ბერძენი, ახალზელანდიელი, სლოვაკი - ალბათ მიხვდით სამი წამყვანი გუნდური სახეობის მწვრთნელებზეა საუბარი. ილიას ზუროსი, მილტონ ჰეიგი და ვლადიმირ ვაისი. მათი საქმიანობა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშაა, მათ სიხარულიც ახლავთ და იმედგაცრუებაც.

მილტონ ჰეიგი მათ შორის "ყველაზე ქართველია", რომელიც ჩვენს ქვეყანას მიეჩვია და თავისად განიხილავს.

ილიას ზუროსი ცხარე ბერძნული მენტალიტეტით გამოირჩევა, თუ აფეთქდა მტრისას! თუმცა რეალურად იმდენად თბილი ადამიანია, გაგიჭირდება იმის გააზრება, რომ პარკეტთან იგივე ადამიანი იდგა.

ვლადიმირ ვაისი დახვეწილობით გამოირჩევა, უყვარს დისციპლინა, ნაკლებად კონტაქტურია თუმცა თავის შეგირდებთან ურთიერთობა შეუძლია.

ჰოდა ეს სამი მწვრთნელი ან სიხარულს გვაჩუქებს ან ვერა, გამოკითხვა კი შემდგომში მდგომარეობს. რომელმა მწვრთნელმა იმუშავა 2018 წელს ყველაზე კარგად, მანამდე კი მათ მონაგარს გადავხედოთ.

ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ვაისისთვის 2018 წლამდე ნამდილად კოშმარი იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ისე ჩავატარეთ მოგება არ გვქონდა. 2018 წელი ამხანაგური მატჩებით განვაახლეთ - მარტში ლიეტუვას 4:0 ვძლიეთ, შემდეგ ესტონეთიც 2:0 დავამარცხეთ. ივნისში კი მალტას 1:0 მოვუგეთ, ლუქსემბურგთან 0:1 დავთმეთ. ესე შევეგებეთ ერთა ლიგის ახალ ტურნირს, რომელმაც ნამდვილად გაამართლა.

ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი სექტემბერში პირველივე ტურში გვქონდა, მთავარ მეტოქეს, რომელიც ჯგუფიდან გასვლში უნდა შეგვცილებოდა, ყაზახეთშივე 2:0 დავამარცხეთ, თბილისში კი ლატვიას 1:0 ვძლიეთ. ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას ორი 3:0-იანი ანგარიში დავაფიქსირეთ, ჯერ ანდორა დავამარცხეთ თბილისში, შემდეგ ლატვია რიგაში.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ყველა მოგებით მაინც ვერ დავასრულეთ, ანდორამ არ დაგვანება და ლა ველაში 1:1 გვეთამაშა, ფინალურ ტურში კი ყაზახეთს თბილისში 2:1 ვძლიეთ.

საბოლოოდ ვაისმა ერთა ლიგის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოგვიპოვა და მეოთხე კალათა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში. მთავარი პრობლემა, რაც ვაისის მიმართ ტრადიციულად იყო, ეს დაგვიანებული შეცვლები და რამდენიმე შემთხვევაში სელექცია იყო. თუმცა სლოვაკი 2019 წელს 8 მოგებით 1 ფრითა და 1 მარცხით ხვდება.

ილიას ზუროსი - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელი

ბერძენს არ ჰქონია ნამდვილად მარტივი წელი, მას ყველაფერმა შეუშალა ხელი რაც შეიძლება მომხდარიყო - ეს იყო კალათბურთელთა გამუდმებული ტრავმები და ევროლიგა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ამ ფორმით ჩატარებას აზრი დაუკარგა.

წლის დასაწყისი თებერვალში შესარჩევის მესამე თამაშით დავიწყეთ, ავსტრია შინ 78:64 დავამარცხეთ და ჯგუფიდან გასვლის კითხვები შევამცირეთ, თუმცა მალევე სპორტის სასახლეში გერმანიასთან 77:87 დავთმეთ. ივნისში მწარე მარცხი გვაგემა სერბეთის ნაკრებმა, სპორტის სასახლეში არ დაგვინდეს და 50:87 მოგვიგეს, თუმცა ჩვენსავე არენაზე შემდეგ შეხვედრაში ავსტრიას 98:73 ვძლიეთ.

ჯგუფიდან გასულები, სხვა ჯგუფში გადავბარგდით და პირველივე შეხვედრაში ებრაელებს თელ ავივში 85:80 ვძლიეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის იმედები გაჩნდა, თუმცა თბილისში საბერძნეთის ნაკრებთან ცივი წყალი ჩვენ თვითონვე გადავისხით, სადაც შეხვედრა ბოლო წამებში წავაგეთ (85:86) და გადამწყვეტ მომენტში ილიას ზუროსის ტაქტიკური მონახაზიდან გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა.

ბოლო ორი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ. ტალინში ესტონეთს 80:73 ვძლიეთ და თბილისში დრამატულ მატჩში ისრაელი 71:69 დავამარცხეთ. საბოლოო ჯამში ზუროსს ყაიმი გამოუვიდა, 5 მოგება და 5 წაგება.

მილტონ ჰეიგი - საქართველოს მორაგებთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 9 შეხვედრა მოიგო და 3 წააგო, მილტონის კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი წელი იყო, მისმა ნაკრებმა გამოცდა, რომლისთვისაც ვემზადებოდით, ვერ ჩააბარა.

ჩვენმა ნაკრებმა სეზონი რაგბი ევროპის ჩემპიონატით გახსნა, ჯერ ბელგია გაანადგურეს 47:0 და არც გერმანია დაინდეს საკუთარ არენაზე - 64:0. მარტში ესპანეთთან საკმაოდ რთული შეხვედრა 23:10 მოვიგეთ, შემდეგ კი რუსეთი დავამარცხეთ მისსავე მიწაზე 29:9. ფინალურ მატჩში თბილისში რუმინეთის ნაკრებს ვძლიეთ (25:16) და კიდევ ერთხელ დავეუფლეთ რაგბი ევროპისა და ანთიმოზ ივერიელის თასს.

მაისში "ფრანგ ბარბაროსებთან" დაიგეგმა ამხანაგური, სადაც 16:15 მოვიგეთ. ივნისში ტონგას ვძლიეთ 16:15 და ამის შემდეგ ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა სამი ურთულესი შეხვედრა. ჯერ ფიჯისთან დავმარცხდით 15:37, შემდეგ იაპონიამ არ დაგვინდო 0:28 და ბოლოს ნანატრ იტალიასაც შევხდით ნოემბერში და 17:28 დავმარცხდით. წლის ბოლო ორ შეხვედრაში სამოა 27:19 დავამარცხეთ და შემდეგ ტონგას 20:9 ვძლიეთ.

Dddd
zs
ადფ
tornike
მაგარია
გია
გია
გიორგი
მაინც ჰეიგი

paata
მილტონა მაგარია
პაატა
სპორტის სახეობის სიყვარულმა გულშემატკივარს არ უნდა დაგარგინოს ობიექტური შეფასების უნარი!!!მაგრად მიყვარს ჩვენი ფეხბურთი და მაგიტომაც არ მივცემ ხმას ვაისს! ყველას გაგიმარჯოთ ვინც ყაზახეთის და ეგეთი უმდაბლესი დონის გუნდების მოგებით კმაყოფილი ხართ, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მწვრთნელის და ნაკრების წარმატების დონის საზომი. ასე რომ ჯერ-ჯერობით ჩვენს ფეხბურთს კიდევ ბევრი უკლია რაგბის და კალათბურთის ნაკრებების წარმატებებამდე. პირადად მე უპირატესობას ჰეიგს ვანიჭებ და მერე ზუროსს.
ვასო
ზუროსი, რდგან ურთულეს ვითარებაში ნულიდან ახალი გუნდი შექმნა, რომელიც ევროპაზე თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და მინიმუმ მეოთხედფინალში გავა. მელიტონა ერთ ადგილზე გაიყინა და გუნდმა პროგრესი შეაჩერა, ვაისას კი არაფერიც არ გაუკეთებია, 2 წლის განმავლობაში კაცმა გუნდი ვერ დააკომპლექტა, მოთამაშე ფეხბურთელებს თამაშის შანსი არ მიცა და ნაკრებმა თუ რაღაც წარმატებას მიაღწია, ეს მხოლოდ ჩაკვეტაძის დამსახურებაა და იმისი რომ უბანძეს ჯგუფში მოვხვდით, იმ დონის, რომ უთამაშებელი ფეხბურთელებით დაკონპლექტებული ნაკრებით დავდეთ გარკვეული შედეგი, მთავარი შედეგი კი წინაა, ამიტომ ამ ეტაპზე ვაისას შეფასება ნულის ტოლია და საერთოდაც ნაადრევია. მწარე სიმართლე.
gela
მხოლოდ წლევანდელი შედეგის გამო ვაისი
gogi
ვაისი
Qartveli
თუ შევადარებთ გუნდებს ვის რა დონის მოწინააღმდეგესთან ჰქონდა თამაში მე რაგბისტებს და ჩვენს მილტონს გამოვარჩევდი. აქვე მინდა ყველა სხვა ნაკრენს წარმატება ვუსურვო!
Iakobi
we just started to play Football again that's it
aburjga
ვლადიმერ ვაისი (დანარჩენი ორი მწვრთნელიც საუკეთესოა. ეს არჩევანი მაქვს შედეგის გამო)
გიორგი
სუპერ ;)
ვალერი აბულაძე
ვაისსაც და ზუროსსაც–ორივეს წარმატებული წელი ჰქონდათ,მთავარია–ორივე სანაკრებო გუნდში არის პროგრესი.ამ ორში მაინც ზუროსს მივეცი ამ შემთხვევაში უპირატესობა, ვინაიდან ძლიერ გუნდთან–ისრაელთან მაჟორულ ნატაზე დავასრულეთ წელი.ისე ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მაღალი კლასის მწვრთნელები არიან!წარმატებები მათ!!!
ვასო
ვაისის მწვრთნელობა არ გაიშვა! კაცმა შეცვლა არ იცის და 1 ადგილზე როგორ გაგყავთ, როცა კალათბურთს და რაგბის ორი გენიოსი წვრთნის?!
მერაბ
ვლადიმერ ვაისი
ბასკი
სამივეს წარმატებებს ვუსურვებ! სამივეს ბევრი აქვთ სამუშაო, ჩვენ მეტი გვინდა, მაგრამ დავაფასოთ მიღწეულიც... ვაისმა და მისმა ბიჭებმა ჭ კლასის ნაკრებებს მოუგესო, ჩვენი რაგბისტებისთვის რუსეთი გერმანია ბელგია ესპანეთი არარის ჭ კლასი? მაგრამ ამის გამო მათთან გამარჯვება აგდებით მოგვიხსენებია ოდესმე?! დააფასეთ ის რაც გაქვთ! გაიხსენეთ ახლო წარსულია, უზბეკეთს ვერ მოვუგეთ, იორდანიამ მოგვიგო, მოლდოვასთან ყაზახეთთან ფრეები, და ესტონეთმა ტალინში 3-0 მოგვიგო 2015 წელს დაგავიწყდათ როგორც ჩანს! დღეს რაც გვაქ ეგეც არ გვქონდა, დავაფასოთ და კიდევ მეტი და მეტი წარმატებები სამივეს!!!
ზურა
შესანიშნაი მწვრთნელია
გიო
სადაო არ მგონია აქ რაიმე იყოს, უბრალოდ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს. ჩემთვის მილტონ ჰეიგია საუკეთესო
გიორგი
milton heigi
emigranti
საინტერესოა რამდენად სარწმუნოა გამოკითხვის შედეგების სისწორე არჩევნებისა არ იყოს. კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ვაისს 30 %-ზე ნაკლები უნდა ჰქონდეს, მაგრამ სინამდვილეში ლამის 50 % აქვს. იმედი ჩაგვისახაო სასაცილოა პირდაპირ. სემდეგი ორი თამაშის მოგების შემთხვევაში კიდევ შეიძლებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ეხლა? სამეულშიც კი არ უნდა იყვეს.თითქოს კარგი პიროვნებაა, მაგრამ სულ შიშები აქვს და აშკარად სხვების ჭკუაზე დადის. არაა საუკეთესო მწვრთნელობის ღირსი და არც ზუროსთან და არც ჰეიგთან მისი შედარება არ შეიძლება, მით უმეტეს მათზე წინ დაყენება ამ ორის შრომის დაუფასებლობას ჰგავს.
gur
Vais
დავითი
მაგარია მილტონ
გელა
ნაკლები რესურსი
TanoLife
ისე ჩვენში დარჩეს და სამივე მაგარია.
gigilo
ჰეიგი მაგარია.. უპირობო ფავორიტია
zura
საუკეთესოა
ვერა
ტკეპნა ნამდვილად არარი გაიხსენეთ რა მოხდა რაგბის ფედერაციაში როცა მთავრობა შეიცვალა წავიდა ნიჟარაძე და ბევრი რამე რეგრესს განიცდის არ არი ეს ტკეპნა რაც არ უნდა იყოს ზემოთ გუნდში მაინც არი დალაგებული სიტუაცია ბძოლა და ა.შ. იტალიის მატჩი ჩვენთვის იყო ურთულესი მთლიანი გუნდი ლამის ტრავმიანი გვყავდა უამრავი პრობლემა დაერთო თან მატჩამდე პერიოდს და შედეგი არ იყო ის რასაც ველოდოთ ეს ჰეიგის ბრალიც იყო და იმისიც რო ვერაფერს იზამ როცა წამყვანი მოთამაშეები არ გყავს იტალია სუსტია მაგრამ ჩვენ საშინლად სუსტები ვიყავით ასერო მე მაგალითად არ ვეთანხმები მოსაზრებას რო ერთ ადგილს ვტკეპნით
nika
ზუროს
ზუურ
მილტონ ჰეიგს რომელი სჯობს შედეგით მეღადავებით?!
Totia
Zalian magari adamiania
არტაგი
ჯერჯერობით ყველაზე უკეთესი შედეგები ვაისს გააჩნია....
ლაშა
ვაისი

ბიჭებზე არც არავინ ამბობს რამეს. ჰეიგს კი ნამდვილად არ ჰქონდა წარმატებული წელი. ჩემი აზრით, მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ახალია საჭირო
ვანო
რწმენა დააბრუნა რომ,კიდევ ცოცხალია ქართული ფეხბურთი
mishka
წარმატებები
gagi
იტალიასთან წაგებაზე ბევრად უარესი იყო ზაფხულის სრული კატასტროფა. მიზეზებზე აღარ დავიწყებ. ფეხბურთი და ვაისი არც უნდა განიხილებოდეს, ფსკერის დონიდან გამომდინარე. ზუროსმა ფაქტიურად 3 კალათბურთელით ითამაშა ევროპის საუკეთესო გუნდებთან. ზუროსი, რა თქმა უნდა!
zuka
რატომ?!!! არგუმენტები?
zuka
აი ვაისი რატომ? შუშუ ლიგაში რო მოიგო რამდენიმე თამაში ნაკრებმა? + ანდორას ვერ მოუგო? სრული ტენდენციურობა და უსამართლობაა. ჰეიგი არავითარ შემთხვევაში. სრული ჩავარდანა იყო ბორჯღალოსნების ეს წელიწადი. ზუროსმა კიდევ იმ რესურსით, რაც ჰქონდა ფაქტიურად მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. ხმა იმის მიხედვით არ უნდა მისცე, თუ რა სპორტი მოგწონს.
გიორგი
წარმატებები სამივეს!
ლევან
ზუროსი
თეიმურაზ ნეფარიძე
მილტონ ჰეიგი
ალექსანდრე
მაინც ასე ვფიქრობ...
გგგ
ჰეიგმა წააგო ერთი თამაში რომლის წაგებაც არ შეიძლებოდა...ამ თამაშს წლები ველოდებოდით...თეთრი ტრ..ი და შავი ტრ..ი მსოფლიოზე გამოჩნდება.ჩვენი "სავიზიტო ბარათი" შერკინება ისეთი დომინანტი ბოლო თამაშებში მგონი ვეგარაა ხო?:)
გლახუნა
რა ვაისი, რის ...ჭ კლასის გუნდებთან შედეგი - ,,დიდი,, წარმატებაა ?!
გოგა
წელს ცალსახად ვაისი
ვახო
იტალიასთან წაგებას არ პატიობთ მელიტონს და ანდორასთან ფრეს და სხვა მილიონ უბედურებას ფეხბურთს გაუტარეთ

რაგბი ევროპა უკვე აღარაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. სხვა გამოწვევები გვაქვს და სხვა რა წარმატება ჰქონდა ჰეიგს ? წლის მწვრთნელი ნამდვილად არ უნდა იყოს
ვახო
როგორ შეიძლება ქართულ რაგბზე ასე საუბარი როგორ შეგიძლიათ ცუდათ შეაფასოთ ბიჭები ვისაც ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვთ რაგბი რომ ყველაზე ნაკლებათ შემოსავლიანი და უპერპექტივო სპორტია ამის დავიწყება არ შეიძლება მიუხედავათ ამისა ბიჭები თავს არ ზოგავენ სტადიონზე რაგბს ვუგებთ თუ ვაგებთ მიუხედავათ შედეგისა ამაყი ვარ . რას ეძახით შედეგს ანდორასთან ფრეს და ყაზახეთთან მოგებას რუსეთთან 7-1 რომ წააგეფ ახალგაზრდა გუნდი ნუ არ ვიცი ეს თუ ფეხბურთია იყოს ბატონო ჯერჯერობით ჟილკა მხოლოდ კანკავა
zaza
ჩემი ხმა ზუროსს! საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისგან მაქსიმუმი გამოძერწა!!
ზაზა ხოფერია
შედეგებით ვაისი საუკეთესოა.
გოგა
ვფიქრობ 2018 წელი უფრო ვაისის წელი იყო თორემ სხვა მხრივ დანარჩენებს არ დავუკარგავ პროფესიონალიზმს
Buxrika
ფეხბურთი ფეხბურთიი.ვაისიი ვაისიი
მილტონ ჰეიგი
კარგი სპეციალისტია
სოსო
ერთმნიშვნელოვნად ვაისს ეკუტვნის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი რადგან ისტორიაში პირველად მის ხელში მოგვეცა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი.
ზუროსი
აქ ზუროსი უნდა ლიდერობდეს მისგან საერთოდ მე ბევრს ველოდი და ველი სულ ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანი რომელიც კალათბურთს გულშემატკივრობს მისგან ეს შედეგი ამ გუნდით და ამ სიტუაციაში უდიდესი გამოწვევა იყო და მან შეძლო ეს და გააკეტა ამ ღვაწლით ის ჩვენ კალადბურთის დიდი სამოავლო წარმატებებს უყრის საფუძველს და ეს უნდ ადავინახოთ და დავაფასოთ ვაისი ლიდერობს და ეს კიდე მეტად აკნინებს ამ ქვეყანაში სწორად შეფასების კულტურას სპორტში და საერთოდ პროფესიული კუთხით შეფასებები ყოველთვის თუ არა მეტწილად ცხელ გულზე წყდებოდა ხოლმე მე არ ვფიქრობ რო ვაისია წლის მწვრთნელი ეს ზუროსი უნდა იყოს მაგრამ მე ამას ვერ ვწყვეტ სამწუხაროდ ამ გადაწყვეტილების რაც აქ ჩანს აზრს ვერ ვხედავ ეს ის არარი რაც რეალობას ასახავს
emigranti
აგაშენა ღმერთმა!
emigranti
1. ზუროსი, ფაქტიურად ახალი გუნდისაგან მაქსიმუმი გამოწურა, რასაც ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი გულშემატკივარიც კი არ ელოდა. 2. ჰეიგი, შედარებით ნაკლებად სედეგიანი წელი ჰქონდა, მაგრამ მისი დამსახურება ახალგაზრდული გუნდის წარმატებაშიც გამოვლინდა. ნაკრები განვითარების სხვა სტადიაზე აიყვანა და მისი მუშაობის შედეგს მომავალი წლები დაგვანახებს. დაუშვებლად მიმაჩნია მისი საქართველოდან გაშვება.მომავალში თუნდაც რაგბის აკადემიის ხელმძღვანელად უნდა დატოვონ, თუ დათანხმდა. 3. ვაისს სამეულშიც არ შევიყვანდი. საშუალო დონის ფეხბურთის მწვრთნელებშიც კი გამოირჩევა თავისი ახირებებით(დვალიშვილი, კაჭარავა და ა.შ.) და მშიშრობით, მიღწევად კი ისეთ ჯგუფში გამარჯვებას ვუთვლით, სადაც უმწვრთნელოდაც უნდა ვიგებდეთ. მისი მწვრთნელობა ანდორასთან ფრედ დამთავრებულ შეხვედრაშიც გამოჩნდა. ჩემი აზრით სამეულში აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი,ასანიძე, ალბათ უფრო მწვრთნელთა ჯგუფი, ფედერაციის პრეზიდენტით დაწყებული და რიგითი მწვრთნელებით დამთავრებული. ტალახაძეზე არაა ლაპარაკი, გადახედეთ რა ახალგაზრდებს გვიზრდიან და მიხვდებით როგორი ღვაწლი მიუძღვით.
მაკა
ვაისი
soso
ზუროსი პირველ გუნდთან ერთად ახალგაზრდებსაც დიდ შანსებს აძლევს და მომავალ თაობას გვიზრდის
hggj
ქართული რაგბი არის ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა დაიჭერენ რუმინეთს და რუსეთს გაავსებენ დინამოს ამღერებენ ჰიმნს და აუ რამაგრები ვართ რუსებს ვუგებთ რუსეთის ნაკრები რაგბში ისეთივეა როგორც ფეხბურთში სან-მარინო, ფედერაციაში კიდევ ღუნავენ ამ ფულებს იმ სვანიძეს ბაკულას ღორივით რომ აქვს ის კისერი ერთი და იგივე ადგილს ტკეპნიან, საერთოდ ყველა ფედერაციაში ბარდაგია მარა ამ შემთხვევაში სამწვრთნელო კლასის მიხედვით ზუროსს ეკუთვნის ეს ჯილდო იმიტომ რომ მართლა არაფრისგან ანგარიშგასაწევი ძალა შექმნა
Poeta
Zurosi dzalian dzlieria. Rom ara euroliga da travmebi darwmunebu liva germanias chamovitovebdit.
დიმა
ვაისი
მირო
შედეგი ყველაფერზე ლაპარაკობს

უბრალოდ ჰეიგის გაშვება მსოფლიომდე უაზრობაა, თორემ აშკარად ესაა მაგის მაქსიმუმი
გიორგი
ჯორჯო
მაინც ზუროსი რომელსაც სულ ცოტა იღბალი დააკლდა და რეალურ შედეგს დადებდა მიუხედავად უამრავი პრობლემისა. ჰეიგმა იქ დაგვაღალატა სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა გამარჯვება. ვაისი საერთოდ ვისთანაა არ ვიცით ჯერ ნორმალურ გუნდთან საქართველოს ნაკრებს არ მოუგია და რაზე უნდა ვისაუბროთ.

გააჩნია როგორ შევაფასებთ. ჰეიგი და ვაისი უფრო დიდი ხანია ჩვენთან მუშაობენ, ვიდრე ზუროსი. შედეგის მიხედვით შეიძლება ვაისს ეკუთვნოდეს, ზუროსს შედეგი წელს არ ჰქონია, მაგრამ მან არაფრისგან შექმნა გუნდი და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. აი ჰეიგს რაც შეეხება, ყველაზე ფართო არჩევანი მას აქვს და შედეგიც მეტად მოეთხოვება, მითუმეტეს ყველაზე მეტ ხანს ის მუშაობს. მისგან იტალიასთან მოგებას მოელოდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა.რაგბი ევროპას ყოველ წელს უნდა ვიგებდეთ და ეს აუცილებელიცაა. ჩემი აზრით,ამ ეტაპზე ობიექტურად უფრო ვაისს ეკუთვნის
zaza chkhikvadze
ილიას ზუროსი
ვახო
ხალხო ვაისს ჯერ შედეგი არ დაუდია ნუ ჩქარობთ
გიორგი
1
ქომაგი
ილიას ზუროსს რომ სრული შემადგენლობა ჰყოლოდა ორივე შესარჩევში, მსოფლიოს დავდებდით აუცილებლად. ბევრად უფრო შეზღუდული კონტიგენტით და დიდი დანაკლისის მიუხედავად ახალი გუნდის შენება დაიწყო და არც თუ ურიგოდ. ცემი ფავორიტი ზუროსია
ვახო
ტრადიციულათ დაიწყებთ ვაისი ვაისიო ვაისი არა პირველ რიგში მელიტონი შემდეგ ზუროსი რადგან გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან აჩვენებენ თავიანთ სამწვრთნელო კლასს ისევე როგორც კოკოშკოვი სლოვენიით ევრობასკეტი მოიგო ხოლო მაპატიოს ყველამ ვაისი ისეთ მეტოქეებს ხვდება ჩემი აზრით საერთოდ უხერხულია მისი მელიტონზე შედარება
დათა
ყველა ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ წელს ვაისი. სამივეს გეპატიჟებით ჩემთან ფოთში!!!
varlam
არაფრისგან გუნდი შექმნა
რამო ბათუმი
მილტონ ჰეიგი
ნომადი
ვაისს წელს კარგი პერიოდი ქონდა. იმედია ასე გაგრძელდება
შალვა
ზუროსი სხვა დონეზეა
ლაშა ლივერპული
ჩემი აზრით ბატონი მილტონ ჰეიგს უნდა დაუჭიროთ მხარი ჩემი ხმა მილტონს
ირაკლი
ჰეიგი - კარგი მწვრთნელია და საქართველოსთვის ბევრი გააკეთა, თუმცა რაგბის ნაკრებისგან მეტი ოლოდინი იყო; ზუროსი - არსებული შემადგენლობით იმაზე მეტი ქნა ვიდრე ობიექტურად მოსალოდნელი იყო, თუმცა საბოლოო შედეგი .... ვაისი - შედეგი დადო ამიტომ საუკეთოსოს წოდება ჩემის აზრით ვაისს ეკუთვნის.
როინი ხვედელიძე
ბევრი არაფერი, ნაკრები ერთ გუნდად შეკრა.
ირაკლი
ვაისი
Emzari
Vaisi sauketesoa.
ზიკო
საუკეთესო შედეგი დადო ნაკრების ისტორიაში
იოსები
ზ
გიორგი
სუპერპროფესიონალი, სტაბილურობის გარანტი, ერთგული და პიროვნება!
ლადო
იმ კონტიგენტით რომელიც ზუროსის ხელში აერის, ამ ნაკერბმა შეუძლებელზე მეტი შეძლო.
სინსილო
ჰეიგი საუკეთესოა
vano
vaisma miagno gasaxebs da darwmunebuli var zalian karg shedegs dadebs
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს