ბელარუსულმა by.tribuna.com-მა სტატია მიუძღვნა საქართველოს ნაკრებს.

ჯერ არაფრისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ ესპანეთი დაამარცხეს.

ორშაბათს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ოთხივე დივიზიონში ნახევარფინალური წყვილები ჩამოყალიბდა, რომლებიც ევროპირველობის საგზურს გაითამაშებენ. D ჯგუფში ნოკაუტ-რაუნდში ჩვენი მეტოქე საქართველოა, რომელსაც დეტალურად იგორ კრიუშენკო წარმოგიდგენთ.

უთამაშია თუ არა საქართველოს დიდ ტურნირებზე?

არასოდეს. არც პლეი-ოფში არ გასულა. ამდენად, ერთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა მათთვისაც ისეთივე წარმატებაა, როგორც ჩვენთვის. მათთვის საუკეთესო შედეგი ევრო - 96-ზე ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება და 2022 წლის მუნდიალზე საკვალიფიკაციოში მე-3 პოზიციაა.

ამ ციკლში ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით გაიარა, 16 ქულა დააგროვა, რაც ტურნირზე უმაღლესი მაჩვენებელია. "წითლებმა" ლატვია დაამარცხეს (1:0, 3:0), ყაზახეთი (2:0, 2:1) და მხოლოდ ანდორასთან დაკარგეს 2 ქულა (3:0, 1:1).

ბოლო 10 მატჩიდან ქართველებმა მხოლოდ 1 წააგეს - ამხანაგური შეხვედრა ლუქსემბურგთან 0:1. ორი წლის წინ კი ისტორიაში უმაღლეს შედეგს მიაღწიეს. ევროპირველობის წინ ესპანეთს სძლიეს მისსავე მოედანზე, რომლის ღირსებას პიკე, ინიესტა და დე ხეა იცავდნენ. ერთადერთი და ისტორიული გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

თავის დროზე ოქრიაშვილმა ჩვენც გაგვიტანა გოლი.

არიან თუ არა მათ გუნდში ტოპ-ჩემპიონატების წარმომადგენლები?

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ტოპ-ლიგაში თამაშობს, 28 წლის ფორვარდი ლევან მჭედლიძეა. 10 წლის წინ "პალერმოში" მისი დებიუტი შედგა, ბოლო 8 წელია "ემპოლიში" ასპარეზობს. თუმცა, ამ სეზონში სააქმეები კარგად ვერ მისდის. უკანასკნელად ნაკრებში 2016 წელს ითამაშა, შემდეგ ტრავმა მიიღო და პრაქტიკულად 1 წელი იუქმა. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სექტემბერში ლატვიასთან მატჩის განაცხადში მოხვდა, თუმცა მოედანზე არ გასულა.

ეროვნულ გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან მხოლოდ სათადარიგო მეკარეები არიან. გუნდის ბირთვს რუსეთში, პოლონეთში, უკრაინაში, კვიპროსსა და ბელგიაში მოასპარეზენი შეადგენენ. ოქრიაშვილი მაგალითად "კრასნოდარისთვის" დარბის, გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი კარიერას "სან ხოსეში" იწყობენ, დავით ხოჭოლავა კი ხშირად ხვდება "შახტარის" ძირითადში.

ამ გუნდში ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეებიცაა. ექს-ბატელი ვალერიან გვილია, რომელიც "ლუცერნის" ღირსებას იცავს. მან ტურნირზე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ლატვიას გოლი გაუტანა.

მინსკის "დინამოს" ძირითად მცველს გიორგი ნავალოვსკისაც იძახებენ ეროვნულში. 5 შეხვედრა გამართა ერთა ლიგაზე. მთავარი დამრტყმელი ძალა კი 19 წლის ვუნდერკინდი გიორგი ჩაკვეტაძეა "გენტიდან". ამ ბიჭმა 4 გოლი გაიტანა, შესარჩევი ციკლის მესამე ბომბარდირი გახდა და "ბარსელონას" დაინტერესება მოასწრო.

ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ამბობს, რომ თუ ასე გააგრძელებს თამაშს, დიდ გუნდში მოხვდება.

საქართველოს ნაკრები შედარებით ახალგაზრდულია. ბელარუსის საშუალო ასაკი 29.7 წელია, საქართველოსი - 26.1. იმის გათვალისწინებით, რომ ერთმანეთს წლინახევრის შემდეგ შევხვდებით, უკეთეს ფუნქციონალურ მდგომარეობაში შეიძლება სწორედ ქართველები იყვნენ. თუ რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ბელარუსი ტალანტები არ გამოჩნდნენ. ჩვენი მეტოქის შემადგენლობაში არ არის 32 წელზე უფროსი ფეხბურთელი, ჩვენთან კი ყველაზე ასაკოვანი ალეკსანდრ გლები მაისში 37 წლისა შეიქნება.

სანამ პლეი-ოფები დაიწყება, ჩვენი გუნდი გვარიანად დაბერდება და მხოლოდ ეს როდი გვადარდებს.

ვინ წვრთნის გუნდს?

ცნობილი სპეციალისტების მისაწვევად საქართველოში არასოდეს არ ზოგავდნენ ფულს. სხვადასხვა დროს ნაკრებში არგენტინელი ეკტორ კუპერი და გერმანელი კლაუს ტოპმიულერი მუშაობდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. ყველაზე ახლოს წარმატებასთან ვლადიმირ ვაისია, რომელიც გუნდს სათავეში 3 წელია უდგას. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 12 მატჩში იზეიმა გამარჯვება. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ თემურ ქეცბაიას ჰქონდა - 13 მოგება.

ვაისი პირველ რიგში ცნობილია სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობით, რომელიც 2010 წელს მუნდიალის 1/8 ფინალში გაიყვანა. მერე მუშაობდა "სლოვანში" და "კაირატში".

ბელარუსი უკვე ეთამაშა საქართველოს?

დიახ, სამჯერ. პირველად 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. თბილისში 1:0 მასპინძლებმა გაიმარჯვეს, მინსკში კი გიორგი კონდრატევის შეგირდებმა რევანში აიღეს (2:0). გოლები ბრესანმა და დრაგუნმა გაიტანეს. ეს თამაში "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქციის წინ გაიმართა.

ამას გარდა, ერთხელ წავესპარინგეთ კიდეც (2:2).

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ