BBC-ი მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - ქართული რაგბი "პრო 14"-თან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე თავისი გუნდის მიღებას მიაღწიოს.

"ლელოელები" ევროპის მეორე დონის რანგის საუკეთესო გუნდია, მაგრამ რეგულარულად არა აქვთ უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალება. "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა BBC Sport-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მაღალი დონის საკლუბო ტურნირში ქართული გუნდის დაშვების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"სხვადასხვა შეჯიბრებებში ჩვენი გუნდების მონაწილეობაზე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას", - ამბობს ჰეიგი. "პრო 14" ხშირად აცხადებს გაფართოების სურვილს და ჰეიგს იმედი აქვს, რომ უახლოეს ორ წელიწადში ქართული გუნდი მისი წევრი გახდება. "შემდეგი ნაბიჯი ფრანჩიზის შექმნაა, რომელიც უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. ეს შესაძლოა "ქარი ქაფი" ან "პრო 14" იყოს, ან "ზე რაგბი". იმისათვის, რათა ვიყოთ წარმატებულნი, ტრამპლინი გვჭირდება და სასურველია ეს ევროპული ტურნირი იყოს, რადგან ეკონომიკურად მომგებიანია", - ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ბენ მორელი ტურნირის სტრუქტურაში ნებისმიერ ცვლილებას გამორიცხავს.

"ეს განცხადება იმედგამაცრუებელია. იმედია, ერთ დღესაც გარისკავენ და კარს გაგვიღებენ. ფინანსური თვალსაზრისით მათ რაღაც ასპექტში შემიძლია გავუგო, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მიზნის მისაღწევად", - იმედოვნებს "ბორჯღალოსანთა" დამრიგებელი.

საქართველოს ნაკრები ამჟამად ოქსფორდში ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად მისი თავკაცის ედი ჯონსის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

"ზედიზედ მეორედ ვვარჯიშობთ ინგლისში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ედის, მის გუნდს და ინგლისის რაგბის ფედერაციას. ეს გამოცდილების მიღების უზარმაზარი შესაძლებლობაა", - დასძინა ჰეიგმა".

გოგა
თუ გამოვიდა ეგ საქმე ძალიან მაგარი იქნება
გულშემატკივარი
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ინგლისელებისგან უნდა ვიგებდეთ ასეთ ამბებს? თუ მე გამომრჩა? დამატებით ხომ არაა ცნობილი რამე? რა სტადიაშია მოლაპარაკება, საიდან დაფინანსება და ა.შ.
ამიგო
პატიოსნად ვამბობ ყოველგვარი პოლიტიკური ანდაჟირების გარეშე, არც პრო რუსი ვარ, არც პროევროპელი: ყველაზე ღირებული ამ 30 წლის მანძილზე რაც ევროპამ ჩვენთვის, საქართელოსთვის გაიმეტა ეს არის დამოუკიდებლობის აღიარება, უვიზო მიმოსვლა და პრო -14
მამუკა
პარლამენტის ტექნიკურ სამსახურს: ჩაურთეთ თავიდან მიკროფონი, დაამთავროს გამომსვლელმა სიტყვა.
zuka
ზერაგბის შანსი არ არი, არც დონებრივად არც ლოგსტიკურად. ქარი ქაპიც, დონით ეგეთი არაა, მარა ძაან შორსაა. პრო 14 დიდი ხანია ინტერესს გაოხატავდა გაფართოების, თუ პატიოსანმა ბიზნესმენებმა ინებს ( ნეტა მე ვიყო და აქამდე ვიზამდი) მანს შევალთ.ო
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს