ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა და მისი გვერდების შევსებას წარმატებულად აგრძელებს. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მის შესახებ.

10. ბასილაშვილი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში. მამა - ნოდარი ქართული ეროვნული ბალეტის წევრი იყო, ხოლო დედა ნატალია - ექიმი.

9. ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ, გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. კარგა ხანს მამა ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.

8. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. გატაცებულია ავიაციით და არ გამორიცხავს, კარიერის დასრულების შემდეგ ამ პროფესიით დაკავდეს.

7. ბასილაშვილი "ჰარდს" ანიჭებს უპირატესობას. ფავორიტი ჩოგბურთელი - როჯერ ფედერერი.

6. ნიკოლოზ ბასილაშვილს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 3 628 326 დოლარი აქვს გამომუშავებული, თუმცა რეალურად ამ თანხის დაახლოებით 30% იმ ქვეყნებში რჩება, რომელშიც ეს თანხა მოიგო, დარჩენილი თანხის დიდი ნაწილი კი სამწვრთნელო შტაბში და ტურნირიდან ტურნირზე მოგზაურობაში იხარჯება.

5. ნიკა ცუდ ჩვევებს ასე აფასებს: "რადიკალურად არაფრის წინააღმდეგი და მომხრე არ ვარ. თუ სპორტსმენის ორგანიზმს შეუძლია მოწევა და დალევა, მოწიოს და დალიოს. მე არც ვეწევი და არც ვსვამ."

4. ჩოგბურთელს პატარა ვაჟი ჰყავს. როგორც ნიკამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, მისგან განსხვავებით, მისი შვილი სურს, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს.

3. ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერის მაქსიმუმი მსოფლიოს რეიტინგში მე-20 ადგილია, რომელიც 7 იანვარს დააფიქსირა. მან 2018 წელს ორი ATP ტიტულის მოიგო. ერთეულებისგან განსხვავებით, ის წყვილებში 202-ე ნომერია, მაქსიმუმი კი 179-ე ადგილი იყო.

2. ჩოგბურთელმა 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული მოდელი ნეკა დოროკაშვილია.

Video

ნიკოლოზ ბასილაშვილის ქორწილი

1. ნიკოლოზ ბასილაშვილს საკრამენტოში რუსი მენეჯერი ჰყავდა, რომელმაც რუსი სპონსორები მოუპოვა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი შეეცადა, სხვა სპონსორები მოეძებნა, თუმცა ვერ მოახერხა. ნიკას ან ჩოგბურთისთვის უნდა დაენებებინა თავი, ან რუსეთის სახელით უნდა ეასპარეზა. ნიკამ კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. ის რაღაც პერიოდი რუსეთის სახელით გამოდიოდა, თუმცა ის კალიფორნიაში ვარჯიშობდა და რუსეთთან შეხება არ ჰქონდა. როგორც კი შეძლო საკუთარი ფინანსების მოპოვება, საქართველოს დროშას დაუბრუნდა.

ებიჯო
ხასიათი აქვს ცუდი, ხშირად ვერ აკონტროლებს სიტუაციებს თავს ვერ ერევა.
სოსო
მაგარი კაცია და ღმერთმა ესეთი ქართველები გვიმრალოს....ბედნიერი ყოფილიყოს ოჯახთან ერთად!
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მორჩილაძე ხორვატიული გუნდის ფეხბურთელი გახდა
"რეალის" მეკარე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"როცა ყველაფერი კარგად მიდის, მხოლოდ მაშინ ჩნდებიან და ტყუილებს საუბრობენ" - რომერომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა გააკრიტიკა
[VIDEO] მამუკელაშვილის პასი და ქუიკლის გასროლა - "ტორონტომ" "შარლოტი" ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] რაფინიამ "ბარსელონა" გააბრწყინა - იქნება ფინალში "ელ კლასიკო"?
[VIDEO] ზურაბ მუსელიანმა "პარალიმნის" სათასო მატჩი მოაგებინა!
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მექვაბიშვილის სუპერგოლი თურქულ გუნდთან სპარინგში
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
კვარაცხელია სრული კომპლექტისთვის! - კიდევ ერთი აზიური ფინალი
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ