"ტულონის" ქართველმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თემაზე ისაუბრა.

მან ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სურს, ქართველ გულშემატკივარს კარგად დაამახოვრდეს.

- მსოფლიო თასზე მოთამაშე საქართველოს ნაკრების "შორიდან" ყურება არ გაგიჭირდება?

- გამიჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მარადიული არაფერია, მჯობნის მჯობნი კი არ დაილევა... მთავარია, როცა უკან მივიხედავ, არ მრცხვენია ჩემი კარიერის; მეტიც, ვამაყობ კიდეც! კაცურად დავასრულე ნაკრებში თამაში, უკან არასდროს დამიხევია და არც ამ გადაწყვეტილებას ვნანობ... ნაკრების თამაშის შორიდან ყურება რთული იქნება, მაგრამ უკვე ორი წელია, ამას შეგუებული ვარ...

- ვიცით, რატომაც გადაწყვიტე ნაკრებიდან წასვლა - გინდა ქომაგს საუკეთესო ფორმაში ახსოვდე და არც ახალი გუნდის შენებას "შეუშალო ხელი", მაგრამ არ ფიქრობ, რომ ნაკრებიდან წასვლა გარკვეულწილად ეგოისტური გადაწყვეტილება იყო?

- შესაძლოა, ვინმე ასეც ფიქრობს, მაგრამ ჩემი კარიერის შემდეგ არა ვარ იმის ღირსი, ჩემს თავზე ვიფიქრო და ჩემებურად გადავწყვიტო? შეგიძლიათ ეგოისტური დაარქვათ, მაგრამ მირჩევნია თქვან, მამუკა რომ გვყოლოდა, უკეთ ვითამაშებდითო, ვიდრე ის იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ უნდა წასულიყოო. გულშემატკივარმა ხომ არ იცის, რას განვიცდი და როგორ მდგომარეობაში ვარ? ჩემი გადაწყვეტილების სისწორე კი იმანაც აჩვენა, რომ ნაკრებიდან წასვლის შემდეგ სული ვეღარ მოვითქვი, სულ ტრავმირებული ვიყავი... არადა, მანამდე სად გინახავთ ჩემი ტრავმა?!

- ეროვნულ ნაკრებში ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი...

- მწვრთნელმა სხვებზე უკეთ იცის, ვის და როდის მისცეს შანსი. ხაზის მოთამაშეები ადრეულ ასაკში "იხსნებიან" და მორკინალებთან შედარებით უფრო ადრეც ამთავრებენ კარიერას. ამიტომაც არ უნდა მოვერიდოთ მათთვის შესაძლებლობის მიცემას.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ kvirispalitra.ge-ზე

ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.რა თქმა უნდა გული გვწყდება, რომ ადრე წავიდა ნაკრებიდან, მაგრამ მიზეზს ლოგიკურად ხსნის. მის პოზიციაზეც არიან მოთამაშეები, რომლებსაც შანსი უნდა მიეცეთ. ბექა გორგაძე მშვენიერი მოთამაშეა, რაც ბოლო მატჩებშიც დავინახეთ. ძნელია გორგოძის ზუსტად შეცვლა, მაგრამ აშკარად მომქანცველ ჩემპიონატში თამაშობს და ტრამვასაც იღებს. ერთში არ ვეთანხმები - ნამდვილად თავაწეული წავიდოდა, როცა არ უნდა წასულიყო.
გორგოძილა
თუ შეგიხლია დევკაცო და გაქვს სურვილი დაბრუნდი და მსოფლიოზე გავახუროთ ისე როგორც იცით ხოლმე ქართველმა მორაგბეებმა ვფიქრობ რო ჭორდები ნაკრებს და ეს მოთხოვნა არ არი თხოვნაა რო დაბრუნდე დასავალდებულებელჰ არაფერი გჭირს ნამდვილი სახე უყავი ნაკრების და დიდი მებძოლი რაც ყველამ დაგიფასა და დაგიფასებს სულ
qomagi
მამუკა, ჩვენ ყველანი შენი ფანები ვართ და ვიცით რომ რთული იყო შენთვის ნაკრების დატოვება. შე ჩვენთვის მისაბაძი ადამიანი და სპორტსმენი ხარ და ასეთად დარჩები სამუდამოდ, მიუხედავად იმისა რას გადაწყვეტ ამ საკითხზე მომავალში. თუმცა, ჩვენ ყველანი ძალიან გთხოვთ რომ მსოფლიოზე დაეხმარე ჩვენს ეროვნულ გუნდს. თუ ამისთვის საჭიროა, ქომაგები მზად ვართ კოლექტიური წერილი მოვამზადოთ ხელმოწერებით და რაგბის კავშირს გადავცეთ. ღმერთი შენკენ და საქართველოსკენ, დიდო ქართველო!
ვახო
ვინ ჭკვიანია და ვინ არა შენს ინტერვიუში ჩანს მე რო ვყოფილიყავი მამუკას ადგილზე თვალს ამოგიშავებდი მადლობა უთხარი ღმერთს რო პროფესიონალია
ვახოს
ვახო, შენზე ჭკვიანი რომ არის, აშკარაა :) ცუდია, რომ ვერ ხვდები, რა იგულისხმება ამ კითხვაში... თორემ მამუკას რა გაუკეთებია და კიდევ რა დახმარების გაწევა შეუძლია, ყველამ კარგად ვიცით!
შალვა 73
მამუკა, ყველას ძალიან გვინდა შენი თამაში თუნდაც მხოლოდ ამ მსოფლიო თასზე, მაგრამ მიუხედავად იმისა დაბრუნები თუ არა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მადლობაც კი ცოტაა შენს მიმართ, მაგრამ მაინც მადლობა ყველაფრისთვის დიდო და გულიანო ქართველო, დაილოცოს შენი აღმზრდელი და მუდამ დალოცვილი გიმყოფოს უფალმა შენი ოჯახი!!! მ ა დ ლ ო ბ ა!!!
ucha martalishvili
დიდი მადლობა ყველაფრისათვის!!!პატივს ვცემთ შენს გადაწყვეტილებას,ვერავინ დაგძრახავს მაგრამ გულში ყველას გვაქვს იმედი რომ დაგვიბრუნდები და მსოფლიოზე ითამაშებ.
შალვა 73
მამუკა, ყველას ძალიან გვინდა შენი თამაში თუნდაც მხოლოდ ამ მსოფლიო თასზე, მაგრამ მიუხედავად იმისა დაბრუნები თუ არა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მადლობაც კი ცოტაა შენს მიმართ, მაგრამ მაინც მადლობა ყველაფრისთვის დიდო და გულიანო ქართველო, დაილოცოს შენი აღმზრდელი და მუდამ დალოცვილი გიმყოფოს უფალმა შენი ოჯახი!!! მ ა დ ლ ო ბ ა!!!
Emigranti
Madloba madloba madloba. Dzalian did siamovnebas vigebdi da vigeb sheni tamashis yurebit yoveltvis qartvelo goliato pirvel rigshi didi adamiani xar vashkaci da mere didi sporcmeni madloba rom axalgazrdebs dautme asparezi shentvis nakrebis dativeba dzneli gadacyvetileba iqneboda da fsiqologiurad carmomidgenia am nabijis gadadgmisas rogor gagichirdeboda. Nakrebshi tu dabrundebi gulshematkivari miesalmeba ki ara dzalian gauxardeba yoveltvis es is sgemtxveva roca qartuli ragbis didi legendis didi dabruneba iqneboda. Ert erti sportis saxeobaahi rom moebadzat shentvis da uari etqva nakrebshi tamashze kargs izavda saxel da gvars arvdavasaxeleb isedac natelia viszea saubari carmatebebi mamuka.
ნათია
ვახო, იქნებ ჟურნალისტებს ისიც დავუწეროთ რა კითხვები დაუსვან რესპოდენტებს? :)
რეზო
კარგ მთქმელს კარგი გამგონიო. ჟურნალისტია და არა მეხოტბე, კორექტულად დასვა კითხვა და საშუალება მისცა მამუკას ღირსეული პასუხი გაეცა ზოგი გულშემატკივრისთვის, დღემდე რომ ვერ "პატიობენ" მამუკას წასვლას. კაცი ხარ კაცური მამუკა და ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს, რომ შენი და შენი გარემოს ბედნიერებით დატკბე!
რეზო
შენ აღქმა გიჭირსე ეტყობა. ძალიან სწორად დასმული კითხვაა. ერთი ორი წიგნი წაიკითხე რა, გამოგადგება. აქ ძალიან რბილად და კორექტულადაა ნათქვამი.
Geo_Dinamo
მადლობა მამუკა!! პატივს ვცემთ შენ გადაწყვეტილებას, მაგრამ იცოდე ყველას გვინდა შენი დაბრუნება მდოფლიოზე.
ვახო
ეს ინტერვიუ რომელმა ჭკვიანმა აიღო ???? მამუკა თუ ეგოისტია შენ ვინ ხარ მაშინ ???? ტვინი დააყოლეთ რასაც ლაპარაკობთ!!!!ერთ ერთი ყველაზე თავდადებული სპორტსმენი საქართველოს ისტორიაში რომელსაც თავი არასდროს დაუზოგავს გმადლობ მამუკა ყველაფრისთვის პროფესიონალები უფრო მეტად ხედავთ უნდა დაბრუნდეს თუ არა მამუკა მაგრამ ჩემი აზრით უნდა დაბრუნდეს რადგან ის ქართული სული და გულია
კაპიტანო!
მამუკა! შენი თუნდაც სკამზე ჯდომა რამდენს მიშნავს ჩვენი ბიჭებისთვის, არა აქვს მნიშვნელობა შენს ფიზიკურ კონდიციას, თავმდაბალი კაცი რომ ხარ გასაგებია, მაგრამ შენს ნაკრებში ყოფნას სულ სხვა დატვირთვა აქვს. მთელი საქართველო შენ შემოგცქერის და უბრალოდ უფლება არა გაქვს ეს ხალხი გააწბილო, დაგვიბრუნდი კაპიტანო!!!
სოსო
ყველაფერს მართალს ამბობს მამუკა და მისი ძალიან კარგად მესმის,მაგრამ თუ ამ გაზაფხულზე ჯანზე იქნება და ტრავმებიც არ შეაწუხებს...რატომაც არა?მეტი ერბო,ფაფას არ აფუჭებსო და თანაც მეორე მესამე ხაზში კადრების ნაკლებობა გვაქვს.თუ კიდევ ვინმე დაგვემტვრა სერიოზულად,მაშინ უკვე ძალიან დაგვჭირდება მამუკა.მას იმხელა ინტელექტი და გამოცდილება აქვს,რომ უმოკლეს დროში ჩაჯდება ნაკრების ახლანდელ სათამაშო სისტემებში.ზირაქაშვილიც მშვენიერ ფორმაშია,მაგრამ პირველ ხაზში, საკმარისი ბიჭები გვყავს და მის დაბრუნებაზე ფიქრი,ალბათ აუცილებელი არ არის,მამუკასაგან განსხავებით. პ.ს. სიმართლე გითხრათ, არა მჯერა,რომ გინდა ზირაქამ და გინდა მამუკამ, ნაკრების დახმარებაზე უარი თქვან,თუკი ამის დიდი აუცილებლობა დადგება.ბორჯღალოსანი ხომ ყოფილი არ არსებობს,ბორჯღალოსანი,სამუდამოდ ბორჯღალოსანია.
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში