ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"სწრაფ რაგბის თამაშობს და არ უყვარს შეჯახებები" - "ბორჯღალოსნების" მზადება ესპანელი "ლომებისთვის"

"სწრაფ რაგბის თამაშობს და არ უყვარს შეჯახებები" - "ბორჯღალოსნების" მზადება ესპანელი "ლომებისთვის"

© გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნები" 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩისთვის "შევარდენზე" ემზადებიან და 13 თებერვალს გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართეს.

ჩვენი გუნდი 17 თებერვალს "ავჭალაზე" ესპანეთს ეთამაშება. წლის პირველი საშინაო შეხვედრა 18:00 საათზე იწყება და ბილეთები ონლაინ უკვე იყიდება - www.TKT.GE/Rugby, ასევე, ბილეთები "ავჭალის" სტადიონის სალაროებში იყიდება (ყოველდღე, 11-იდან 19 საათამდე).

დღევანდელი წვრთნა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ტრადიციულად, თავდაპირველად ხაზი და შერკინება ცალ-ცალკე ვარჯიშობდა, მერე კი ორ გუნდად დაიყვნენ და სხვადასხვა სათამაშო სიტუაცია და კომბინაცია დაამუშავეს. რამდენიმე ეპიზოდში ბურთი ისე კარგად გათამაშდა, რომ ტრიბუნებზე შეკრებილმა ქომაგებმა ბიჭები ტაშით დააჯილდოეს.

პრინციპული მეტოქე

იყო დრო, ესპანელი "ლომები" "ბორჯღალოსნებისთვის" უხერხულ მეტოქედ ითვლებოდნენ. მათ 2000 წლიდან თითქმის ყოველ წელს ვეთამაშებით, 2014 წელს კი ორჯერ შევხვდით.

19 წლის წინ, პირველი შეხვედრა მეტოქემ მადრიდში 36:32 მოიგო; 2004 წელს ტარაგონაში მათთან ფრეს დავჯერდით (6:6); 2007 წელს მადრიდში ესპანეთმა ყველაზე დიდი სხვაობით, 31:17 იმარჯვა; სულ ბოლოს "ლომებმა" 2012 წელს, ასევე მადრიდში მოიგეს - მილტონ ჰეიგის სადებიუტო შეხვედრაში 25:18.

დანარჩენ 15 შემთხვევაში გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ და აქედან 10-ჯერ საქართველოში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში. მეტოქეს ყველაზე დიდი სხვაობით 2011 წელს ვძლიეთ - 60:0 და მაშინ ერთ თამაშში ყველაზე ბევრი, 9 ლელო გავიტანეთ. 2013 წელს "ლომებთან" ყველაზე მეტი, 61 ქულა ავიღეთ და 61:18 დავამარცხეთ, ხოლო მომავალი ჯახის ადგილას, "ავჭალაზე", ერთადერთხელ ვეთამაშეთ და 2014 წლის "თბილისის თასზე" 23:13 მოვიგეთ.

მე-20, საიუბილეო შეხვედრის წინ ესპანეთთან ბალანსი 15-3-ზეა (+ერთი ფრე), გავუტანეთ 80 ლელო და მივიღეთ 29, ხოლო ქულათა თანაფარდობა 590/280-ზეა. შარშან მათ "მიხეილ მესხზე" შევხვდით და 23:10 დავამარცხეთ, თუმცა მეტოქემ თავი სწრაფი და გაშლილი რაგბით დაგვამახსოვრა.

2017/2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის შედეგების თანახმად, ესპანეთი მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ნატურალიზებული მოთამაშეების გამო სკანდალში გაეხვა და საბოლოოდ იაპონიის საგზური რუსეთს დარჩა.

ამის ფონზე ესპანელებს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურთ და წლევანდელი რაგბი ევროპის პირველ ტურში მსოფლიო თასის მონაწილე რუსეთი 16:14 დაამარცხეს, 17 თებერვალს კი, "ბორჯღალოსნების" წინაშე წარდგებიან. დღეისათვის რაგბი ევროპას საქართველო, ესპანეთი და ბელგია 4-4 ქულით ლიდერობენ.

სწრაფი რაგბის მოყვარულები

მეტოქის სწრაფი და გაშლილი რაგბისადმი ლტოლვის შესახებ კარგად იციან "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბში.

"როგორც ყოველთვის, ბრძოლისთვის ვემზადებით. ვცდილობთ, შეტევასა და დაცვაში ის ტექნიკური ხარვეზი დავხვეწოთ, რომელიც რუმინეთთან მოგებულ მატჩში გვქონდა. ასევე ვეცდებით, რომ მაყურებელს უფრო ლამაზი რაგბი ვაჩვენოთ. ესპანეთი ღია და არეულ თამაშში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს და ეცდება, რომ სწრაფი შეჯგუფებები ჰქონდეს. შესაბამისად, ვეცდებით, რომ ამის საშუალება არ მივცეთ" - თქვა "ბორჯღალოსანთა" დაცვის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

მეტოქის ბოლოდროინდელ პროგრესზე საუბრობს მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი:

"ესპანეთი პროგრესირებადი გუნდია, რაც ბოლო წლებში ყველასთვის თვალნათელია. ჰყავს ძალიან კარგი 7-კაცა ნაკრები და ამის ხარჯზე ხელდახელ სწრაფი თამაში კარგად გამოსდით.

განვიხილეთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და ვეცდებით, შესაბამისი თამაში დავუპირისპიროთ. გულშემატკივარს ვთხოვ, რომ გვერდზე დაგვიდგეს. მათი თანადგომა ჩვენთვის უდიდესი მუხტია".

მომავალი თამაშის მოლოდინებზე ისაუბრა კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ:

"ესპანეთის ნაკრებს სწრაფი რაქი აქვს, სწრაფ რაგბის თამაშობს და არ უყვარს შეჯახებები. ჩვენ ვეცდებით მათთან ახლო თამაშში, შერკინებებში მოვიპოვოთ უპირატესობა და ქომაგი გაშლილი რაგბით და გამარჯვებით გავახაროთ".

მზადება კრის პოლაკთან ერთად

"ბორჯღალოსნების" ვარჯიშის პროცესში ჩართული იყო ახალზელანდიელი მსოფლიო დონის მსაჯი კრის პოლაკი, რომელიც "მსოფლიო რაგბის" კონსულტანტია და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დეტალების დახვეწაში ეხმარება. მისი ჩართულობის მნიშვნელობაზე მაისაშვილმა განაცხადა:

"პოლაკთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ის ივნისის ტესტებზეც ჩვენთან ერთად იყო და ნოემბრეშიც იყო საქართველოში ჩამოსული. კრისი სამსაჯო კუთხით აკვირდება, თუ რა შეცდომები გვაქვს, რაც ძალიან მაგრად გვეხმარება. ჩვენ მის რჩევებს მოთამაშეებს გადავცემთ. რაგბის განვითარება მწვრთნელების, მსაჯებისა და მორაგბეების ერთობლივი ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• Evgeni

ეს ანეგდოტი მე განსხვავებულად მომისმენია - ერთმა თქვა ორ ვედროს ავიტანო; სომეხმა სამსო- მესამეს ცოცარითო; ქართველმა თქვა 5 ვედროს ავიტანო; როგორო ჰკითხას; როგორ და ორს ხელებით და სამვედროიან სომეხს ცოცარზე დავისვამო :-)

• კოლია ახობაძე

იმ ძველ ანეგდოტში ქართველმა ხომ თქვა, სომეხზე მეტს - 5 ვედროს ავიტან მე-10 სართულზეო; ჰოდა იმ მეხუთე ვედროსავით უნდა ავყვანოთ და ვათრიოთ ესპანეთის ნაკრები. ჩემი პროგნოზია 5-6 ლელოს დადება და და მინიმუმ 15 ქულით მოგებაა

• სოსო

მსაჯის დახმარება,ძალიან დაგვეხმარება.ჩვენი მთავარი ნაკლი ხომ ხშირი ჯარიმებია.

• emigranti

მაღალი დონის მსაჯის ჩართვა ვარჯიშებში ძალიან უნდა წაადგეთ და კარგი გაადწყვეტილებაა...საბოლოო ჯამში ყველაფერეს ასეთი თითქოს უმნიშვნელო დეტალები წყვეტს.მთავარი მაინც უწყინარ სიტუაციაში შეცდომების თავიდან აცილებაა გამოსარიცხი.

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს

"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო

10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით

სავსე ტრიბუნების დროა!

ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის

რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის