შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მართლაც ძალზე რთული ფიგურა იყო... რას ვიზამთ - ზოგს ვაღმერთებთ, ზოგიც გვძულს. გასაკვირი არ არის, რომ მის სახელთანაა ბევრი სკანდალი და ხმაურიანი ისტორია დაკავშირებული.

კარიერის მანძილზე შოტლანდიელმა 49 ტიტული მოიგო. საპატიო ტიტულიც "სერ" მან 1999 წელს მიიღო. მაგრამ როგორც ნათქვამია, ამ ცისქვეშეთში იდეალური არავინ არ არის და ალექს ფერგიუსონმაც თავის დროზე ბევრი შეცდომა დაუშვა - ამას თვითონაც აღიარებდა.

მოდით, მის ყველაზე ცნობილ ისტორიებზე ვრცლად ვისაუბროთ.

მაშ ასე, "ტოპ-ექვსეული":

6. მუდმივი კინკლაობა მსაჯებთან

ყოველი ადამიანი, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ოქროს ხანის მომსწრეა, გაიხსენებს, რომ თამაშის დროს ფერგი ხშირად "აწვებოდა" მსაჯებს - მიზეზით და უმიზეზოდ. მას არ ეშინოდა პირდაპირ ეთქვა მათთვის ის, რასაც ფიქრობდა. ფერგი არანაირი ჯარიმის წინაშე უკან არ იხევდა.

არაკეთილმსურველებს უყვართ ხოლმე იმის თქმა, მისი გაბედულება ყოყოჩობასა და საკუთარი თავისადმი გადაჭარბებულ შეხედულებას, ამპარტავნობას უკავშირდებოდაო. რად ღირს თუნდაც მისი ცნობილი ჟესტი, რომელიც მან მწვრთნელებს მოურიდებლად აჩვენა - თუ რამდენი წუთი უნდა დამატებოდა მატჩს. სწორედ ამას უწოდებენ "ფერგი ტაიმს".

ალექს ფერგიუსონი თავისი კარიერის განმავლობაში 15-ჯერ იყო იძულებული, თამაშისათვის თვალი ტრიბუნებიდან ედევნებინა. საერთო ჯამში, მან ჯარიმების სახით 75 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა - მსაჯთა შეურაცხყოფის გამო.

ალექს ფერგიუსონის ცნობილ "გამოხდომებს" შორისაა, მაგალითად, "მრავლისმეტყველი" კომენტარები მსაჯ ალან უაილის მიმართ (შედეგი - ოთხი მატჩის გამოტოვება), მარტინ ატკინსონისათვის "უღირსი მსაჯობის" დაბრალება (შედეგი - ხუთი მატჩის გამოტოვება) და მარკ კალტენბურგის შეურაცხყოფა თამაშის შემდეგ 2007 წელს.

5. ინციდენტი დევით ბექჰემთან

ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი კლუბის მართლაც ნამდვილ ხატად ითვლებოდა. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ იგი სასწრაფოდ "რეალში" არ იქნა გაყიდული. ყველაფერი კი ფერგიდან დაიწყო, ან ვიქტორიადან - ვისაც როგორ გინდათ.

არავინ ელოდა, რომ დევიდის ნათესაური ურთიერთობა შოტლანდიელთან უდიდესი სკანდალით დასრულდებოდა, მაგრამ ასე მოხდა. ეს ამბავი კი ბექჰემის საჯარო სასიყვარულო ისტორიით დაიწყო ვიქტორიასთან, რომელიც იმ დროს Spice Girls-ის წევრი იყო. ფერგიმ მას სთხოვა - "დაივიწყე გოგონები, ყურადღება არ გადაიტანო", მაგრამ ბექსმა მწვრთნელს არ მოუსმინა.

გახსოვთ, ალბათ, რომ ჯგუფი Spice Girls იმ დროს წარმოუდგენლად პოპულარული იყო და პაპარაცები ბექჰემს აეკიდნენ, რომელთაც ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებდათ.

დევიდი ინგლისის ყველაზე შესამჩნევი ფიგურა გახდა, რაც მწვრთნელს მაინცდამაინც არ სიამოვნებდა. რაც დრო გადიოდა, ნახევარმცველი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა საკუთარ გარეგნობას.

კულმინაციად იქცა ინციდენტი, როცა შტოლანდიელმა დევიდს ბუცი ესროლა. იმ მომენტიდან ბექჰემმა მშობლიური კლუბიდან წასვლაზე ფიქრი დაიწყო.

თავის ავტობიოგრაფიაში 2013 წელს ალექს ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ ვიქტორიას რომ არ შეხვედროდა, დევიდ ბექჰემი უკეთესი მოთამაშე გახდებოდაო.

4. BBC-ის იგნორირება

2003 წელს ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-მ აჩვენა დოკუმენტური ფილმი "ფერგი და ვაჟი". კინოსურათში მწვრთნელი ნეგატიურად იყო გამოყვანილი და მიანიშნებდა იმაზე, რომ შვილი ჯეისონი, რომელიც სპორტულ აგენტად მუშაობდა, ნათესაური კავშირებით სარგებლობდა და ტრანსფერების ბაზარზე არალეგალურ მოგებას იღებდა.

განრისხებულმა ფერგიმ ფილმს ჯერ "ხელოვნურად შეთხზულ-გამოგონილი და უღირსი პასკვილი" უწოდა, შემდეგ კი BBC-ს "დასჯაც" გადაწყვიტა და გამოაცხადა, რომ კომპანიასთან სამომავლოდ არაფერი საერთო აღარ მექნებაო, ანუ არც ინტერვიუები, არც საკულტო პროგრამებში მონაწილეობა (მაგალითად, "დღის მატჩი") და ა.შ. მოგვიანებით, პროგრამაში ალექს ფერგიუსონის ნაცვლად მის ასისტენტებად კარლუშ კეილუში და მაიკ ფელანი იყვნენ მიწვეულნი.

2010 წლიდან ინგლისის პრემიერლიგამ მწვრთნელები დაავალდებულა, რომ მათ BBC-ის რეპორტიორებთან აუცილებლად უნდა ესაუბრათ, მაგრამ ფერგიუსონს თავისი გადაწყვეტილება ამანაც კი ვერ შეაცვლევინა. შესაბამისად, "მანჩესტერ იუნაიტედს" მწვრთნელის ქცევის გამო გვარიანი ჯარიმის გადახდა მოუწია. 2011 წლის აგვისტოში, როგორც იქნა, ბოიკოტი დასრულდა, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა.

3. ჯავრის ამოყრა "პრესტონზე"

სერ ალექსს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს - დარენი, რომელიც თავდაპირველად ჯერ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი თვითონაც მწვრთნელი გახდა. თუმცა, რა თქმა უნდა, შვილის კარიერა მამისას ვერ შეედრება. 2010 წლის იანვარში დარენი "პრესტონ ნორტენდის" მენეჯერად დაინიშნა, რომელიც იმ დროს ჩემპიონშიპში თამაშობდა.

თუმცა "დიპდეილის" ტრიბუნებზე მჯდარმა მაყურებელმა დარენის კარგად გაცნობა ვერც მოასწრო, იგი იმდენად მალე გაათავისუფლეს სამსახურიდან - "პრესტონი", რომელიც იმ პერიოდში უკვე ჩეპიონშიპის ფსკერზე იყო ჩაძირული, უფრო უარესს ელოდებოდა.

შვილის გათავისუფლების ამბავი რომ გაიგო, ალექს ფერგიუსონმა უკან გამოიწვია ის სამი მოთამაშე, რომლებიც "პრესტონს" მანჩესტერ იუნაიტედისაგან" იჯარით ჰყავდა აყვანილი. ტონი პულისმაც, რომელიც შოტლანდიელის ახლო მეგობარი იყო, მას მიბაძა და "სტოკის" ორი ფეხბურთელი "პრესტონიდან" უკან წაიყვანა.

ალექსის შურისმძიებლური მოქმედებით საქმე იქამდე მივიდა, რომ "პრესტონმა" ხუთი ძირითადი მოთამაშე დაკარგა და შესაბამისად, კლუბმა ჩემპიონშიპიდან გავარდნა თავიდან ვერ აიცილა. "პრესტონის" გულშემატკივრები დღესაც კი ნაწყენნი არიან ფერგიუსონსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე".

2. დაპირისპირება როი კინთან

დევიდ ბექჰემი "მანჩესტერისათვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ კლუბისათვის არანაკლებ კარგ და სასარგებლო მოთამაშეს წარმოადგენდა როი კინი - იგი ნამდვილი მეომარი იყო, მოწინააღმდეგეს მისი ეშინოდა. სხვათა შორის, თანაკლუბელებსაც...

ალექს ფერგიუსონი 12 წლის განმავლობაში ტკბებოდა ირლანდიელის მეომრული სულით, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" იდეალური კაპიტანი იყო. როი კინი ძალიან უყვარდათ ფანებსაც და თანაგუნდელებიც პატივს სცემდნენ.

მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დამოკიდებულება თანდათან გაფუჭდა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, როცა როიმ კლუბში ახლად მოსულების კრიტიკას მოუხშირა. ამიტომ, როცა იგი 2005 წელს "სელტიკში" გადავიდა (უფრო სწორად, სთხოვეს, რომ "წასულიყო"), სერ ალექს ფერგიუსონს გულზე მოეშვა - ეს მან თვითონ აღიარა თავის წიგნში.

ბოლოს და ბოლოს, ირლანდიელი ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც შეეძლო "გასახდელი" შეუცვლელი მწვრთნელის წინააღმდეგ აემხედრებინა. მოსწავლე და მასწავლებელი დღემდე ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

1. შეხლა-შემოხლა სხვა მწვრთნელებთან

დიახ, ფერგი თავის მოთამაშეებს სტაბილურად მკაცრად ეპყრობოდა, მაგრამ მისი მრისხანებისგან მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელებიც კი არ იყვნენ დაზღვეულნი. თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებლის მკაცრი ხასიათი საკუთარ ტყავზე გამოსცადეს არსენ ვენგერმა, კევინ კიგანმა და რაფა ბენიტესმა.

როცა ფრანგი "არსენალში" მივიდა, ფერგიუსონმა მას ასეთი რამ უთხრა: "ამიერიდან შენი აზრი შენთვის შეინახე, თუ ის იაპონურ ფეხბურთს არ ეხება"! იმის გათვალისწინებით, რომ "კანონირები" იმ დროს "მანჩესტერის" მთავარი კონკურენტები იყვნენ, სიტყვებით ომი გასაგები იყო - სიტუაციამ მოითხოვა.

მოგვიანებით ორივე სპეციალისტი ერთმანეთს შეურიგდა და უფრო მეტიც - დამეგობრდნენ კიდეც, რამდენჯერმე საჯაროდ აღიარეს ერთმანეთისადმი პატივისცემა.

მწვრთნელთაგან ერთ-ერთი პირველი, რომელიც ალექს ფერგიუსონის "გონებრივ თამაშებს" ეზიარა, კევინ კიგანი იყო. თავის დროზე, რადიოთი ცნობილი გამოსვლის დროს, კევინმა პასუხიც გასცა ფერგიუსონის გამონათქვამებს.

რაფა ბენიტესიც ცდილობდა ფერგისაგან "თავდაცვას": მაგალითად, მან საპასუხო საქილიკო ფრაზებიც კი მოამზადა, რომელიც A4 ფორმატის ქაღალდის ფურცელზე დაბეჭდა და პირდაპირ რადიოეთერში წაიკითხა.

მოისმინა რა თავისი ვიზავის ნათქვამი, ალექს ფერგიუსონმა დაასკვნა: "ეს ესპანელი რაღაც სისულელეს და აბდაუბდას ჩმახავს".

ავტორი: სიმონ კილაძე

მომზადებულია soccernews-ის მიხედვით

დავით
კინი ბექემზე არანაკლებ კარგი და სასარგებლო მოთამაშე იყოო რო წერ კაკრაზ მანდ უნდა შეეშვა ფეხბურთზე ლაპარაკს, მართლა იაპონურ ფეხბურთს თუ არ ეხება საქმე :/
korben dallas
ვითომ რატომ არ უნდა იყოს ელტონ ჯონი რაინდი ? პრინციპების დაცვაში უკანალის დაცვა სულაც არ შედის DDDDDDDDD
სოსო
სერ,მე მგონი რაინდს აღნიშნავს,ასე არააა?რაინდობა კი თავის თავში პირველ რიგში რაღაც პრინციპების ერთგულებას ნიშნავს.მის ყოველ სკანდალში თავისი პრინციპების დაცვა მოსჩანს და სწორედ რაინდები არ ერიდებოდნენ პრინციპის გამო ბრძოლას.ასე რომ დიახაც რომ "სერ"ია ალექს ფერგიუსონი.აბა ელტონ ჯონს რომ დაჰკიდეს ჯინჯილები,ეგ არის რაინდი?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო