ესპანეთში საკლუბო ფეხბურთის უმთავრესი დაპირისპირების დრო მოვიდა - კვირას "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკოა" - ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონა" ხულიენ ლოპეტეგის "რეალს" მასპინძლობს.

"რეალის" ახალმა თავკაცმა აქამდეც ძლივს მოაღწია და თუ კატალონიაში წააგებს, შეუძლია ჩემოდნები ჩაალაგოს და მშობლიური ბასკეთის გზას გაუდგეს.

ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად "ელ კლასიკოს" ლიონელ მესის გარეშე უნდა ვუყუროთ - ლეომ "სევილიასთან" მატჩში ხელზე ძვალი მოიტეხა და ვერაფრით ვერ ითამაშებს "რეალის" წინააღმდეგ.

არადა, კლასიკო ისედაც გაღარიბებულია სუპერვარსკვლავებისგან, რადგან "სამეფო კლუბი" დატოვა და ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა კრიშტიანო რონალდო. ასე რომ, "კამპ ნოუზე" სხვა ხალხის ჟრიამული" იქნება - მესის არყოფნაში, "ბარსას" ლიდერობა საკუთარ თავზე ფილიპე კოუტინიომ უნდა აიღოს, "რეალში" კი ასეთი კანდიდატი ისკოა.

სტუმრებს მწვავედ ლუის სუარესი შეუტევს, ხოლო გარეთ ბეილი კონტრშეტევებზე შეეცდება "ბარსას" გამწარებას.

"ბარსას" პრობლემა მხოლოდ მესი არ არის - გუნდს არ ეყოლება არც სამუელ უმტიტი და თომას ვერმალენი. ასე რომ, დაცვის ცენტრში ჟერარდ პიკეს, რომელიც ბოლო დროს ბევრ დროს საკუთარ ბიზნესს უთმობს და მოედანზე უხეში შეცდომები მოუმრავლდა, კლემან ლონგლე შეუწყვილდება. "რეალს" არ ეყოლება დანი კარვახალი და არც ჩემპიონთა ლიგაზე დაშავებული მარსელო.

"ბარსელონა" კლასიკოს პირველ ადგილზე ხვდება 18 ქულით, თუმცა იდეალურად საქმე არც ერნესტო ვალვერდეს აქვს. კატალონიელები 4 ქულით უსწრებენ "რეალს", რომელიც ლა ლიგაში მეშვიდეა და ისეთი კლუბები უსწრებენ, როგორიც "ალავესი", "ესპანიოლი" და "ვალიადოლიდია". ხულიენ ლოპეტეგი ლიგაზე "პლზენის" დამარცხებამ იხსნა და მან სკამი "ელ კლასიკომდე" შეინარჩუნა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ჟორდი ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - სერხი რობერტო, ლ. სუარესი, კოუტინიო

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოსოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ისკო

ფაქტები

"ბარსელონამ" ბოლო 36 საშინაო მატჩიდან (ლა ლიგაში) 32-ში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.

ოფიციალურ მატჩებში სულ 237 კლასიკო ჩატარდა, რომელთაგანაც 95 "რეალმა" მოიგო, ხოლო 92 "ბარსელონამ". ბურთების სხვაობა 401:386-ია "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ.

"ბარსელონამ" შინ 61 ოფიციალური კლასიკო მოიგო.

ამხანაგურ მატჩებსაც თუ დავუმატებთ, "რეალს" კლასიკოებში 1 მოგება აკლია 100-მდე.

ყველაზე დიდი ანგარიში 1943 წელს დაფიქსირდა, როცა კოპაზე "რეალმა" "ბარსა" 11:1 გაანადგურა.

ლიონელ მესიმ "რეალს" კარიერაში 26 გოლი გაუტანა.

მესი კლასიკოების ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირია, 18-18 გოლი ალფრედო დი სტეფანოსა და კრიშტიანო რონალდოს აქვთ.

ლა ლიგის კლასიკოების გოლებით პირველზე მესია - 18, მეორეზე დი სტეფანო - 14, მესამეზე სესარი - 12.

ყველაზე მეტ კლასიკოში მანუელ სანჩისმა ითამაშა - 43.

სერხიო რამოსი მონაწილეობით ლიონელ მესის გადაუსწრებს 39-ე მატჩს ითამაშებს და მოქმედ ფეხბურთელებში პირველ ადგილზე გადავიდა.

ლა ლიგა. X ტური

პარასკევი, 26 ოქტომბერი

ვალიადოლიდი-ესპანიოლი 1:1

გოლები: 0:1 ბორხა იგლესიასი (20), 1:1 დანიელე ვერდე (90+1)

შაბათი, 27 ოქტომბერი

ჟირონა-რაიო ვალეკანო 15:00

ბილბაო-ვალენსია 18:15

სელტა-ეიბარი 20:30

ლევანტე-ლეგანესი 20:30

ატლეტიკო-სოსიედადი 22:45

კვირა, 28 ოქტომბერი

ხეტაფე-ბეტისი 15:00

ბარსელონა-რეალი 19:15

ალავესი-ვილიარეალი 21:30

სევილია-უესკა 23:45

ბომბარდირები: 8 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ანდრე სილვა (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს