უკვე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გიორგი ჩაკვეტაძის კატალონიურ კარიერაზე, საუბარი მის გადასვლაზე "ბარსელონაში" არათუ ზაფხულს, არამედ იანვარსაც დაუკავშირეს.

რეალურად კი ფაქტია, რომ ჩაკვეტაძეს აკვირდებიან და ამას "გენტიც" ადასტურებს. თუმცა რა სახის ინტერესია და ვის სურს კონკრეტულად "ბარსელონაში" მისი დამატება უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩაკვეტაძის შეძენას აქტიურად უჭერს მხარს ბლაუგრანას ყოფილი თავდამსხმელი და მწვრთნელი კარლეს რექსაჩი, რომელიც ახლა კლუბში სკაუტად მუშაობს და არ გამოვრიცხოთ რომ ანდორაშიც იმყოფებოდა. ავღნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ რექსაჩის მწვრთნელობის დროს "ბარსელონამ" ლიონელ მესი დაიმატა.

თუმცა მოდი განვიხილოთ ამ ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნაკლებად დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" დღესდღეობით გიორგის არათუ ძირითადი შემადგენლობისთვის, არამედ სათადარიგო შემადგენლობისთვის მაინც განიხილავდეს, მითუმეტეს იმ ფონზე რომ არც ჩაკვეტაძეა ამისთვის მზად. სულ, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, "ბარსელონას" სკამზე 105 მილიონიანი უსმან დემბელე ზის.

რა იქნება სავარაუდო სცენარი თუ ჩაკვეტაძე იანვარში "ბარსელონაში" გადავა? კლუბი მას მეორე გუნდში გაუშვებს ან საუკეთესო შემთხვევაში ნორმალურ ევროპულ კლუბში გაანათხოვრებს. შეიძლება "გენტშიც" დატოვოს და უბრალოდ მისი სატრანსფერო უფლებები შეისყიდოს. ისე ეს შესაძლო ტრანსფერი ძალიან ჰგავს მარტინ ოდეგაარდის ამბავს, რომელიც "რეალის" მიერ ამჯერად ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ვიტესშია" განათხოვრებული. საერთოდ მსგავსი ფაქტები დადებითად არ სრულდება, კლუბში მუდმივად იცვლება მწვრთნელები, სკაუტები და ხელმძღვანელობა, ხოლო განათხოვრებული ფეხბურთელები ხშირად გაურკვევლობაში ხვდებიან და მათი გზა არც თუ ისე დადებითად გრძელდება.

"გენტს" ჩაკვეტაძე იმისთვის არ უყიდია, რომ მასთან ერთად წარმატებებს მიეღწია. ბელგიურმა კლუბმა ის მხოლოდ იმისთვის შეიძინა, რომ ძვირად გაეყიდა. ამავდროულად მომავალი ტრანსფერიდან თბილისის "დინამო" 50%-ს მიიღებს და ბელგიელები კი მას საკმაოდ ძვირ ფასს დაადებენ და მისი სატრანსფერო უფლებებით მაქსიმალურად ივაჭრებენ. მათთვის არ ექნება მნიშვნელობა "ბარსელონა" იქნება თუ "შახტარი", მთავარი იქნება მეტი სარგებელის მიღება.

რაც შეეხება დადებით ასპექტებს. რამდენიმე დღეში გიორგი ჩაკვეტაძე ყველამ გაიცნო, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი თვით "ბარსელონა" არის დაინტერესებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ყველა წამყვანმა სკაუტმა მისი გვარი მოინიშნა და თუ გიორგი ჩაკვეტაძე მოეწონებათ, ისინიც დაიწყებენ ნადირობას და ბლაუგრანასთან კონკურენციას. სავარაუდოდ კლუბების სია მალე გაიზრდება და არჩევანიც დიდი იქნება.

მთავარია გიორგიმ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციოს და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს, თორემ ამ ყველაფერმა შეიძლება გარკვეული სახის ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს. ახლა მისი მომავალი მის ხელშია, თუ მოინდომებს შეძლებს ყველა სტადიონზე ეს "სანტიაგო ბერნაბეუ" იქნება თუ "ალიანს არენა" კარის ბადე შეარხიოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ვუგულშემატკივროთ და ვიმედოვნოთ, რომ მასთან ერთად საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

პენსიონერი.
ჩაკვემ,თუ თავის თავზე იმუშავა და არ დაიკარგა, მის კუმირ როლანდუს დაემზგავსება. თამაშის მანერა და ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს. მთავარია შრომა, შრომა, და კიდევ შრომა, რაც ეტყობა არ ეზარება. გაუმარჯოს გიორგი ჩაკვეტაძეს!
პენსიონერი.
ცხონებული ვიტალის დაღუპვის შემდეგ, დაგვრჩა დათო ყიფიანი და მასაც დიდი ხანი არ უთამაშია. შემდეგ, ჩვენ "დიდი" ფეხბურთელები არ გვყოლია და განებივრებულები არ ვიყავით. ეხლა მათ შემდეგ, პირველად გამოჩნდა იმედი, ვიხილოთ, ნამდვილი ქართველი ვარსკვლავი. ეს უდიდესი სიხარულია ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის. დაე იმრავლოს, გიორგის მზგავსმა ქართველმა ვარსკვლავებმა.
levani
ჯერ არ არის, მაგრამ შანსი აქვს, თუ განვითარდა.
George
ჭანტურია დუბლებში უფრო იყოო ) ხოლო ჩაკვეტაძე თუ შეიძინეს რეალურად გენტი მას დაბალ ფასში არ დათმობს. 20 მილიონს ზემოთ ფეხბურთელში რომ იხდიან ის მეორე გუნდისთვის არ უნდათ, ასე რომ ...
A
ჩვენ ვაისიც არ გვჭირდება. ჩვენ ხომ უკვე ''მესები'' გვყავს.. აჰა ხედავ ქეცბა უკვე საუბრები საით მიგვყავს... ასე იყო და იქნება... ქართველები ადრე ვტკბებით... რა მაღალზე დავფრინავთ და რა დაბალზე ვიმყოფებით...
gela
მე გეტყვი რაც უნდა ქნა: კარში უნდა დაარტყა (მოწინააღმდეგის კარში, აი ისაა მოწინააღმდეგე სხვანაირი ფორმა რომ აცვია), ან პასი მისცე შენიანს (შენნაირი ფორმა რომ აცვია), არც ისე რთულია, ნუ ნერვიულობ, მთავარია შენ და ჩაკვეტაძეც(??) აგიყვანონ "ბარსა"ში, მერე წყალივით წავა საქმე...............
გიო
ბაიერნს და იუნაიტედს უარი უთხრა და ბარსაში რაღა უნდა??ჭანტურიაც იყო ბარსაში მაგრამ რა?
გიო
ჭანტურიაც თამაშობდა ბარსაში!
vaso
ევერტონის და ასტონ ვილას დონის გუნდები იქნება ეხლა გიოსთვის მისწრება. სათამაშო დროც ექნება და თავის გამოჩენის შემთხვევაში უკვე ჩამოყალიბებული და განვითარებული გადავა რომელიმე გრანდში.
lasha
როცა ბარსა გეპსტიჟებს სულელის მეტი უსრს არავინ იტყვის როცა ბარსა გებატიჟებავესეიგი ივიან რასაც აკეთებენ მე ვფიქრობ ბასაში უკვე ფიქრობენ მესის შემცვლელზე და ამას ჩAკვეში ხედავეეს უკვე ჩაკვეზეა დამოკიდებული რამდენად გაქაჩAვს ამ ავანსებს წარმატება ჩვენს ჩაკვეს :)
Lasha
ბოლო დროს გრამატიკა მოიკოჭლებს სტატიებში... კარგი იქნება, მეტ ყურადღებას თუ მიაქცევთ. თემას რაც შეეხება, არც სტატისტიკა და არც მისი თამაშის სტილი ჯერ კიდევ არ მეტყველებს იმაზე, რომ ტოპ კლუბში უკვე შემდგარ ვარსკვლავებს გაუწევს კონკურენციას. ამ ეტაპზე ამ ბიჭისთვის სტაბილური სათამაშო პრაქტიკა და დაფასება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე გუნდში, ფიზიკურად ძლიერ, უხეშ მოთამაშეებთან ტაქტიკურად სუსტი ფეხბურთის თამაში. ამის მაგალითად უკვე გვყავს აბურჯანია და სევილია. გენტში მინიმუმ ეს სეზონი უნდა ჩაამთავროს. ამ ეტაპზე ნამდვილად არაა გადამწიფებული ბელგიის ჩემპიონატისთვის და ზაფხულამდე თუ არ შეწყვიტა პროგრესი, გაცილებით მეტი და რეალური შემოთავაზება ექნება. ჩემი აზრით იდეალური სცენარი იქნება ბენფიკის, პორტუს, დორტმუნდის ან სევილიის მსგავს კლუბში თამაში, იქ რამდენიმე წელში კიდევ მომატება და მხოლოდ შემდეგ - ტოპ კლუბი.
emigranti
ბარსელონაში ორი-სამი წლის შემდეგ, ან რეალში. ეხლა კი ჩემი აზრით ბავარია ჯობს ყველას. რიბერი და რობენი წამსვლელები არიან უკვე, ბოლო სეზონს ატარებენ და აქ უფრო მეტი შანსი ექნება თამაშის. ნელნელა მიაჩვევენ ძირითადს. აბა ბარსა და ტოტენხემი დაიბევებენ და ნამდვილად გაანათხოვრებენ. თუ ბაიერნში გამოიჩინა თავი არც ბარსა გააჩერებს იქ და არც რეალი. ფულის მეტი რა აქვს, ბავარია კი იაფად იყიდის და ათმაგად გაყიდის მერე თუ საერთოდ გაყიდა.
თემო შენგელაია
ამაზე მართალი და სწორი სტატია არ წამიკითხავს ამ საკითხზე. ბოლოს ის ვინატრე გიორგიც წაიკითხავდეს ამას და გაითვალისწინებდეს. მთავარია გიორგის ფსიქიკამ ახლა გაუძლოს ამ წმენს, არ დაემართოს ქართული ტრადიციული სენი და მხოლოდ ფეხბურთზე და თვითნგანვითარებაზე იფიქროს. გეფიცებით, გიორგი ქინქლაძის შემდგომ ასეთი იმედი არასდროს არავისი მგონია, გიორგი თუ ჭკვიანად იქცევა ის ქინლაძესაც გადაუსწრებს მიღწევებით! ოჰ ქინქის დალაგებული ფსიქიკა ჰქონოდა დღეს მისი სახელი ჟერარდის, ლამპარდის, როი კინის, კანტონას, სქოულზის, შორერის და პრემიერლოგის სხვა ლეგენდებზე ბევრად წინ იქნებოდა!
Ferre
ოდეგაარდი ვინ არის? :) ედეგორი? :) დემბელე მარჯვენა ფრთიდან უტევს, ძალიან შესაძლებელია კოუტინიო შეიწიოს შუაში და მესი მარჯვნივ, ჩაკვეტაძე კოუტინიოს ადგილზე უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ დემბელეს ტრანსფერმა არ გაამართლა მოლოდინები.
გენვარმანგი ყვანგი
ჩაკვეტაძე არაა ბარსელონას ან თუნდაც ტოტენჰემის დონე. საიდან იგონებთ ამდენ სისულელეს.
Emigranti
Am statiis avtoro tu ar ici fexburtelis kontraqtshi ra icereba detalurad getyvi molaparakebis dros midis saubari satamasho droze da icereba kontaqtshi da ara mgonia ki ara ar datanxmdeba meore gundshi tamashs iqidan gamomdinare rom ar aris mesame divizionis donis fexburteli chakvetadze ufro didi donis fexburtelia. Dembeles rom adarebt xo is imitom ar da ver xvdeba xshirad dziritadshi rom ar aris profesional rogorc pirovneba mdzime xasiatebi aqvs uazribebs aketebs da ar ujerebs im xalxs visac unda daujeros da giorgi maseti pirovneba ar aris mgoni dametanxmebit dembele da giorgis xasiatebi radikalurad gansxvavdeba da mati qcevebi gind nakrebshi da gundebshi gansxvavdeba dembeles orive mcrtneli akrikitebs giorgis orive mcrtneli aqebs pirvel rigshi tavis adamianobit da tavmdablobit nakrebis da gundebis mcrtnelebze vambob . Ase rom tu gadava gadava pirvel gundshi zamtarshi tu gadavida daakvirdebian im naxevar sezons da tu gamoavlens tavis shesadzleblobebs daitoveben tu arada gaanatxovreben tu gadavida ra tqma unda . Taobebi gvezrdeba da dzalian magari taobebi modian sportshi amdeni jildo oqro da progresi didi xania ar gvqonia chakvetadze bitadze da sxvebi carmatebebi chvens sporcmenebs vamayob tqvenit yvelgan da yoveltvis genacvalet
Mmm
რა შუაშია ილუზია ფაქტმა გაიჟღერა(თანაც კლუბმაც დაადასტურა) და ამათ დაბეჭდეს რა არ უნდა დაებეჭდათ?დდ
rustavi
მოდი ესე ვთქვათ.მესი ვერ აკეთებს ისეთ გრძელ პასებს როგორც გიო.უბრალოდ არც გენტში და არც ნაკრებში არ ყავს შემსრულებლები.ეგ გაქაჩავს ბარსაში. უფრო ეგექტურად გამოჩნდება მაგის ნიჭი.აბა მე.რო გავიდე გიოსთან და პასი მომცეს მერა რაა.?რო არ ვიცი მერე რა ვქნა
ზურა
შენ რა ტვინი წაიღე ამ უაზრო ღლიცინით მეტი ტვინი და ინტელექტი არ გყოფნის ამ უაზრო დაბალი დონის ირონიით რომ ხარ დაკავებულო
გელა
რა ბარსელონა რის ბარსელონა. ასეთ ჭორებს დღეში ას და ათასს წერენ პრესაში. დაინტერესება 20-30 ფეხბურთელზე შეიძლება ჰქონდეს ბარსელონას. მერე რა ამის გამო ილუზიებს ნუ ქმნით
ვინმე
გიო ძმაო რწფელად მიხარია შენი წარმატება , არ ვიცნობთ ერთმანეთს მარა შენით ვამაყობ და შენ რო მოედანზე გადიხარ და სიამოვნებას იღებ თამაშით მეც ვკაიფობ შენი თამაშის ყურებით . უბრალოდ არ შეწყვიტო ეს ყველაფერი , წარმატებას ალბათ ყველაფერში მიაღწევდი ხოო , საქმისადმი დამოკიდებულება გაქ ეგეთი , მარა ფეხბურთში სხვა ნიჭი გქონია და კაია რო ასე გამოვიდა . წარმატებები
ემიგრანტი
რა უნდა ბარსელონაში, დაბრუნდეს დინამოში და ხელი შეუწყოს ძველი დინამოს დიდების დაბრუნებას. ნამდვილი პატრიოტი ასე მოიქცევა. აბა, ბარსელონას თუ გამოადგა მაგით ჩვენ რა ხეირი
Espanetidan emigranti
Espanuri presa.barsa cota xnit alavessi gaanatxovrebs..
ჭაღარა
აუ რა შარშია ეგ ბიჭი რა ბარსაზე უარი როგორ უნდა თქვა
ლადო
იემდია ნორმალური აგენტი ჰყავს და არც გიორგი დახარბდება ფოჩიან კანფეტებს. ისეთ კარგ გუნდში გადავიდეს, სადაძ რირითადში ატამასებენ და ამავე დროს კლასის ამაღლებასაც შეძლებს! (Y) წარმატებებ ვუსურვებ გიორგის. ძველი დინამოს სემადგენობის შემდეგ ასე ფეხბურთელი არ მომწონებია
mamuka
ფიფიას ტუზი დაეცა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა