ინგლისის ჩემპიონშიპად წოდებულ დივიზიონში, რომელიც იერარქიაში პრემიერლიგის ქვემოთ არის, დიდი არეულობა მზადდება
ინგლისურ ფეხბურთში, კერძოდ კი ჩემპიონშიპად წოდებულ დივიზიონში, რომელიც იერარქიაში პრემიერლიგის ქვემოთ არის, დიდი არეულობა მზადდება. ჩვენს მკითხველს მოეხსენება, რომ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას გუშინ უნდა გამოეტანა ვერდიქტი „ჩემპიონატის“ გამარჯვებულ „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ დაკავშირებით, მაგრამ გაირკვა, რომ ორშაბათამდე არაფერი იქნება.

საოცარიც სწორედ ეს არის. დღეს შეჯიბრება მთავრდება. „რეინჯერსი“, როგორც მოგახსენეთ, ჩემპიონია და უცბად, ორშაბათს, შეიძლება გაირკვეს, რომ მას 10 ქულას აკლებენ. შესაბამისად, ჩემპიონად გამოცხადდება მეორე ადგილზე გასული „ნორვიჩ სიტი“, ხოლო საბრალო ლონდონელები პრემიერლიგის ერთხელ უკვე მოპოვებული საგზურის ხელახლა მოსაპოვებლად პლეი-ოფში ჩაებმებიან. მაგრამ, ამ ყველაფრის გამო მხოლოდ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ როდი ერევა თავ-გზა. გამოდის, რომ დღეს, ჩემპიონშიფის სეზონი ისე დასრულდება, რომ ფლეი-ოფში მოხვედრილ სხვა გუნდებს წარმოდგენა არ ექნებათ, ვისთან მოუწევთ შეხვედრა.

დღეს „ქუინზ პარკს“ მეშვიდე ადგილზე მყოფი „ლიდსი“ ხვდება, რომლის თავმჯდომარე კენ ბეიტსი ამბობს: „გარშემო სრული ქაოსი და უწესრიგობაა. კლუბებს ასე არ უნდა ეპყრობოდნენ. რაც ხდება უსამართლობაა, როგორც „ქუინზ პარკის“ ასევე სხვა გუნდების მიმართ“.

შეგახსენებთ არეულობის მთავარ მიზეზს: გაჩნდა ეჭვი, რომ „რეინჯერსის“ 24 წლის არგენტინელ ფეხბურთელ ალეხანდრო ფაურლინს სამი პატრონი ჰყავს, რაც კანონით აკრძალულია. თუ გახსოვთ, წლების წინ ასეთივე ისტორია იყო კერლოს ტევესსა და ხავიერ მასკერანოსთან დაკავშირებითაც. უხეშად რომ ვთქვათ, ფეხბურთელი ერთი კლუბის საკუთრებაა - ამ კლუბმა ის იყიდა მეორე კლუბისგან, მაგრამ გამყიდველი კლუბი მისი ასპროცენტიანი მეპატრონე არ იყო. ანუ, საქმეშია მესამე კლუბი ან საფეხბურთო აგენტი, რომელსაც თავისი წილი ეკუთვნის და იწყება ერთი ამბავი. ინგლისელებმა ტევეს-მასკერანოს ამბის შემდეგ „სამპატრონიანობა“ აკრძალეს. ბოლო წლების კანონით, ნებისმიერმა ინგლისურმა კლუბმა უნდა იყიდოს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მთლიანად წინა მფლობელის საკუთრებაა.

ასე და ამგვარად, დღეს დასავლეთ ლონდონის ჩემპიონი გუნდი „ლიდსს“ ეთამაშება და წარმოდგენა არ აქვს გადავიდა პრემიერლიგაში თუ არა. არადა, პირველი ადგილი სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. „რეინჯერსის“ პრეს-მდივანმა განაცხადა: „ბოლო შეხვედრაში, „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ, ჩვენს გუნდს „ჩემპიონატის“ გამარჯვებულის ჯილდოს გადასცემენ. ჩვენ ზეიმს ვაპირებთ“.

მწვრთნელი ნილ უორნოკი: „მე „ლოფტუს როუდზე“ თამაში მიყვარს და მინდა ჩვენმა გულშემატკივარმა ღირსეულად მოპოვებული პირველობა იზეიმოს“.

გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც გაუჩნდათ კითხვა, აქვს თუ არა ფეხბურთის ასოციაციას უფლება ჩამოართვას კლუბს ტიტული, მას მერე, რაც მას ეს ტიტული გადაეცემა. „ქუინზ პარკში“ სჯერათ, რომ საკმარისია სეზონი დამთავრდეს, რომ მათი ჯილდოსთვის ხელის მხლებელი აღარავინ არის, თუმცა ასოციაციაში არაფერს გამორიცხავენ.

საინტერესოა, რომ ამ არეულობის მიუხედავად, პლეი-ოფები გეგმის თანახმად, შემდეგი ხუთშაბათიდან გაიმართება. ეს, თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ „რეინჯერსს“ ტიტულის ჩამორთმევის შემთხვევაში ასოციაციის ვერდიქტის გაპროტესტების დროც კი არ ექნება.

ბეიტსმა თქვა: „ყველაზე მეტად ის ვერ გამიგია, რატომ მოვიდა საქმე აქამდე, როდესაც ასოციაციამ ყველაფერი სექტემბერშივე კარგად იცოდა“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა