კრიშტიანო რონალდო ისევ ჩადის ესპანეთში. თუ "მესტალიაზე" ის მხოლოდ წითელ ბარათს გამორჩა, ახლა "ვანდაზე" გაცილებით მეტს ელის, ისევე, როგორც მისი "იუვენტუსი".

მორიგ ინგლისურ-გერმანულ დაპირისპირებაში კი "მანჩესტერ სიტი" აშკარა ფავორიტია.

ტურინის "იუვენტუსს" ამ სეზონში სერია A-ში თითქმის გადაწყვეტილი აქვს ამოცანა. მასიმილიანო ალეგრის ნომერი პირველი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. სწორედ ამას ემსახურებოდა კრიშტიანო რონალდოს შეძენაც. ახლა ლიგაზე გადამწყვეტი ეტაპები დგება, მეტოქე კი ძალიან ძლიერი და ორგანიზებულია, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო".

დიეგო კოშტა მომჯობინდა, მაგრამ ლიგის მატჩში მას ნაკლებად უნდა ველოდოთ. თომას პარტეი, რომელიც ლა ლიგის მატჩში დისკვალიფიცირებული იყო, ბრუნდება. ასე რომ, საულ ნიგესი ცენტრიდან ფლანგზე გადაიწევს. დაცვის ცენტრში გოდინის მეწყვილეობისთვის ხოსე ხიმენესი და სტევან სავიჩი იბრძოლებენ, ხოლო ექსიუვენტუსელი ალვარო მორატა ანტუან გრიზმანს შეუწყვილდება.

"იუვენტუსი" დაცვაში დროულად მოძლიერდა - ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი დაბრუნდნენ, მათთან ერთად კი "იუვე" ძალიან ძლიერია. ტურინელები სამი შემტევით თუ შეუტევენ, მაშინ პაულო დიბალას შანსი აქვს, სასტარტოში მოხვდეს. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ალექს სანდრო დისკვალიფიცირებული იყო, ახლა კი ის ბრუნდება. მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსში" ძალზე მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა. ის აუცილებლად იქნება სასტარტოში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

ფაქტები

"ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში გოლი არ გაუშვა.

ამ შეხვედრებში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

"ატლეტიკო" ბოლო 10 მატჩიდან (ჩემპიონთა ლიგა) 9-ში გამარჯვებული გამოდგა.

"იუვენტუსს" რეკორდულად ბევრი ფინალი აქვს წაგებული ევროთასებზე - 5.

"ატლეტიკო" 2014 და 2016 წლებში გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და "რეალთან" დამარცხდა.

"იუვენტუსი" 2015-ში "ბარსელონასთან", ხოლო 2017-ში "რეალთან" დამარცხდა ფინალში.

20 თებერვალი. ვანდა მეტროპოლიტანო

ატლეტიკო-იუვენტუსი 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, თომასი, როდრი ერნანდესი, ლემარი - მორატა, გრიზმანი

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდო

არ ითამაშებს: დიეგო კოშტა, ლუკა ერნანდესი, კოკე (ყველა ატლეტიკო)

საეჭვოა: დუგლას კოშტა, რუგანი (ორივე იუვენტუსი)

არბიტრი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

პეპი გერმანიაში

ხოსეპ გვარდიოლა გერმანიას უბრუნდება და "შალკესთან" ბრძოლაში მისი "სიტი" აშკარა ფავორიტია. "შალკემ" იანვარში "სიტისგან" 18 წლის რაბი მატონდო შეიძინა. ახლა თინეიჯერს ყოფილი გუნდის გამწარების შანსი მიეცემა. არის საკმაოდ რეალური შანსი, რომ მატონდო სასტარტო 11-ეულში იქნება. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს მცველი მატია ნასტასიჩი. "ხუმარებს" ომარ მასკარელი დისკვალიფიცირებული ჰყავთ. მასპინძლებს ტრავმების გამო ემბოლო, შიოპფი და სკრჟიბსკი დააკლდებიან, ხოლო ბენჟამენ სტამბულის თამაშის მცირე შანსი აქვს.

"სიტის" რიგებში ძნელია, მენდისა და კომპანის გამოჩენა ვივარაუდოთ, კლაუდიო ბრავოს თამაში კი გამორიცხულია. "სიტის" ლეროი სანემ კარიერა "შალკეში" დაიწყო...

ფაქტები

"მანჩესტერ სიტის" ბოლო 11 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"სიტიმ" ლიგაზე ბოლო 5 მატჩში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ სიტი" არ აგებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში.

"შალკეს" ბოლო 5 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 2.5 გოლზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

ფელტინს არენა. 20 თებერვალი

შალკე-მანჩესტერ სიტი 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-5-1): ნიუბელი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ოჩიპკა - მაკენი, ბენტალები, მატონდო, უთი, კონოპლიანკა - კუტუჩუ

სიტი (4-3-3): ედერსონი უოკერი, სტოუნსი, ოტამენდი, ლაპორტი - ფერნანდინიო, დავიდ სილვა, დე ბრუინი - სანე, აგუერო, სტერლინგი

არ ითამაშებს: მასკარელი (დისკვ.), სტამბული, ემბოლო, შიოპფი - მენდი, კომპანი, ბრავო

არბიტრი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koba
სიტი მოიგებს
ვახო
ასეთი დარწმუნებულები ნუ იქნებით, ბურთი მრგვალია და არავინ იცის ვის კარში აღმოჩნდება. მე მაინც მგონია ათლეტიკო მოიგებს 1-0 ს.
გოგა
ორივე ორიანია ამოტენიან ამაღამ შალკეს და ატლეტიკოს
მილანი
იუვენტუსი, მგონია ძაან დაარბევს ორივე თამაშში ერთიანად. სიტი საერთოდ. მარა სურპრიზებიც არის ხოლმე და ეს უფრო კარგია.
shalva
გგგ
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა