2 დეკემბერს, რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ შეხვედრაში ფოთის ბავშვთა გუნდმა თბილისის "SOS" ბავშვთა სოფლის გუნდი 3:0 დაამარცხა და სამდღიანი ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

გამარჯვებულები და ფინალისტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დააჯილდოეს.

"ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა. ჩვენ, როგორც მშობლებს, ძალიან კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს სპორტში, კერძოდ, ფეხბურთში ბავშვების ჩართულობას და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას მივცეთ ამის შესაძლებლობა. ეს ამ ბავშვებისთვის არის საშუალება, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ სპორტულები და აქტიურები", - აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ.

ფესტივალის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაციის "ჯანმრთელი და ნათელი მომავლისათვის" წარმომადგენლებმა წელს პროექტის საპატიო ელჩი დაასახელეს. "ფეხბურთი ყველას" კეთილი ნების ელჩი, ბავშვების ინიციატივით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა.

ფესტივალი, სახელწოდებით "ფეხბურთი ყველას", სამი დღის განმავლობაში ჩატარდა და მასში ქვეყნის რვა რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც რეგიონული ტურნირების შედეგად შეირჩნენ. პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის" ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აერთიანებს. უკვე 3 წელზე მეტია, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში, ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა, სადაც აღსაზრდელები სისტემატურად ვარჯიშობენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

poti
გილოცავთ ბავშვებო! წარმატებები მუდამ!
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო