10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ფლორენციაში ტესტ-მატჩში იტალიასთან 17:28 დამარცხდა.

ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრებს „არტემიო ფრანკიზე“ დიდი ბრძოლა გაუმართეს, ორი ლელო გაუტანეს და ერთი ამდენის გატანის შანსი ხელიდან გაუშვეს. „აძურიმ“ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა, რასაც მაღალ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილებაც დაემატა და საბოლოოდ 11 ქულის სხვაობით იმარჯვა.

რადგან ამ თამაშს დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, მონდომება და თავდადება არცერთ გუნდს დაუკლია. მეტოქე გვჯობდა დერეფანსა და მოლში, ჩვენ შერკინებაში გვქონდა უპირატესობა და დასკვნით 20 წუთში იტალიელები თავის ნახევარზეც გამოვკეტეთ, მაგრამ მოსაგებად ორი ლელო რომ გვინდოდა ჯარიმები კარში აღარ ვურტყით, თორემ სხვაობა კიდევ უფრო მცირე იქნებოდა.

ზემოთნახსენები უნებლიე შეცდომები სწორედ მაღალი დონის თამაშების ნაკლებობის გამოძახილია, რისი დეფიციტიც ნელ-ნელა, თუმცა მაინც ივსება. ბორჯღალოსნები განვითარებისთვის უფრო მეტ ასეთ თამაშებს იმსახურებენ და შორს ნამდვილად არაა ის დღე, როდესაც ჩვენი გუნდი წამყვანი სარაგბო ქვეყნის ნაკრებთან გამარჯვებას იზეიმებს.

მატჩის მეორე ტაიმში კიდევ ერთი საინტერესო მომენტი დაფიქსირდა - შეცვლების შემდეგ ჩვენებმა თამაშს უმატეს და დასკვნითი 20 წუთი სწორედ ამის გამოძახილი იყო, რაც ქართული რაგბის მზარდი პოტენციალის კიდევ ერთი დასტურია.

მადლობა ათასობით ქომაგს

ბორჯღალოსნების ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ერთად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, რომლის ჩანაწერი ფლორენციაში გაიგზავნა და ბორჯღალოსნებმა ის თამაშის წინ იხილეს. თბილისის ცენტრში შეკრებილმა გულშემატკივრებმა ბორჯღალოსნების თავდადებული ბრძოლა დიდ ეკრანზე იხილეს და მიუხედავად მანძილის სიშორისა, ბოლო წუთამდე ქომაგობდნენ ჩვენს ბიჭებს. ამ არაჩვეულებრივი ზეიმის მოწყობისთვის დიდ მადლობას ვუხდით პირადად მათ და ამ აქციის ორგანიზატორებს - ქართული რაგბის ოფიციალურ ლუდს „აისი“-ს და თბილისის მერიას.

უშუალოდ ფლორენციაში საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 10 ათასზე მეტი ქართველი ქომაგი ჩავიდა, რომლებმაც მასპინძლების მოედნის უპირატესობა ნაწილობრივ გააბათილეს. ქართული დროშების ფერებში მოხატულმა, ჩვენი ეროვნული დროშებით აღჭურვილმა ქომაგებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვეს სარაგბო სამყაროში და მთელს მსოფლიოს დაანახეს, როგორ უყვერთ რაგბი ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.

პირველი ტაიმი

მატჩის წინა, სახელმწიფო ჰიმნებმა ცხადყო, რომ გუნდები სამკვდრო-სასიცოცხლო რკენისთვის ემზადებოდნენ და მოტივაცია არავის აკლდა. სასტარტო ნერვიულობის ფონზე სამი შეცდომა დავუშვით, რასაც მე-9 წუთზე ჯარიმა მოყვა და ტომაზო ალენმა ახლოდან ანგარიში გახსნა. პასუხად მე-14 წუთზე ფაზები ავკინძეთ, ორჯერ შევძელით უპირატესობის ხაზის გადაკვეთა და ორივეჯერ ჯარიმის უპირატესობა მივიღეთ, რის შემდეგაც კარში დარტყმის ნაცვლად ბურთი მეტოქის 22-ში, აუტში გადავიტანეთ. მოლს ჯაბა ბრეგვაძე მოწყდა და დაარტყა, ამას მორკინალთა ორი სამეულის დარტყმა მოყვა, რაქიდან იერიშში თამაზ მჭედლიძე ჩაერთო, რომელმაც ხაზი გაჭრა, იტალიელთა დაცვის ბოლო ეშელონი ბრძოლით გადალახა და ლელოთი დაგვაწინაურა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა - 7:3 ჩვენს სასარგებლოდ.

იტალიელებმა ტემპს უმატეს, ბურთის ფრთებზე ჩათამაშებით 12 ფაზა გადააბეს, რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს და მიკელე კამპანიაროს ლელო ალენმა გარდასახა. 25-ე წუთზე იტალია შერკინებაში დავაჯარიმეთ და მათიაშვილს წონასწორობის აღდგენის შანსი ჰქონდა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. მალე გიორგი ცუცქირიძე მეტოქეს ჰაერში ეთამაშა და სინბინით დაისაჯა, რიცხობრივი უპირატესობა კი მეტოქემ 8 ქულად აქცია.

თავდაპირველად იყო ეპიზოდი, როდესაც ლაშა ლომიძემ შემტევი მომაკვდინებელი ბოჭვით ზედ ლელოს ხაზთან გააქვავა, ხოლო მომდევნო მომენტი გლენ ჯექსონმა ვიდეო-რეფერიზე გადაამოწმა და ლელო სამართლიანად გააუქმა. მასპინძლებმა ფრთებზე მეტობა კიდევ რამდენჯერმე შექმნეს, თუმცა თავგანწირული დაცვით მეტოქეს 20-ფაზიანი შეტევის შემდეგ ლელო არ გავატანინეთ და ისიც იძულებული გახდა ჯარიმით აღებულ 3 ქულას დასჯერებოდა. მაგრამ ტაიმის მიწურულს იტალიამ მოახერხა უპირატესობის გამოყენება და მატია ბელინის მიერ ალამთან გატანილი ლელოს წყალობით ტაიმი 18:7 მოიგო.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი კვლავ მასპინძლების შეტევებით დაიწყო, მათ სწრაფად გაათამაშეს ბურთი და მესამე ლელო მიითვალეს. პასუხად ასევე ხელდახელ შევუტიეთ და მჭედლიძემ ფრთაზე მერაბ შარიქაძე გააქცუნა, ის 5-მეტრიან წყვეტილთან შეაჩერეს, მორკინალების დარტყმას ჯარიმა მოყვა, დერეფანს მოლი, მაგრამ წინსვლა ვერ მოხერხდა. 51-ე წუთზე იტალია შერკინებაში ერთხელაც დავაჯარიმეთ და მათიაშვილმა 40 მეტრიდან გაიტანა.

ტაიმის შუაში მოედნის ცენტრში დავკარგეთ ბურთი, რასაც სწრაფი კონტრშეტევა და ალენის ლელო მოყვა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა 43-ე წუთის შემდეგ, როდესაც იტალიამ ჩვენს ლელოსთან მიახლოვება მოახერხა. დარჩენილი დრო სრულად მეტოქის ნახევარზე, შეტევებში გავატარეთ და რომ არა პატარ-პატარა შეცდომები, 7-ზე მეტი ქულის აღება შეიძლებოდა. ის 7 ქულა 62-ე წუთზე ავიღეთ, როდესაც ხაზი გიორგი ცუცქირიძემ გაჭრა, მათიაშვილმა და ბექა გორგაძემ ბურთი სწრაფად ჩაათამაშეს გიორგი კვესელაძემდე, მან ბოლო მცველი აიყვანა და ბექა ბიწაძე ლელოს აუცილებლად დადებდა, მაგრამ ტომაზო ბენვენუტიმ ჯერ კიდევ ბურთის მიღებამდე შებოჭა. ეს ვიდეო რეფერიმ დააზუსტა და იტალია 7 საჯარიმო ქულით, ხოლო ბენვენუტი ყვითელი ბარათით დაისაჯა.

67-ე წუთზე სხვაობის კიდევ უფრო შემცირება შეიძლებოდა, თუმცა კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმა დერეფანში გადავიტანეთ და მერე დავჯარიმდით. მალე ხაზი გორგაძემ გაჭრა და ბურთი შალვა სუთიაშვილს გაატანა, რომელიც ლელოში გელა აფრასიძეს უშვებდა, თუმცა მას ოვალი წინ დაუვარდა. დარჩენილი დროც შეტევებში, თუმცა უქულოდ გაილია და საფინალო სასტვენმა ურთიერთშეხვედრებში იტალიის მეოთხე გამარჯვება დააფიქსირა, საბრძოლო ანგარიშით - 28:17.

ახლა ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და თიბისი რაგბის სერიების მომდევნო ორ თამაშს თბილისში გამართავენ : 17 ნოემბერს „ავჭალაზე“ სამოასთან და 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით

ლაშა
ძალიან სამწუხარო რეალობაა,მაგრამ ნათლად გამოჩნდა,რომ ექვსი ერი ძალიან შორს არის ანუ ბევრი სამუშაო გვაქვს.იტალიასთან უშანსოდ წავაგეთ და დანარჩენ ექვსი ერის წევრებთან ვერაფერს ვერ ვიზამთ.

შენ ეტყობა მისამართი შეგეშალა. ფეხბურთი როგორც გიყვარს და მიხედვას მოახერხებ, პათოსზე გეყობა. რაგბი არ მორჩენილა და არც მორჩება.
daviti
სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის თავკაცობაც შესაცვლელია... უკვე კარგა ხანია.
siko
პირველი ნიშანი იმისა, რომ ნაკრებში რაღაც რეგრესის მსგავსი ხდება, იაპონიასთან თამაშისას გამოჩნდა. რაც შეეხება იტალიასთან თამაშს, გამოჩნდა რომ 6 ერის უპირობო აუტსაიდერთან არანაირი შანსი იმისა, რომ მოგვეგო არ ჩანდა, მხოლოდ იმედი. ამდენად, საქართველოს ნაკრებს ჯერ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ 6 ერზე ქონდეს პრეტენზია. ეს საკითხი გუშინდელმა თამაშმა დიდი ხნით გადაწია. ეს იგივეა, რაც ჩვენი ქვეყნის მიღება ნატოსა და ევროკავშირში.

ძმებო დამიჯერთ, მართლა შეგვიძლია მეტი და იმიტომ გვწყდება გული. ძალიან გულიანი და პროფესიონალი ბიჭები გვყავს. დღეს ვნახე აეროპორტში ნაკრები და მერწმუნეთ ძალიან უყვართ გულშემატკივარი და მართლა მათვის იკლავენ თავს. გავუფრთხილდეთ, გვერდში დავუდგეთ და შედეგიც იქნება
ვაი შენს პატრონს
შეგეშალა ჯიგარ...ფეხბურთის გვერდი სხვაგან ეძებე!!!
ბენო
რეზო, კი
rugby
სად ჩანდა მომზადება, წვრთნა,
მთ
ამას ჯობდა რაგბი ეთამაშათ და თუგინდ დიდი ანგარიშით წაეგოთ
Ggg
რატო აღარ უნდა მოვითხოვოთ 6-ერი ვითომ? რა გაგვანადგურა იტალიამ, თუ რა? ჩვეულებრივი სათამაშო ანგარიშით წავაგეთ ჩვენივე შეცდომებით, თანაც გასვლაზე და ამდენი ტრამვირებული მორაგბით. აი თბილისშიც თუ უშანსოდ მოგვიგო იტალიამ მერე შეიძლება ვთქვათ რომ არ ვართ მათი დონე.
ქართველი
ოკ, მორჩა ხო რაგბი? აწი აღარ შეგვაწუხებთ ტირილით როგორ არ გვიშვებენ ექვს ერში, როგორ გვიჩაგრავენ გმირებს და ვაჟკაცებს. დავისვენებთ აწი და მივხედავთ ფეხბურთს
roma
დავიწყოთ იქედან,რომ თავმოყვარეობა არა გვაქვს,უკვე ოთხი მატჩი ჩავატარეთ იტალიასთან და ოთხივე იტალიაში,რას ნიშნავს ეს?ამაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია,ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის რეალობა,რის წინაშედაც დღეს ვდგავართ:ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების დონე უკვე მერამდენე წელია უკან-უკან მიდის,ანუ კი არ ვითარდებით არამედ უკუსვლა გვაქვს,ამ მომენტისთვის საქართველოს შეუძლია მოუგოს რუმინეთმაც,რუსეთმაც და ესპანეთმაც,სხვებზე აღარაფერს ვამბობ.ასე,რომ სასწრაფოდ გადამჭრელი ზომებია მისაღები,თორემ 6 ერში კი არა,სადაც ვართ იქედანაც გამოვარდებით და ბოლოს ჩვენ მხოლოდ ტრაბახი შეგვიძლია უმაღლეს დონეზე.
გუსანი
ჰიმნის შესრულებიდან დავიწყეთ წაგება....დავიჯერო რამდენიმეს მაინც არ აქვს სმენა? ვარჯიში ნამდვილათ აკლიათ.მართალია ფეხბურთელებს ერთი თავით ჯობიან,, იმათ ტექსტიც კი არ იციან, სასურველია უკეთ იმღერონ...თამაშის ანალიზს პროფესიონალებს მივანდობ....
რეზო
რაგბს უყურებ საერთოდ ბენიამინ?

მილტონ რას გვერჩი? რა სტრატეგია და ტაქტიკა გქონდა იტალიასთან რომელიც ჩვენზე სწრაფი და მობილურია. სად გაქრა ჩვენი კოზირები - შერკინება, მოლი, ბევრი შებოჭვა და დაცვაში მყარად დგომა. ხელით თამაშზე ვიმუშაოთ ხომ არ ნიშნავს რომ რაც ვიცით და გამოგვდის ის დავკარგოთ? წაგებას დავანებოთ თავი - სად იყო რაგბის თამაში ჩვენი შესრულებით, უპირატესობის მოპოვებაზე მუშაობა, ცდები რომ მათ ნახევარზე ვიყოთ, ნაბიჯნაბიჯ ლელოსკენ ასვლა . . . ცოდვები არიან ბიჭები - ძალიან დაბნეულები მომეჩვენნენ, თითქოს არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. რომ დავიჩემეთ 6 ერი - 2015 წლის გუნდი მართლა შეეძლო იტალიას გამკლავებოდა და მაინცდამაინც ახლა შევხვდით სრულიად გადახალისებული შემადგენლობით. გუნდის განახლებაო და ამ 2 წელში რა გაკეთდა აბა ამისთვის? ლობჟანიძე მთელი ეს პერიოდია არ არის ფორმაში და ჯიუტად რომ აყენებს ძირითადში იქნებ სხვაც გაზრდილიყო ამ დროში (აფრასიძე კარგია მაგრამ ჯერ მარტო ვერ გაწვდება მთელ თამაშს). მუხტი არ იგრძნობა და ძალა გუნდის ეს არის ყველაზე ცუდი. არ ვიცი რა, მგონი ძალით გვიკეთებენ - ეს შარშანდელი გუნდიც კი აღარ არის და დღევანდელი თამაშის შემხედვარე (ჩვენი თამაშის და არა წაგების გამო) უკვე თბილისის მატჩების მოგებაც მეეჭვება.
ara
არა, ნაცების ჰიმნით არ გვეღირსება ჩვენ გაბრწყინება.
Give
სიტყვები ტონი და ყველაფერი შენ უნდა შეარჩიო მაქეთ, კიდე რბილად გეუბნები რაც სათქმელია იმას, თქვენნაირი მასა ვერ უნდა ბედავდეს სპორტზე ხმის ამოღებას საერთოდ.
პაატა
იქნებ ვინმემ დაწეროთ ავსტრალიელ მწვრთნელებამდე ვინ იყვნენ ჩვენი შერკინების მწვრთნელები, ძალიან მადლობელი დაგრჩებით! ასეთი უკუსვლა შერკინებაში ჩვენ რომ გვაქვს მართლა გაუგებარია, თან ეს დღეს არ დაწყებულა, თითქმის 2 წელია ნაბიჯ-ნაბიჯ "მივიწევდით" ამისკენ, რა უბედურებაა ეს რა არის?! ისე სიმართლეს გაუმარჯოს და 5-6 წელიო რომ დაგვიწერეს 6 ერზე, ალბათ ეგ ის პერიოდია ჩვენი 20 წლამდელები რომ დავაჟკაცდებიან და ზუსტად ეს იტალია იქნება ვისაც მაგრად გადაუვლიან, და არა მარტო იტალია! მთავარია დროულად დაიწყოს ცვლილებები, ფედერაციის ხელმძღვანელობა ვეღარ ქაჩავს ფაქტია, მთავარ ნაკრებს ახალი ხელი სჭირდება და ა.შ. სამწუხაროდ გასული მსოფლიოს მერე დაიკარგა 3 წელი, მსოფლიოს წინ ნაკრების თამაშის მნიშვნელოვანად გაუმჯობესება ძალიან რთული იქნება. ეგება ვცდებოდე და ჰეიგს რამე გეგმა ქონდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება...დღეს იტალიის მწვრთნელმა ფაქტია რომ აჯობა. წარმატებები ჩვენს ნაკრებს და მის ერთგულ გულეშემატკივარს!!!
გიორგი
რა შერკინება ჩავაჰდეთ? თამაში თუ გესმის საერთოდ?
მამუკა 5
ერთი გამოსავალია, ალტერნატიული ტურნირი! ფიჯი, სამოა, ტონგა, იაპონია, საქართველო, რუმინეთი! ზუსტად სამი სეზონის შემდეგ იტალიასთან თამაშს აღარც ვიკადრებთ! სხვანაირად წინ ვერწავალთ რაცარუნდა მწვრთნელი ვცვალოთ და რა ინფრასტრუქტურაც არუნდაშევქმნათ!
გიორგი
ეს თამაში წააგო მილტონმა. აშკარად ჯობდა კვესელაძე, ჩილაჩავა სუთიაშვილი მანამდე განოეყვანა. კვესელაძე 25წუთი ათამაშა და ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი დადო. ცვლილებები დააგვიანა. ის რომ შერკინება სრულად ჩავაგდეთ ბიჭების ბრალია მარტო? მოლები ვისი ბრალი იყო? ცოტა ხნის წინ შეიცვალა შერკინების ტრენერები და შედეგი სახეზეა. სრული რეგრესი ჩვენი კოზირის. დაცვის მრწვრთნელი საერთოდ გაუნათლებელია. რისთვის წაიყვანა ამჟანდაძე საერთოდ? რატო ათამაშებს ლობჟანიძეს საწყისში სათამაშო დრო საერთოდ არ აქვს კლუბში. ახალგაზრდებმა ითამაშეს მარტო.
1111
რეიტინგი ცუდი შეფასებაა გუნდების სიძლიერეზე მეც მაგრად მინდა 6 ერში რომ გამოვდიოდეთ, მაგრა არის ჩვენი ადგილი იქ ჩვენ რომ გვგონია ან თუ გვინდა გვეგონა??? 6 ერს სხვა დონე აქვს მეც იმ აზრის ვარ ალბათ ოპტიმიზმით, მაგრამ ჩვენ რომ იტალიიის შანსი და გაქანება გვქონდეს შეიძლება დღეს უკესი გუნდი ვყოფილიყაფით ვიდრე იტალიიაა, რეალობას თვალი გავუსწოროდ და საქმეს მივხედოთ არა რუმინეთისთვის და რუსეთისთვის არამედ ტოპ გუნდებთან საასპარეზოდ შესაბამისი კონკურენტუნარიანი რესურსის ყოლისთვის.
გიორგი
ნაკრებში, რომ მოთამაშე პასს ვერ აწვდის, ბურთს დაბლა აგდებს და ვერ იჭერს - გინდა მილტონ ჰეიგი დაუნიშნე მწვრთელად, გინდა ანგელა მერკელი და გინდა დონალდ ტრამპი - აზრი არ აქვს. სანამ საკლუბო დონე არ აიწევს და ახალი თაობა არ მოვა ასე იქნება ყოველთვის
გიორგი
რეალური სურათის ნახვა თუ გინდა ორივეს მოედანზე უნდა ჩატარდეს თამაში. იტალია ფლორენციაში შეგვხვდა, აქ ცოცხალი თავით არ ჩამოდის და ქმნის წარმოდგენას რომ თითქოს ორი თავით გვჯობია...
s.s.
ჩვენზე მაღალი დონის გუნდია იტალია, მეორე ტაიმი, რომ იტყვიან ნახევარი ძალით ითამაშეს, ბიჭებმაც ბევრი შეცდომები დაუშვეს, ჩვენ კი როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები გვაქვს.
დათო
ნაკრების მწვრთელიდან რომ იწყებ მსჯელობას, ძირში დაიხედე, კლუბები რა დონისაა? რაც კლეუბების დონეა იმაზ ათი ტავით უკეთ თამაშობენ -ცვალეთ მწვრთელები და იყავით, ადგილზე ტკეპნას ითხოვთ...
დათო
ითხოვთ, რომ ხელით თამაში და ბურთის დაჭერა (არ დაგდება) ნაკრების მოტამაშებ ნაკრების მწვრთელისგან ისწავლოს და ისიც შეკრებების დროს?
ჯუბა
თუ ვინმემ ნახა დღევანდელი მატჩი და არ აღიარა იტალია ჩვენზე უკეთეს გუნდად ცუდია,რადგან იტალიამ შეგვისრულა მაღალ დონეზე, მართალია არც ბიჭებმა დააკლეს, მაგრამ ტაბლო მუშაობს.გამართლდა მათი პროგნოზი, საქართველოს 5-6 წელი დაგვაგვიანდება 6 ერში შესვლა.......მიუხედავათ ამისა მე ამათი მჯერა და ველოდები უმაღლესი დონის მოწინააღმდეგის დამარცხებას
სოსო
ხალხო,რა ყურები ჩამოგიყრიათ?6 ერის გუნდს ვეთამაშეთ,ნახევრად შეცვლილი შემადგენლობით,მათსავე მინდორზე,ნახევარი გუნდი დამტვრეული გვყავს, მეტოქეს კი მხოლოდ ერთი კაცი ჰყავდა ტრავმირებული.მათ შესათამაშებლად ერთი თამაში უკვე ნათამაშევი აქვს,თანაც მათი ნაკრები ძირითადად ორი კლუბის მოთამაშეებისაგან შესდგება და ისედაც იდეალურად ესმით ერთმანეთისა.ასე რომ მათ უკვე მატჩის წინ ჰქონდათ დიდი უპირატესობა.ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა ღირსეული ბრძოლა გაუმართეს მეტოქეს,მაგრამ ეს შეუთამაშებლობა,დიდ სათამაშო წუნთან ერთად გვიარაფრებდა თავდადებას.საბოლოოდ დამარცხების მთავარი მიზეზი ალბათ მაინც დაბალი სათამაშო დისციპლინა და მოლში ძალიან სუსტი თამაში გახდა,აუტებშიც ბევრი შეცდომა დავუშვით და რაქშიც ტრადიციულად ვაგვიანებდით,მატჩის ბოლოსკენ მაინც ეს ძალიან შესამჩნევი გახდა
Joni
ბრძოლა სად იყო, ცოდვილობდნენ ბიჭები
euhh
მელიტინამ წააგოო რომ დაგიჩემებიათ ზოგიერთს,მელიტონას უვარდება ბურტი ხელიდან?რამდენი ბურტიც დაუვარდათ თითქმის იმდენივე ლელო დავკარგეთ....
დიმა
ეს თამაში მილტონმა წააგო!
გელა
იტალია აბა რა გეგონათ? რუსეთი ესპანეთი და პორტუგალია ვისაც ვუგებთ ერთთა თასზე, ისე არიან რაგბში, როგორც ანდორა და მოზამბიკი ფეხბურთში! დაეშვით მიწაზე! რეალობას თვალი გაუსწორეთ!
გია
იტალიამ ჩვენი ადგილი მიგვიჩინა
ვატო
სამწუხაროა მაგრამ რეალობაა რო ეს ბოლო პერიოდი აშკარად ცუდად ვთამაშობთ.გასაგებია რო რამდენიმე წამყვანი ფიგურა გვაკლდა მაგრამ ეგ არ გვამართლებს.ეგრე შეიძლება ერთი ორი კარგი მოთამაშე ყოველთვის დაგვაკლდება მაგრამ ამან არ უნდა იქონიოს თამაშზე დიდი გავლენა.დამწუხაროდ დღევანდელ თამაშში პროგრესი არ ჩანდა არცერთი მიმართულებით.უნდა ვისწავლოთ შეცდომებზე და თუ ღამის ამბიცია გვაქვს უკვე დროა იტალიას და მსგავს ნაკრებებს დამაჯერებლად ვიგებდით.არშეიძლება ყოველთვის იმაზე ლაპარაკი რო რაღაცის ღირსი ვართ და არ გვაძლევენ.თუ ღირსი ვართ ზუსტად მათთან თამაშში უნდა დავამტკიცოთ.ნამდვილად იმედგაცრუებული და ნაწყენი ვარ.ჩვენ მეტი გვინდა მითუმეტეს ამის რესურსი გვაქვს
ბენიამინ
რეგრესი სახეზეა მეოთხე თამაშია.. აუტები მერამდენე წელია პრობლემა რჩება... რაქი პრობლემაა.. ხელდახელ პრობლემაა.. მესმის რომ კარგი კაცია, რომ საქართველო უყვარს, ვენაცვალე გულში და ეგ ყველაფერი, მაგრამ არ შეუძლია მეტი, და ვერაფერს იზამს. შევრცხვებით მსოფლიოზე ესეთი თამაშით. მილტონამ თავისი როლი ამოწურა ჩვენს ისტორიაში, აგვიყვანა ამ სიმაღლეზე, ახლა უნდა გადაულოცოს გზა სხვას როგორც კლოდ სორელმა ქნა თავის დროზე. წადი მელიტონ წა დიი. ფედერაციის პრეზიდენტი ბუნუჩლა კაცია არა მგონია ყვ..... ეყოს რომ გაუშვას. ფიჯისთანაც წავაგებთ. აგერ მე და აგერ თქვენ. გაუმარჯოს საქართველს!
მერაბი
შეიძლებოდა მოგება, არაა იტალია არც ახალი ზელანდია და არც ინგლისი. მაგრამ ამდენი ტექნიკური წუნი რა ამბავია, ბურთი რამდენჯერ უნდა გაგვარდნოდა ხელიდან! შერკინებაც კი აღარ იყო ისეთი დამაჯერებელი, როგორც წინათ. სამწუხაროდ, მწვრთნელის შეცვლის საკითხიც უნდა დადგეს - უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი გვჭირდება. კარი იქნება, თუ ქართველი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებისთვისაც იზრუნებს ფედერაცია, სამომავლო საქმეს გააკეთებს.
გელა
ჩვენ კი არ ვთამაშობთ კარგად არამედ სხვები თამაშობენ ცუდად. მსოფლიოში 10 ქვეყანა თამაშობს ნორმალუ რაგბს. და აქედან ვერც ერთს ვერ მოუგებთ ჩვენ!
io
გაიტანეთ გრელანდია
avto
სად ნახა სტატიის ავტორმა დაძაბული ბრძოლა?...7-3 რო ვიგებდით მაშინაც არაფერი დაძაბუა ეგრევე ლელო დაგვიდეს...მერე მთელი ტაიმი დაგვასხეს...მერეერთი ორი გაცალეს გაფორხილება....პროფესიონალმა მორაგბეებმა როცა ამხელა ამბიცია გაქ შეტევაში ასე სუსტად არუნდა იტამაშ მიიონჯერ დაკარგეს უაზრდ ბურთი....რაგბი დონეებით ზან განსხვავდება 6ერის ყველაზე ფარჩაკგუნდტან არგაქ შანსი....ასერო ერტო 10 წელი დამთავრდა 6 ერზე საუბარი...რაგაც ალტერნატიული ლიგა ტურამე შეიქმნება ტორე....
თაზო
იტალიაც ბევრი არაფერი,მაგრამ ჩვენს გუნდს აშკარად რეგრესი აქვს სამწუხაროდ,იაპონიასთან თამაშის მერე გამოჩნდა ეს და შემთხვევითობას მივაწერეთ,უფრო სწორად გვინდოდა ასე ყოფილიყო.
sdfffff
ამას გარდა ინგლისთან ერთობლივი ვარჯისჰებიც არ გვაწყობს.
პეტრე
დერეფანი...რა გახდა დერეფანში თამაშის დახვეწა? მსოფლიოზეც ესე იყო პირწმინდათ ვაგებდით, არც კი ვუხტებოდით, დღესაც იგივე . იტალიასთან შედარებით სუსტ გუნდებთან რა იგივე შეცდომებს არ ვუშვებდით? არ ვიცით, რომ ბლოკირება ჯარიმით ისჯება? ცენტრიდან თამაშის განახლება და ფაქტიურად ბრძოლის გარეშე ბურთის მოწინააღმდეგისათვის ჩაბარება, ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს თითქოს გონება გვებინდება და მართო ფიზიკით,რქებით ვაწვებით, რომელი ერთი ვთქვა. მოკლედ დამაფიქრებელია, რომ კარგა ხანია ერთიდაიგივე შეცდომები მეორდება. სხვებთან მაინც ვიგებდით და ვდუმდით, მაგრამ მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ ყოველთვის ვიმსახურებდით გამარჯვებას? (ბარბაროსებთან და იგივე სამოასთან უბრალოდ არ გაგვიმართლა?) ბიჭებმა იომეს, მაგრამ მარტო თავგანწირვა არ კმარა გამარჯვებისათვის.ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დასანანი შეცდომები რომ არა ,მაინც შეგვეძლო მოგება...მაგრამ ,როგორც იტყვიან ბებიას რომ კვერცხები ჰქონოდა ბაბუა იქნებოდა. არაუშავს იმედია ეხლა მაინც ყველაფერი გაანალიზდება, ამით არაფერი დამთავრებულა, წინ ორი უსერიოზულესი თამაში გველის, რეაბილიტაცია გვჭირდება. პ.ს.ეხლა ვინმემ კლავიატურის ლომობა არ დამწამოს, ისედაც სული კბილებით მიჭირავს...
aburjga
აი ეს არის სიმართლე!
ზურა
კი ნამდვილად ეგრეა, ირონიის გარეშე და ვერასდროს ვერ დამწიფდებიან 6 ერისთვის თუ ისევ ესპანეთს და გერმანიას ეთამაშნენ, მეტი შეხვედრა გვინდა ტოპ გუნდებთან. ყველა საქმეში მასეა თუ ერთი და იგივეს საქმეს აკეთებ უფრო რთულის გაკეთება გაგიჭირდება
sdfffff
ანუ 6 ერსჰი რომ ვიკოტ 1-1ია.ესეიგი მზად ვარტ. მეტს იტალიაც ვერ ახერხებს.
Zviads
O'sheam mogvigo
Gi
ლოგიკური ანგარიში იყო მგონია, იტალია რეალურად ძლიერია ამ ეტაპზე.
Musenbezi
მელიტონამ ამოწურა საკუთარი თავი ნაკრებში, დროა უფრო კვალიფიციური მწვრთნელი მოიყვანონ!!!
mouravi
ქართული ბაქა-ბუქი! გადამწიფებულები არიან აღმოსავლეთ ევროპისთვის.ასევე ცენტრალური ევროპისთვის, მაგრამ მკვახეები არიან 6 ერისთვის სამწუხაროდ!!!!!
soso
მოდით ამ ეტაპზე ყველა ვთანხმდებით ალბათ თუ ჩვენ 6 ერზე არ ვართ მზას არც იტალიაა
giga
სიტყვები შეარჩიე მეგობარო. მე პირადი შეურაწყოფა არავისთვის მიმეყენებია. შენ ალბათ ვერ გაიგე სიტყვის მნიშვნელობა ''ზოგიერთი"". ჯანსაღი კრიტიკა არავის აწყენს არცერთ საქმეში
lasha
რა ბრძოლა?? სად დაინახე დაძალულ თამაში ან ბრძოლა?? სანამ დრო კიდევ არის მადლობა გადაუხადეთ და დაემშვიდობეთ ჰეგს ყველა ასფექტში რეგრესია, მოლი შერკინება ხაზის თამაში მოტივაცია დისიპლინა, მალე ესენი ფეხბურთელებს გადაასწრე
ilo
ვეთანხმები გიგის!
ჯეირან
გეთანხმები, უბრალოდ ჩვენი შეცდომა ისაა, რომ ავყევით ზოგიერთი უცხოური გამოცემის ნარატივს, რომ ჩვენ გვინდა იტალიელთა ჩანაცვლება 6 ერზე, არა ბატონო ჩვენ უნდა ვთქვათ, რო ჩვენ გვინდა დაგვამატონ მე-7 დეთ და არაფერს ვრჩით იტალიელებს, ნუ ვიმტერებთ რა ამ იტალიელებს, ასე უელსთან გაცილებით
Gigi
ეგენი მუშაობენ ჩვენს მორალურად და ფსიქოლოგიურად დაგდებაზე, მოტივაციის დაკარგვაზე, მაგი არი მთავარი მაგის ეშინიათ და იციან ეგ თუ არ მოხდა ვერ გაგვაჩერებენ, ეგ არის მაგათი ერთადერთი ბერკეტი რომ ჩვენი გაძლიერება შეაჩერონ. შოტლანდიაც და იტალიაც, 2 თვე საგანგებოდ ემზადებოდნენ სახლში მიგვიღეს მსაჯიც მიიხმარეს ძლივს მოგვიგეს და ეხლა ჩვენს გატეხვას ელოდებიან, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აკვირდებიან. არადა საქმე მოთავებული ეგონათ გასვლაზე უელსი რომ შევარცხვინეთ და მერე ისევ "გაჩუმებაზე" ამუშავდნენ. ეგენი არიან არაკაცები, ეგ არის არაკაცური ორგანიზაცია და ჩვენც ტყუილად ვეტენებით. მაგას ჯობია ოკეანელებს ვებურთაოთ და ეგ საკმარისი იქნება ჩვენთვის რომ ისე გავძლიერდეთ მაგ 6 ერს ვუგებდეთ და ვარცხვენდეთ, აი ეგ იქნება რაც ჩვენ გვეკადრება.
ნოდო
მსოფლიოს მერე ისედაც მიდის
100%
100%
გიოშა
ამდენი ბურთის ხელიდან გავარდნა არ შეიძლება ასეთ პრინციპულ მატშში!!!
გგგ
შეიძლებოდა უკეთ თამაში მაგრამ რაღაც ჭირდათ...
მიშა
მანამდეც დავწერე და ეხლაც ვამბობ ნიშნის მოგებით არ დავწერდი თამაშის შემდეგ მეთქი, დღეს რაც შეგვიძლია დაგვანახა იტალიამ, გეუბნებით ჰეიგმა ამოწურა თავის შესაძლებლობა, ძალიან კარგი ადამიანია კარგი მწრთვნელია მაგრამ ახალი სისხლია საჭირო, ხელით ვერ ვთამაშობთ, არადა შეგვიძლია, თუ თვალი არ მატყუებს და იმედია არ დამაკლდა შერკინებაშიც რაღაც ვეღარ არის საქმე კარგად, ვისაც რაგბი ესმის შეატყობდით როგორ ელემენტალურ შეცდომებს ვუშვებთ რომელიც შედეგზე ისახება, ძალიან მაგარი დაუმუშავებელი ალმასები გვყავს ეს ბიჭები და სანამ დროა უნდა გამოვიყენოთ, მადლობა ბიჭებს გულიანი თამაშისთვის! ეს არის ჩემი აზრი და ბოდიში თუ ვინმეს არ ესიამოვნება!

ძმებო! ეს მარცხი იმდენად გულსატკენი არ არის, რამდენადაც ის, რომ ჩემპიონატი გვიახლოვდება და ამ დროს ბევრი ცვლილება გვჭირდება. მწვრთნელი ჩემპიონატამდე რომც შევცვალოთ გვიანია. მთავარია რამდენიმე პოზიციაზე აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ - 9 და 10 ნომრები აშკარად მოისუსტებენ და ასე შორს ვერ წავალთ. ეს ბურთის წინ გავარდნა და შეტევაში ჯარიმა უკვე ტრადიციად გვექცა.
გიოშა
მახსენდება კლოდ სორელი,მისი ღირსეული წასვლა საქართველოს ნაკრებიბიდან....
გლახუნა
ფაქტიურად მე- 2- ე ნაკრებით ვითამაშეთ და არა უშავს - დასკვნა ასეთი შეიძლება გაკეთდეს - ახალგაზრდებს ფიზიკური სიმძლავრე აკლიათ, დაცვაში მოწინააღმდეგის იერიშის დროს ფიზიკურ ჯახში თავად 2 მეტრით უკან იხევენ (ძველი თაობა , სულ რაღაც 3-4 წლის უკან - პირიქით იყო), ისევ აღსადგენია მოლით ლელოებზე თამაშის ეფექტურობა, შერკინებაში- ც აღარ ვართ ისე ძლიერი და მძლავრები - როგორებიც ვიყავით და მას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, დერეფანში თამაში უსუსტესია , ბურთის დაჭერა ისევ გვიჭირს , ეფექტურ ,მარაოებს,, ვერ ვშლით- ჩვენი 4 წლის წინანდელი ნაკრები ამ იტალიას მინიმუმ 10- 15 ქულით მოუგებდა.
Kkk
ჯობია აწეული ცხვირები დაბლა დაუშვათ და ჩვენც ვიფიქროთ ნატურალიზებაზე. იტალია ინგლისი საფრანგეთზე აღარაფერს ვამბობ არ უკადრისობენ ტონგელების, სამოელების, ფიჯელების, ზელანდიელების და ა.შ ნატურალიზებას და ჩვენც ერთი ორი ფეხმარდი დავითრიოთ არ იქნება ურიგო.
Roma
Datormuzebulebi tamashoben dzalian zarmacoben gadayraze imena sheshdebian ver cvaven radros ra aris sachiro. Mcvrtnelebi arian shesaxvleli heigi kai kacia magram unda shevcvalot
kapanadze nakrebshi
დაძაბულობა სად შენიშნე გაფიცებ ყველაფერს
Give
მორაგბეებს უკვე ფეხბურთელებს ადარებთ??? თქვენ ავად ხომ არა ხართ თუ ძმა ხარ, არცა ხართ არაფრის ღირსი პრინციპში და რაც ამ ბიჭებს აქამდე გავუხარებივართ და გაბლატავებდათ მოგებებით ეგეცი არამია თქვენზე სამუდამოდ
გიორგი
მადლობა ბიჭებს გულიანი თამაშისთვის!
912
ისეთ კომენტარებს ნუ წერთ თითქოს სამყაროს დასასრული დადგა ბევრი შეცდონების მიუხედავად უყო დადებითი მომენტები ორი ლელო დავდეთ ბევრჯერ მოვახერხეთ მათი დაჯარიმება. დარწმუნებული ვარ სახლში დარჩენილ ორ თამაშს მოვიგებთ... წარმატებას გისურვებთ ბიჭებო... საქართველოს გაუმარჯოს!!!
Qartveli.Chicago.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ტრანსლირება უვარგისი ,ხარვეზებით,სურათის,კადრის წამდაუწუმ გაშეშებით.ნაკრები სწორი გზით ვითარდება,თავდადება და ნებისმიერი დონის გუნდდთან თანასწორად თამაში გვძალუძს.გვესაჭიროება ჰაერივით,ძალიან სწრაფი ამასთანავე ძალისმიერი სამი მაინც მოთამაშე ას იარდს თერთმეტ წამში და უფრო სწრაფად გამრბენნი ბურთიანად,სპრინტერები,ოლ ბლექსს ვოლაბებს ან თუნდაც აძურას რომ ჰყავს -ალეინი....მაგრამ რომ არ სჩანან...ჰეიგის გადაყენება დაუშვებელია,გუნდი ვითარდება.ბასქეთში რომ დაგვემართა ,სერბი ქოაჩის უდროოდ გაშვება,მსგავსი შეცდომა დაუშვებელია-გამოუსწორებლად შემდგომში.....
მამუკა
კარგით რა, რას ელოდით, უეჭველ მოგებას? სიტუაციას ცოტა საღად შეხედეთ. ცუდ დროს მოგვიწია იტალიასთან თამაში... დარწმუნებული ვარ მეორე ან მესამე თამაში რომ ყოფილიყო სხვა შედეგი იქნებოდა...გუნდი შეუთამაშებელი იყო, რაც შეცდომებში გამოჩნდა. რაც შეეხება შერკინებას, ყველამ ისწავლა, რომ არ უნდა გვეთამაშონ მაგ დროს და ბურთი სწრაფად გაიტანონ. მაგიტომაც ვეღარ ვიყენებთ მაგ კომპონენტს ძველებურად. დღესაც ეგ გააკეთეს იტალიელებმა... არ გვინდა ეს რადიკალური გამოსვლები და ყველას გადაყენებების მოწოდებები...იქნება სხვა თამაშები და შეთამაშდება გუნდი. შეცდომებიც გამოსწორებადია
მიროსან
სამწუხაროდ ჩვენივე ბრალით წაგებული თამაში...ამდენი წუნი იმ გუნდთან, რომელსაც პრეტენზიას უყენებ, უბრალოდ უპატიებელია... აშკარად დაგვაკლდა კაჭარავა და კოლელიშვილი... თვალშისაცემია ზველი პლეადის დაბალი სიჩქარეები... წინ წასული თანაგუნდელის არ დაზღვევა, რის გამოც არაერთხელ დარჩა შემტევი მარტო იტალიელებთან, რასაც ბურთის დაკარგვა მოჰყვა...კატასტროფული დერეფანი... პოზიტივი - ახალგაზრდები... აშკარად ახალგაზრდულ სტილში შეტევის ხარჯზე მოპოვებული საჯარიმო ლელო... მოკლედ დღევანდელი თამაში აშკარად ვერ ჩაითვლება აქტივში... იმედია ახალი თაობა მსოფლიომდე ღირსეულად ინტეგრირდება ნაკრებში და გუნდი შეთამაშდება.... P.S. რათქმაუნდა საწყენია დღევანდელი წაგება, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარია მსოფლიოზე ღირსეულად გამოსვლა! იმედია ამას ჩვენი ნაკრები შეძლებს!
ზიზუ
რაოდენონ სამწუხაროც არ უნდა იყოს იტალიამ აშკარად დაგბჯაბნა და კიდევ უფრო სამწუხარო ექვს ერში მიღების საკითხი რამოდენიმე წლით გადაიდო და კოდევ უფრო უარესი ჩვენს ნაკრებს რეგრესი აქვს მარტო ამ თამაშის გადმოსახედით არ ვამბობ გავიხსენოთ ბოლო ნაკრების თამაშები და მივალთ დასკვნამდე
H
Martalia. Ikavit realistebi.
ნოდარი
1.იტალიელმა მორაგბემ თქვა კისერი უნდა მოვუტეხოთო საქართველოსო და ნამდვილად არ გავს კისერის მოტეხვას 28-17 მოგვიგეს. 2. ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს. 3. 6 ერში თამაში გვჭირდება და ღირსებიც ვართ რომ შეგვიშვან იტალია კი არ უნდა გამოაგდონ უნდა გააფართოვონ 6 ერი. 4. იტალია ეთამაშება ძლიერ გუნდებს ხშირად, ჩვენ ვერა წელიწადში 1 ერთხელ რომ ეთამაშები ძლერ გუნს ეს არ არის საკმარისი. 5. სუსტ გუნდებთან თამაში ცუდი არ არის გამოასწორებ შეცდომებს მაგრამ შენზე ძლიერს უნდა ეთამაშო რომ განვითარდე და ნება იბოძონ და გააფართოვონ მათვისაც კარგი იქნება.
giga
სამწუხაროდ. საფეხბურთო ნაკრების ზოგიერთი წევრი ფეხით ბურთს ვერ აჩერებს, რეგბის ნაკრების ზოგიერთი წევრი ხელში ბურთს ვერ იჩერებს. თავისუფლად შეგვეძლო რომ არ წაგვეგო.
ვინცხა
უნდა გვიხაროდეს, კიდე უფრო დიდი სხვაობით რომ არ დავმარცხდით
ზურა
ჩემი აზრით დროა მილტონ ჰეიგს გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადავუხადოთ და ვინმე უფრო კვალიფიციური მწვრთნელი მოვიყვანოთ ამას ცხელ გულზე გაბრაზებული კი არ ვამბობ ნაკრების რეგრესი უკვე აშკარაა და რაღაც უნდა გაკეთდეს ამის შესაჩერებლად
ამას ვერ დაბლოკავთ.
ირლანდიას მოვუგეთ უელსს მოვუგეთ და კიდე გონიათ რომ ვინმეს "გვაჩუმებენ" ... კიდე მოვუგებთ ვიღაცას მწარედ და ძალიან მწარედ სულერთია მაინც გავაგორებთ.
TanoLife
ისე გვეთამაშა იტალია, როგორც ჩვენ ვეთამაშებით-ხოლმე, ესპანეთს ან პორტუგალიას (ისე რა მნიშვნელობა აქვს ვის ვეთამაშებით-ხოლმე). ყველაზე დასანანი ის არის, რომ კლასში დიდი განსხვავებაა. ეს არის საგანგაშო. რაც შეეხება შეცდომებს - ან უნდა შევწყვიტოთ ნერვიულობა, რასაც მოყვება გაუთავებელი ბურთის კარგვა შეტევეში, ან უნდა მოვემზადოთ კარგად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ჩავარდნა ყველას ჰქონია, აქვს და ექნება ( სამხრეთ აფრიკა - 2 წელი; საფრანგეთი - 1 წელი; აგერ ზელანდიელები ვეღარ თამაშობენ ისე ლაღად), მაგრამ ამდენი შეცდომები მიუტევებელია, უბრალოდ არ შეიძლება. 11 თერნოვერი გაგვიკეთა იტალიამ! 11!!! შეტევეაში აღარ ვლაპარაკობ რაც დაგვემართა. სრული კოლაფსი! წააგო გუნდმა და წააგო მწვრთნელმა. ამ ეტაპზე იტალია გვჯობია.
mamulo
ვიძახოთ ეხლა რაგბი ჩვენი თამაშიათქო და მიგვიღებენ ასე 6 ერში არ გინდათ.რაგბი ზელანდიის თამაშია,ჩვენი კი ივანიშვილია და კიდევ უაზრო,შეტყნული, სალომე ზურაბიშვილი.აი ასეთია სამწუხარო რეალობა.6 ერში კი ჯერ ადრეა ჩვენი თამაში.
სლეტუმანიძე
არა სწორად პროგნოზირებდნენ იტალილელები 5-6 წელი კი არა 10-11 წელი დაგვადუმეს
ზურა
არაუშავს. მაგრამ ჩემი აზრით რაღაც დაკომპლექსებულები თამაშობდნენ და კიდევ მგონია 10-7 ზე აუტში რომ გადაეტანათ სულ სხვასურატი იქნებოდა,
სოსო
((( ეეეჰ,,,მაინც მოგვიგეს,, ბიჭები გავამხნევოთ , იბრძოლეს რაც შეგვეძლო. შერკინებაზე ვიჩაგრებით ბოლო თამაშებია , როცა უცხოელი მწვრთნელები გახდნენ ჩვენი შერკინების მწვრთნელები, მორიგეობით დაანგრიეს ქართველების ნაშენი. ასე მგონია გაგება უნდოდათ ჩვენი წარმატების მიზეზები, ფაქტია მაგათ შემდეგ უკან უკან მიდის ჩვენი საქმეები. მელიტონა ჯიგარია და მაგრად გაუგო ჩვენს მენტალიტეტს, მაგრამ ვეღარ მივდივართ წინ, არგენტინა ჩვენ მდგომარეობაში რომ იყო წინსვლა არ შეუჩერებია და ვხედავთ ეხლა სად არიან. ჩვენ ვბუქსაობთ უკვე ვეღარ მივდივართ წინ , ერთი წელი ჩავაგდეთ... ფედერაცია დაფიქრდეს კარგი იქნება.
კახა
რეგრესი, რეგრესი - სასწრაფოდ შესაცვლელია ჰეიგი, ამდენი დაკარგვა არ გვქონია დიდი ხანია, შერკინება საერთოდ რას გავს? დერეფანი წავაგეთ, მოლი წავაგეთ, პრობლემები ივნისშივე ჩანდა ფიჯისთან და იაპონიასთან რომ გავფარჩაკდით. ფედერაცია გაიღვიძეეეეეე, რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმი წინ მსოფლი ჩემპიონატია და მინიმუმ სახე უნდა შევინარჩუნოთ!!!!!!
სს
ძველი კამანდა მოიგებდა ამ თამაშ, არაფერი გუნდი არაა იტალია, ეს თამაში წავაგეთ საკუთარი ხალიან უაზრო შეცდომებით, +5 ლელო უნდა დაგვედო ესეთი მარტივი შეცდომები რომ არა
toka
არ ვიცი არ ვიცი, იტალიის ნაკრები ნამდვილად არაა ის დონე ვერ მოვუგოთ, ვფიქრობ ბიჭები სათანადოდ არ მიუდგნენ ამ თამაშს. გამოაქვეყნეთ
ggg
ჰეიგი უნდა გაუშვათ, რაშიც ძლიერები ვიყავით შერკინება და მოლი, არის ნულის ტოლი. ნაკრები ამ მწვრთნელის ხელში განიცდის რეგრესს.
TanoLife
ისე გვეთამაშა იტალია, როგორც ჩვენ ვეთამაშებით-ხოლმე, ესპანეთს ან პორტუგალიას (ისე რა მნიშვნელობა აქვს ვის ვეთამაშებით-ხოლმე). ყველაზე დასანანი ის არის, რომ კლასში დიდი განსხვავებაა. ეს არის საგანგაშო. რაც შეეხება შეცდომებს - ან უნდა შევწყვიტოთ ნერვიულობა, რასაც მოყვება გაუთავებელი ბურთის კარგვა შეტევეში, ან უნდა მოვემზადოთ კარგად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ჩავარდნა ყველას ჰქონია, აქვს და ექნება ( სამხრეთ აფრიკა - 2 წელი; საფრანგეთი - 1 წელი; აგერ ზელანდიელები ვეღარ თამაშობენ ისე ლაღად), მაგრამ ამდენი შეცდომები მიუტევებელია, უბრალოდ არ შეიძლება. 11 თერნოვერი გაგვიკეთა იტალიამ! 11!!! შეტევეაში აღარ ვლაპარაკობ რაც დაგვემართა. სრული კოლაფსი! წააგო გუნდმა და წააგო მწვრთნელმა. ამ ეტაპზე იტალია გვჯობია.
არ არი გასაჩუმებელი
არ არი არაფერზე გასაჩუმებელი მაგათდა სამარცხვინოდ გასვლაზე ძვლივს ბედავენ ჩვენთან თამაშს ძლივს გვიგებენ და ეხლა ვინ "გაჩუმდეს" ის არ არის ქართველი ის არის ავადმყოფი.
Zura
კომენტარები გამოაქვეყნეთ დროულად და ნუ ბლოკავთ უაზროდ, საკუთარ თავს და მკითხველებს ეცით პატივი, აგიგდიათ თავი რა
Kavte
იტალიამ სათამაშო კლასით გვაჯობა
ქართველი
ძალიან ცოტა დარჩა, სულ მალე მაინც გავაგორებთ იჭყვიტინონ რამდენიც უნდათ.ვერავინ ვერასდროს გაგვაჩუმებს, გასვლაზე ათასი რამე მიიშველეს თან და ძლივს გადაგვირჩნენ, ემაქეთ იყვნენ ჩუმად სანამ თბილისში ჩამოსვლას გაბედავენ. აგერ მსოფლიო თასია საცაა ვიღაცას გავაგორებთ.
რაგბი ჩვენი თამაშია
დაძაბულ ბრძოლაში არ წაგვიგია აძურელებმა გვაჯობეს იმ კომპონენტებში რომელიც თითქოს ჩვენი კოზირი უნდა ყოფილიყო და ისე ხომ გვაჯობეს და გვაჯობეს შერკინებაშიც არ გვქონდა იმხელა უპირატესობა მოკლედ რაც არის არის წავაგეთ მარა დადგება რევანშის დღე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წინ ბორჯღალოსნებო ჩემთვის ყოველთვის პირველი იქნებით.
გიორგი
არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ამ თაობამ შესაძლებლობი ამოწურა ( გამიხარდება, რომ ვცდებოდი). ახალი თაობის ჯერია. მოძველებულ რაგბს ვთამაშობთ. ცუდი საყურებელია.
Roma
Rato ar aqveynebt rasac vcer bicho vigaca xar mand??? Am nakrebs sascrafod chirdeba mwvrtnelis shecvla me kai xani xmis amomgebi ar var 6erze
არ დაბლოკოთ
-აღარ ახსენოთ 6 ერში ნაკრების პრეთენზიები, თორემ ნამდვილად გავგიჟდები.
zaza
სადიყო დაძაბული თანაში იყო უამრავი ელემენტარული შეცდომა. და კიდე სათამაშო დისციპლინა მოიკოჭლებს გუნდში.ეს თამაში იტალიამ კიარ მოიგო ჩვენ წავაგეთ.
ზურა
რა ჯანდაბაა ამდენი წინ გადავარდნა რა უაზრო შეცდომებს ვუშვებდით რატომაა ესეთი რეგრესი, სტილის შეცვლაზე იყო ლაპარაკი და ვერც გაშლილი ხელით ვთამაშობთ და ვერც შერკინება ქაჩავს, ნებისმიერ გუნდს ვათრევდით ამ კომპონენტში და ესეც აღარ გვაქვს, ძაან ნერვებ ათხრილი ვარ რა
ირაკლიუსი
ეხ, გვყოლოდა გორგოძე და ძველი მგლები, ჩვენი დროც მოვა
ტოტტი
რუსეთთან პორტუგალიასთან და ესპანეთთან კი არიან მაგრები
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება