სუპერლიგის მე-6 ტურის მორიგი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. თბილისის "დინამომ" 1 ქულის სხვაობით - 80:79 სძლია "ოლიმპს" და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაზარდა. "ოლიმპმა" კი ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 3-3 მოგებ-წაგებით ცხრილის შუაში განთავსდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ისე, რომ ვერც ერთი გუნდი სოლიდურად დაწინაურებას ვერ ახერხებდა. მხოლოდ პირველ პერიოდში შეძლეს დინამოელებმა 9 ქულით გალიდერება, თუმცა სწრაფი შეტევებით "ოლიმპმა" მალევე მოახერხა ჩამორჩენის შემცირება და პირველი პერიოდის შემდეგ 19:25 აგებდა.

მეორე მეოთხედიდან გააქტიურდნენ ოლიმპელი ფორვარდები. განსაკუთრებით ნიკა დარბაიძე გამოირეჩიდა, რომელიც ფარქვეშ თამამად შედიოდა, სამქულიანიც ჩააგდო და როცა თანაგუნდელებმაც ხელი წააშველეს, "ოლიმპმა" დიდი შესვენებისთვის ლიდერობა მოიპოვა - 47:44. მესამე პერიოდიდან ქულა-ქულაში თამაში გაჩაღდა. გუნდები თანაბრად მივიდნენ ბოლო წუთამდე. "ოლიმპს" თანაბარ ანგარიშზე რამდენჯერმე ჰქონდა დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ მისმა მოთმაშეებმა შეტევა წარმატებით ვერ დააგვირგვინეს.

ბოლოსწინა შეტევაში დინამოელმა რეჯერ დოუელმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და "დინამო" 80:79 დააწინაურა. "ოლიმპს" თამაშეს გადასარჩენად 17 წამი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტი სროლა გუნდის კაპიტან რევაზ როგავას აუცდა და დინამოელებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმეს. 22 ქულით "დინამოში" ბომბარდირი რეჯერ დოუელი გახდა. 20 ქულა მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა, დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე კი 19 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. ორმაგი დუბლით (10 ქულა, 13 მოხსნა) დაასრულა შეხვედრა ჯორდან სვოპშირმა. "ოლიმპში" 21 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი, რევაზ როგავამ 14 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა დარბაიძემ - 12.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით

Rumba
ვა გაასწორა დინამომ ტო
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა