ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თბილისის "დინამოს" ტრანსფერები - ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგი მეტს იმსახურებს

თბილისის "დინამოს" ტრანსფერები - ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგი მეტს იმსახურებს

თბილისის "დინამოში" ჩისკოს დაბრუნებამ გარკვეული მოლოდინები შექმნა, რომ კლუბში ახალი სატრანსფერო პოლიტიკა დაიწყებოდა და ესპანელი მისი დონის თუ არა, მინიმუმ საქართველოს ჩემპიონატისთვის გამორჩეულ ფეხბურთელებს მოიყვანდა, აი, ისეთს, ჩვენი მენეჯერები რომ იტყვიან, ლეგიონერი ადგილობრივზე ორჯერ ძლიერი მაინც უნდა იყოსო.

თუმცა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ამ მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს. საუბარი ზედმეტია ევროთასებზე, ამ ფეხბურთელების კვალიფიკაციაც საქართველოს ჩემპიონატში კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ წინა სეზონში "სამტრედიას" მოჰყავდა ლეგიონერები, რომლებსაც ერთ დროს წამყვან ჩემპიონატში ბურთი გაგორებული ჰქონდა, თბილისელთა ტრანსფერების შემდეგ ესეც სანატრელია.

ვიდეოს გაკეთება და დამონტაჟება რთული არ არის, მით უმეტეს, სოციალურ ქსელში მისი ატვირთვა. ნებისმიერი ფეხბურთელის სიამიჯო ვიდეოში ამორჩეულია ისეთი კადრები, სადაც ის ნისტერლოიზეც უკეთესია და პუიოლზეც. თუმცა სტატისტიკა, ფეხბურთელის ისტორია, სატრანსფერო ფასი და ა.შ. სულ სხვა რაღაცას ამბობს.

არადა, საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გულშემატკივარი გაცილებით მეტს იმსახურებს, ასეთი ტრანსფერები კი "დინამოში" არაერთხელ გვინახავს, მაგრამ შედეგი არა...

ვინ დაიმატა "დინამომ":

ხოსე პერალესი - მეკარე - 150 000 ევრო - ესპანეთის მესამე დივიზიონის, მესამე ჯგუფის მეთხუთმეტეადგილოსანი "ბადალონას" სათადარიგო მეკარე. 2018/2019 წლების სეზონში 6 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და გაუშვა 8 გოლი. 14 შემთხვევაში სათადარიგო იყო. მანამდე ორი წელი ტარაგონის "ხიმნასტიკის" სათადარიგო მეკარე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, სულ 11-ჯერ იყო განაცხადში, ერთხელ შეცვლაზე შევიდა 65-ე წუთზე და გაუშვა ერთი გოლი; ერთხელაც ძირითადი იყო და ხიხონის "სპორტინგმა" ოთხი გოლი გაუტანა.

აბდელ ჯალილი - ცენტრალური მცველი - 50 000 ევრო - 2018/2019 წლების სეზონში იყო "გრანადას" მეორე გუნდში, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მე-13 ადგილზეა. 21 წლის ფრანგი ორჯერ მოხვდა განაცხადში, თუმცა არ უთამაშია. ერთხელ გამოძახებული იყო ალჟირის 23-წლამდელთა ნაკრებში, თუმცა არც იქ ათამაშეს. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი უკიდურესობა, აბდელი ახალგაზრდა ფეხბურთელია და შეიძლება ჩვენს ჩემპიონატში ათამაშდეს, თუმცა მას ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და ისე წავა, როგორც გაუხარდება.

ანტონიო რაულ როხანო - ფორვარდი - 200 000 ევრო - 27 წლის არგენტინელი ამ ზამთარში გახდა თავისუფალი აგენტი, მანამდე ის ესპანეთის მესამე ლიგის პირველი ჯგუფის მე-17-ადგილოსან "ბურგოსში" იყო, რომელშიც ნახევარი წელი გაატარა. 5 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და 7 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა, გოლი არ გაუტანია. 2017/2018 წლების სეზონი მან შოტლანდიის ჩემპიონატში მყოფ "ჰამილტონში" გაატარა. 14 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო, 12 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა. სულ მის ანგარიშზე 3 გოლი იყო. მანამდე ის ბოლივიის ჩემპიონატში იყო, სადაც 15 გოლით გამოიჩინა თავი. კონტრაქტი ერთწლიანია.

ფრან კარბია - შემტევი ნახევარმცველი - 400 000 ევრო - დამატებული ფეხბურთელებიდან შედარებით უფრო საინტერესო ეს ტრანსფერია. 26 წლის ესპანელს, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ესპანეთის მეორე ლიგაშიც და მესამე ლიგაშიც აქვს ნათამაშები. ამჟამად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-20 ადგილზე მყოფ "როის დეპორტივოში". მან 2018/2019 წლების სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მის წინა სეზონში 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

P.S. როგორც ცნობილია, თბილისის "დინამოში" ჩრდილო კვიპროსის ჩემპიონატიდან ერთი ფორვარდი ჰყავთ სინჯებზე.

• QT

კარგი ლეგიონერი რომ გვინდა, ის ფეხბურთელიც და მისი აგენტიც ნახულობს ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონატზე და რას ხედავს: დასწრებადობა 300-500 კაცი (იშვიათი გამონაკლისის გარდა), სტადიონების ძირითადი ნაწილი გადახნული და ყანა (ძირითადი ნაწილი), კლუბების უმრავლესობა ინფრასტრუქტურა 0 (არა ბაზა, არა მოედანი), გაშუქება რომელიც ხდება მხოლოდ ქართულ პრესაში (მადლობა ფედერაციას რომ ორი წელია იუთუბზე მაინც გადაიცემა) და ყველაფრიდან აქედან გამომდინარე რატომ გვაქვს სურვილი რომ მაინდამაიც მაგარი ლეგიონერი ჩამოვიდეს ? ან რომელიმე ხელს ვუწყობთ იმაში რომ ძლიერი ლეგიონერი ჩამოიყვანოს, სტადიონზე არ დავდივართ, თუ მივდივართ ისეც გვინდა იყოს უფასო ბილეთის ყიდვა არ გვინდა, კლუბის აქსესუარები არ გვინდა. მოკლედ ბოდიში და ბევსრ ვითხოვთ იმის ფონზე რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ.

• Vasili

წადი რა ფიფია რა, გაყიდე დინამო!!! და თავი დაგვანებე!!!! ერთი კაი გააკეთა და ათასი გააფუჭა! თვალში ნაცრის შეყრას გავს შენი რემონტი, ვითომ რამის კეთება გინდა, ბაზარი გახადე გუნდი.../ ბათუმი უფრო დაალაგებს და საბურთალო აწი ვიდრე შენ, იმიტო რო სუფთა ქორვაჭარი ყოფილხარ !!!

• zura

მოიცა, ეს დინამოს შეფობა თუ უნიჭოა, აუდიტი რატომაა შესაყვანი ფედერაციაში??!! გინახავთ ასეთი პროგრესი წინა ფედერაციიდან? თუ რამეს გააფუჭებენ და არასწორად იზამენ, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც გამოვა და გადადგომას მოითხოვს ფედერაციის, მაგრამ შეხედეთ აბა რახდება - ცოცხლდება ფეხბრუთი საქართველოში! ჩვენთან ბათუმში სტადიონი ისე გვიხარია, რომ ჭკუაზე აღარ ვართ!

• sdfffff

და საერთოდ ფეხბურთის ფედერაციაში არის აუდიტი შესაყვანი და მკაცრად გასაკონტროლებელი.

• sdfffff

თუ ყავს საერთოდ ამ დინამოს გულშემატკივარი.

• gio

დინამო თავის გულშემატკივრებს მასხარად გვიგდებს ეს რა ტრანსფერებია ჯობდა არავინ მოგეყვანათ და არავინ გაგეშვათ

როგორც იწერება კომენტარებში კმაყოფილი უნდა ვიყოთ დინამოს მდგომარეობით :) :) :) გავიგეთ და ვიცით რომ ფიფიამ ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზე აიყვანა, ქვეყანაში აქვს საუკეთესო სტადიონი, საუკეთესო ბაზა და საუკეთესო აკადემია, ეს ყველაფერი ფიფიას დამსახურებაა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე რომ კლუბი 3 წელი ვერ ხდება ქვეყნის ჩემპიონი, აი რა ახსნას უძებნით ერთი თქვით ჰა.. აი როგორ ვერ უნდა იყოს შერიფის დონეზე? დავიჯერო მოლდოვეთში ინფრასტრუქტურა ყვავის? თუ ოქროს ხანა დგას იქაურ ფეხბურთში თუ ნიჭი აქვთ უფრო მეტის? არ უნდა კლუბი ფიფიას და მოკალით, ამ კაცს აქვს სხვა ინტერესები..

• asdasd

GO DINAMO'ს, რაშუაშია რეებსაც წერ დებილი ხარ? ფეხბურთელებს რო ზრდიან ეგ ჩვენც ვიცით და ვაფასებთ მარა ლეგიონერების დონესთან რაშუაშია? ლოგიკა სად გაქვს

• Emigranti

Gadavikitxe komentebi. Ijara an ufulodo. Erti sezonistvis satamashod adzlierebs gunds?! 4 idan 3ms ertcliani kontraqti aqvs da rogor fiqrobt rom atamashdnen eseni legionerebi da shemotavaxeba miigon rusetidan kazaxetidan azeridan. Ar cavlen tan ufasod da sad aris aq momavlis gundi an evro turnirze gasasvleli gundi rom gavides sajvalipikacioze da am 4 dan ert celshi rom cavided mere axali legionerebi da tavidan shetamasheba gundis advilia?! Didi shecdoma aris rodesac sezonur gunds asheneb da ara grdxel vadian proeqtze ar mushaob eg aris fulis gadayra da meti araferi an chiskos ra gamocdileba aqvs samcrtnelo an ra politika an ra filosofia . Kaia rom axalgazrdebi gazarda da gaushva evropashi magaze vin ambobs cudiao magram ar jobia isev is axalgazrdebi momavali taoba atamashon da gazardon vidre ertjeradi fexburtelebi chamoiyvanon mesame divizionis gundebis utamashebel fexburtelebs ravici ra politikas atarebs batoni romani mara faqtia rom cudi archevani aqvs gaketebuli da ar uvarga menejmenti legionerebtan dakavshirebit

• ზაზა

და რატო გგონიათ რომ ჩვენი ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა ვიდრე ესპანეთის მე3 და თუნდაც მე4 დივიზიონი. გამორჩეულები იქნებიან ჩვენ ჩემპიონატში . თუ არადა აგერ მე და აგერ გრენლანდია..

• GO DINAMO !

ვინ ყიდის საქართველოდან ფეხბურთელებს..? სად თამაშობენ ყველაზე კარგ პირობებში? სად ხდება წვრთნა და მკურნალობა სათანადო? დინამოს გარდა სად შეიძლება ვიპოვოთ ბიჭები საქართველოს ნაკრებისთვის? ა რ ს ა დ ! სამწუხაროდ არსად. ლევან ხარაბაძე გაუშვეს ციურიხში, კვარაცხელია რუსეთში. ჩაკვეტაძე აქციეს ვარსკვლავად, და უაამრავი ბავშვის ბედ-იღბალი არის ძალიან საიმედო ხელში! რატო არ გიხარიათ ხალხო!??? რით ვერ დააღწიეთ კლიშეებს, დღეს სხვანაირად იმართება ფეხბურთი, დღეს უფრო ფართოა მსოფლიო:))

• QT

აქ რა თანხაცაა მითითებული, ეგ არის ფეხბურთელის ამჟამინდელი ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" და არ ნიშნავს რომ ამდენი გადაიხადა დინამომ, შეიძლება საერთოდ თეთრიც არაა გადახდილი და იჯარის წესით ან თავისუფალი აგენტის სტატუსით არიან მოსულები.

• ჯაბა

დინამოს წარმატებები, კარგი ტრანსფერებია! მთავარია შეთამაშდეს გუნდი შეკრებაზე და ჩისკოს დაბრუნებაც კარგია, იცნობს გუნდს და აქაურ პრობლემებსაც, ჩემპიონატი იმდენად ბანძია და ეს ქვეყანა იმდენად გაუმართავია ყველა მხრივ, რომ ესპანელების დათანხმება და გადმოყვანა ნიშნავს კარგ მუშაობას გუნდის მხრიდან. დამიჯერეთ ქართველები გარბიან აქედან და აქ ჩამოყბანილი ფეხბურთელისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია! მიხარია დინამოს აქტიურობა! ბრავო ბიჭებს

• ბასკი

დინამო არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოში, რომელიც ბოლოს ევრო ტურნირზე 15 წლის წინათ იყო! დინამოთი საზრდოობს ნაკრები? ჯერ დინამო საზრდოობს რეგიონებით, და რეგიონიდან ტალახში და ყანაში ნათამაშები ბიჭები გამორბიან დინამოში ამოსასუნთქად! დინამოს ალმასებს უგზავნის რეგიონები და იმის მაგიერ კლუბმა დახვეწოს და კუნთი გაუმაგროს, ნახევარი სეზონიც არ ან ვერ ინარჩუნებს ბიჭებს, ყიდის თავისი ჯიბის ხეირზე და უმრავლესობა იხრჩობა ევროპული ფეხბურთის კონკურენციის მორევში!! აიი ეს არის ჩვენი დინამო!!

• journalist

აქ დაწერილი (კრიტიკული) კომენტარების ავტორებს მინდა ვუთხრა: დინამო- არის ერთადერთი კლუბი საქართველოში ვინც ზრდის, ათამაშებს და ყიდის კარგად, ჩაკვეტაძეებს. დინამოს აკადემია არის ერთადერთი აკადემია, რომელიც აყალიბებს ფეხბურთელად ათამაშებს და უშვებს ბიჭებს კარგ კლუბებში, დინამო - არის ერთადერთი კლუბი, რომლითაც საზრდოობს ნაკრები! დინამო- არის ქართული ფეხბურთის ერთადერთი არტერია.... ვინმე ოდესმე თუ გაგახსენდებათ, რომ გინდა ფინანსური, გინდა ფიზიკური ამხელა რესურსის ჩამდებია ქართულ ფეხბურთში დაწერეთ, გისმენთ! მიესალმეთ და ექომაგეთ ბიჭებს, ლეგიონერებს თუ ჩვენიანებს.. ან საკუთარ ვაი კლუბებს მიხედეთ, საიდანაც იბოღმებით“:))

• Lagashi

ყოჩაღ გალაქტიონ, თუ ასე გააგეძელე საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი გახდები. ძალიან მინდა გავიგო რას ფიქრობენ დინამოს ფანკლუბში

• ჩვენ ვართ ტორპედო!..

ტრანსფერზე ვიდრე ფიფია არ დადგება დინამოს მანამ ალბათ არაფერი ეშველება! ჩისკოს ინტერესებია ეს ფეხბურთელები ესპანეთიდან, თითოეულ ტრანსფერში ფულს იღებს ალბათ, დინამო კიდე ფარჩაკდება თანდათან და უფრო და უფრო ბევრი წელი აშორებს ამ დინამოს ტიტულოვან დინამოსთან! მაგრამ ფიფია და თავისი პატარა ფიფიები დინამოს ფორთხვაშიც კარგ მაყუთს აკეთებენ, დანარჩენი არ ანაღვლებთ! თუ ვინმეს რამე შეუძლია დაეხმარეთ დინამოს და ჩვენც რაც შეგვეძლება გვედში დაგიდგებით... P.S მარა სტადიონზე მაინც მტრები ვართ:))

• Lado

აი ასეთ სტატიებს უნდა წერდეს ნამდვილი ჟურნალისტი, რომელსაც გული შეტკივა ქართულ ფეხბურთზე. საჭიროა სიმართლე დროზე და ხმამაღლა ითქვას, ნუ ვიტყუებთ თავს.

• აკო

კომენტარებში წარმოთქმულ მოსაზრებებს 100%-ით ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ ესპანეთის მესამე ლიგაც კი გაცილებით მაღალი დონეა ვიდრე ჩვენი ჩემპიონატი.. მგონია გაამართლებენ ეს ფეხბურთელები...

• კახა ქირია

სრულად ვეთანხმები აბვგდ-ს!ჩვენი ბრალია ყველაფერი მეტის ღირსიც ვართ.რა არის ეს რას გავს.ამათ ყიდვას საერთოდ ნუ იყიდი ნურავის და ბოლო-ბოლო აკადემიიდან დააწინაურე ვინმე.გასაგებია არ უნდა ამ კაცს რომ კონკურენტ უნარიანი გუნდი ყავდეს მაგრამ ჩრ.კვიპროსის ჩემპიონატიდან...ეს უკვე დაცინვა.მე ამერიკაში ვცხოვრობ და შაბათობით ბურთს ვაგორებთ საახლობლო,ორი მექსიკელი ბიჭია,მშვენივრად თამაშობენ და ხომ არ წაიყვანდით ბ-ნო რომან?ჩემთან დაკავშირება არაა ძნელი.სირცხვილია რა უქნეს დინამოს.სადაა ფან-კლუბი აუუუუუ

• ირაკლი

გასაგებია რომ ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა სავალალო დღეშია, მარტო ის რად ღირს ეროვნული ჩემპიონატის თამაშების უმრავლესობა რომ ერთი და იგივე გადახნულ მოედანზე იმართება (ზოგ კლუბს ის გადახნული კარტოფილის ბოსტანიც სანატრელი აქვს), ისიც გასაგებია რომ ამბიციური და პერსპექტიული ფეხბურთელი აქ ჩამოსვლას არ ისურვებს, პირიქით ჩვენები გარბიან ჭ გუნდებში სათამაშოდ ოღონდ აქაურობას მოცილდნენ, მაგრამ ეს უაზროდ გადაყრილი თანხები რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს კრიტიკას ვერ უძლებს. ან თუნდაც ერთი ნორმალური ფეხბურთელი ეყიდათ მთელი ამ ფულით. მეორეს მხრივ "დინამოს" გულშემატკივარი უკმაყოფილოა, მაგრამ რეალურად არავინ იცის ჩვენ უბრალო ხალხს რისი შეცვლა შეგვიძლია, მიტინგი მოვაწყოთ? ვუჩივლოთ? გზა გადავუკეტოთ? რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვას ვინმემ და დავძრათ ყინული. ფიფიამ უნდა იცოდეს რომ უფლებებს უკან დიდი პასუხისმგებლობაც მოყვება, კლუბი "დინამო" ხალხისაა და არა ვიღაცის კერძო ავტოფარეხი.

• Gio

გუშინ ვინც დაიმატეს მაგათ ვიდეოებს ვეძებდი და ვერცერთის ვერაფერი ვიპოვე, თუმცა რას იპოვი... :((( გაანებეთ თავი ამ დინამოს, სულ იძახით საჩემპიონო გუნდიაო, როდის მოიგეს ბოლოს თუ გახსოვთ ჩემპიონატი? ისევ საბურთალო თუ დააბრუნებს თბილისელებს სტადიონზე თორე ამათი ფულის თეთრებას არამგონია წელს ბევრი ქომაგი გამოუჩნდეს... დაჟე ევროტურნირებზეც ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ და ის 2 კაპიკი რასაც მაყურებლისგან ელოდებიან არ უნდა ვაჭამოთ, ამის ღირსია ბატონი შეფი...

• როლო

სამწუხაროდ ჩვენი ჩრმპიონატის დონე და გუნდების ფინანსური მდგომარეობა არ იძლევა უკეთესი ფეხბურთელების ჩამოყვანის საშუალებას,ქართველი ფეხბურთელებს საზღვარგარეთ უჭირავთ თვალი, აქაურ ხელფასზე უგუნდოდ დარჩენილი ქართველი ლეგიონერებიც კი არ ჩამოვლენ, უნდა ვაცადოთ უკეთეშის იმედით.

• qomagi

fifia dazinis dinamos gulshematkivrebs, sanam eg ar tava, dinamo sul chaobshi ikneba(ukve davberdi amat molodinshi) , tadi fifia!

• DAVE

მეტს იმსახურებს გასაგებია, მაგრამ იმას რატომ არ აქცევთ ყურადღებას რა ჩემპიონატში ჩამოდის ლეგიონერი, სად უნდა ითამაშოს, რა მოედნებზე, სად მოუწევს ცხოვრება, როგორი გაშუქება ექნება მის თამაშს და საერთოდ ჩემპიონატს ევროპასა და მსოფლიოში. ეს ლეგიონერებიც რომ მოდიან ამ ეტაპისთვის ძალიან კარგია, რათქმაუნდა ყველას გვსურს ტოპ.მოთამაშეები, მაგრამ ამისთვის არც სათანადო პირობებია რომ ლეგიონერი დააინტერესო და არც ფინანსები. თუ შეიძლება ვთხოვ ავტორს, დაასახელოს ისეთი ლეგიონერები, ვის ჩამოსვლასაც ისურვებდა და მათი სავარაუდო სახლეფასო ბიუჯეტიც გამოთვალოს.

• სიმართლე

პირველ რიგში, მადლობა სტატიის ავტორს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რასაც კლუბები ასე ფართოდ არ წარმოგვიდგენენ. ასევე, სრულად ვეთანხმები სტატიის შინაარსს, რომ დინამოს ქომაგები მეტს ვიმსახურებთ ნამდვილად. ესეთი მოთამაშეები, შეიძლება გასავარდნ ზონაში მყოფმა გუნდმა დაიმატოს, რომლის ამბიციაც მხოლოდ უმაღლესში დარჩენაა და იმის იმედად მაინც იქნება, იქნებ ამ ტრასნფერებიდან რომელიმემ მაინც გაამართლოს. ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ესეთი ფეხბურთელები არ ეკადრება. როგორ დავიჯერო რომ ამ ფეხბურთელებს დინამოს ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები ვერ აჯობებენ. გულით მაინც ითამაშებენ. რაც შეეხება ჩრდილო კვიპროსს, სხვა გვერდებზე კომენტარებს რომ გადავხედე ხალხი აღფრთოვანებული იყო, კვიპროსის ჩემპიონატში ბევრი გოლი აქვს გატანილი და გამოგვადგებაო, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ჩრდილო კვიპროსი არის დეფაქტო რესპუბლიკა, მაგალითად როგორც აფხაზეთი, მას აღიარებს მხოლოდ თურქეთი, და აი ამ დეფაქტო რესპუბლიკის ჩემპიონატში აქვს გატანილი ,,ბევრი გოლი". დანარჩენი ანალიზი თქვენთვის მომინდია.

• ალეკსანდრე

ერთი და იგივე მეორდება მოყავთ "ჭ" დონის ფეხბურეთელები რომლებსაც რამდენიმე თვეში გაუშვებენ{ ამ ჩვენ საცოდავ ჩემპიონატშიც ვერ ივარგებენ} და ეს არის დიონამოს ხელმძღვანელობის სატრანსფერო პოლიტიკა?

• kukuri

ეს რა არის არ გრცხვენიათ???უპერსპეკტივო უცხოელი დაბალი ლიგის ლეგიონერების თავშესაფარია დინამო??? და ესე გინდათ თქვენ გუნდი გააკეთოთ? არ უნდათ ამათ გუნდის გაკეთება და ეგ არის

• kukuri

ეს რა უბედურებაა!!! არ გცხვენიათ? ესპანეთის 3 ლიგიდან რომ ფეხბურთელებს ყიდულობთ ესე გინდათ გუნდი გააკეთოთ და დინამო ასახელოთ? ბოლობოლო გუნდია დინამო თუ უპერსპექტივო ჭ კლასში მოთმაშე უცხოელი ფეხბურთელების თავშესაფარი??? ამას ბრაზილიის ჩეპიონატიდან ბოლოადგილოსან გუნდებში მოთამაშე ფეხბურთლები ჩამოგეყვანათ არ ჯობდა??? არ უნდათ ამათ გუნდის გაკეთება და ეგ არის მეტი არაფერი...............

• აბგდ

გულშემატკივრების ბრალია ისე ამდენი წელია ასეთ უაზრობას ითმენენ და წინასწარვე ვიცით რომ ქართული კლუბები ნებისმიერი ქვეყნის გუნდთან განწირულები არიან!რატო ვითმენთ? ამას სხვა ქვეყანაში ვერც გაბედავენ!

• Kika

Adrec ase mogvatyua wina Wels torpedos hefobam. Sad arian exla is legionerebi? Arada matze uketesi bevri adgilobrivi gvyavda. Esaa tvalshi nacris sheyra!

• თბილისელი

მესის და მარადონას არავინ ელოდდბა მაგრამ ეს მართლა რა არის, გასაგებია რომ კაი ფეხბურთელების ჩამოყვანა რთულია ჩვენ ჩემონატში ააური კაი ვინცაა ის გარბის მაგრამ ვერ ვხდები რატომ მოყვთ ესეთები

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს

ჩისკოს შემდეგ "უოტფორდმა" რანიერი 80 დღეში გადააყენა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

"მქონდა რთული და ძალიან კარგი მომენტები" - თბილისის "დინამო" ესპანელმა ლეგიონერმა დატოვა

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ჩისკომ საქართველოსთან მატჩის წინ ესპანელები გააფრთხილა - "სანიოლმა ეს გააკეთა, ქართველებს თავისი სიამაყის ჩვენება უნდათ, მათი საფრთხეები ესაა და შეუძლიათ..."

ჩისკო მუნიოსი სამუშაოდ ინგლისში დაბრუნდა

ჩისკოს უარი "ტორპედოს" - ესპანელი საქართველოში მხოლოდ ერთ კლუბს ჩაიბარებს

ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

ხარაბაძე "ციურიხში", ესპანელი ლეგიონერები, ჩისკო - ვინ მიდის და მოდის "დინამოში"?