იშვიათია ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიული კარიერა ერთ კლუბში აქვს გატარებული. ასეთები საქართველოშიც თითებზე ჩამოსათვლელნი არიან და ერთ-ერთი მათგანი ლაშა ჩიკვაიძეა, საჩხერის "ჩიხურას" 29 წლის მცველი. ზემოიმერულ კლუბს ის 2008 წელს შეუერთდა.

"იქამდე სხვა კლუბის ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი, "ჩიხურა" კი ერთადერთი კლუბია, რომლის ღირსებაც უმაღლეს ლიგაში დამიცავს. 19 წლის ვიყავი, სოსო ფრუიძემ რომ შემომთავაზა "ჩიხურაში" თამაში და ბევრი არ მიფიქრია. ამ ათი წლის განმავლობაში ერთად ბევრს მივაღწიეთ - ჯერ უმაღლეს ლიგაში გადავედით, მერე ევროტურნირებს გავუგეთ გემო, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ, მოვიგეთ საქართველოს თასი და სუპერთასი, გავხდით ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები."

რამდენიმე დღის წინ ლაშამ "ჩიხურას" მაისურით მე-300 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

"ეს მართლაც შესანიშნავი მაჩვენებელია. დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდით მედგა და მამხნევებდა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, თანაგუნდელებს და გულშემატკივარს. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი."

საინტერესოა, რამ განაპირობა ის, რომ ჩიკვაიძეს ამ ათი წლის განმავლობაში კლუბის შეცვლა არ გადაუწყვეტია.

"ჩიხურაში თავიდანვე თბილად მიმიღეს და ადაპტაციაც არ გამჭირვებია. თბილისში ვარ დაბადებული, მაგრამ დედით საჩხერელი ვარ, საჩხერეში სახლიც მაქვს და ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, ადგილობრივი ფეხბურთელი ვარ. ასეთ დროს სხვაგან წასვლის სურვილი ძნელად გიჩნდება."

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ჩიხურას" ვიცე-კაპიტანი არ გამორიცხავს, რომ კარიერის დარჩენილი წლებიც საჩხერულ კლუბს მიუძღვნას.

"ფეხბურთის თამაშს კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ და სრულიად შესაძლებელია, კარიერა აქვე დავასრულო. "ჩიხურასთან" არაერთი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს და გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენს ერთგულ ქომაგებს კარგად გასახსენებელი მატჩები ვაჩუქო."

რაც შეეხება სამომავლო მიზნებს "ჩიხურასთან" ერთად, ლაშა იმედოვნებს, რომ ამ სეზონში მისი გუნდი კვლავ შეძლებს ევროსაგზურის მოპოვებას და "ჩიხურა" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისევე გაახარებს ქართველ გულშემატკივრებს, როგორც ეს თურქულ "ბურსასფორსა" და ებრაულ "ბეითართან" დაპირისპირებებში შეძლო. ქართული ტიტულებიდან კი ჩიკვაიძის კოლექციას მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა აკლია…

მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით

kaxa
ეჰ!რაგინდა რომ თქვა. დიდი მიღწევაა!
Ki
Dabali donea xhirad igineba abave drops yazrod!
გიორგი
უჰ, შემეშალა. გელა რა შუაში, მიდი ლაშა! თუ ჯაბა..
გიორგი
მიდი გელა!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ჩიხურა-დინამო(თბ) 2:1 - დაბრუნებაც ასეთი უნდა! [VIDEO]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?
ეროვნული ლიგა. XXI ტური: "ჩიხურა" "შუქურასთან" მარცხს გადაურჩა
ალტახი-ჩიხურა 1:1 - ძველი კალაპოტით [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ჩიხურა-შუქურა 1:1 - შანსი დარჩა შანსად
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს