„ჩელსის“ კაპიტანმა, ჯონ ტერიმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააფრთხილა, ჩვენი გუნდის საუკეთესო ხუთეულთან გამკლავება გაგიჭირდებათო
„ჩელსის“ კაპიტანმა, ჯონ ტერიმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააფრთხილა, ჩვენი გუნდის საუკეთესო ხუთეულთან გამკლავება გაგიჭირდებათო. მისი თქმით კარლო ანჩელოტის შემტევ ვარსკვლავთა გაძლება ძალიან ძნელი საქმეა.

ტერი დარწმუნებულია, რომ კვირას, ინგლისური სეზონის მთავარ შეხვედრაში დიდიე დროგბას, ფერნანდო ტორესის, სალომონ კალუს, ფლორან მალუდას და ნიკოლა ანელკას გაჩერებას თვით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ კი ვერ შეძლებს.

„ნებისმიერი მოწინააღმდეგე შეკრთება, როდესაც მოედანზე ნანდოს, დიდიეს, ნიკოს, სალას ან ფლორანს დაინახავს. ეს ხუთეული ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სულერთია ამ მოთამაშეთაგან მწვრთნელი კონკრეტულ შეხვედრაში რომელს ათამაშებს. გამარჯვების გოლის გატანა ხუთეულის ყველა წევრს შეუძლია და იმისათვის, რომ ამ სეზონში ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, ისინი კარგ ფორმასი უნდა იყვნენ.

ალბათ, დააკვირდებოდით, რომ ამ ბიჭებიდან, ჩვეულებრივ, სამი იწყებს თამაშს, ორი კი მეორე ტაიმში, შეცვლაზე შედის. ამის მიუხედავად, მათ შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. ან კი, რა დროს გაუგებრობაა, როდესაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა იმდენად დაიძაბა, რომ გამარჯვებული შეიძლება გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობამ გამოავლინოს. ძალიან მიხარია, რომ სალამ, დიდიემ და ფლორანმა კვლავ გაიხსენეს გოლების გატანის გემო“.

თავდამსხმელთა შორის კონკურენციაზე ლაპარაკი იმიტომ ჩამოვარდა, რომ კალუმ, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ შეხვედრაში, ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ როდესაც მსაჯმა თამაში დაამთავრა, თანაგუნდელებთან ერთად, საზეიმოდ მოედანზე არ დარჩა. ის განაწყენდა, რადგან ბოლო დროს ანჩელოტი სასტარტო შემადგენლობაში ხშირად არ ათამაშებს. ამის მიუხედავად, ანჩელოტიმ თქვა, რომ 25 წლის კოტ დ’ივუარელი ვერც კვირას მოხვდება სასტარტოში.

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა