ტიტებს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.

დარჩენილ 2 ტურში “ბ” ჯგუფში გადამწყვეტი მატჩები გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა