მიხეილ ბერიშვილისა და გიორგი ცინცაძის "ალ შამალმა" წარმატებით ითამაშა ახალი წლის დღეებში გამართული ყატარის ჩემპიონატის მატჩები და ლიდერთა შორის დამკვიდრდა.

"ალ შამალი" თავდაპირველად "ალ გარაფას" ესტუმრა და 89:78 სძლია, ქართველი ლეგიონერები კი ძალიან აქტიურები იყვნენ. ცინცაძემ მოედანზე 40 წუთი გაატარა და 21 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა გამთამაშებელმა 9-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 12-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ კაპიტან მოჰამედ ჰარატს (25) ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულას 20 მოხსნა წაამატა.

რაც შეეხება ბერიშვილს, მან 37:54 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. მიშამ 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ალ შამალმა" დამაჯერებლად იმარჯვა (78:65) "ალ ვაკრასთანაც". გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 29:9 მოიგეს.

ცინცაძემ მოედანზე 38:17 წუთი დაჰყო და 11 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა, ხოლო მის წინააღმდეგ თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

ბერიშვილი საქმეში 31:00 წუთი იყო და გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. მიხეილმა 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ მატჩშიც ყველაზე შედეგიანი ჰარატი იყო, რომელმაც უკვე ტრადიციული ორმაგი დუბლი შეასრულა – 18 ქულა, 25 მოხსნა.

"ალ შამალს" 4 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი უკავია და მხოლოდ ლიდერ "ალ სადს" (5 გამარჯვება) ჩამორჩება. ქართველ კალათბურთელთა გუნდს მომდევნო მატჩი 5 იანვარს "ალ აჰლისთან" ელის.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი