ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები, სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი "კაკტუსი" და "ბათუმი" შეხვდნენ.

ამ მატჩამდე ორივე გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდა. შესაბამისად, შეხვედრის შედეგს ორივესთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო პერიოდში მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. პირველი პერიოდი ბათუმელებმა 21:18 მოიგეს და მეორეს უმეტესი ნაწილი ლიდერობდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა პირველი ნახევრის დასკვნით 3-წუთეულში ზუსტი მიზანი გამოავლინეს და დაცვაშიც იყოჩაღეს. შესაბამისად, წინ გავიდნენ და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით გალიდერდნენ - 41:39.

მე-3 პერიოდში გარდატეხა მოხდა. ნიკოლას ნილისა და დელანო სპენსერის მექულეობით კაკტუსელებმა 10-წუთეული 30:13 მოიგეს და 15 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ზღვისპირელები ბევრს ეცადნენ, თუმცა მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება გახლდათ. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ბათუმმა" საბოლოოდ 81:90 წააგო და ბოლოსწინა ადგილზე განთავსდა. "კაკტუსი" კი ცხრილში დაწინაურდა.

გამარჯვებულთაგან 31 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო ნიკოლას ნილი. 28 ქულა მოაგროვა დელანო სპენსერმა, ხოლო 12 - დომინიკ ელიოტმა. "ბათუმში" 26 ქულით კეისი შეპარდი გამოირჩა. 18 ქულა დეიან იეფტიჩმა მოაგროვა, ხოლო ნოდარ გოგოძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში