ტურინული დერბი იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მთავარი სამშვენისი უნდა გამოდგეს. ამ გუნდებს შორის შეხვედრას დაძაბულობა არასოდეს აკლია. ასე იქნება ამჯერადაც. ეს იმის მიუხედავად, რომ "იუვე" მეტოქეს შემადგენლობით მნიშვნელოვნად სჯობს და აშკარა ფავორიტადაც ითვლება.

ტურინული გრანდი მიმდინარე სეზონში მართლაც რომ შეუჩერებელია და ეს სულაც არაა გასაკვირი მისი შემადგენლობიდან გამომდინარე. და მაინც, დერბი განსაკუთრებული შემთხვევაა. ამ დროს ბევრი ფაქტორი ნიველირდება.

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ახლა კარლო ანჩელოტის გუნდს ისღა დარჩენია, აქცენტი შიდა ჩემპიონატზე (ევროპა ლიგაც არ უნდა დაგვავიწყდეს) გადაიტანოს. ნეაპოლელთა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, მაგრამ გუნდი მაინც ფავორიტად ითვლება "კალიარისთან" შეხვედრაში.

ანჩელოტი ამბობს, რომ გუნდის მიზანი წელს ევროპალიგის მოგებაა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის მივიწყებაც არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, თუ "იუვენტუსის" უძლეველობის ფონზე "ნაპოლი" ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს, მეორე ადგილზე დაბლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვას.

ჩემპიონთა ლიგას ასევე დაეთხოვა "ინტერიც". მილანელებს ახლა რთული გასვლითი შეხვედრა ელით "უდინეზესთან". ცხადია, ისინი ფავორიტად ითვლებიან, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდი კარგ ხასიათზე ვერ არის. არავინ იცის, როგორ ვერ მოახერხა "ნერაძურიმ" საშინაო ასპარეზზე "პსვ ეინდჰოვენის" დამარცხება.

ძალიან კარგი თამაში უნდა გამოდგეს "ატალანტასა" და "ლაციოს" შორის. ეს ორი კლუბი მიმდინარე სეზონში შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ასე რომ, კარგი მატჩის მოლოდინი გვაქვს.

"მილანი" ფავორიტია "ბოლონიასთან" შეხვედრაში. ბოლო დროს ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი გამოცოცხლდა და ეს შედეგსაც დაეტყო. "როსონერის" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა. წესით, "მილანმა" ამისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

ფაქტები

"ინტერისა" და "უდინეზეს" ბოლო 8 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

ყველა ფრონტზე "იუვენტუსმა" ზედიზედ 3-ჯერ მოახერხა "ტორინოს" დამარცხება.

სპალ-ს ისტორიაში არასოდეს მოუგია "კიევოსთვის".

"ემპოლიმ" ბოლო შეხვედრაში მოუგო "ფიორენტინას".

"ფროზინონესა" და "სასუოლოს" უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4-ში ორივემ გაიტანა.

"პარმას" 2014 წლის შემდეგ არ მოუგია "სამპდორიასთვის".

"ნაპოლიმ" ბოლო 5 თამაშში აჯობა "კალიარის".

"რომასა" და "ჯენოას" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ატალანტასა" და "ლაციოს" უკანასკნელი 2 შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

სერია A. XVI ტური

შაბათი, 15 დეკემბერი

ინტერი-უდინეზე 21:00

ტორინო-იუვენტუსი 23:30

კვირა, 16 დეკემბერი

სპალ-კიევო 15:30

ფიორენტინა-ემპოლი 18:00

ფროზინონე-სასუოლო 18:00

სამპდორია-პარმა 18:00

კალიარი-ნაპოლი 21:00

რომა-ჯენოა 23:30

ორშაბათი, 17 დეკემბერი

ატალანტა-ლაციო 23:30

სამშაბათი, 18 დეკემბერი

ბოლონია-მილანი 23:30

ბომბარდირები: 11 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 10 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო); 8 - მაურო იკარდი (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი); .

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი