VAR-ი ლამის ყოველდღე გვაკვირვებს. ამჯერად საოცარი მომენტი პოლონეთში მოხდა.

"ლეგიის" ნახევარმცველმა ვილიამ რემიმ "კრაკოვიასთან" მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მორჩილად გასახდელისკენ წავიდა, სადაც გამოცვლა დაიწყო.

მატჩის მთავარმა არბიტრმა პეტრ ლასიკმა ეპიზოდს განმეორებით VAR-ის დახმარებით უყურა და ვილიამს უკან უხმო. ნახევარმცველმა ისევ გამოიცვალა. მან იფიქრა, რომ ბარათს გააუქმებდნენ და მოედანზე სიხარულით შევიდა, მაგრამ არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათის მაგივრად რემის პირდაპირ წითელი უჩვენა.

სევდა, მწუხარება და სარკასტული ღიმილი - რემის სახეზე ყველაფერი იყო.

"ლეგიამ" 0:2 წააგო და ახლა ლიდერ "ლეხს" 4 ქულით ჩამორჩება. "ლეხს" ამ დროისთვის 46 ქულა აქვს.

VAR-ს ამ ბოლო დროს ფეხბურთში მოულოდნელობის ეფექტი შემოაქვს. სერია A-ში, მაგალითად, მსაჯმა სპალ-ის გოლი არ ჩათვალა, რომ პენალტი დაენიშნა მათ კარში წესების დარღვევიდან 4 წუთის შემდეგ.

ვილიამ რემი 27 წლისაა და "ლანსის" აღზრდილია. თითქმის მთელი კარიერა საფრანგეთის დაბალ დივიზიონებში აქვს გატარებული, სადაც "ლანსის", "კრეტეის" და "დიჟონის" მაისურით თამაშობდა.

შემდეგ იყო ორი სეზონი ლიგა 1-ში "მონპელიეს" მაისურით, რის შემდეგაც რემი "ლეგიაში" გადავიდა, სადაც უმალვე ძირითადის ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ეს გაძევება მის კარიერაში მეოთხე გახდა.

T.k
ნამდვილად იმსახურებდა წითელ ბარათს, მსაჯს ვერ გავამტყუვნებთ ამ შემთხვევაში :)) ჯერ წააქცია და შემდეგ გადაუარა რასაც ჰქვია მოწინააღმდეგეს ეს მიუღებელია :)) კარგია ვიდეორეფერის დანერგვა იმედია ნაკლებ შეცდომებს დაუშვებენ და ყველაფერს სამართლიანად გადაწყვეტენ მსაჯები

მაგას ბლატერი ამბობდა, სხვათა შორის :)
გოგა
თავისი შეცდომებით და საკამათო ეპიზოდებითაა ფეხბურთი ლამაზი. ეს რა უბედურება მოიგონეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
საქართველოს ნაკრები პირველი მეოთხედის შემდეგ პოლონეთს ამარცხებს
ჩოგბურთში პირველად გამოიყენეს VAR [VIDEO]
საქართველოს ნაკრები პოლონეთს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს
საქართველოს ნაკრები პოლონეთს მესამე მეოთხედის შემდეგაც ამარცხებს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პოლონეთთან გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
VAR-ის დებიუტი ეროვნულ ლიგაში და გაძევება - ბათუმელებმა 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს [PHOTO]
ფეხბურთის ბნელი ხელოვნება: ხრიკების დახვეწილი პალიტრა