"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი" "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს გადასცა.

მან 753 ხმა დააგროვა, მეორე ადგილზე 476 ხმით "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გავიდა, ხოლო მესამეზე "ატლეტიკოს" ფორვარდი ანტუან გრიზმანი (414 ხმა).

პრიზს რომ მოდრიჩი მიიღებდა, პრინციპში სიახლე არავისთვის არ იყო, რადგან კარგა ხნის წინ გახლდათ ცნობილი.

მოდრიჩმა წელს კლუბსა და ნაკრებში 3 გოლი გაიტანა, მასზე ნაკლები ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ ლევ იაშინს (1963 წელს) ჰქონდა გატანილი - 0 გოლი, მაგრამ ის მეკარე იყო.

ცერემონიას ლეო მესი (ბარსელონა) და რონალდო არ დაესწრნენ, რომლებიც წინა 11 წლის მანძილზე ამ პრიზის მფლობელები იყვნენ.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე მიიჩნიეს.

წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად "ლიონისა" და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ადა ჰაგერბერგი აღიარეს, რომელიც თავის გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

jora
გაიხარე ძმაო
Zuka
Davijero canavaros meti qonda? Golebis raodenobistvis oqros bucs azleven, batono
T.k
მადლობა რეზი
ლმ
margveli - იმიტომ არის საშუალო დონის რომ არ არის გრანდი, არ არის ტიტულების მოპოვებაში გამობრძმედილი ნაკრები და არავინ არ ელოდა მათგან აღნიშნულ შედეგს.
Modric
იმსახურებდა რადგან ოქროს ბურთს სტატისტიკის მიხედვით არ აძლევენ მთავარია თამაში,მოდრიჩს გოლები არ გააქვს მაგრამ გუნდი მიყავს გოლამდე და გამარჯვებამდე
რა მაფიაა?
საინტერესო მოსაზრებაა მაგრამ, ფიფა და უეფა არაფერ შუაშია ამ პრიზთან ))
რეზი
100-ი პროცენტით გეთანხმები ყველაფერში, მაგარი კომენტარია. ყოჩაღ!
ქართველი1
სოსო ამ მოდრიჩზე ორივე ხელსაც არ ავწევ! ბოლო ბოლო ვერ გავიგე რა? მსოფლიო მოიგო თუ მაგიტომ "დაასაჩუქრეს ამდენიპრიზებით"? რა ვქნა მესის მაინც ვერავის შევადრი, ასეთი ათასში ერთი იბადება, ასეა ეს.
გია1
ზორბეგ ერთი ძმურად შეგვახსენე რომელი სეზონი ჩააგდო კლუბში მესიმ? რაც შეეხება ნაკრებს, ათასჯერ მაქვს ნათქვამი,რომ გუნდში ნამდვილად მოხდა განხეთქილება თორემ მესი ისეთი მოტივირებული წავიდა სათამაშოდ არ არსებობს, მესის წარმატებით არ ეთამაშა! მე მგონი მესის გარდა ათი კაციც თამაშობს ნაკრებში და ყველას ცოდვას ნუ ავკიდევთ მესის. მესი, რომ "გვერდზე" გაწიეს ეს იქიდანაც გამოჩნდა, როცა ფრანს ფუტბოლის მიერ გულშემატკივრების გამოკითხვა გააუქმეს, სადაც მესი მოდრიჩს, რონალდოს, სალახს, მამბეს, და ყველას უსწრებდა, აქედან უკვე ვიცოდი მესის საერთოდ არ შეიყვანდნენ. როგორც იქნა დამთავრდა ეს საფეხბუთო კომიკური კომედია. მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელო ლეო შენს გვერდით გვიგულე!!!!
ირაკლი
ამ პრიზს რის დამსახურებით აძლევენ საერთოდ ვეღარ გავიგე? მსოფლიო ჩემპიონი არ არის მოდრიჩი, ევროპის ჩემპიონი არ არის, მნიშვნელოვანი გოლები არ გაუტანია. ალბათ ჩემპიონთა ლიგაზე და პრიმერა დივიზიონის გამო გააკეთეს არჩევანი. რა თქმა უნდა სისულელეა. მბაპეს გვერძეც ვერ დადგება.
გელა 67
მე გახლავართ"რეალი"სა და მოდრიჩის (შესაბამისად) გულშემატკივარი,ასევე დიდი პატივისცემა გამაჩნია ხორვატიის ნაკრების და ზოგადად ამ ვაჟკაცი ერის, სასიამოვნოა ერთის მხრივ ლუკას წარმატება, მაგრამ ამ პრიზს 100% ით იმსახურებდა ანტუან გრიზმანი, ასეთ სისულელეს მხოლოდ UEFA და FIFA თუ ჩაიდენდა....(ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომელსაც ბევრი მომხრე უნდა ჰყავდეს წესით)
Musenbezi
მსოფლიოში კი არა ხორვატიის ნაკრებშიც კი არაა საუკეთესო, რეალში ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი ამაზე... საქველმოქმედო ორგანიზაციად გადაიქცა ფრანს ფუტბოლი თუ?
T.k
კაი ერთი მასე ინიესტასთვის უნდა მიეცათ პირველრიგში მოდრიჩი მისდონემდევერასდროს ვერ მიაღწევს ინიარის ჯადოქარი და ოქროსბურთს 2010 შიც იმსახურებდა და არ მისცეს
ქართველი
რონალდო ან მბაპე უნდა ყოფილიყო საუკეთესო
mafia martavs fexburts
მოდრიჩს ოქროს ბურთი კი არა კვახი.
ჰა ჰა ჰაააა
საერთოდ მსოფლიო ფეხბურთის მამებმა და ჩინოვნიკებმა ხომ მიგვაჩვიეს თავიანთ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს,მაგრამ ეს ბოლო ხომ საერთოდ იყო რაა.მოდრიჩს ოქროს ბურთი.სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...
ზორბეგი
რა მესი სეზონი ჩააგდო კლუბშიც და ნაკრკბშიც ლა ლიგა არ ითვლება, ცოტა რომ გაუმართლოს ალავესიც მოიგებს, რონალდომ მსოფლიო ჩააგდო, კი ორივე ნებისმიერ დროს ჯობია დანარჩენებს მაგრამ პრიზს სეზონის მიხედვით აძლევენ, ნიჭის მიხედვით რომ იძლეოდნენ ქინქლაძესაც ექნებოდა რამოდენიმე. მოდრიჩს რაც შეეხება - ვიღაცისთვის ხომ უნდა მიეცათ და...
armando
ამას თუ ჩვენი "ჩაკვე" არ ჯობდეს მე ვიყო გაჩხერილი მარადონა.
margveli
საშუალო დონის რატომ არის მაგის ნაკრები, როცა რეალის, ბარსელონას, იუვენტუსის და სხვა უმაღლესი კლასის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული
სოსო
მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე რომ იყოს საუბარი,ორივე ხელს ავწევდი,მაგრამ წელიწადში 12 თვეა და მთელი შემოდგომა ,მოდრიჩი თავისი თავის აჩრდილია,მაშინ როცა სხვა პრეტენდენტები აგრძელებენ მაღალ დონეზე თამაშს.ასე რომ ფრანს ფუტბოლმა საქვეყნოდ მოიჭრა თავი და არ მესმის, რაში სჭირდებოდათ.კააარგი ბატონო,მესი და რონალგო აღარ უნდათ და მათთან ახლოს ვერავინ მიდის,მაგრამ გრიზმანი და მბაპე?ბოლო ბოლო,ფრანგები არიან და საოცარი სეზონიც ჰქონდათ.
ლმ
ოქროს ბურთთან გოლის გატანა რა შუაშია ??? ტიპი რეალშიც გუნდის მოტორი იყო და ნაკრებშიც. ამასთანავე საშუალო დონის ევროპული ნაკრებით ფინალი ითამაშა. მეტი რა უნდა გაეკეთებინა ? მანდამაინც ბომბარდირი უნდა გამხდარიყო ???
ბიკენტი
ნეტავი თვითონ თუ სჯერა ლუკას, რომ მესის და რონალდოს სჯობია? თუმცა ის რა შუაშია, ეს იმათ სინდისზე იყოს ვინც მას მისცა ხმა; და ეს ხალხი მართავს დღეს ფეხბურთს მსოფლიოში...
Wtf
მაგარდ ტეხავს როცა ჯადოქარ ინიესტას არ აქვს ეს ჯილდო და უეცრად მოდრიჩი იგებს.
soso
3gols mec gavitandi mtel welshi cota ro mevarjisha:))amas tu oqros burti ekutvnis mesis Da ron al dos (barsas fani var da mainc vagiareb )bajaglo briiantebi unda miscesn
margveli
ფეხბურთელი სეზონში 3 გოლზე მეტს რომ ვერ გაიტანს, შენი ნაკრები და კლუბი 3-0 5-1 6-0 აგებს რა ნამუსით იღებ ამ ჯილდოს :)
a.a.
ლეო უცხოპლანეტელია და ამ ჯოლდოს როგორ მიიგებდა? ეს ჯილდო ამქვეყნიური პეხბურტელებისტვისაა.
კ ო მ ბ ლ ე
მოდრიჩი იმიტომ აირჩიეს, რომ მთავარია მას გოლები არ ქონდა გატანილი, აი ეგაა ძნელი, აბა სცადე და სამ მეტრიდან ააცილე კარს, ეგაა მთავარი თორემ, გოლს ყველა გაიტანსს, მესიც და რონალდოც.
soso
ამ პრიზს თამაშიდან გამომდინარე აძლევენ თუ რო ეცოდებათ რა ცუდი ბავშობა ქონდაო.. რავი რას გაიგებ ააა
T.k
ასეც ვიცოდი :)) ამ ჯილდომ ჩემთვის ფასი დაკარგა :)) მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები რომ მესი და რონალდო არიან ამაში ვფიქრობ რომ ეჭვიარარვის არ ეპარება :)) და ყველაზე მეტად იმაზე გამეცინა რომ მესი სამეულშიც არ მოახვედრეს :)) ამას რომ თავი დავანებოთ თუმაინცადამაინც მსოფლიო ჩემპიონატს ანიჭებდნენ პრივილეგიას მაშინ ფრანგისთვის უნდა გადაეცათ მაგრამ არა ასე იყო გადაწყვეტილი და მოხდა კიდეც “ფრანს ფუტბოლმა” ის შეცდომაც დაუშვა რომ ოქროს ბურთის გამოკითხვები ჩაატარეს და წაშალეს სადაც მესის ხმების ნახევარზე მეტი ჰქონდა :)) მოდრიჩზემეტად იმსახურებდნენ გრიზმანი, აზარი, კეინიც მაგრამ არაუშავრს სულ ოქროს ფუცებიც რომჩააცვან დაათამაშონ საუკეთესოები მესი და რონალდო იქნებიან :)) რაც ფეხბურთის მოყვარულებისათვის ჩემთვის პირადად ფუფუნებააა ამ ორი გენიის ერაში ცხოვრება. რაც შეეხება მოდრიჩს ვულოცავ და კიდევ არ ვამბობ რომ მან ეს ჯილდო არ დაიმსახურა უბრალოდ მასზე მეტად სხვები იმსახურებდნენ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"ოქროს ბურთი"? მე პრემიერლიგის მოგება მირჩევნია" - მოჰამედ სალაჰი
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"მეგონა სიაში უფრო წინ ვიქნებოდი, ასეთი ჯილდოები ზოგჯერ უსამართლოა" - ლაუტარო მარტინესმა "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
2025 Ballon d’Or. გენიალური "კვარადონა" "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა ათეულშია
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა