განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, 2018 წლის სპორტის სფეროს გამორჩეული ადამიანები, 26 დეკემბერს რუსთაველის თეატრში დაასახელეს. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულმა ადამიანებმა და გუნდებმა სპეციალური ჯილდო მიიღეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის მთავარ ღონისძიებაზე სამი პრიზი მიიღო. 2018 წლის აღმოჩენად, ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური გენტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა - ფეხბურთელი ბელგიაში იმყოფება და მისი ჯილდო ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მიიღო.

წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის ჯილდო, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს გადაეცა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დააჯილდოვა.

2018 წლის საუკეთესო გუნდად, ერთა ლიგაზე მიღწეული წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები დასახელდა. გუნდის სახელით, პრიზი საბა კვერკველიამ მიიღო. ჯილდო მას ვეტერანმა ფეხბურთელმა გელა კეტაშვილმა გადასცა. ჯამში საუკეთესოები ათზე მეტ ნომინაციაში გამოვლინდნენ.

"უპირველესად, ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, 2018 წელი ფეხბურთისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი წელი იყო და მიხარია, რომ ის ნაბიჯები, რასაც შედეგის მისაღებად ვდგამთ, ჩვენი ხედვა და სტრატეგია, დადებითად შეაფასა სპორტულმა სამყარომ და ყველა ჯილდო სწორედ ამის დამსახურებაა. საუკეთესო მენეჯერის ჯილდო არ მეკუთვნის მხოლოდ მე, ის ეკუთვნის ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, რადგან ფეხბურთი არის გუნდური თამაში."- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ვახო
საბჭოეთში რომ იცოდნენ ცეკას მდივნები და რაიკომის თავჯდომარეები ეგ სიტუაციაა ეხლა ქვეყანაში და შესაბამისად ფეხბურთის ფედერაციაშიც.რა კობიაშვილის მენეჯმენტი თქვენ ხოარ გაღაჟღაჟებთ?ფეხბურთს მიხედეთ და განავითარეთ კობიაშვილს არ აკლია არაფერი და მაფიოზა კალაძეს კიდევ
night
საუკეთესო მენეჯერი სან მარინოსი ?
Kobia
კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო უნივერსალი იყო,მაგრამ როგორც მენეჯერი?:) უბრალოდ ძმა კაცმა უგრევა ჯილდო:) მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები..
ს-ს
ერთა ლიგის ახალი ფორმატის წყალობით გაგვიჩნდა შანსი და უნდა გამოვიყენოთ. თუმცა ეს ნუ მოგვატყუებს, რომ ფეხბურთში რამე კარგი ხდება. საკლუბო ფეხბურთში კატასტროფული მდგომარეობაა და დონე ყოველ წელს ეცემა.
სოსო
ძველმა მთავრობამ,მხოლოდ თბილისში 45 სტადიონი ან მოედანი დაანგრია,სპორტის აკადემია დაანგრია და საკვირველი რაღაა,რომ ფეხბურთში კრიზისი წარმოიშვა,ესენი შეძლებისდაგვარად ,ნელნელა აღადგენენ,რისი აღდგენაც, ჯერ კიდევ შესაძლებელია და მიუხედავად უამრავი ნაკლისა,სტადიონ მოედნები ქვეყანაში შენდება და ამის არ დანახვა,უნამუსობა იქნება.აშენება გაცილებით ძნელი და ძვირია ვიდრე განადგურება,დროც გაცილებით მეტი სჭირდება,ასე რომ ვინც საქმე წაახდინა,საყვედური და გინება,მათკენ მიმართეთ და რაკი კორუფციული მომენტები აშკარად ჩანდა,ვიღაცეებს პასუხიც უნდა მოეთხოვოთ.თუმცა ვინაა მომკითხავი.
11
ეს რომ საუკეთესო მენეჯერი იქნება, რაღა უნდა გვიკვირდეს რომ იმ ქვეყანაში ყველაფერი თავზე გვემხობა.
ს
არა ვარ ნამდვილად ამ მთავრობის გულშემატკივარი, მაგრამ ფეხბურთი და ზოგადად სპორტი რომ ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ეგ ფაქტია, პესიმისტების გასაგონად კი გეტყვით, რომ ჯერ ერთი შედეგი არის, მეორეც დიდი შედეგები ასე მალე არ მოდის, თუ სისტემა არ დაალაგე, კობი კიდევ ვხედავ, რომ ფეხბურთი უყვარს, განსხვავებით წინა მმართველებისგან, მე მჯერა ამ გუნდის, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, შედეგები აუცილებლად მოვა, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ! ყოჩაღ კობი, არ მეგონა თუ რამე შეიცვლებოდა სასიკეთოდ ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ფაქტია, რომ წინ მივდივართ და არცერთი ნაბიჯით უკან!
წლის კურიოზი
ღადაობთ?? კობიაშვილი კარგი მენეჯერი?.... იგულავეთ სანამ კალაძეა მთავრობაში.
dato
რა დროში ვცხოვრობთ !!! რაში იღებთ პრიზებს სადაა რეზულტატი
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
საბა კვირკველიას კონკურენტი "კიოლნში" გადადის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ვლადიმირ ვაისი: ფეხბურთელებს აქვთ ცოდნა და ტექნიკა, მაგრამ ძალიან უყვართ ბურთი
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
Transfermarkt-მა სატრანსფერო ფასები განაახლა - ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობას პროგრესი აქვს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
კვირკველია თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერში შეიძლება აღმოჩნდეს
ევროპა ლიგა: მოედანზე ოთხ ქართველს ველით
"ლოკომოტივის" ლეგენდა კვარაცხელიაზე: სხვა რამეებზე უარი უნდა თქვას, თორემ მოსკოვი "წაიღებს"
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე