ერთა ლიგა იმთავითვე სასიამოვნო ტურნირია იმით, რომ ყოველთვიურად თამაშებით გვანებივრებს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სტუმრად ანდორის ნაკრებს დაუპირისპირდება და 19 ნოემბერს თბილისში ყაზახეთის ნაკრებს მიიღებს.

ორი კვირით ადრე კი ნამდვილად ის დროა, ჩვენი ტრადიციული სტატია დავწეროთ ნაკრების ერთგული ქომაგისთვის, რომელთაც "ჯვაროსნებთან" ყოფნა სურთ გასვლით მატჩებზე.

1. მგზავრობა

ანდორას საკმაოდ პატარა აეროპორტი აქვს. აქ დიდი თვითმფრინავები ვერ სხდებიან. შესაბამისად, წამსვლელები იდეალურ ლოკაციად ბარსელონას თვლიან, თუმცა არჩევანი შეგიძლიათ ხირონაზე, ტულუზაზე ან ლიელდაზე გააკეთოთ.

იაფად ფრენისთვის ბარსელონას ელ პრატის აეროპორტი ყველას ჯობია. ჩემი გზაც სანაკრებო თამაშზე კატალონიის დედაქალაქში გადის. პირდაპირ რეისს არ გირჩევდით ორი მიზეზის გამო: ძვირია და არასასურუველ დროებშია ფრენა, რაც დამატებით ხარჯებთან ასოცირდება.

თბილისი-სტამბული-ბარსელონა-თბილისი, ორმხრივი ფრენა დაახლოებით 200 ევრო დაგიჯდებათ. დამოკიდებულია, რომელ რიცხვებში გადაწყვეტთ ფრენას.

მეორე ვარიანტია ქუთაისი-რომი-ბარსელონა-ქუთაისი. ეს მოგზაურობა 125 ევრო დაგიჯდებათ, ცოტა ხანგრძლივი გადაჯდომა და ორი კომპანიის გამოცვლა. რა თქმა უნდა არსებობს პირდაპირი ფრენებიც, მაგრამ ისინი უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

გაითვალისწინეთ, ფასები ცვალებადია.

რაც შეეხება ბარსელონა-ანდორას. მატარებლით გადაადგილება დაახლოებით 24 ევრო ჯდება, ავტობუსით - 28 ევრო. თუმცა ქალაქში უფრო იაფი ვარიანტების ნახვაც არის შესაძლებელი ან ევროპაში ხართ და უბრალოდ blablacar-ს გამოიყენებთ.

რაც შეეხება გზას, დაახლოებით სამი საათია საჭირო.

2. სასტუმრო

ანდორაში ამ დროს ტურისტული სეზონი იწყება და სასტუმროების 80 პროცენტი დაჯავშნილია. ყველაზე იაფი ვარიანტი 21 ევროდან იწყება.

3. კვება

თუ რამდენიმე საერთაშორისო საიტს დავეყრდნობით, ანდორაში იაფი კვებისთვის დღიურად 13 ევრო საკმარისია - ამაში ითვლება მაღაზიაში ნაყიდი პროდუქცია ან სწრაფი კვება.

ხოლო, თუ კაფეებზე გააკეთებთ არჩევანს, 25 ევროა მინიმალური თანხა, რაც შეიძლება გეყოთ.

4. შიდა გადაადგილება

ანდორა, იმის მიუხედავად, რომ მცირე ზომის ქვეყანაა, 8 ავტობუსის ხაზი აქვს და ფასები 1.30 ევროდან 5.50 ევრომდე მერყეობს.

რაც შეეხება ტაქსის ფასებს, ქვეყანაში კატეგორიები სამ ტარიფადაა დაყოფილი:

1.09 ევრო/კმ

1.30 ევრო/კმ

2.50 ევრო/კმ

ამას ემატება ტაქსიში გატარებული დროის ღირებულება. ერთი საათი 18.45 ევროა.

5. სტადიონი

შეხვედრა ანდორის ცენტრალურ სტადიონზე, "ესტადიო ნაციონალზე" გაიმართება, რომელიც 3 306 ადამიანს იტევს და ამავდროულად, ქვეყნის სარაგბო სტადიონიცაა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები ჯერ გაყიდვაში არ არის, თუმცა, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, საშუალოდ 10 ევრო იქნება.

6. სრული ხარჯი

საბოლოო ჯამში, ეს მოგზაურობა არცთუ ისე იაფია, თუმცა, თუ ფეხბურთი გიყვარს და ფინანსები ოდნავ მაინც გიწყობს ხელს, ნამდვილად ღირს. თქვენ ამ ყველაფრისთვის 250 ევროდან 300 ევრომდე დაგჭირდებათ.

ხოლო, თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ 19 ნოემბერს "დინამო არენაზე" ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გელოდებით.

მიშა
კარგი სტატიაა. მადლობა ავტორს!

"მატჩზე დასასწრები ბილეთები ჯერ გაყიდვაში არ არის," - ჯერ არ იყიდება, ასე აჯობებს.
აჩი
ვიზა ხომ არ არის საჭირო?
georgian
სასარგებლო სტატიაა, რამაც ბევრს შეიძლება გადააწყვეტინოს ნაკრების გასვლით თამაშებზე სიარული.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ცნობილი გახდა ანდორისა და საქართველოს ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები
ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა
10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
დავით ხოჭოლავა: ამით კატასტროფული არაფერი არ მომხდარა
ოთარ კაკაბაძე: გავაანალიზებთ შეცდომებს და ვიმუშავებთ გამოსწორებაზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ