ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, ძიუდოს ფედერაციაში წელიწადია უკვე დაპირისპირებაა და დღეს ეს საკითხი უკვე ამოწურულია.

„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ უნდა იყოს, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო", - განაცხადა ხაბარელმა.

საპატრიარქოში იმყოფებოდა ასევე ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

„ძიუდოს ფედერაციაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სიტუაცია არ იყო დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით, მთელი ნაკრები, ძიუდოს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო მოსული. უწმინდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

Tbilisi
გეტყობათ ზოგიერთებს რა მაგრადაც შეგტკიოდათ გული.. აბა რა ჯობდა სასაკვდილოდ რომ იყვნენ გადაკიდებულნი? მადლობა სპორტსმენებს და მადლობა ჩვენ პატრიარქს.
ზურა
რა დონეა
ირაკლი
მერე ალბათ მსოფლიო სინკდი შეიკრიბება და რამეს გვიშველიან
ლუკა
დემოკრატიას თეოკრატია ანაცვლებს :/
ზას.
ეს რაღაც ახალია,რად გვინდა პროკურატურა და სასამართლო ასე რომ იკლავენ თავს, აგერ ყოფილა დამზავებელი.თუ ხდება ასეთი რამ ევროპის ქვეყნებში?
zas.
რომელი ჯობია?
წარმატებები
გამიხარდა. საქართველოს ერთი კაციც არ ყავს დასაკარგავი მითუმეტეს ესეთი ბიჭები.
1234
შენ დაუკარ... შერიგებულან :) და კანონი? ამიტომ არაფერი გვეშველება! ამ რელიგიით სპეკულაციებმა ტვინი წაიღო.
ბათუმი
შერიგება და მშვიდობა ვინ მამაძაღლს ეწყინება მაგრამ პრობლემები თუ აღმოიფხვრა? რა მოხდა და რატომ ეს თუ გაირკვა და დალაგდა?
ნოდო
როცა ნაკრების კაპიტანი ძმა ბიჭებთან ერთად 3 კაცს ლაჩრულად დაუწყებს სხვა ქვეყანაში ჩხუბს და ამით ქვეყანას შეარცხვენს კი არ უნდაშეარიგო ნაკრებიდან უნდა მოკვეთო :)
ლევანი
ძალიან მაგარი ამბავია ვისაც გეწყინათ ცივი წყალი დალიეთ.
სოსო
ეხლა ხათრით გაჩერდნენ და შერიგდნენ,მაგრამ თუ მიზეზები არ აღმოიფხვრა,ძალიან მალე, ათჯერ უფრო ძლიერად აფეთქდება და მაშინ რაღარ ვშვრებით?მაგაზე ფიქრობს ვინმე?
lsd
მოკლედ ბაზარია ეს ქვეყანა .....
ირაკლი
რას ქვია შეარიგეს და მორჩა? გამოსწორდა ყველაფერი? პრობლემებს ეშველა უკვე? რა სისულელეებს აჯერებთ ხალხს.ბარემ ფედერაციის პრეზიდენტად მამაო ხო არ დავნიშნოთ? ან თუ რომელიმე წონაში გაგვიჭირდება ხო არ დავიმატოთ ნაკრებში?
გიორგი
შერიგება ძალიან კარგი. მაგრამ გამომწვევი მიზეზები რა იყო ვინმემ ან შეისწავლა ან გააანალიზა ან დასკვნა გააკეთა. დარწმუნებულები არიან, რომ ხვალაც შესარიგებოლები არ იქნებიან? ვაი დისციპლინა და წესრიგი. სანამ დამნაშავე არ დაისჯება არაფერი არაა საშველი. დაუჯელობის სინდრომი მოსპობს ამ სპორტს თუ ესე გაგრძელდა
კარგია
ეხლა ახალი შემართებით ახალი გამარჯვებებისკენ.
zurab
აქ მთავარი შერიგება კი არა,ისაა, საქმე გამოსწორდა თუ არა!
gela
არშემდგარი "ქვეყანა", სადაც ყველა და ყველაფერი კანონზე მაღლა დგას...
TARASI
ცხვარი დაკალით და ყველაფერი კარგად იქნება ვაი....................
GN
პატრიარქთან, ადრე ქურდებთან ადიოდნენ ეხლა საპატრიარქოში ადიან, საქმეების მოსაგვარებლად : ))
გიორგი
სპორტსმენები რომ შერიგდნენ ეს ცხადია, კარგია და ესეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმ დარღვევებსაც და ამ დარღვევის მოთავეებსაც უნდა 'შეურიგდნენ' რაც ფედერაციის მუშაობაში ამხილეს?

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ბიჭებო! ჩემი პირადული არ გამიხარდებოდა ისე,როგორც თქვენი შერიგება.

ძალიანაც კარგი თუ შერიგდნენ და აწი მშვიდობა დაისადგურებს, მაგრამ ის მიკვირს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციაა ჩამოსული უკრაინის საკითხის გადასაწყვეტად ჩვენ ძიუდოისტებს ვარიგებთ? რაღაც არ ჯდება ლოგიკაში
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს"
აღმასკომი შოთა ხაბარელის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს
"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა
მიხეილ გიორგაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შოთა ხაბარელის აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვაზე კომენტარი გააკეთეს
შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებს „კოლექტიურ ქევხიშვილებს“ უწოდებს
"როდესაც აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება" - შოთა ხაბარელი ილეთის შესახებ, რომელსაც მისი სახელი ეწოდა