ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნუ ვიქნებით საქართველოს ნაკრების მიმართ დაუნახავები და უმადურები

ნუ ვიქნებით საქართველოს ნაკრების მიმართ დაუნახავები და უმადურები

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ოთხივე სასტარტო მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო, პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა, C ლიგაში გადავიდა და გაგიკვირდებათ და, აქა-იქ კიდევ ისმის უკმაყოფილოთა ხმები, სრულიად უადგილო ღლიცინიც.

ოპონენტთა მთავარი არგუმენტი სუსტ მეტოქეებთან თამაშია. ზოგი იმასაც ამბობს, ჯუჯებს ვძლიეთო. მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანას, ყაზახეთს, რომლის მოსახლეობა 18 მილიონზე მეტია და რომელმაც ფეხბურთის განვითარებაში უზარმაზარი ინვესტიციები განახორციელა, ჯუჯას ნამდვილად ვერ უწოდებ. ლატვია 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, მაგრამ მას შემდეგ რეგრესი დაეწყო, მართლა ჯუჯა ანდორა კი რთულად დასამარცხებელი გუნდია.

თუმცა საქართველოში ფეხბურთის ცოდნაზე ყველ აცხადებს პრეტენზიას და ერთმა ისიც კი ბრძანა, ეს უმარტივესი თამაშიაო...

როგორ გეკადრებათ - ეს ყველაზე მარტივი და ამავდროულად, სპორტის ყველაზე რთული სახეობაა და ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც აზრი არ აქვს.

ახლა არსებითზე: მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ქართულ სანაკრებო ფეხბურთს რამე ეშველებოდა (საკლუბოსი რა მოგახსენოთ), თუმცა მოხდა სასიამოვნო მოულოდნელობა და მკვდარი წერტილიდან დაიძრა. რა თქმა უნდა, ჯერ დიდ პროგრესზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ წინსვლის არდანახვა არ შეიძლება, რამეთუ ეს ფაქტია. ვერ გეტყვით, მოახერხებს თუ არა ეს გუნდი უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ტოლ-სწორად პაექრობას, მაგრამ მგონია, ჩვენი ნაკრების ძლევა უკვე ყველას გაუჭირდება.

რიგაში ჩატარებულ მატჩში ლატვია აბსოლუტურად უშანსოდ იყო. ვინაიდან ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება სჭირდებოდა, მეორე ნომრად ვერ ითამაშებდა და შედეგად, განადგურდა კიდეც. "ჯვაროსნებმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს: გუნდურად ასპარეზობით, ინდივიდუალიზმით, კლასით და ბრძოლის ჟინითაც.

რაც მთავარია, საქმისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, რაც უდავოდ მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის დამსახურებაა, თორემ დღევანდელზე გაცილებით უკეთესი თაობაც გვყოლია და შედეგი ვერ მიღწეულა. რაღაცნაირად გუნდი გუნდს დაემსგავსა, ერთიანი ორგანიზმი გახდა, ხალისიანიც. რამდენჯერმე სიამოვნებით ვუყურე შეხვედრის დასრულების შემდეგ მადლობის გადასახდელად გულშემატკივრებთან მათ მისვლას და სიმღერას. ეს რაღაც ახალი გახლდათ ქართულ ფეხბურთში.

სულ გული მწყდებოდა, ჩვენი ფეხბურთელები მორაგბეებისა და კალათბურთელების დარად რომ ვერ აღწევდნენ წარმატებას და ღმერთმა კეთილი ყურით გვისმინოს და მგონი, მათი წყალი გადაესხათ. ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თამაშზე გასვლის წინ გასახდელში რომ მღერის - ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოსო და აი, ასეთი აღმაფრენა დაეტყო ჩვენს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდსაც. ეს კარგია. არა, ეს დიდებულია!

იმისათვის, რათა პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლოთ, ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი ორივე მატჩის მოგება მართებს ჩვენს გუნდს და გულშემატკივართა მაქსიმალური მხრდაჭერაც სჭირდება, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ქომაგი ნაკრების მე-12 ფეხბურთელია და იმედია, ურწმუნო თომების რაოდენობაც თანდათან შემცირდება.

დიდ მწერალს დავესესხები: "თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს".

• ასევე

ჯერ ერთი არ ლანძღავს,თუმცა ისეთი გულშემატკივარი (ვაი) როგორიცაა ყოველთვის უკმაყოფილო ის მართლაც სალანძღავია აბარაა?!თუნდაც შენნაირი ..ზუსტად შენნაირები არიან ,რომ მიუხედავად გუნდის წარმატებული თამაშისა უკმაყოფლილობას გამოხატავ....

• მ.ტ.

ინდოეთი სულაც პირველია....

• Gio

Martalia gasaxari ambavia .ertia ogond tavdamsxmelia mosazebni iqneb naturalizebazec gvefiqra rogorc kalatburtis federacia iqceva

• ვეტერანი

კარგია მოგებები. ეიფორია ცუდი. კარგია თუ ევროზე გავედით. სუსტი ლიგა გვაქვს ცუდი. კარგია რომ გვიყვარს სპორტი. თემა შემოგდებულია ცუდი....................................................................... მოკლე კომენტარები წერეთ გთხოვთ.

• გიორგი

ყაზახეთი მსოფლიოში სიდიდით მეცხრე კი არის, მაგრამ ფეხბურთში ჯუჯაა.

• VAjA

კარგით რა თქვენც რაღა ამათ უსმენთ პირველად ვამაყობ საქათველოსს შედეგით .ნახეთ ერთი ყაზახეთი და ლატვია იმათი დაფიანსება მამის ფულებს კი არ უყურებენ და ასეთი გუნდები რომლებიც ასეთ ფულს დებენ., არა მარტო მოუგეთ ორი თავით მაღლა კლასი ვაჩვენეთ თან ამდენი ტრამვით

• გიო

ბურთის გაგორებაზე თუ მიდგა საქმე და ტოლ სწორად თამაშზე, უელსი-საქართველო ან ირლანდია-საქართველო ამოაგდე 2016-ის და გადახედე ;)

• ირაკლი

დღეს უკვე შეიძლება მეტ ნაკლებად გარკვეული შეფასების გაკეთება. გუნდი შენდება, ეს პროცესი დღესაც გრძელდება და გაგრძელდება ხვალაც. იგი დაიწყო ჯერ კიდევ წინა შესარჩევში, სადაც მიუხედავად არც ერთი გამარჯვებისა ჩვენი გუნდი საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო. თუმცა თვალშისაცემი იყო თვითდაჯარებულობის ნაკლებობა, შეუთამაშებლობა, ძირითადი ბირთვის ძებნა, მაგრამ ამაზეც გეგმაზომიერად მიმდინარეობდა მუშაობა, რისთვისაც მადლობა ვლადიმირ ვაისს და სამწვრთნელო შტაბს. ვაისი როგორც გამოცდილი ფსიქოლოგი და ტაქტიკოსი ნაბიჯ ნაბიჯ აგვარებს ამ პრობლემებს. შეიძლება ბევრი არ ვეთანხმებოდეთ ვაისის ტაქტიკოსობას თვითონ თამაშის მიმდინარეობისას, მათ შორის მეც (დაგვიანებული შეცვლები განსაკუთრებით) მაგრამ როგორც ვრცელ პერიოდში აღებული და შეფასებული, მისი ტაქტიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და შედეგი მოაქვს. რაც შეეხება 2 ტურით ადრე ჯგუფის მოგებას, აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ ეიფორია არ დაგვეუფლოს, რადგან გარდა ჩვენი მართლაც საკმაოდ დიდი პროგრესისა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი მეტოქეების თამაშების სცენარიც ისე წარიმართა ჩვენთვის უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით, ამანაც დიდწილად განაპირობა ის რომ დღეს ასე საამოდ არის საცქერი ჩვენი სატურნირო ცხრილი. არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ეს ჯგუფი ადვილი მოსაგები იყო, ჩამოვა ყაზახეთი თბილისში და დავრწმუნდებით რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. კიდევ ერთია, ფეხბურთში სიძლიერესთან ერთად ფორტუნა და გამართლებაც არ გაუუქმებია ჯერ არავის, მაგრამ უმართლებს ისევ და ისევ მხოლოდ ძლიერებს. დღეს ჩვენ იმაშიც გაგვიმართლა რომ გვყავს გიორგი ჩაკვეტაძე, არ ვიცი სასიხარულოა ეს თუ სამწუხარო, მაგრამ ეს ბიჭი ნახევარი გუნდია. მე ვინატრებდი მისი საფეხბურთო აზროვნებისა და კლასის კიდევ სამი-ოთხი ფეხბურთელი მაინც გვყოლოდა და აი მაშინ ეს უკვე გარკვეული მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ნაკრები იქნება ნებისმიერ ლიგასა და ნებისმიერ შესარჩევში. დღეს ნაკრებმა და გულშემატკივარმა შეიძინა ის რაც ძალიან დიდი ხანია ასე გვაკლდა, ესაა გამარჯვების რწმენა, გამარჯვების ნებისმიერ მოწინააღდმეგესთან, ხოლო როცა ბოლომდე გჯერა და გწამს ეს უკვე საქმის ნახევარია.

• დავითი

თუ ძმა ხარ ნუ გვამადლი ლატვიასთან მოგებას თორე მოვა ევროპის შესარჩევი სადაც გუნდები ფეხბურთს თამაშობენ და არა ჰოკეის და იქ დაგანახებენ ჩვენ "პროგრესს". რაც შეეხება ციტატას სტადიიდან "ახსნას აზრი არ აქვს" ჩამოყალიბდი ჯერ ძველი ბიჭი ხარ თუ საფეხბურთო ანალიტიკოსი რომელსაც ანალიზისბუნარი აქ და მერე დაიწყე წერა.

• მ. ტ.

ქართველებს უკიდურესობა გვჩვევია - ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებზეც ან უნდა ვიღლიცინოთ, ან - ცაში ავიყვანოთ, სიმართლე კი სადღაც შუაშია და თუ ობიექტურად განვიხილავთ, ჯერ-ჯერობით შედეგიც საშუალო გვაქვს - ერთის მხრივ, ნაკრებმა მხოლოდ ბოლო მატჩში აჩვენა ის თამაში, რასაც დიდი ხანია ველით და ასეთი გამონათებები ლატვიაზე ძლიერ გუნდებთანაც გვქონია, ხოლო მეორეს მხრივ, ნამდვილად დაუნახაობა იქნებოდა იმის არაღნიშვნა, რომ ნაკრებს, როგორც იქნა გამოუჩნდა ლიდერი, რომელსაც საჭირო დროს თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლია და რაც მთავარია, ჯუჯებთან მშრალი მოგებებით ბიჭებმა ნელ-ნელა საკუთარი ძალების ირწმუნეს, თუნდაც იმავე ჯუჯებთან, მაგრამ მაინც გამარჯვებულის ფსიქიკა უყალიბდებათ და სრულიად ჯანსაღი ამბიცია უჩნდებათ ევროპის ჩემპიონატზე თამაშისა, რაც ზედა ლიგებიდან გაცილებით რთულად მისაღწევი იქნება... ჩემი აზრით საქართველოს ნაკრების წარმატებაზე საუბარი ნამდვილად ნაადრევია, რადგან "ცე" ლიგის საგზურის მოპოვება თავისთავად დიდი ვერაფერი მიღწევაა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრა კი უდიდესი მარცხი და იმედგაცრუება იქნება... ამიტომ წიწილებიც შემოდგომაზე ვითვალოთ...

• dadu

ჩემი აზრით ნაკრებს ბოლო 15-20 წლის მანძილზე მსგავსი პროგრესი არასდროს ჰქონია და ამის არ დანახვა ძალიან უბრალოდ იდიოტობაა. აშკარად გაუმჯობესებულია ნაკრებში პასის კულტურა, კომბინაციურობა, დისციპლინა, როგორც იქნა რაღაც დონეზე მაინც დალაგდა დაცვა, ნახევარდაცვაში გაჩნდა ქარიზმა ჯერ მხოლოდ მცირე ნაპერწკალი მაგრამ მაინც, ისევ გვაქვს სერიოზული პრობლემები თავდასხმაში მაგრამ მაგასაც ეშველება მგონი. რაც მთავარია ბიჭებს მონდომება და ჟინი არ აკლიათ და ეს უდავოდ დასაფასებელია. მადლობა მათ ამისთვის. ნაკრებს გაუჩნდა ვარსკვლავი რომლის გარშემოც შეიძლება მომავლის გუნდის აშენება (ქინქის მერე ასეთი რაღაც არ მომხდარა ნაკრებში). მართალია ჯერ არ გვაქვს ის კლასი და გამოცდილება თუნდაც საშუალო ევროპულ ნაკრებებს ვეჭიდაოთ და მსოფლიო ფორუმებზე გასვლის ფავორიტები ვიყოთ მაგრამ თუ ასე გავაგრძელეთ ეს დროც დადგება, რაც მთავარია ნიჭი არ აკლია ნაკრებს. აუცილებლად მისახედია საქართველოს ჩემპიონატი რომელიც უდაბლესი დონეა და ფაქტიურად ვერაფრით ეხმარება ნაკრებს.

• ყოფილი ფეხბურთელი

სუსტი ანალიზია. საიდან გამოგაქვს დასკვნა რო ყველას გაუჭირდება ჩვენთან მოგება. აბსოლუტურად არასაფეხბურთო ნაკრებების დამარცხებით? ამ გადამეტებულ ეიფორიაში ქართველი გულშემატკივრის სასოწარკვეთა ისმის. ან ძაან ახალგარდები ხართ, აქ ვინც კომენტარებს წერთ და ამბიცია აღარ არსებობს. ანდორის, ლატვიის და ყაზახეთის დამარცხებამ რანაირად უნდა ამომაგდოს ტრუსიკიდან სიხარულით ვერ ვსხნი. ჩემი აზრით ც ჯგუფში გადაგვივლიან და მერე დაიწყება თავიდან დისკუსია ქართული ფეხბურთის არარსებობაზე.

• zvare

იდიოტი უნდა იყო პროგრესი რომ ვერ დაინახო კაცმა, ამაში ვაისის ლომის წილია. ასეთი დაბალანსებული დაცვა არ მახსენდება როდის გვყავდა და ეს ვაისის დამსახურებაა. დაცვა იყო შემოქმედებითი, ბურთთან კარგად შეთამაშებული, მოედნის ხედვა კარგი. დვალის გრძელი პასი რად ღირდა მარტო, მერებამ რომ ცაში დაარტყა. ასეთი პასები ტოპ ფეხბურთელსაც კი შეშურდება. კარგი დაცვა წარმატების საწინდარია. აბურჯანიას სახით კარგი საყრდენი გვეზრდება, იმედია კლუბშიც მოუმატებს. ისე პარუნაშვილის გამოცდაც არ გვაწყენდა, მგონი კარგ ფორმაში უნდა იყოს. ჯანოსი მეიმედებოდა, მარა არ დაადგა საშველი და მაგ ბიჭებზე საერთოდ ჩავიქნიე ხელი. მაინც მგონია, რომ 55-ე წუთიდან ჭანტურიშვილი და ზარანდია უნდა შეეშვა, თამაში ხომ მოგებული იყო. ვფიქრობ ჩაკვეტაძის სახით დიდი ფეხბურთელი გვეზრდება და მას მინიმუმ 2 კაცი უნდა , რომელთან ერთადაც გუნდი გრანდებთან ტოლ-სწორად შეძლებს თამაშს. დღევანდელი რესურსის პირობებში ეს სავსებით რეალურია და დარწმუნებული ვარ ვაისი ამას გამოიყენებს. ჯანსაღი კონკურენცია აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გამარჯვებების დროა. მჯერა ვაისის, იგი კარგი მწვრთნელია და ისეთ შედეგსაც დადებს, ჯერ რომ არ გვქონია. ამაში დარწმუნებული ვარ რადგან მან უკვე გაწია დიდი სამუშაო და 2020 მდე კიდე ბევრს გააკეთებს. და ერთი კიდევ ბოღმას თავი დავანებოთ და ნაკრებს წარმატება დავუფასოთ. იმედია არ დამიბლოკავთ. წარმატებები.

• lasha

ბატონო სოსო ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება :) მე მიმაჩნია რომ ვაისი არ არის შესაფერისი თავისი ცოდნით ჩვენი ნაკრებისათვის, დარწმუნებული ვარ შეიძლებოდა უკეთესი ვარიანტის მოძებნა. ეს არის მწვრტნელი რომელმაც შესარჩევში ვერ მოიგო ვერცერთი თამაში და რომ არა ჩაკვეტაძე ამ ქვეჯგუფშიც სათუო იქნებოდა გასვლა. ზოგადად ქართველი გულშემატკივარი ბუნებით არის სამართლიანი და ვერ იტანს უდანაშაულოდ ადამიანის ჩაგვრას. ვაისი მოსვლა განაპირობა ცხადაძის სამარცხვინოდ გაგდებას ნაკრებიდან. არადა პროგრესი ნარკებმა სწორედ რომ ცხადაძის დროს დაიწყო და ნაკრები გაცილებით თანამედროვე და სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ეხლა ამას რაღა ეშველება. ვაისია მწვრთნელი და უნდა ვილოცოთ რომ ევროპაზე გავიდეთ როგორმე, ისევ მოთამაშეების იმედი მაქვს ვაისის ტაქტიკური სველბის და სტრატეგიის მე არ მჯერავს. ყაზაიშვილის ინტერვიუ მახსენდება მწვრთნელმა დამავალა ორი გოლი უნდა გავიტანოო. ეს მეტყველებს ვაისს ხარისხსაც, მთლიანად დამოკიდებულია ფეხბურთელების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე და არ მის ჩანაფიქრზე თუ ტაქტიკაზე :)

• დათო

ლატვიამ ევროპიდ ჩემპიონსტზე ითამაშა

• დათო

კაცურად რა ეროვნება ხარ პრაფესორა

• უნივერსალი

ხალხო, რატომ კინკლაობთ ერთმანეთში იმის ნაცვლად რომ ყველა გავერთიანდეთ და ნაკრებს გვერდში დავუდგეთ? მოდი გადავხედოთ უახლოეს ისტორიას - თუ არ ჩავთვლით ბოლო პერიოდს, ევროპის სუსტ გუნდებთან მოგება რომ გვიჭირდა ხომ ფაქტია? გავიხსენოთ რამდენი თამაში ვერ მოვიგეთ ასეთ გუნდებთან ბოლო 15 წლის განმავლობაში: მოლდოვა: ამხანაგური თბილისში 2:2, მალტის ტურნირზე 1-5 გახსოვთ? მოლდოვაში 0:0? შემდეგ თბილისური მარცხი 1:2 ალბანეთი: ამხანაგურები ტირანაში 0:0 და 1:1, შესარჩევში წაგებული 2:3 ლიტვა: შესარჩევში 0:1 კაუნასში, თბილისში 0:2 ლატვია: თბილისში წაგებული ამხანაგური 1:3 სომხეთი: კვიპროსის ტურნირზე 0:2 ყაზახეთი: შესარჩევში 0:0 თბილისში ლატვია: შესარჩევში 0:1 თბილისში მალტა: შესარჩევში 1:1 სტუმრად, 0:2 ასევე სტუმრად ლუქსემბურგი: ამხანაგური სტუმრად 0:0 აზერბაიჯანი: ამხანაგური სტუმრად 0:0 ესტონეთი: ამხანაგური ტალინში 1:1 ჩრდ. ირლანდია: ამხანაგური სტუმრად 1:4 პროგრესი რომ გვაქვს აშკარაა, ასეთ გუნდებთან სტაბილურად(!) მოგება ვისწავლეთ. შემდეგი ეტაპი არის და საშუალოზე დაბალი დონის ევროპულ გუნდებთან წაუგებლად თამაში და საშუალო გუნდებთან ტოლ-სწორად ბრძოლა. აბა თქვენ სიტყვა პროგრესის მნიშვნელობა როგორ გესმით? იტალია-პორტუგალია-გერმანიასთან და მსგავს ნაკრებებთან შინ და გარეთ მოგებების სერიები? ეგ ხომ თვითონ ტოპ-ნაკრებების ოცნებაა???

• სოსო

ჟურნალისტებმა რომ გადაჭარბებული ჭყლოპინი და ტრაბახი იციან ფეხბურთელების ნაცვლად,ამაში ნაღდი ხარ,ძალიან ბევრი იქცევა ასე,მაგრამ გულშემატკივარი თუ მხოლოდ ცუდზე გაამახვილებს ყურადღებას და კარგზე კრინტსაც არ დასძრავს,არც ეგ არის სწორი.გამოდის რომ მთელ გარჯას გაუარაფრებ ადამიანს.არა და ფეხბურთელი თუ მწვრთნელიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია,მასაც აქვს სურვილი დაუფასონ თავდადება,შრომა,კარგი თამაში.ამის გარეშე ისიც დაჰკარგავს მოტივაციას და გულგრილად ითამაშებს.ჩვენ თვითონაც ალბათ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.ჩვენი ნაკრები კი ცხადაძიდან დაწყებული,ვაისით გაგრძელებული, მისხალ მისხალ იბრუნებს თავის სახეს და ამის არ დაფასება არ შეიძლება.თუ ასე გავაგრძელებთ ზრდას,ბუგარეთსაც მალე ტოლ სწორად ვეთამაშებით და სხვა საშუალოებსაც.აქვე გელა ნუგზარაშვილსაც ვუპასუხებ,გელა ერთხელ გაიხუმრე,კარგი.მეორედ,მესამედ ხედავ რომ არავის მოსწონს ეს ერთი და იგივე უშნო ხუმრობა,ამდენი ხალხი დისლაიქებს რომ გისვამს,ხომ უნდა მიხვდე რამეს.შენ ვერ მიხვდი და ავტორმაც პირველ რიგში ალბათ შენი პოსტები იგულისხმა ამ ღლიცინში.კრიტიკაშიც ზომიერებაა საჭირო,ქებაშიც და ხუმრობაშიც.მაპატიე, ამას პირდაპირ რომ გეუბნები,მაგრამ ალბათ ვინმეს უნდა ეთქვა.

• Ika

Politika da sporti roģor gavs ertmanets 2012 wels davinaxet.

• WTF

ჩვენი ნაკრების სტაბილურ თამაშს და გამარჯვებას თუნდაც "ჭ" კლასის გუნდებთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც თავად ბიჭებისთვის ასევე გულშემატკივრისთვის,ვინაიდან ნაკრებიც და გულშემატკივარიც ერთი ორგანიზმია და ძალიან დიდი ხანია მუმივად წარუმატებელის და წაგებულის სტატუსი ფსიქოლოგიურად თრგუნავს და ანგრევს ამ ერთიან ორგანიზმს. ამიტომაც, ჩვენი ნაკრების ამ წარმატებულ სერიას შეუძლია შეასრულოს ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და მეტი გამბედაობა და თავდაჯერებულობა შემატოს გუნდს. ფაქტია, რომ ესეთი გააზრებული, დინამიური და შემტევი ფეხბურთი დიდი ხანია არ უთამაშია ჩვენს ნაკრებს. გამარჯვება ყოველთვის არის გუდნის ერთიანობის თავდადებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველი, ამიტომ ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა რომელი დონის გუნდებს მოვუგეთ. პატარა ბრძოლებში გამარჯვებით მოიგება დიდი ომი.

• სოსო

ჰო ლევან,დიდი არაფერია,მაგრამ ბოლო ციკლებში მათაც რომ ვეღარ ვუგებდით,ეგეც ხომ გვახსოვს,ბურთს რომ ვერ ვიჩერებდით,ეგეც ხომ გუშინ იყო.წინა ციკლში სწორედ ევროპის საშუალო გუნდებს ვეთამაშეთ და არწასაგები თამაშები იმიტომ წავაგეთ,რომ ჯერ ერთი ფიზიკური მომზადება არ გვყოფნიდა და მეორე,წინ სვლაზე პასი არ კეთდებოდა,ყოველი პასი შეტევაში ოდნავ უკან ეძლეოდა,ვიდრე ფეხბურთელს სისწრაფე ჰქონდა ,მერე მის დამუშავებაზე იკარგებოდა დრო და შედეგად შეტევის სიმწვავე და სისწრაფე იკარგებოდა,ეს თვითრწმენის ნაკლებობის შედეგი იყო,ყველა თან უკან იყურებოდა,ბოლო თამაშებში კი უკვე ჩანს ნორმალური სწრაფი კონტრშეტევის კონტურები,პასის თავისუფალ სივრცეში გადაგდებით და მიყოლით.ზედიზედ გამარჯვებებმა რწმენა დაგვიბრუნა სწორად თამაშის შესაძლებლობისა და ერთმანეთისა.როცა გუნდი თავის თამაშს პოულობს,ის გაცილებით უფრო ბრძოლის უნარიანი ხდება და მგონი ჩვენც ამ პროცესში ვართ.ასე რომ ც ჯგუფშიც არ დავიკარგებით და არავისთვის აღარ ვიქნებით საჩუქარი.დარწმუნებული ვარ

• dato

რა გვარი ხარ დიმა? დაგახჩო ბოღმამ, რომ წაგვეგო დიდად გაიხარებდი.

• roma

არ შემიძლია ერთ-ერთი კომენტარის ავტორ "ოთარის" არ დავეთანხმო, გაიხსენეთ აბა ჩვენი ნაკრების ისტორია, ხორვატიას მოვუგეთ და მერე ზუსტად ჯუჯა სახელმწიფოს "მალტას" ვერ მოვუგეთ, ასე რომ ეს ჯუჯა სახელმწიფოებიც ძნელი დასამარცხებელია, და სულ შენიშვნა არ მივცეთო ეგრეც არ შეიძლება, არ ეკადრებათ შენიშვნის მიცემა თუ რააა? ის რომ საქმე მოთავებული ქონდათ 2-0 ზე იმას არ ნიშნავს ბურთი უნდა ათრიო და პასი არ გაააკეთო? შენიშვნა რომ არ მიცე და კრიტიკოსი არ ყავდეთ რა დონეზეც არიან იქ გაჩერდებიან და ვეღარ განვითარდებიან. ამიტომაა შენიშვნა საჭირო და კრიტიკაც. რაც შეეხება ვაისს მისი დარჩენის მომხრე ვიყავი და ვარ რომ იყოს ნაკრების მწვრთნელი, საქართველოს ნაკრების თვითდაჯერებულება და კარგი თამაში, თუნდაც სერბეთთან ირლანდიასთან უელსთან რომლებიც 50 საუკეთესო ნაკრებებში არიან მისი დამსახურებააა, ავსტრიასთან აქ წაგება და ავსტრიაში ფრე საქართველოს ნაკრების კი არა თამაშიდან გამომდინარე ავსტრიის წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რადგან არცერთ მატჩში არ იმსახურებდა ავსტრია არც მოგებას და არც ფრეს, ახლა რომ შეხვდეს ავსტრია საქართველოს 5 თამაშიდან 4 მოვუგებთ დარწმუნებული ვარ. ასე რომ მადლობა ნაკრებს ამ გამარჯვებებისთვის და წარმატებები მომავალ მატჩებში რადგან მომდევნო 4 თამაშიც მშრალად უნდა შევინახოთ კარიიი.

• 51

შედარება რომ გავაკეთოთ ქეცბაიას ნაკრების თამაშსა და დღევანდელ ნაკრების თამაშებს შორის, ბრმა უნდა იყოს ადამიანი რომ პროგრესი და განსხვავება ვერ დაინახოს, რაც მთავარია გუნდი ცდილობს ითამაშოს კომბინაციური ფეხბურთი,დიდხანს აკონტროლოს ბურთი, შეუტიოს უფრო მეტი. ასევე შესამჩნევია, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის არის მეგობრული დამოკიდებულება და რომ შეიცვალა საქმისადმი მიდგომა. ზოგი ამბობს რომ ჭკლასის გუნდებს მოვუგეთ, გაიხსენეთ ხალხო არცთუ შორეულ წარსულში ესაცკი სანატრელი გვქონდა და შეუძლებლად მიგვაჩნდა ნაკრების უსახური თამაშის ფონზე. მე მჯერა რომ ეს გუნდი მიაღწევს წარმატებას რადგან მათ იციან რომ უდისესი პასუხისმგებლობა აკისრიათ და იციან რა დევს სასწორზე. ნუ ვიქნებით პესიმისტები და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს.

• მერაბი

სტატიის პათოსის მომხრე ვარ, აშკარაა ბრძოლისადმი განწყობა. ადრე ხშირი იყო ინდიფერენტული დამოკიდებულება თამაშის მიმართ. თუ გვახსოვს, ნაკრების იმდროინდელმა მწვრთნელმა, კუპერმა თქვა, რომ პატრიოტიზმს ფეხბურთელებს ვერ ვასწავლიო. ალბათ შეიცვალა მენტალობაც, მოთამაშეებს სწორედ რომ გამარჯვების ჟინი გაუჩნდათ. იმედი მაქვს არც დიდ ავტორიტეტებს შეუშინდებიან, და ტოლი-სწორზე ვითამაშებთ. ეიფორიაში ნამდვილად ვერ ვიქნებით, ცალკე შეცდომები ამ თამაშებშიც მოჩანდა, მაგრამ საერთო სურათი ძალიან დადებითია!

• დიმა

სტატია კი არა ბოღმიანი წერილია. ჯერ ერთი რას გვეჩხუბები მეორე ქვეყნის ტერიტორიის სიდიდით რას ადარებ ან რა ანალიზს აკეთებ? ან რისი თქმა გინდა ან რედაქტორი არ კითხულობს დაწერილს?? რა ყიჟინა აგიტყდათ? ეგ ყიჟინა მაშინ უნდა ატეხოთ როცა ეგეთ შედეგს ეცროპული საშუალო დონის ნაკრებებთან მივაღწევთ. თქვენ პროგრესი და ევროპის ჩემპიონატზე მოხედრის შანსი გერევათ ერთმანეთში ან ძალით ურევთ... ევროპაზე კი ბატონო გვაქვს შანსი რო მოვხდეთ... პროგრესი? რა ხოკეისტებს ბურთივგაუგორეთ და პროგრესი??? შარშან არ იყო მაგათ 5:0 რო მოვუგეთ?? მაშინ არ იყო პრიგრესი და ეხა გახდა?? დადეთ შედეგი ბულგარეთის დონის გუნდებთან და მერე გახსებით შამპანური ჟურნალისტებმა...ხალხი არაფერ შუაშია და ძალიან კაგად აზროვნებს... ღა გინდათ რო დააჯეროთ ხალხს რო ანდორას და ლატვიას ბურთი გაუგორეთ და აწი ნახეთ რას ვიზამთ??? ეგეთი რაღაცეები მეგონა რომ დიდი ხნის წინ გამოვიარეთ..დადეთ შედეგი საშუალო დონის გუნდებთან და მერე მიეცით თავს იმის უფლება რომ ხალხს ეგეთი ტონით ელაპარაკოთ სტატიების მეშვეობით

• ლევანნს

დაუნახავი კაცი ხარრ

• ლევანი

კრიტიკოსები არაფერ შუაშია, თქვენ თვითონ ჟურნალისტებს აგყავთ ცამდე ნაკრები და ეს იწვევს ხალხში უკმაყოფილებას. რას ავღნიშნავთ რომ 3 არასაფეხბურთო ქვეყანას მოვუგეთ? ლატვიას რომელსაც ხოკეის და კალათბურთის გარფა არაფერი აინტერესებს? ანდორას და ყაზახეთან მოგებას ავღნიშნავთ?)) აღსანიშნი ერთია რომ უეფამ გვაჩუქა შანსივრომ ხოკეისტებს თუ მოვუგებთ შეიძლება ევროზე მოვხდეთ. მარა ამას ნუ აიგივებთ პროგრესთან... პროგრესი იქნება ის რომ პოლონეთის სლოვაკეთის ბულგარეთის დონეზე გვექნება ეს შედეგი რაც ეხლა გვაქვს. თორე ანდორაზე და ლატვიაზე კარგათ რომ ვთამაშობთ ფეხბურთს მაგაში ეჭვი არასდროს შემპარვია და არც მათთან გამარჯვება გამხარებია არასდროს დიდად. ასე რომ ნუ იცით 1981 წლის 13 მაისის მოეყობა ჟურნალისტებმა ანდორასთან და ლატვიასთან გამარჯვებებით.

• gio

ჭ კლასის გუნდებს მოუგეს და თავი აგვხადეს ნაკრების ქებით, მომაბეზრებელი გახდა უკვე.

• გელა

აშკარად უკეთესობა არის, მეც კი მომიბრუნდა გული ნაკრებისკენ

• ოთარი

ავტორო ერთადერთი, რაშიც გეთანხმებით და მეც მომწონს (თფუ თვალი არ ეცეთ) მეც მგონია, რომ საქმისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, გუნდი გუნდს დაემსგავსა, ერთიანი ორგანიზმი გახდა, ხალისიანიც. გულშემატკივრებთან მისვლა და სიმღერაც მართლაც მისასალმებელია. რაც შეეხება დანარჩენს: ტყუილად ცდილობთ შეურაცყოფის მიყენებას მათზე ვისაც თქვენი აზრით რაღაც არ ესმის (თქვენი ფრაზა არ ჟღერს კარგად). ".....ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც აზრი არ აქვს". თუ თქვენ მართლაც გული შეგტკივათ სწორედ მაშინ აქვს ახსნას აზრი როცა რამე არ ესმით, თორემ თუკი ყველაფერი ესმით და თქვენზე უკეთაც იციან, მაშინ თქვენ რაღას აკეთებთ ? :) ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ყველა პროფესიის ხალხმა ეგრე ჩათვალოს რა მოხდება - პედაგოგი მოსწავლეზე ჩაიქნევს ხელს, ექიმი პაციენტზე, მეხანძრე იტყვის მაინც ვერ ვერ ვერევი და ბარემ ბოლომდე დაიწვასო, ოლიცია დანაშაულის გახსნაზე (თუმცა პოლიცია ისედაც მასე არ იქცევა, ბოდიში იმ ერთეულ გმირებთან ამ პირობებშიც რომ ცდილობენ ჩვენს დაცვას). ახლა რაც შეეხება თვითონ თამაშებს. პირადად სულ არ მიმაჩნია, რომ ჩვენი ნაკრები (თუ ხასიათზე იყო) ვინმესათვის როდესმე იოლი ლუკმა ყოფილიყოს. ამჟამად ვაისი (თუნდაც მომავალში სხვამ ჩაანაცვლოს) ცდილობს და იმედია ბოლომდე გამოუვა ამრევები მოაშოროს ნაკრებიდან და ამის შედეგია გუნდი, რომ გუნდს ემსგავსება. შეიძლება ისეთი ტემპით ვერა ჩვენ რომ გვინდა, მაგრამ მაინც. მაგრამ არც ცაში ავარდნა ივარგებს ბატონებო, ჩემი მოკრძალებული აზრით ჯერ კიდევ საგრძნობია პროფესიონალიზმის ნაკლებობა მაგ. პასის დაგვიანება ან საერთოდ უკეთეს პოზიციაში მდგომი თანაგუნდელის დაუნახაობა. თითქოს ეს გამართლებულია როცა ისედაც იგებ, მაგრამ პროფესიონალი მუდმივად გუნდზე უნდა ფიქრობდეს და არა საკუთარ სტატისტიკაზე. ამიტომ ამაზე ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო (თუნდაც იმ ყბადაღებული ბავშვთა ფეხბურთიდანვე). რატომღაც გაიჟღერა ერთერთ კომენტარში, რომ ყაზაიშვილი ისევ პასებს არ იძლევა. მე კი მგონია, რომ 2:0-ის შემდეგ ეს მთელ გუნდს სჭირდა. გავიხსენოთ, თუნდაც ჩაკვეტაძის შედევრი მას რომ ვერ გაეტანა ბევრს გაახსენდებოდა რა პოზიციაში იდგა გვილია რამდენიმე წამით ადრე (მაგრამ რა ვქნა მაინც რომ მომწონს ჩაკვეტაძე). განსკუთრებით თვალში საცემია დარტყმების სიზუსტე შორი მანძილებიდან დაავიწყდათ თუ აქაც ანგარიშმა იმოქმედა? რაც ბოლოსკენ ვნახე ერთ აზრს ბადებს: ჩვენი რაგბისტები და ფეხბურთელები ერთად უნდა ვავარჯიშოთ. ფეხბურთელები თამაშის ბოლომდე ჟინის შენარჩუნებას ისწავლიან, ჩვენს რაგბისტებს კი არეკნით ბურთის გატანა არ გამოსდით კარგად :) მოკლედ რომ შევაჯამოთ ამ თამაშებმა კარგიც ბევრი აჩვენა და ნაკლიც რომლებზეც მუშაობაა საჭირო და სჯობს თვალები კარგად გავახილოთ, კარგისათვის შევაქოთ და ცუდისათის შენიშვნა მივცეთ კი არ ვლანძღოთ და ვაგინოთ, როგორც ბევრ ვაი გულშემატკივარს სჩვევია. ალალი შენიშვნით უნდა დავიწყოთ და შექებით დავამთავროთ, ვინაიდან ყველა ადამიანს ბოლო ფრაზა კარგად ამახსოვრდება. ასე რომ მიდით ბიჭებო, თქვენზე უკეთ არავინ იცის სინამდვილეში, რა ხარვეზები გაქვთ, თქვენ შეძლებთ შეცდომები მინიმუმადე დაიყვანოთ (თორემ უშეცდომოდ მოთამაშე გუნდები მე უბრალოდ არ მინახავს) და ბოლომდე ბრძოლით შედეგი დადოთ. წარმატებები ყველას. ფეხბურთელებზე ვწერ თითქოს, მაგრამ ქართველო სპორტსმენებო ყველას გეხებათ თქვენსავით ჩვენი გახარება არავის შეუძლია.

• tngh

სამწუხაროა, მაგრამ უმდურობა და დაუნახაობა საქართველოში, ზოგიერთებისთვის უკურნებელ სენად გადაიქცა. ზოგიერთებს, თვითდამკვიდრება მხოლოდ კრიტიკით, დაუნახაობით, უმადურობით და ბოღმა-შურით სურთ. დღევანდელი შედეგით და თამაშით კი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მხოლოდ ქებას იმსახურებს. კიდევ ერთხელ გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!!!

• Bajo

Oda ravqnat davsajot es xalxi vinc maze fiqrobs.kritikosebs ra gamolevs am qveyanas hi sabac kanalizacia prezidenti xfeba

• გელა ნუგზარაშვილი

ეს ღლიცინი რას ნიშნავს. რამე ახალი ტერმინია?

• COBRA

ააააა კაცი! არგუმენტებია ქვას გახეთქავს,თურმე კაზახეთის ნაკრები ჯუჯა არ ყოფილა საფეხბურთო თვალსაზრისით,ისე გიბრალტარზე რას იტყვი? სომხეთსა და მაკედონიას რომ მოუგო მიყოლებით თუ ფიფას რეიტინგში ვართ ამ გუნდებზე წინ ჩვენ ან კაზახეთი.

• ალექსანდრე

1. პროგრესი აშკარაა; 2. იმ ფსკერიდან, სადაც ჩვენი ფეხბურთი იმყოფებოდა (იმედია ეს წარსულს ჩაბარდა სამუდამოდ) ამომობებღება/ამოყვინთვა ზუსტად რომ იმავე ფსკერზე მყოფების ძლევით უნდა დაიწყო; 3. ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ, ფეხბურთს!!! და შემდგომში, სულ მშრალზე და სულ ყველა თამაშს რომ ვერ მოიგებენ, ცხადია, მაგრამ ეს ფუხბურთი ითამაშონ და ვინ ოხერი იქნება საყვედურის მთქმელი....; 4. ამ თავდადებით და მონდომებით თუ გააგრძელეს ვარჯიში/თამაში, შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება აუცილებლად; 5. და ბოლოს ეს შანსი, რომელიც გვაქვს, არა მხოლოდ იმიტომ არის გამოსაყენებელი, რომ სანატრელ ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ, არამედ იმიტომაც, რომ იქ მოხვედრით ირიბად ისევ ფეხბურთის განვითარებას შეეწყობა ხელი - ბიჭები უკეთეს გუნდებში წავლენ, კლასს აიმაღლებენ და ა.შ. ... ასე მვფიქრობ მე. პ.ს. მე რაგბის გულშემატკივარი ვარ პირველ რიგში, მაგრამ ფეხბურთში კი არა, კრიკეტში რომ შედეგებს მიაღწიოს საქართველომ იმას დავუჭერ მხარს და ვუგულშემატკივრებ

• lasha

მსგავის ანომალია ჯერ არ წამიკითხავს ჟურნალისტი ასე დაუფარავად ლანძღავდეს მკითხველს და სუსის მაღალჩინოსანივით მუქარის ტონში საუბრობდეს განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ ჯერ არ მოვსწრებივარ :) ის რომ გულშემატკივარს მეტი უნდა არ ნიშნავს რომ რამეს ვერ ხედავს და ვერ აფასებს. ან რა ლოგიკასთან საღ აზრთან უნდა ქონდეს საქმე როცა ვაისი 2 წელიწად ნახევარი თამაშ მოუგებელი იყო და მაინც კმაყოფილი იყო ფეხბურთის ფედერაცია და ზოგიერთი ვაი ჟურნალისტი მისი მუშაობით. ვაისის ერთადერთი დამსახურებაა ის რომ ნაკრები არის ერთიანი. და კომფლიქტები არ იჩენს თავს. დანარჩEნი მერე გამოჩნდება, ჯერ-ჯერობით ნაკრებს არაფრისთვის მიუღწევია. საჭიროა გასვლა ჩემპიონატზე, ეს იქნება შედეგი. თუმცა ვერ მიღწევის შემთხვევაში ამგვარი ჟურნალისტების პათოსი იქნება ასეთი- რა ექნა ვაისს მაღალი კლასის ფეხბურთელები არ ყავდა და გოლს თვითონ ხომ არ გაიტანდაო :)

• Haizenberg

ძალაინ კარგი სტატიაა! არც პესიმიზმი ვარგა და არც გადაჭარბებული ოპტიმიზმი. რამენაირად უნდა ვისწავლოთ ქართველებმა, რომ შავი და თეთრი ფერის გარდა სხვა ფერებიც არსებობს

• გია-11

კარგი წერილია, ყველა სიტყვას ვეთახმები.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..