სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური დარჩა, თუმცა უპირობო აუტსაიდერი უკვე გამოიკვეთა. ამ მომენტისთვის “ა” ლიგაში დაქვეითების მთავარი კანდიდატი “რუსთავია”, რომელმაც დღეს, საკუთარი გულშემატკივრებით სავსე დარბაზში 62:73 წააგო “დელტასთან” და ბოლო ადგილზე მყოფი, მის წინ მყოფ “ბათუმს” 2 ქულით (მოგებით) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ბოლო ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგაში პირდაპირ ვარდება, ხოლო მე-9 ადგილოსანი “ა” ლიგის ფინალისტთან სუპერლიგაში დასარჩენად იბრძოლებს. რუსთაველებმა პირველი წრის შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეცვალეს, თუმცა რამაზ გოგობერიშვილის ნაცვლად მოსულმა ბერძენმა სპეციალისტმა, გეორგიოს კეცელიდისმა ქვემოქართლელებს მოგების სიხარული ჯერ ვერ განაცდევინა.

დღევანდელ მატჩში “დელტას” უპირატესობა აშკარა იყო. “რუსთავს” ძლიერი ქართველი მოთამაშეების პრობლემა ისედაც ჰქონდა და წინა ტურში მიღებული ტრავმის გამო, ლევან ცეკვავა მოისაკლისა. 4 ლეგიონერით კი კეცელიდისის გუნდი ფონს ვერ გადის. უცხოელები გუნდის წამყვან ძალას კი წარმოადგენენ, თუმცა მეტოქე გუნდებს ისეთ კონკურენციას ვერ უწევენ, რომ გამარჯვებას მიაღწიონ. “დელტას” ძალა კი სწორედ ქართველ კალათბურთელებშია: ეროვნული ნაკრების წევრ-კანდიდატებმა – ბექა ბექაურმა, ოთო ფხაკაძემ და გეგი ბაქრაძემ თანაგუნდელებთან ერთად ჩინებულად ითამაშეს. “დელტამ” თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა, თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმია. რუსთაველები ამაოდ ცდილობდნენ ვითარების შეცვლას, მაგრამ მასპინძლებს მოგების რეალური შანსი არც კი მისცემიათ.

საბოლოოდ მატჩი “დელტას” 11-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 11 ტურის თავზე მე-7 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში “მგზავრებთან” III-IV ადგილებს იყოფს. სუპერლიგის მე-12 ტური 8-9 მარტს, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება