საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ყაზახეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა და შესარჩევი ეტაპი ომახიანად დაასრულა. ჩვენ საუკეთესო მაჩვენებელი დავაფიქსირეთ D დივიზიონში და მეოთხე კალათაშიც მოვხვდით.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა 10-ბალიან შეფასებებს.

გიორგი ლორია 6.5 - ვაისმა კვლავ თავის ფავორიტ მეკარეს ანდო კარები და ამჯერად განაწყენებული არ დარჩენილა. ლორიას ყაზახეთთან მატჩშიც ჰქონდა შეცდომები, თუმცა მთავარ საკვანძო მომენტში, როდესაც მურთაზაევი ერთი-ერთზე დარჩა და კარში დაარტყა, ლორიამ ის ბურთი ფეხით აუღო და გუნდი გოლს გადაარჩინა.

ოთარ კაკაბაძე 5.5 -  ოთარს ისეთი მატჩი არ გამოუვიდა, როგორსაც მისგან ველოდით. საკმაოდ ბევრი იყო შეცდომა დაცვაში და ამავდროულად, რამდენჯერმე შეტევაში წასულს მისი ფლანგი ცარიელი დარჩა. აქტიურობას ვერ დაუკარგავ, თუმცა მის მიერ წამოწყებული შეტევებიც უშედეგოდ სრულდებოდა.

საბა კვირკველია 7.0 - საბას დაბრუნება დაცვას დაეტყო. ის ახერხებდა, მის სათამაშო არეალში მეტოქე გაენეიტრალებინა და სხვისი შეცდომებიც გამოესწორებინა. ამავდროულად, აქტიური იყო პასების გაცემისას და სიზუსტეც არ დაეწუნებოდა.

გურამ კაშია 6.0 - გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა კაშია მოედანზეა. თუმცა არც გურამს გამოუვიდა განსაკუთრებული თამაში, რადგან დაცვაში რამდენჯერმე შეცდომა ჰქონდა, ერთხელ კი ბურთი ფეხებს შუაც კი გაუძვრინეს. შეტევაში ერთვებოდა სტანდარტულების დროს, ორჯერ მიიღო თავზე ბურთი, მათგან ერთი რეალური საგოლე მომენტი იყო, თუმცა კარს ააშორა.

ლაშა დვალი 6.0 - "პოგონის" მცველი თითქმის იდეალური იყო დაცვაში, თუმცა იმის იქით შეტევების დაწყება უჭირდა და ჩაკვეტაძეს პასებით ვერ ამარაგებდა. ეს არის ალბათ იმის გამომწვევი მიზეზიც, რომ შეტევები პირველ ტაიმში ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა.

ჯაბა კანკავა 7.0 - როდესაც კაპიტანია მოედანზე, შეტევების უმრავლესობა ხშირად დაცვამდეც ვერ აღწევს. ჯაბა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, თამაშობდა ხისტად, თუმცა ჯარიმების გარეშე. ზოგადად, ის და ნიკა კვეკვესკირი კარგ წყვილს ქმნიან, ისინი ერთმანეთს აბალანსებენ. ნიკა შეტევებს უკეთესად იწყებს და ჯაბა გამორჩეულია შეტევების ჩაშლაში.

ნიკა კვეკვესკირი 7.0 - ნიკამ წინა შეხვედრასთან შედარებით, უკეთესი მატჩი ჩაატარა. ვწერდით კიდეც, რომ ჯაბა კანკავას დაბრუნების შემდეგ სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებდა. ასეც მოხდა, ის საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა, ბურთის განაწილებასა და შეტევების წამოწყებაში.

გიორგი ჩაკვეტაძე 9.0 - ჩვენ წინ ტალანტის ზრდას ვუცქერთ, რომელსაც თითოეული თამაშის შემდეგ ახალი მსურველი კლუბი უჩნდება. გიორგი თავგზას უბნევდა მეტოქეებს, ყაზახმა მცველებმა უბრალოდ არ იცოდნენ, თუ რა უნდა ექნათ. გოლი და საგოლე გადაცემა, ორივე შემთხვევაში კი მისი ნიჭის გამოვლინება იყო. ის ახლა იზრდება, 2020 წელს კი ბელორუსის წინააღმდეგ ის უკვე ვარსკვლავი იქნება.

ვაკო გვილია 5.5 - გვილიას საფეხბურთო კარიერაში კრიზისია. მას გარკვეული პრობლემები აქვს და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას. ის როლი, რაც მას ჰქონდა, გამოუყენებელი დარჩა და მისი როლი თითოეულ შეტევაში მინიმალური იყო.

გიორგი მერებაშვილი 7.5 - "პლოცკის" ნახევარმცველს პირველი ტაიმი საკმაოდ სუსტი გამოუვიდა, ხშირ შემთხვევაში უფანტაზიოდ მოქმედებდა. ზოგადად, მთლიან შეხვედრაში მის ანგარიშზე 18 პასია, რაც გიორგი ლორიას გაცემულ პასებზე მხოლოდ ოთხით მეტია. თუმცა მერებაშვილი კაკაბაძეს ეხმარებოდა დაცვაში, ამავდროულად, გიორგი ჩაკვეტაძის პასი გამოიყენა და მშვენიერი გოლი გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი მისი როლი გაიზარდა და ყაზახებს დროს ართმევდა შეტევების წამოწყების.

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 - ამერიკაში სეზონი დასრულდა და ასე თუ ისე ვაკოს ფორმაში არყოფნა გასაგებია. თუმცა ის ფაქტი, რომ უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს პასს არ აძლევს და თვითონ გაუგებრად კარგავს ბურთს, ცუდია, მას მეტი გუნდურობა მოეთხოვება. აშკარად მასსა და ვაისს შორის გასახდელში შედგა საუბარი, რადგან მეორე ტაიმში დაიწყო პასების გაკეთება. ეგ კი არა და, მეორე ტაიმში, აი, მართლა რომ უნდა დაერტყა და გოლის იდეალური შანსი ჰქონდა, კაჭარავა-ჩაკვეტაძისკენ გააკეთა პასი და რეალური საგოლე მომენტი დაიკარგა. თუმცა მეორე მომენტში ჩაკვეტაძეს გაუკეთა პასი, რაც გიორგიმ საბოლოოდ გამარჯვების გოლად აქცია.

შეცვლები

ნიკა კაჭარავა - კაჭარავა ძალიან ცუდი იყო ერთა ლიგის ყველა მატჩში, თუმცა ყაზახეთთან შეხვედრაში შემოსულმა ერთი ისეთი გადაცემა გააკეთა ყაზაიშვილის მიმართულებით, რომ ყურებადაც ღირდა და საბოლოოდ გოლადაც აისახა ტაბლოზე.

დავით ხოჭოლავასა და გიორგი აბურჯანიას საკმაოდ მცირე სათამაშო დრო მიეცათ, ისინი უბრალოდ ვერც ვერაფერს ვერ მოასწრებდნენ.

ვლადიმირ ვაისი 7.0 - სლოვაკმა სპეციალისტმა ბულგარელ კოლეგას ორი სამატჩო დუელი მოუგო, როდესაც ყაზახეთის ჩემპიონატში იმავეს გაკეთება უჭირდა. საბოლოოდ ნაკრებმა ყველაფერი შეინარჩუნა, მეოთხე კალათაცა და ნახევარფინალში ბელორუსის მასპინძლობის უფლება. ვაისის მეშვეობით ნაკრებმა ლიდერობა, პასების გაცემა და უფრო გუნდური ფეხბურთის თამაში ისწავლა. თუმცა ყაზახეთთან მატჩშიც მთავარ პრობლემად სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება ჩანდა, რადგან ნაკრებს აშკარად ეტყობა, რომ არც კონკრეტული ჩანაფიქრი აქვს და არც კომბინაციაზე ნამუშევარი. ვაისმა ამ შეხვედრაში თამაშის გარდაქმნა შეძლო, რადგან პირველ ტაიმში შეტევები ძირითადად მარჯვენა ფლანგზე იწყებოდა და წარუმატებლად სრულდებოდა, ხოლო მეორე ტაიმში უფრო მეტმა აქცენტმა გიორგი ჩაკვეტაძეზე გაამართლა.

გიოშა
გვერდითი მსაჯის მუტევებელი შეცდომა.ყაზახებმა თმაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს.პასის მომენტში აშკარად წინ იყო გოლის გამტანი ყაზახი ფეხბურთელი.გასაკვირია,რომ ქართველმა ფეხბურთელებმა მთავარ მსაჯს არ მოსთხოვეს (განმეორებითი ნახვის შემდეგ) გოლის გაუქმება. არ მინდა დავაბრალო მატჩის ბოლო წუთებს აგრეთვე ჩვენი და ყაზახების მეგობრულ ურთიერთობას.
ზაზა
შეცვლებს აგვიანებსო ვინც ამას წერს აპა ყოლოდა ოქრი ჯანო ქვილითაია და არაბიძე თუარ ათამაშებდა დროულად ეხლა კიდე ცდილობს როცა საქმე მოთავებულია შეცვლაც მაშვინ გააკეთოს რადგან ყველას ავან ჩავანი იცის ვინ რისი მაქნისიც არის
ლევანი
ვაისი შესაცვლელია. მწვრთნელი, რომელიც ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ, ან არ არჩევს, შესაცვლელია. დვალიშვილი, კაჭარავა, მერებაშვილი, ყაზაიშვილი, ნავალოვსკი,ლორია რომ გეყოლება ძირითადში და ებრალიძე,მახარაძე, პარუნაშვილი, ლობჟანიძე-არაბიძეს საერთოდ არ გამოიძახებ და ზარანდია-კვასხვაძეს არ შეუშვებ, სხვებს რომ თავი დავანებოთ, ის მწვრთნელი გასაშვებია. ამას გარდა, ჯარიმების დამრტყმელი არა, კუთხურების დროს ბატებივით ვართ ჩვენს საჯარიმოშიც და საპირისპიროშიც, არანაირი დამუშავებული სქემა, ცვლილებები აბსოლიტურად არაადეკვატული და უაზრო, დროშიც და სივრცეშიც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დაკვირვებული იქნებით, ყველა თამაშში, ვუტევთ, ვუტევთ, ბურთს ვათამაშებთ და რაღაც მომენტამდე მივდივართ და ვსიო საჯარიმოს ხაზს იქეთ თითქოს კედელია, ჩანს აშკარად, რომ მეტი, თავს იქით ძალაა არაა, ამ დროს რა ხდება, ზამენას არ აკეთებს, კიდეც რომ გააკეთოს, ვინც ამინდი უნდა შეცვალოს გამოძახებული არაა, ან ერთი მკვდრის მაგივრად მეორეს უშვებს ან ვაბშე უტოპიაში ვარდება, მაგრამ ჩვენდა, უფრო ვაისის საბედნიეროდ არსებობს ჩაკვეტაძე, რომელიც შექმნილ, ასე ვთქვათ ზასტოი-ს პირობებში, თამაშს თავზე ღებულობს და მათჩის ბედს წყვეტს-დიდება უფალს. ყველაზე ცუდი ნაკრები გვყავს არსებობის მანძილზე, რადგან ყველა ყოფილი მწვრთნელი უპრობლემოდ გაიყვანდა გუნდს ფლეიოფში ჩაკვეტაძის გარეშეც, მითუმეტეს, როცა საბედნიეროდ კონკურენცია და არჩევანი ასეთი უხვი, არასოდეს გვქონია. ანუ ჩაკვეს გარეშე დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვაისას ნაკრები ფლეიოფში ვერ გავიდოდა. როგორ ფიქრობთ, გუნდს, რომელსაც მხოლოდ ერთი კაცი ჰყავს და ბურთის გორების მეტი, საერთოდ არაფერი არ გამოდის და არიცის, ხოლო კვალიფიციურ რეზერვს არ იყენებს, უფრო მაღალ დონეზე აქვს მომავალი? რა თქმა უნდა არა და მცოდნე ამას მიხვდება. ცხადაძე ზედგამოჭრილი იყო ნაკრებში. ან სხვა ვინმეა მოსაძებნი, ისეთი, რომელიც ფეხბურთში ერკვევა და იცის ვინ უნდა ათამაშოს და ის რომ ზამენა მისთვისაა, რომ თამაში შეცვალო, ტაქტიკააა, რომელიც არ არსებობს. ვაისი -1, ჩაკვეტაძე 10+ ახალი მწვრთნელი გვჭირდება, მაგრამ არ იქნება. ვნახოთ, იქნებ მე ვცდები და რამე გამოსწორდეს. წარმატებები.
სსს
თქვენ წარმოიდგინეთ, რა გუნდი გვეყოლება, თუ ანანიძე, ოქრი, კანკავა, ჩაკვეტაძე, ქვილითაია ერთად გავლენ მოედანზე, აი მერე მოვთხოვოთ ვაისს უფრო დიდი შედეგი, ამ ეტაპზე კი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის
რრ
რამ გაგახსენა?! დდდ
კოტე
კი მიფიქრია და დარწმუნებულიც ვარ რომ ენდობა, ისე ხომ სასტარტოშიც არ დააყენებდა, მაგრამ ცვლილებები არის იმისთვის რომ გარკვეული ხარვეზი აღმოიფხრას, დინამიურობა არ მოაკლდეს გუნდს და ა.შ.
Kartveli
კანკავაზე მეტი მერებაშვილს არ ეკუთვნის, გოლის მიუხედავად!
რა მაფიაა?
ეგ ის თემაა, რეალს ზიდანი კიარა მწვრთნელი საერთოდ არ ჭირდება ისეც მოიგებდა ლიგასო... :-D :-D :-D მწვრთნელმა გოლი უნდა გაიტანოს მაინცდამაინც რო დაინახოთ მისი შრომა? ადრეც გვყავდა ბევრი ტალანტი და უკეთესი გუნდიც მარა არანაერი შედეგი არ იყო, არც ამხანაგურებში, არც შესარჩევზე ძლიერ გუნდთან და არც სუსტთან...
კახა
რატომ უნდა გამოიცვალოს ვაისი? შედეგი ჯერჯერობით სახეზეა, კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს, სხვა რა მიზეზით უნდა გაუშვა კაცი როცა კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ნაკრებისთვის. მესმის რომ რაღაც შეიძლება ისე არ ხდება როგორც ყველას სურს, მაგრამ მივუთით ბატონო, კი არ გავაგდოთ.
George
არ გიფიქრიათ რომ შეცვლებს შეგნებულად არ აკეთებს და ენდობა ბოლომდე იმ 11-ს რომელსაც სასტარტოში აყენებს ?
aburjga
ვაისი უემოციოაო რომ ამბობთ, ვერ დაგეთანხმებით! რა ემოციები უნდა გამოამჟღავნოს, რას ბოდავთ ვერ გავიგე?! კაცია და იცის ემოციები როგორ მოთოკოს! ხომ არ მოყვება გვერდით ხაზთან კომედიანტობსას?! იქნება არგრნტინას რომ ყავდა ამ ბოლო მუნდიალზე ის მწვრთნელი მოგწონთ?!! ? ))))))))))))))))))))))))))
aburjga
მე კი მგონია, რომ ვაისი სწორედაც ძლიან შესაფერისი მწვრთნელია! ისე თქვენ ვიმეს კანდიდატურას ხომ ვერ დაგვისახელებდით?
ალბათ
ვაისის გამოცვლა აუცილებელია,უემოციო,უტემპერამენტო,აგვიანებს გადაწყვეტილებების მიღებას და ოპტიმალურად ვერ ირჩევს შემადგენლობას...დაბალ ჯგუფში კიდევ ხო,მაღლა უკვე ვეღარ გაქაჩავს,პესიმისტური გამონათქვამები ქონდა მაღალი ჯგუფისთვის,ქართველებს ცეცხლიანი,ტემპერამენტიანი და კარგი ფსიქოლოგი ჭირდებათ მწვრთნელად,მათრახითა და თაფლკვერით,კარგი გაგებით..
კოტე
მოდით შევთანხმდეთ რომ შედეგი არის 100%-იანი. რისი მიღწევაც შეიძლებოდა ამ ეტაპზე მიღწეულია, რასაც ყველას გილოცავთ. თუმცა ვისაუბროთ ნაკლზეც: 1) სტანდარტულები 2) დაგვიანებული ცვლილებები 3) თავდასხმის ხაზი და ლორიას თავდაჯერებულობა
ლაშა
საშინლად ითამაშა გურამ კაშიამ! გოლიც და ერთი-ერთზე დატოვბული მურთაზაევიც მისი შეცდომის გამო მოხდა! მეტი დაკვირვება და მობილიზება ჭირდება! აბა წარმატებები!!
a
მარგველ ჩემი სათქმელი თქვი. იგივე სედეგი იქნებოდა , შეიძლება უფრო კარგიც, გამართულიც ვაისი სულ რომ არ ყოფილიყო, უბრალოდ ზის და ემოციურადაც კი არ ეხმარება ნაკრებს. ტაქტიკაზე და შემადგენლობის დაყენებაზე საუბარიც არაა.
ზურა
კვირკველიას და კანკაცას მინიმუმ 8 0 ეკუთვნის.. კანკავას ყოველ მატჩში ეკუთვნის 8.0
margveli
ვაისის შეფასება გადაჭარბებულია, თავად სტატიის ავტორი წერს რომ ორივე გოლი ჩაკვეტაძის დამსახურება იყო. ნაკრები ვერ ახერხებდა სტანდარტული მდგომარეობის გამოყენებას, არ იცის კუთხურის ჩაწოდება, არ იცის ჯარიმის დარტყმა, ნაკრების არსენალში არ არის ვარჯიშებზე დამუშავებული არცერთი ტაქტიკური სქემა და კომბინაცია, ვერ ხერხდება მატჩის მსვლელობის დროს ტაქტიკური გადაწყობა, ვერ ხერხდება თამაშში დინამიკის შეცვლა სათადარიგო მოთამაშეების შემოყვანით. ეს ყველაფერი კი მწვრთნელის ბრალია. მოკლედ ნაკრების მთავრი პრობლემა ეს არის სუსტი მწვრთნელი :) რომ არა ჩაკვეტაძე, ამ სესარჩევსიც ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებდა ვაისი
გულშემატკივარი
ოქრიც ჯანოც და მჭედლოც რომ დაბრუნდებიან მერე დაგვიდგეს ბელორუსი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით