ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეროვნული ლიგა. I ტურის წინ: როგორ მოემზადნენ კლუბები ახალი სეზონისთვის

ეროვნული ლიგა. I ტურის წინ: როგორ მოემზადნენ კლუბები ახალი სეზონისთვის

პირველ მარტს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი აიღებს სტარტს. ტურნირი მესამე წელია, რაც განახლებული სახელწოდებით და ფორმატით იმართება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ეს რიგით 31-ე ეროვნული ჩემპიონატი იქნება.

წელს, ისევე, როგორც უკანასკნელ ორ სეზონში ეროვნულ ლიგაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 4 წრედ ჩატარდება და ჩემპიონი 2019 წლის ბოლოს გამოვლინდება.

გასული სეზონის გამარჯვებული ისტორიაში პირველად "საბურთალო" გახდა, რომელმაც უახლოესი მდევარი თბილისის "დინამოს" 10 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპონობა რამდენიმე ტურით ადრე გაიფორმა.

ეროვნული ლიგის გამარჯვებული კი ბათუმის "დინამო" გახდა. აჭარულმა კლუბმა უმაღლესი დივიზიონის საგზური პირდაპირ მოიპოვა, "ვიტ ჯორჯიას" კი ამისთვის პლეი-ოფში "სამტრედიას" ძლევა დასჭირდა. თბილისურმა კლუბმა იმერლები ორი მატჩის ჯამში 6:2 დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.

მაშ ასე, ახალ სეზონში ჩემპიონატში შემდეგი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას:

თბილისის "საბურთალო"

თბილისის "დინამო"

ქუთაისის "ტორპედო"

საჩხერის "ჩიხურა"

გორის "დილა"

თბილისის "ლოკომოტივი"

"რუსთავი"

ბოლნისის "სიონი"

ბათუმის "დინამო"

"ვიტ ჯორჯია"

სანამ პირველი ტურის მატჩების შესახებ ვისაუბრებთ, გავიხსენოთ, რა ცვლილებები მოხდა კლუბებში და რამდენად ნაყოფიერი შეკრება გაიარეს:

"საბურთალო"

გასულ სეზონში "საბურთალო" ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა და წელსაც ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. აღსანიშნავია, რომ კლუბმა 2019 წლისთვის სულ 5 ფეხბურთელი დაიმატა, რომელთაგანაც ორი მეკარეა:

ომარ მიგინეიშვილი

დენის შელიკოვი

ლევან კაკუბავა

ინტერს გი

გიორგი თევზაძე

წასულების სია კი უფრო გრძელია: დავით თარგამაძე, ნოდარ იაშვილი, დავით ვოლკოვი, დიმიტრი ტატანაშვილი, ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე და გიორგი რეხვიაშვილი.

გუნდმა შეინარჩუნა ლიდერი ვაგნერ გონსალვეში, რომელიც თბილისელთათვის დიდი ძალა იქნება.

ახალი სეზონის წინ "საბურთალომ" შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც საქართველოს ჩემპიონმა სულ 7 შეხვედრა გამართა. აქედან 2 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 1 კი წააგო.

ახალ სეზონს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონები, შესაბამისად - "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" გახსნიან. თბილისელები აჭარლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველ მარტს მიიღებენ.

ეს გუნდები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ. თბილისელებმა 5-ჯერ გაიმარჯვეს, ორჯერ 3 ქულა აჭარლებს დარჩათ, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

"საბურთალოსთვის" ეს 2019 წელს პირველი ოფიციალური შეხვედრა არაა. 24 თებერვალს გია ჭიაბრიშვილის გუნდი გორში სუპერთასის მატჩში ქუთაისის "ტორპედოსთან" 0:1 დამარცხდა.

ბათუმის "დინამო"

საქართველოს რანგით მეორე ლიგის გამარჯვებულის რიგებში გასული სეზონის შემდეგ არაერთი ცვლილება მოხდა. გუნდს 9 ახალი მოთამაშე დაემატა.

ბათუმის "დინამოს" რიგებში ერთბაშად 9 ახალი ფეხბურთელი მივიდა. ესენია - გიული მანჯგალაძე, ვაჟა ფაცაცია, რატი ცაცკრიალაშვილი, თორნიკე გაფრინდაშვილი, მათე კვირკვია, გიორგი გადრანი, რომან ჭანტურია, კიჭი მელიავა, ბენჯამინ ტეიდი.

გუნდი კი დავით კიკალიშვილმა, გიორგი განუგრავამ, გიორგი ჭანკოტაძემ, მირზა ფარტენაძემ, ბექა ვარშანიძემ, ლევან შარიქაძემ და გელა გოგიტიძემ დატოვეს.

"დინამომ" წინასასეზონო შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც 5 შეხვედრა გამართა. ბათუმელებმა მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს, 1 ფრის და 3 მარცხის საპირწონედ.

გასულ სეზონში შავიზღვისპირელები ეროვნულ ლიგა 2-ში მართლაც გამორჩეულები იყვნენ - "დინამოს" ანგარიშზე ყველაზე მეტი გატანილი - 60 და ყველაზე ცოტა გაშვებული - 22 გოლია.

ქუთაისის "ტორპედო"

ქუთაისის "ტორპედო" ბოლო წლებში ნამდვილად საუკეთესო ქართული კლუბია. კახა ჩხეტიანის შეგირდები უტიტულოდ წელს აღარ ასრულებენ და საოცარი სერია აქვთ - 25 მატჩია, საქართველოს ფარგლებში არ წაუგიათ.

ქუთაისელებმა 2019 წელიც ტრიუმფით დაიწყეს, სუპერთასის ფინალში "საბურთალოს" სძლიეს და სეზონის პირველ ტიტულს დაეუფლნენ.

კლუბი მნიშვნელოვნად გაძლიერდა კიდეც, "ტორპედომ" გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თანაბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე დაიმატა, რომელიც გასულ სეზონში კონკურენტ "დინამოს" ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, გუნდის რიგები შეავსეს - ნოდარ ქავთარაძემ, რიჩარდ ლუკამ, ნიკოლა სტიეპოვიჩმა, ამბროსი ჩაჩუამ და ვახტანგ ნებიერიძემ.

კლუბმა კონტაქტი გაუფორმა უკრაინელ ოლექსანდრ აზაცკის, რომელიც გასულ სეზონში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო.

გუნდი კი რამდენიმე უცხოელმა მოთამაშემ - მილოშ ლაჩნიმ, ლაზარ მარინმა და არფანგ დაფემ დატოვეს. კონკურენტ "დინამოში" გააგრძელეს კარიერა ლევან კუტალიამ და გიორგი კუხიანიძემ.

"ტორპედო" ეროვნული ლიგის 1-ელ ტურში "სიონს" მიიღებს, რომელმაც გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა და ეროვნულ ლიგაში დარჩენა პლეი-ოფში "გაგრას" დამარცხებით მოიპოვა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს გუნდები ერთმანეთს 39-ჯერ დაუპირისპირდნენ, უპირატესობა კი ქუთაისელთა სასარგებლოდაა - 27 მოგება, 5 ფრე და 7 მარცხი.

ბოლნისის "სიონი"

ბოლნისის "სიონი" გასულ სეზონში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი იყო. ქვემოქართლელებმა მე-8 ადგილი დაიკავეს და ადგილის შენარჩუნება მხოლოდ პლეი-აუტით, "გაგრას" ძლევით მოახერხეს.

ბოლნისელებმა შეკრება თურქეთში გაიარეს, სადაც სამი სპარინგ-შეხვედრა გამართეს, სადაც 1 ფრეს და სამ მარცხს დასჯერდნენ.

გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, რომელთაგან გურამ გიორბელიძე, ლუკა ნოზაძე და ალექსანდრე კოშკაძე უნდა გამოვარჩიოთ.

რაც შეეხება დანამატებს: თორნიკე თარხნიშვილი, არჩილ ტვილდიანი და ნიკოლოზ აფაქიძე გუნდის გამორჩეული შენაძენებია.

თბილისის "ლოკომოტივი"

თბილისის "ლოკომოტივმა" გასული სეზონი მე-6 ადგილზე, ცხრილის შუაში დაასრულა. მათ 4-წრიან სეზონში ჩემპიონი "საბურთალოს" დამარცხება ერთხელ მოახერხეს, ხოლო 2-ჯერ ფრეს მიაღწიეს.

გასული სეზონის შემდეგ კლუბი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, მათ შორის: რევაზ თევდორაძემ, ლევან ქურდაძემ, სანდრო შეწირულმა, ამერიკელმა ჯონ ოლურემიმ და ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც კარიერის გაგრძელებას "რუბინში" აპირებდა, თუმცა კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდა.

გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეებიც მოვიდნენ - დემეტრე ბულისკირია, თორნიკე კირკიტაძე, ალექსანდრე გურეშიძე. კლუბის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინება რევაზ ინჯგია, რომელიც თბილისელთა აღზრდილია და დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა.

ყველაზე გამორჩეული კი ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, ირაკლი სიხარულიძის დაბრუნებაა.

პირველ ტურში "ლოკომოტივის" მეტოქე "რუსთავი" იქნება, რომელიც გასული სეზონის ცხრილში მისი მეზობელი იყო.

ისტორიის განმავლობაში ეს კლუბები ერთმანეთს 25-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 13-ჯერ "რუსთავმა" გაიმარჯვა, 4 მატჩი ფრედ დასრულდა, 8-ჯერ კი გამარჯვება თბილისელებს დარჩათ.

"ლოკომოტივმა" შეკრება ესპანეთში გაიარა და 4 ამხანაგური მატჩი გამართა - 2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი - ასეთია "ლოკოს" შედეგი.

"რუსთავი"

"რუსთავმა" გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და ახალი სეზონის წინ გუნდი მნიშვნელოვნად შესუსტდა.

გუნდის რიგები რამდენიმე გამორჩეულმა მოთამაშემ დატოვა, მათ შორის, ახალგაზრდა ტალანტმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" მოთამაშე გახდა. კლუბი დატოვა ომარ მიგინეიშვილმა. ის ჩემპიონი "საბურთალოს" ღირსებას დაიცავს. წავიდნენ თორნიკე კირკიტაძე და თორნიკე თარხნიშვილიც.

რაც შეეხება დანამატს - კლუბში ირაკლი შეყილაძე და პაატა კიტეიშვილი მოვიდნენ, რამდენიმე დღის წინ კი გუნდს ლუკა იმნაძე შემოუერთდა.

"რუსთავმა" შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც 4 მატჩი გამართა და ასეთი შედეგი აქვს - 2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი.

ახალ სეზონში "რუსთავი" რამდენიმე ლიდერის დაკარგვის გამო ერთ-ერთ აუტსაიდერად მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონს "რუსთავი" ახალი ლოგოთი ხვდება.

თბილისის "დინამო"

თბილისის "დინამო" ყველა ჩემპიონატში მთავარ ფავორიტად ითვლება ხოლმე. გამონაკლისი არც 2019 წლის სეზონი იქნება. თბილისურ გრანდში ბევრი სიახლეა.

ცვლილებები გასული სეზონის ბოლოდანვე დაიწყო, როდესაც გუნდი კახა კაჭარავამ დატოვა და მთავარი მწვრთნელის პოსტი ზაურ სვანაძემ ჩაიბარა.

"დინამომ" სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობის შანსი ნაადრევად დაკარგა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თბილისურ კლუბში სეზონის ბოლოს მოხდა, ჩისკო მუნიოსის დაბრუნებაა, რომელსაც თავისთავად არაერთი უცხოელი, მათ შორის, ესპანელი ფეხბურთელიც მოჰყვა.

აი, ისინიც: ფრან კარბია, ხოსე პერალესი, ანტონიო როხანო, აბდელ ჯალილი, ვიქტორ მონხილი, სერხიო ნოჩე. გარდა ამისა, კლუბს ქართველი მოთამაშეებიც შეუერთდნენ - ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე, გიორგი პაპავა.

გუნდი კი რამდენიმე კარგმა ფეხბურთელმა დატოვა, რომელთაგანაც ზოგიერთი კარიერას ევროპაში აგრძელებს. ახალგაზრდა მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე შვეიცარიული "ციურიხის" მოთამაშე იჯარის წესით 1.5 წლის განმავლობაში იქნება. მან უკვე ჩაატარა რამდენიმე მატჩი, მათ შორის, ევროპა ლიგაზე "ნაპოლის" წინააღმდეგ. ლევანის ანგარიშზე უკვე ჩაიწერა გოლი და საგოლე გადაცემა.

პოლონურ "ზაგლებიეში" წავიდა გიორგი ივანიშვილიც, ლაშა თოთაძემ აზიას მიაშურა და ირანულ "ნასაჯში" გადაბარგდა, გიორგი კუცია კი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს.

"დინამომ" შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც შვიდი მატჩი გამართა, რომელთაგანაც სამი მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა.

თბილისელთა პირველი მეტოქე საჩხერის "ჩიხურა" იქნება. ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 33-ჯერ შეხვდნენ, უპირატესობა "დინამოს" მხარესაა - 21 მოგება, 6 ფრე, 6 მარცხი.

საჩხერის "ჩიხურა"

საჩხერელებმა გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს და ევროტურნირების ზონაში ქუთაისის "ტორპედოს" წყალობით მოხვდა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა და საქართველოს თასი მოიგო.

უნდა ვაღიაროთ, რომ "ჩიხურა" წელს უფრო შესუსტდა, ვიდრე გაძლიერდა.

უპირველესად, ამის მიზეზი გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის (ბუდუ ზივზივაძესთან ერთად), გიორგი გაბედავას "ზაგლებიეში" წასვლაა. საჩხერელებმა მთავარი დამრტყმელი ძალა დაკარგეს.

გუნდი დატოვა გუნდის ახალგაზრდა ლიდერმა ირაკლი ბუღრიძემაც, რომელიც კარიერას ბელგიურ "ბეერხოსტში" აგრძელებს. წავიდნენ ბაქარ მირცხულავა და ლევან კაკუბავაც.

"ჩიხურამ", სხვა ქართული კლუბების მსგავსად, შეკრება თურქეთში გაიარა და 4 ტესტ-მატჩი გამართა, საიდანაც 2 გამარჯვება, 1 ფრე და 1 მარცხი წამოიღო.

დიდი ალბათობით, 2019 წელს "ჩიხურას" სამეულისთვის ბრძოლა გაუჭირდება.

გორის "დილა"

გორის "დილამ" ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მეხუთე პოზიცია დაიკავა. გუნდმა ვერც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლა და არც გავარდნის საფრთხის ქვეშ დამდგარა.

ამის მთავარი მიზეზი ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო რიბიერო იყო, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მან 14 გოლსა და 11 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი და მოლდოვას მიაშურა, სადაც კარიერას ჩემპიონ "შერიფში" გააგრძელებს. ის ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა.

რიბიეროსთან ერთად კლუბი დატოვა დავით რაჟამაშვილმა, გიორგი გადრანმა, ნოდარ ქავთარაძემ და სხვებმა, თუმცა გორელთა რიგები საკმაოდ საინტერესო მოთამაშეებმა შეავსეს. 21 წლის ტოგოელი შემტევი დიდიე კოუგბენია, სავარაუდოდ, "დილას" ერთ-ერთი ლიდერი იქნება. გუნდში მოვიდა გიორგი ცუკია, ბაქარ მირცხულავა, დაბრუნდა კაპო-ვერდელი ალვინ ფორტესი.

I ტურის მატჩში "დილას" მეტოქე დებიუტანტი "ვიტ ჯორჯია" იქნება. ეს გუნდები ერთმანეთს 30-ჯერ შეხვდნენ. "დილამ" 5-ჯერ იმარჯვა, 4 მატჩი ფრედ დასრულდა, 21 გამარჯვება კი "ვეტერინართა" ანგარიშზეა.

"ვიტ ჯორჯია"

"ვიტ ჯორჯიამ" უმაღლესი დივიზიონი რამდენიმე წელია დატოვა და წლების შემდეგ ისევ უბრუნდება ეროვნულ ლიგას, რომლის მოგებაც 21-ე საუკუნეში ორჯერ მოახერხა.

გუნდში ბევრი ცვლილება არ ყოფილა. "ვეტერინართა" რიგები ირაკლი კამლაძემ დატოვა. თბილისელებს კი 4 ფეხბურთელი შემოუერთდათ - დავით მუჯირი, ვანო კურდღელაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი და კახაბერ კაკაშვილი.

დიდი ალბათობით, "ვიტ ჯორჯია" მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ვერ მოახერხებს და ახალ სეზონში მისი მთავარი მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

ვინ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის?

ეროვნული ლიგა ნელ-ნელა, თუმცა მაინც წინ მიდის. წელს, ისევე, როგორც შარშან, გულშემატკივარს ყველა მატჩის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება ექნება.

ჩემპიონობისთვის, დიდი ალბათობით, ისევ ის სამი გუნდი იბრძოლებს, რომლებმაც შარშან სამეული შეადგინეს.

საუკეთესო ფორმაშია ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც ზედიზედ 25-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. არ შესუსტებულა არც "საბურთალო", რომელმაც ვაგნერ გონსალვეშის შენარჩუნება მოახერხა. ჯერჯერობით არ ვიცით, სინამდვილეში რა ძალაა ის მოთამაშეები, რომლებიც თბილისის "დინამომ" დაიმატა, თუმცა ისინი, ტრადიციულად, ეროვნული ლიგის ფავორიტთა შორის არიან.

საინტერესო გუნდია ბათუმის "დინამოც", რომელიც სერიოზულად გადახალისდა. საინტერესო იქნება მათი ბრაზილიელი ლიდერის, ფლამარიონის თამაში, რომელიც გასულ სეზონში ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ გუნდშია რომან ჭანტურიაც, რომელიც წლების განმავლობაში "ემპოლის" რიგებში ირიცხებოდა.

ეროვნული ლიგა. I ტური

1-ლი მარტი

საბურთალო-დინამო (ბთ) 19:00

2 მარტი

ლოკომოტივი-რუსთავი 18:00

ტორპედო-სიონი 20:00

3 მარტი

დინამო (თბ)-ჩიხურა 18:00

დილა-ვიტ ჯორჯია 20:00

• გენო

ბერქლეის პრემიერ ლიგა

• გოგა

აუ კრისტალბეთი იწყება:) ვინმეს გაგიათ ოდესმე ქვეყნის ჩემპიონატს ტოტალიზატორის სახელი რო ერქვად ბეთი:) და სულ 2 მილიონი ლარი ღირს ჩვენი ეროვნული ლიგა? გვეშველება ხალხო როდესმე? ადმინ არ დაბლოკო

• sandro

რომელ არხზეა შესაძლებელი მატჩების ყურება?

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

კომბინაცია და გოლი, რომლის ხილვაც ღირდა - რეპორტაჟი თელავიდან და სანიოლი ლიდერების მატჩზე [VIDEO]

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "საბურთალო" - "თელავი" [LIVE]

ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "სამტრედია" - "გაგრა" [LIVE]

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან

სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა

ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი

ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]

"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]

საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]

"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა

"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება

"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ

"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ

"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა